“დორტმუნდის” ფანებმა იურგენ კლოპი განსაკუთრებულად გააცილეს [ფოტოები]

როგორც იცით, დღეს კლოპისთვის დორტმუნდის “ბორუსიას” შემადგენლობაში ბოლო მატჩი იყო, ამიტომაც გუნდის გულშემატკივრები გერმანელ სპეციალისტს განსაკუთრებულად დახვდნენ.

osman

2

4

„ბორუსია“ ნახევარმცველს ეძებს

დასასრულს მოახლოებული სეზონი დორტმუნდის „ბორუსიას“ ვეტერან სებასტიან კელისთვის ბოლო არის. გარდა ამისა, გუნდიდან ილკაი გიუდოგანის წასვლაც არ გამოირიცხება.

ნახევარდაცვის გაძლიერების მიზნით კლუბი რამდენიმე კანდიდატს განიხილავს, რომელთა შორისაც მთავარი „ანდერლეხტის“ შუახაზელი იური ტილემანსია. მართალია, 18 წლის მოთამაშემ თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა, ამიტომაც დორტმუნდელებს ტალანტის მისაღებად მაღალი თანხის დახარჯვა მოუწევთ.

„ბორუსიას“ რიგებში გადასვლის შანსი ასევე „მაინცის“ ნახევარმცველ იოჰანს გაისს აქვს.

რამდენიმე წყაროს უწყებით, დორტმუნდელებმა გაისთან კონტრაქტის დეტალებიც შეათანხმეს და მისი ტრანსფერი კლუბს 10-15 მილიონი ევრო დაუჯდება.

იმობილე „ინტერში“ იკარდის შეცვლის?

ევროპული პრესა დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელის ჩირო იმობილეს იტალიაში შესაძლო დაბრუნების შესახებ საუბარს აგრძელებს. როგორც „Football-Italia“ წერს, ჩიროს „ინტერში“ გადასვლის შანსი აქვს.

წყაროს ცნობით, შესაძლო ტრანსფერის ალბათობას „ნერაძურიდან“ მაურო იკარდის წასვლა გაზრდის. იმ შემთხვევაში, თუ იკარდი „ინტერს“ ზაფხულში დატოვებს, მილანელები იმობილეს ტრანსფერის განხილვას აქტიურად დაიწყებენ.

აქამდე „ბორუსია“ იმობილეს სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს ითხოვდა.

გიუნდოგანი „ვოლფსბურგში“?

„ვოლფსბურგი“ იმ კლუბთა რიგებს შეუერთდა, რომლებიც დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველის ილკაი გიუნდოგანისთვის იბრძოლებს.

შემდსეგ სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგისთვის „ვოლფბსბურგი“ შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი დიტვერ ჰეკინგი 24 წლის ნახევარმცველს „ნიურნბერგიდან“ იცნობს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ  გიუნდოგანმა „ბორუსიასთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა.

“ბორუსიამ” ხედირას დაუმიზნა

დორტმუნდის “ბორუსიას” მორიგი სატრანსფერო სამიზნე “რეალის” გერმანელი ნახევარმცველია.

ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალი აგენტი ხდება. 28 წლის ნახევარმცველით “არსენალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “პსჟ”, “ვოლფსბურგი” და “რომა” ინტერესდებიან. სიას “შავ-ყვითლებიც” დაემატნენ.

ხედირათი გუნდის ახალი თავკაცი, ტომას ტუხელი პირადად ინტერესდება, რომელსაც ილკაი გუნდოგანის შემცვლელად მიიჩნევს.

“ბორუსიამ” ბლაშიკოვსკი დაკარგა

დორტმუნდის “ბორუსიას” პოლონელი შემტევი ნახევარცმველი გუნდის ლაზარეთს შეუერთდა.

გერმანული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, რომ ფეხბურთელმა “ჰოფენჰაიმთან”(1:1) მატჩის დროს საზარდული დაიზიანა.

ამის გამო, იაკუბ ბლაშიკოვსკი იძულებული იქნება სამი კვირა გამოტოვოს. იგი ვერ ითამაშებს “ჰერტას” და “ვოლფსბურგის” წინააღმდეგ.

ამ სეზონში, პოლონელმა ბუნდესლიგაში 13 მატჩი ჩაატარა.

„ბარსელონას“ ლევანდოვსკის ოთხ მილიონ ევროდ ყიდვა შეეძლო

ესპანური გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, 2010 წელს ამჟამად მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელს რობერტ ლევანდოვსკის „ბარსელონაში“ გადასვლა შეეძლო.

კატალონიელებს რობერტის დამატებას მათი ყოფილი მოთამაშე ხოსე მარი ბაკერო ურჩევდა, რომელიც იმ პერიოდში პოლონურ „ლეხს“ თავკაცოვდა. საბოლოოდ, ლევანდოვსკი დორტმუნდის „ბორუსიაში“ გაბარგდა, ეს ტრანსფერი კი გერმანელებს მხოლოდ ოთხი მილიონი ევრო დაუჯდათ.

