“საბურთალომ” ბათუმის “დინამო” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის მატჩები იმართება.

ერთ-ერთ შეხვედრაში თბილისის “საბურთალომ” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბათუმის “დინამო” მიიღო. მატჩი დედალაქელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა ირაკლი ბიძინაშვილმა 28-ე წუთზე მოახერხა და “საბურთალო” დააწინაურა.

მეორე ტაიმში, მე-60 წუთზე გიორგი კოხრეიძემ ორამდე გაზარდა ანგარიში.

საბოლოოდ – 2:0.

ამ მოგებით გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 12 ქულით მესამე ადგილზეა. რაც შეეხება “დინამოს”, აჭარლები ცხრა ქულით მეშვიდეზე არიან.

 

თბილისის “დინამომ” ქობულეთის “შუქურა” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, “დინამო არენაზე” თბილისის “დინამომ” ქობულეთის “შუქურა” მიიღო.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა დედაქალაქელთა კაპიტანმა, გიორგი პაპუნაშვილმა შეძლო.

მეორე ნახევარში, 55-ე წუთზე უკვე ბაჩანა არაბულმა გამოიჩინა თავი. ზუსტად ექვს წუთში საბა ლობჟანიძემ სამამდე გაზარდა სხვაობა. თბილისლები არ გაჩერდნენ და მეოთხეც გაიტანეს. 72-ე წუთზე არაბულმა დუბლი, ხოლო 79-ეზე კი საერთოდ ჰეთრიკი შეასრულა.

საბოლოოდ, 5-0.

ამ გამარჯვებით “დინამოს” 15 ქულა დაუგროვდა და პირველ ადგილზეა. რაც შეეხებათ აჭარლებს, მათ, მხოლოდ და მხოლოდ, ორი ქულა აქვთ და ბოლო პოზიციაზე არიან.

 

ფოტო: Fcdinamo.Ge

ეროვნული ლიგა: საქართველოს ჩემპიონმა “კოლხეთი” სანდოხაძის გოლით დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში ქობულეთში “ჩელე არენაზე” ფოთის “კოლხეთმა” “სამტრედია” მიიღო. დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა მეშვიდე წუთზე დავით ჩაგელიშვილმა გახსნა. პირველ ტაიმში მეტი გოოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში მეგრელები გააქტიურდნენ, რამაც შედეგი გამოიღო. 50-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა ანგარიში გაათანაბრა. გია ცეცაძის შეგირდები ფრეს არ დასჯერდნენ. 87-ე წუთზე მსაჯმა მათ სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დანიშნა. “სამტრედიადან” პენალტი ნიკოლოზ სანდოხაძემ შეასრულა ზუსტად შეასრულა!

საბოლოოდ, 2-1.

ამ წაგების შემდეგ “კოლხეთი” შვიდი ქულით მეცხრე ადგილზეა. “სამტრედიას” ათი ქულა აქვს და მეოთხეზეა.

 

ეროვნული ლიგის მეშვიდე ტური: პრევიუ

12 და 13 აპრილს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართება.

Fanebi.Com-ი აღნიშნული ტურის პრევიუს გთავაზობთ.

თბილისის “ლოკომოტივი” – გორის “დილა”

დასაწყისი: 12 აპრილი, 16:00 საათი

მიხეილ მესხი 2-ზე “ლოკომოტივი” “დილას” მიიღებს. გიორგი დევდარიანის შეგირდები საოცარ ფორმაში არიან. ბოლო ორ ტურში მათ ათი გოლი გაიტანეს და კარის მშრალად შენახვაც მოახერხეს. ამჟამად, “ლოკომოტივი” 13 ქულით გათამაშების ლიდერია. რაც შეეხება “დილას”, ეს კლუბი მოლოდინს ჯერ  ბოლომდე ვერ ამართლებს. მეექვსე ტურის შეხვედრაში გორელებმა ფოთის “კოლხეთი” მიიღეს და მეგრელებთან ქულები გაიყვეს (1-1). “დილა” ექვსი ქულით ბოლოს წინა ადგილზეა.

ფოთის “კოლხეთი” – სამტრედიის “სამტრედია”

დასაწყისი: 13 აპრილი, 14:00 საათი

ქობულეთში, “ჩელე არენაზე” “კოლხეთი” საქართველოს მოქმედ ჩემპიონს მიიღებს. ფოთელები წინა ტურში, როგორც ვთქვით, “დილას” დაუპირისიპირდნენ და ფრე ითამაშეს. მათ შვიდი ქულა აქვთ და მეშვიდე ადგილზე არიან. “სამტრედიამ” ეროსი მანჯგალაძის სახელობის მოედანზე ქუთაისის “ტორპედოს” წინააღმდეგ გააგორა ბურთი და ანგარიშით, 0:2 დამარცხდა. ახლა ის მერვე პოზიციაზეა და შვიდი ქულა აქვს.

