“პარი სე-ჟერმენის” თავდამსხმელმა კილიან მბაპემ “ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში მთავარი ფავორიტები დაასახელა.
“მთავარი პრეტენდენტები კარიმ ბენზემა, მე და სადიო მანე ვართ.
ბენზემა 34 წლისაა და კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა. მან ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთხელ მოიგო და ამ წარმატების მთავარი შემოქმედი იყო.
კარიმის ადგილას რომ ვიყო და “ოქროს ბურთის” გარეშე დავრჩენილიყავი, ამ ჯილდოს არსებობას სამუდამოდ დავივიწყებდი”, – ციტირებს მბაპეს სიტყვებს ფრანგული გამოცემა L’Equipe.
შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” მოქმედი მფლობელი ლიონელ მესი გახლავთ, რომელიც წელს ნომინანტთა შორის ვერ მოხვდა.