აღსანიშნავია, რომ 2009 წელს ლევანდოვსკის აგენტი კონტრაქტის გაფორმებას კიდევ ერთ ესპანურ კლუბს „სპორტინგს“ სთავაზობდა, თუმცა უარი მიიღო.

ობამეიანგი: „ჩემი მომავალი ახალ მწვრთნელზეა დამოკიდებული“

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა განაცხადა, რომ მისი მომავალი გუნდის ახალი მწვრთნელის ტომას ტუხელის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. შეგახსენებთ, რომ ტუხელი დორტმუნდელებს ზაფხულში ჩაუდგება სათავეში.

„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი მწვრთნელის გაცნობაა. მასთან შეხვედრის და საუბრის შესაძლებლობა ჯერ არ მქონია. მისი ნახვა გადამწყვეტი ფაქტორი იქნება. ჩემი მომომავალი მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

საუბრის შემდეგ გადაწყვეტილებას მივიღებ, თუმცა „ბორუსიაში“ დარჩენა მსურს. ვფიქრობ, ჩემი კარიერისთვის ეს კარგი იქნებოდა“, – განაცხადა ობამეიანგმა.

ობამეიანგი: “გვსურს, კლოპს სახეზე ღიმილი დარჩეს”

რობენი “დორტმუნდთან” ითამაშებს

“ბაიერნის” ნახევარმცველი, არიენ რობენი გერმანიის თასზე დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ შეძლებს თამაშს.

არიენს მოედანზე მარტის შუა რიცხვების შემდეგ ტრავმის გამო არ უთამაშია. მან გუნდთან ერთად გუშინ ივარჯიშა.

“ეს ის იყო, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. ის სრულ მზადყოფნაშია,”-განაცხადა გვარდიოლამ “ბორუსიასთან” მატჩის წინ.

“თუ თამაშის წინაც თავს კარგად იგრძნობს, ითამაშებს. არიენს არ სჭირდება დიდი დრო, რათა ოპტიმალურ ფორმას დაუბრუნდეს”.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის თასის ნახევარფინალში “ბაიერნი” იურგენ კლოპის გუნდს 28 აპრილს დაუპირისპირდება.

ობამეიანგი: “გვსურს, კლოპს სახეზე ღიმილი დარჩეს”

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელი, პიერე ემერიკ-ობამეიანგი იმედოვნებს, რომ გუნდი სეზონის დარჩენილ მატჩებს კარგად დაასრულებს.

როგორც იცით, სეზონის ბოლოს იურგენ კლოპი დატოვებს გერმანული გუნდის მესაჭის პოსტს. “შავ-ყვითლებს” გერმანიის თასის გარდა, კიდევ ხუთი მატჩი აქვთ ბუნდესლიგაში დარჩენილი.

“რა თქმა უნდა, ეს უცნაური სიტუაციაა. სეზონი ჯერ არ დასრულებულა, მწვრთნელიც ჩვენთანაა, დარჩენილია მატჩები”.

“ყველაფერი ისე უნდა დავამთავროთ, რომ კლოპმა გუნდი ღიმილიანი სახით დატოვოს,”-განაცხადა ობამეიანგმა.

ბუნდესლიგის უახლოეს ტურში, “ბორუსია” საკუთარ მოედანზე “აინტრახტს” დაუპირისპირდება.

როისი და პიშჩეკი ვარჯიშს დაუბრუნდნენ

დორტმუნდის “ბორუსიას” სავარჯიშო პროცესს გუნდის ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ლუკას პიშჩეკი და მარკო როისი დაუბრუნდა.

“შაბათს მარკო ვერ ითამაშებს, მაგრამ სამშაბათს კი,”-განაცხადა იურგენ კლოპმა Goal.com-თან.

შაბათს “ბორუსია” ბუნდესლიგაში, საკუთარ მოედანზე “აინტრახტს” ეთამაშება, ხოლო სამშაბათს გერმანიის თასზე “ბაიერნს”.

პიშჩეკს თებერვლის შემდეგ ტერფის ტრავმის გამო არ უთამაშია, ხოლო როისი აპრილის დასაწყისში “ბაიერნთან” დაშავდა.

კლოპი და „ბორუსია“ – დიდი ზღაპრის დასასრული

დორტმუნდის „ბორუსიამ“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ იურგენ კლოპის წასვლა დაადასტურა, თანაც ეს გადაწყვეტილება თავად მწვრთნელმა მიიღო.