თბილისის “დინამო” – ქობულეთის “შუქურა”

დასაწყისი: 13 აპრილი, 16:00 საათი

ქართული ფეხბურთის ფლაგმანი შესანიშნავ ფორმაშია. დედალაქელებმა ბოლო სამი მატჩიდან სამივე მოიგეს და ამჟამად 12 ქულით მეორე ადგილზე არიან. “შუქურა” კი წარუმატებელ სერიას განაგრძობს. ბოლო მატჩში აჭარლები “ლოკომოტივთან” განადგურდნენ (0:5). ამჟამად, “შუქურა” ორი ქულით ცხრილში ბოლოა.

თბილისის “საბურთალო” – ბათუმის “დინამო”

დასაწყისი: 13 აპრილი, 18:00 საათი

მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე “საბურთალო” აჭარულ “დინამოს” მიიღებს. დედალაქელებმა წინა შეხვედრა სტურმად “ჩიხურასთან, ანგარიშით, 1:2 დათმეს. ახლა მათ 9 ქულა აქვთ და მეექვსე ადგილს სჯერდებიან. ხოლო, “დინამომ”, როგორც ვთქვით, სეხნია თბილისურ გუნდთან მინიმალური ანგარიშით წააგო. ეს კლუბი ცხრა ქულით მეხუთეზეა.

ქუთაისის “ტორპედო” – საჩხერის “ჩიხურა”

დასაწყისი: 13 აპრილი, 20:00 საათი

ხუთშაბათს ქუთაისში იმერული დერბი შედგება. “ტორპედომ” ბოლო ტურში სამტრედიაში ადგილობრივ გუნდთან ორბურთიანი სხვაობით მოიგო. მათ ანგარიშზე ცხრა ქულა და მეოთხე ადგილია. ხოლო, “ჩიხურამ” ზესტაფონში “საბურთალო” დიმიტრი ტატანაშვილის დუბლით დაამარცხა. სოსო ფრუიძის შეგირდებს ათი ქულა აქვთ და მხოლოდ თბილისურ კლუბებს: “დინამოსა” და “ლოკოკომოტივს” ჩამორჩებიან.

 

ეროვნული ლიგის მეექვსე ტური: პრევიუ

“ლოკომოტივმა” “კოლხეთს” გადაუარა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთი მატჩი ქობულეთში “ჩელე არენაზე” შედგა. ერთმანეთს ფოთის “კოლხეთი” და თბილისის “ლოკომოტივი” დაუპიურისპირდნენ. თამაში მთლიანად დედაქალაქელთა უპირატესობით წარიმართა. მათი მხრიდან ანგარიშის გახნსა მე-16 წუთზე მამია გავაშელიშვილმა მოახერხა.

მეორე ნახევარში, მე-60 წუთზე გავაშელიშვილმა დუბლი შეასრულა, ხოლო ოთხ წუთში ირაკლი სიხარულიძემ სამამდე გაზარდა სხვაობა. 81-ე წუთზე უკვე ამ უკანასკნელმა შეასრულა დუბლი. საბოლო წერტილი კი ისევ გავაშელიშვილა 88-ე წუთზე დასვა – 0:5.

ამ გამარჯვებით “ლოკომოტივი” ცხრილში გალიდერდა. მას ათი ქულა აქვს. მეგრელებს კი ექვსი ქულა დარჩათ და მეექვსე ადგილზე იმყოფებიან.

 

ეროვნული ლიგის მეხუთე ტური: 5 აპრილის მატჩების პრევიუ

ხვალ ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის სამი შეხვედრა გაიმართება.

Fanebi.Com-აღნიშნული მატჩების პრევიუს გთავაზობთ.

თბილისის “დინამო” – საჩხერის “ჩიხურა”

დასაწყისი: 5 აპრილი, 18:00 საათი

ცენტრალურ დაპირისპირებას 5 აპრილს თბილისი უმასპინძლებს. „დინამო არენაზე“ ერთმანეთს „დინამო“ და საჩხერის „ჩიხურა“ დაუპირისპირდებიან. სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულაა. საჩხერლებს შვიდი ქულა აქვთ და მეორეზე არიან, დინამოელები კი – ექვსი ქულით მეხუთეზე არიან. კლუბების ბოლო დაპირისპირება 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში შედგა და იმერელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. ზოგადად კი „დინამოსა“ და „ჩიხურას“ ერთმანეთის წინააღმდეგ 29 შეხვედრა აქვთ გამართული. აქედან 17 მატჩი თბილისელებმა მოიგეს, 7 ფრედ დასრულდა, 5-ში კი საჩხერლებმა გაიმარჯვეს.

ბათუმის “დინამო” – ქობულეთის “შუქურა”

დასაწყისი: 5 აპრილი, 16:00 საათი

ამავე დღეს, ქობულეთის „ჩელე არენაზე“ აჭარული დერბი გაიმართება: ბათუმის „დინამო“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლებს. ეროვნული ლიგის გასულ ტურში ბათუმელებმა საჩხერის „ჩიხურა“ დაამარცხეს და საჭირო სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში. ქობულეთელებმა კი ზედიზედ მეორე შეხვედრა დათმეს და 2 ქულით გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილზე არიან. აღსანიშნავია, რომ „დინამო“ „შუქურასთან“ 1993/94 წლების სეზონის შემდეგ არ დამარცხებულა. ამ პერიოდში გუნდებმა ოთხი შეხვედრა გამართეს, აქედან ორი ბათუმელებმა მოიგეს, ორი კი ფრედ დასრულდა.

თბილისის “საბურთალო” – სამტრედიის “სამტრედია”

დასაწყისი: 5 აპრილი, 20:00 საათი

თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „საბურთალო“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს. თბილისელებს მიმდინარე სეზონში შესანიშნავი სტარტი აქვთ და 9 ქულით გათამაშებას ლიდერობენ. 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის ჩემპიონი კი არც თუ ისე დამაჯერებლად გამოიყურება და ოთხი ქულით გორის „დილასთან“ ერთად მე-8 მე-9 ადგილებს იყოფს. აღნიშნულიდან გამომდინარე „მიხეილ მესხზე“ დაძაბული და საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი.

 

“ლოკომოტივმა” და “ტორპედომ” ქულები გაიყვეს

დღეს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში “ლოკომოტივი” “ტორპედოს” დაუპირისპირდა.

მატჩი დაძაბული გამოდგა. ანგარიშის გახსნა 24-ე წუთზე გიორგი კიკნაძემ მოახერხა და “ლოკომოტივი” დააწინაურა. თუმცა, ზუსტად ერთ წუთში ნიკიოლოზ საბანაძემ გაათანაბრა.

საბოლოოდ, შეხვედრა, ანგარიშით 1-1 დასრულდა.

ამ ფრის შემდეგ “ლოკომოტივს” შვიდი ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. რაც შეეხება “ტორპედო”, ქუთაისლები ხუთი ქულით მეხუთე პოზიციაზე იმყოფებიან.

ეროვნული ლიგა: “შუქურა” “კოლხეთთან” საკუთარ მოედანზე ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა

დღეს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის მატჩები იმართება

ერთ-ერთ შეხვედრაში ქობულეთის “შუქურამ” ფოთის “კოლხეთი” მიიღო. მატჩი ძალიან დაძაბული, უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა. ანგარიშის გახსნა მასპინძლებმა 21-ე წუთზე შეძლეს. ამის გაკეთება ლევან კუტალიამ მოახერხა.ზუსტად თორმეთ წუთში კოვტალიუკმა გაათანაბრა. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში, 56-ე წუთზე უკრაინელმა ლეგიონერმა დუბლის შესრულება მოახერხა და “კოლხეთი” წინ გაიყვანა. 61-ე წუთზე კუტალიამაც მეორე გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. კოვტალიუკმა აჭარლები არ გაახარა! მან 82-ე წუთზე სტუმრები დააწინაურა. ხოლო, 90-ე წუთზე გიორგი ბუხაიძემ საერთოდ 2-4 გახადა ანგარიში. საბოლოდ, შეხვედრა სწორედ ასე დასრულდა.

ამ მარცხის შემდეგ, “შუქურა” ორი ქულით ბოლო ადგილზეა. ხოლო, “კოლხეთმა” სამი საფეხურით წინ წაიწია და ექვის ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს.

ეროვნული ლიგის მეოთხე ტური: პრევიუ

სანაკრებო პაუზის შემდეგ ქვეყნების ჩემპიონტები განახლდება. გამონაკლისი არც ეროვნული ლიგაა, რომელშიც მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართება.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ ნახსენები მატჩების პრევიუს.