გემრანელ სპეციალისტს „ბორუსიასთან“ კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს, რაც აქამდე მისი მხრიდან დიდ გეგმებზე მეტყველებს, თუმცა ახლა მან სულ სხვა გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც პირველ რიგში, პატივისცემას იმსახურებს. თანაც, სად არის იმის გარანტია, რომ იურგენი დორტმუნდში არ გაახსენდებათ და რამდენიმე წლის შემდეგ ისევ არ მიიწვევენ? კლოპის აზრით, კლუბი მან იმიტომ დატოვა, რომ მის დონეს აღარ აკმაყოფილებდა.

სხვა მხვრივ, ისტორიას არაერთი მიზეზი ახსოვს, რომელზეც მწვრთნელები წასვლისას საჯაროდ არ საუბრობდნენ. იურგენმა ყველას მადლობა გადაუხადა, მაგრამ საეჭვოა, როცა ადამიანი, რომელმაც კლუბი ფეხზე დააყენა და საშალო დონის გუნდისგან გერმანიის ორგზის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ჩამოაყალიბა, ამბობს, რომ მის დონეს აღარ აკმაყოფილებს. ეგრედ წოდებული „დონე“ „ბორუსიაში“ სწორედ მან ჩამოაყალიბა. დორტმუნდში გატარებულ შვიდ წელიწადში კლოპს გუნდთან ერთად როგორც რთული, ისე წარმატებული პერიოდი აქვს გადატანილი.

მიმდინარე სეზონმა დაადასტურა, რომ ახლანდელ გუნდს ზაფხულში ახალი სტრატეგიის შემუშავება სჭირდება, რადგან მისი საჩემპიონი მარაგი ამოიწურა და მას „ახალი ხილი“ სჭირდება. კლოპს, შეგვიძლია, ადამიანური თვალსაზრისითაც გავუგოთ – მუდმივი ტრავმები და ლიდერების დაკარგვა მის საქმიანობაზე ყოველდღე მოქმედებდა. არაერთი მიზეზის გამო მან დორტმუნდში გუნდის სწორად მართვის საშუალება დაკარგა.

როგორი იქნება იურგენს შემდეგი ნაბიჯი? კარგი იქნებოდა, თუ ის გვარდიოლას მსგავსად ერთი წლის განმავლობაში დაისვენებდა, თუმცა ასეთ სპეციალისტზე დიდი მოთხოვნა იქნება და, სავარაუდოდ, მას არც არავინ დაასცენებს. კლოპის გათავისუფლების სიახლის გაგების შემდეგ, შესაძლოა, ის კლუბებიც კი გააქტიურდნენ, რომლებიც მწვრთნელის შეცვლას არ გეგმავდნენ. ვინ იცის, იქნებ კლოპი „რეალმა“ ან „ბარსელონამაც“ კი მიიწვიონ.

მოკლედ, მისი მიზნის გაგება ადვილია: მას თავისი მაღალი კლასის დამტკიცება სურს, დორტმუნდში შეზღუდული რესურსებით კი ეს ვერ გამოვიდა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი პირიქითაა – „ბორუსია“ მისი დონის კლუბი აღარ არის და მას გაცილებით დიდი გუნდის მართლაც შეუძლია. ერთ-ერთი კარგი ვარიანტი კლოპისთვის „მანჩესტერ სიტი“ იქნებოდა, რომელმაც ბოლო-ბოლო ფინანსებსა და წარმატებებს შორის ბალანსი უნდა იპოვოს და ტურნირების მოგება დაიწყოს. ბუკმეკერები იურგენს სწორედ მანუელ პელეგრინის ადგილას სვამენ.

რაც შეეხება თავად „ბორუსიას“, კლუბი ცნობილ სპეციალისტს არ მოიყვანს. ფეხბურთელების მსგავსად, აქ მწვრთნელების აღზრდაც უყვართ. შესაძლო კანდიდატებს შორის ამჟამად ტომას ტუხელი სახელდება. სხვათაშორის, 41 წლის სპეციალისტის მსგავსად, კლოპი ასევე „მაინცს“ თავკაცობდა და დორტმუნდში სწორედ ასე მოხვდა. ტუხელი, რომლის თავკაცობითაც „მაინცი“ ბუნდესლიგის მეხუთე ადგილზეც კი იმყოფებოდა, გაცილებით დიდი მიზნების მქონე კლუბში სიამოვნებით იმუშავებდა. ახალი გამოწვევების დრო დადგა – ტუხელი უკეთესი პესპექტივისთვის მზად უნდა იყოს, კლოპი კი სამშობლოს უნდა გასცდეს. „ბორუსიას“ მან ყველაფერი მისცა, რისი მიცემაც შეეძლო, სერ ალექს ფერგიუსონებად კი მხოლოდ ერთხეულები იბადებიან, რომელთა შორისაც გერმანელი ნამდვილად არაა.

კლოპის მოღვაწეობა დორტმუნდში ჯერ არ დასრულებულა. „ბორუსიას“ გერმანიის თასის მოგებით და ევროპის ლიგაზე გასვლით იურგენისთვის საჩუქრის გაკეთება ჯერ კიდევ შეუძლია…