ქობულეთის “შუქურა” – ფოთის “კოლხეთი”

დასაწყისი: 1 აპრილი, 14:00 საათი

ერთ-ერთი შეხვედრა სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე შედგება. ერთმანეთს “შუქურა” და “კოლხეთი” დაუპირისპირდებიან. პირველმა მათგანმა წინა მატჩი “ჩიხურასთან” სტუმრად ორბურთიანი სხვაობით წააგო და ახლა ორი ქულით ბოლო ადგილზეა. რაც შეეხება “კოლხეთს”, მეგრელებმა მესამე ტურში ქუთაისში ადგილობრივ “ტორპედოსთან” იასპარეზეს და ანგარიშით, 1-2 დამარცხდნენ. გელა სანაიას შეგირდებს სამი ქულა აქვთ და მეშვიდე პოზიციას იკავებენ. ნებისმიერ შემთხევაში, ორივე გუნდი იბრძოლებს მინიმუმ ერთი ქულისთვის და ცხრილში უფრო წინ აწევისთვის.

თბილისის “ლოკომოტივი” – ქუთაისის “ტორპედო”

დასაწყისი: 1 აპრილი, 14:45 საათი

მიხეილ მესხი 2-ზე ადგილობრივი “ლოკომოტივი” ქუთაისის “ტორპედოს” მიიღებს. გიორგი დევდარიანის შეგირდებმა ჩემპიონატი კარგად დაიწყეს, ორი მატჩი მოიგეს, თუმცა ბოლოს თბილისურ დერბიში “საბურთალოსთან” დამარცხდნენ და ამჟამად ექვსი ქულით მესამე პოზიციაზე არიან. იმერლებმა, როგორც ვთქვით, საკუთარ მოედანზე ფოთის “კოლხეთს” სძლიეს და წელს პირველი გამარჯვება მოიპოვეს. მათ ოთხი ქულა მოუგროვდათ და მეოთხე საფეხურზე არიან. წესით, ორივე კლუბი მოსაგებად იბრძოლებს. მაყურებელმა უშეღავათო და დაძაბული ორთაბრძოლა უნდა იხილოს.

გორის “დილა” – თბილისის “საბურთალო”

დასაწყისი: 1 აპრილი, 16:30 საათი

მორიგი მატჩი, რომელიც შაბათ დღეს გაიმართება, “დილასა” და უკვე ნახსენები “საბურთალოს” დაპირისპირებაა. გორელებმა წინა ტურში დიდი გამოცდა ჩააბარეს. მათ პირველი სამი ქულის აღება სტუმრად დედაქალაქურ “დინამოსთან” მოახერხეს. ებრაელების მფლობელობაში მყოფმა კლუბმა ქართული ფეხბურთის ფლაგმანი, ანგარიშით 2-1 დაამარცხა და ოთხი ქულა დაუგროვდა. ქართლელები მეექვსე ადგილს იკავებენ. ხოლო, “საბურთალოს”, “ლოკომოტივის” დამარცხების შემდეგ, ექვსი ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. აქაც  წინა ტურში ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე, ფავორიტის გამორჩევა რთულია.

სამტრედიის “სამტრედია” – თბილსის “დინამო”

დასაწყისი: 2 აპრილი, 15:00 საათი

გადავიდეთ კვირას გასამართ შეხვედრებზე. პირველი დაპირისპირება სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივ გუნდსა და “დინამოს” შორის გაიმართება. გია ცეცაძის ბიჭებმა წინა მატჩი ბათუმის “დინამოსთან” სტუმრად მინიმალური ანგარიშით მოიგეს. ამჟამად მათ ოთხი ქულა აქვთ და მეხუთე პოზიციაზე არიან. “დინამომ, როგორც უკვე ვთქვით, “დილასთან” საკუთარ მოედანზე წააგო. ეს კლუბის სამი ქულით ბოლოს წინა პოზიციაზეა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი რომ საკუთარ მოედანზე ნებისმიერ მატჩში და, შესაბამისად, ამაშიც მოგებსითვის იბრძოლებს, ორი აზრი არაა. ასევე, სამი ქულა იქნება კახა კაჭარავას შეგირდების მიზანიც. მათ პირველი ტურის შემდეგ ერთი ქულაც კი არ მოუპოვებიათ. აქედან გამომდინარე, დაძაბულ შეხვერდას უნდა ველოდოთ.

საჩხერის “ჩიხურა” – ბათუმის “დინამო”

დასაწყისი: 2 აპრილი, 17:30 საათი

მეოთხე ტურის ცენტარული შეხვედრა ზესტაფონში, დავით აბაშიძეზე შედგება. პირველადგილოსანი “ჩიხურა” აჭარულ “დინამოს” მიიღებს. საჩხერული კლუბი არის ერთადერთი, რომელსაც მიმდინარე სეზონში წაგება არ აქვს. სოსო ფრუიძის კოლექტივმა ორი შეხვედრის მოგება შეძლო და ერთიც ფრედ დაასრულა. “დინამო” ერთი მოგებითა და ორი წაგებით მერვე პოზიციაზეა. იმერლები, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი სამი ქულისთვის იბრძოლებენ. “დინამოს” კი შედარებით მაღალ საფეხურზე აწევა სურს.

 

27 წლის წინ საქართველოს ჩემპიონატის პირველი შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)

დღეს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული დღეა.

1990 წელს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ, ნოდარ ახალკაცის მეთაურობით, გადაწყვიტა, რომ საქართველოს დამოუკიდებელი ჩემპიონატი უნდა ჰქონოდა. საბოლოოდ, დადგინდა, რომ ჩემპიონატს “საქართველოს უმაღლესი ჯგუფი” დარქმეოდა და მასში თვრამეტ გუნდს მიეღო მონაწილეობა.

იმავე წლის 30 მარტს ჩემპიონატის პირველი მატჩი შედგა. დაპირისპირება დღევანდელ ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე თბილისის “იბერიასა” (“დინამო”) და ფოთის “კოლხეთს” შორის გაიმართა და იგი მეგრელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. რაც არ უნდა კურიოზული იყოს, პირველი სეზონის სადებიუტო თამაშის ერთადერთი გოლი ავტოგოლი იყო: “თავის გამოჩენა” გელა კეტაშვილმა მოახერხა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერი, ზვიად გამსახურდია და კათალიკოს პატრიარქი, ილია II. პირველმა მათგანმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა: “საქართველოს ძენო და სულნო, საყვარელო დანო და ძმანო, გილოცავთ ნანატრი დღის დადგომას, გილოცავთ ეროვნული ჩემპიონატის პირველ დღეს. ძვირფასო მეგობრებო ამ დღეს ქართული ფეხბურთი შემოუერთდა საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას და იგი ჩვენთან ერთად იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის. იმპერიული ძალების წინააღმდეგობის მიუხედავათ, ჩვენ გავიმარჯვეთ და მივაღწიეთ საქართველოს ფეხბურთის დამოუკიდებელი ფედერაციის გამოყოფას იმპერიული ფედერაციისგან. გაუმარჯოს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”

“იბერიას” შემადგენლობა: ხაპოვი, კეტაშვილი, ჭედია, რევიშვილი, კაჭარავა, გურული, ცხადაძე, არზიანი, ქეცბაია, ცაავა, გოგიჩაიშვილი.

იხილეთ ვიდეო

ეროვნული ლიგა: მარტის თვის სტატისტიკური ანალიზი

ეროვნულ ლიგაში მარტის თვეში სამი ტური ჩატარდა. გთავაზობთ, აღნიშNული მატჩების სტატისტიკურ ანალიზს.

მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი პასი სამტრედიას აქვს გაკეთებული – 1789 -პასი, საშუალოდ მატჩში: 596.3. განვლილ მატჩებში ბურთის ფლობის ყველაზე მაღალი  საშუალო პროცენტული მაჩვენებელი სამტრედიელებმა დააფიქსირეს – 58.6%.

კარში დარტყმის მაჩვენებლით ქუთაისის ტორპედო გამოირჩევა – 21 კარში დარტყმა, ქუთაისელები საშუალოდ მატჩი 7-ჯერ ურტყამენ. კარისკენ დარტყმებით ბათუმის დინამო ლიდერობს, რომელსაც 28 კარისაკენ დარტყმა დაუგროვდა, საშუალოდ კი ბათუმელები კარისკენ 9.3-ჯერ ურტყამენ.

ქუთაისის ტორპედოს ყველაზე მეტი კუთხური აქვს მოწოდებული – 22, საშუალოდ მატჩში – 7.3.

ყველაზე ცოტა დარღვევით ლიგაში ქუთაისელები გამოირჩევიან – 44 დაჯარიმება, საშუალოდ 14.6. ასევე, ყველაზე ნაკლებად ბარათის საჩხერის ჩიხურას და ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელები იღებენ – 5.

Eliga.Ge