ათი საუკეთესო ქართველი გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში

თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა შემტევის გიორგი პაპუნაშვილი ბრემენის „ვერდერში“ ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია. პარასკევს პაპუნაშვილი გერმანიაში გაფრინდა, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, იქამდე კი Fanebi.com-ი იმ ათ ქართველ ფეხბურთელს იხსენებს, რომელსაც პირველ ან მეორე ბუნდესლიგაში უთამაშია.

1. საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე 1993 წლიდან 1996 წლამდე ფრანკფურტის „აინტრახტის“ ფერებს იცავდა

`1
2. ლევან კობიაშვილს სამ გერმანულ კლუბში უთამაშია. ბუნდესლიგაში კარიერა მან „ფრაიბურგში“ დაიწყო, რის შემდეგაც „შალკეში“ გადავიდა, რომლის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა. კარიერა კობიმ ბერლინის „ჰერტაში“ დაასრულა

image_slshow_einzel_0_2
3. მრავალფეროვანი გერმანული კარიერა ალექსანდრე იაშვილსაც ჰქონდა, რომელმაც „ლუბეკში“, „ფრაიბურგში“, „კალსრუესა“ და „ბოხუმში“ ითამაშა

3
4. 1998 წლიდან 2005 წლამდე ლევან ცქიტიშვილი „ფრაიბურგში“ გამოდიოდა, რის შემდეგაც ერთი სეზონი „ვოლფსბურგში“ ირიცხებოდა. მოგვიანებით ის ჯერ „პანიონისში“ გადავიდა, შემდგომ კი თბილისის „ლოკომოტივში“ ითამაშა. 2009 წელს ცქიტიშვილი მეორე ბუნდესლიგის კლუბ „ვეჰელში“ თამაშობდა, რომელშიც კარიერა დაასრულა

4
5. არჩილ არველაძემ „კიოლნის“ რიგებში 2000 წლიდან 2003 წლამდე 29 შეხვედრა ჩაატარა

5
6. „შალკე“ ლევან ყენიაზე იმედებს სამი წლის განმავლობაში ამყარებდა, მაგრამ ხშირმა ტრავმებმა მას თავის გამოჩენის საშუალება არ მისცეს. 2013 წელს ის დიუსელდორფის „ფორტუნაში“ გადავიდა, ამჟამად კი პრაღის „სლავიას“ ღირსებას იცავს

6
7. ოთახ ხიზანეიშვილს უამრავ კლუბში უთამაშია, აქედან ორი გერმანულია („ფრაიბურგი“ და „აუგსბურგი“)

7
8. რევაზ არველაძემ ჯამში ოთხ გერმანულ კლუბში ითამაშა. ყველაზე მეტი შეხვედრა მან „ჰომბურგის“ მაისურით ჩაატარა. ასევე ის „კიოლნის“, „ტენის ბორუსიასა“ და „როტ-ვაისი ობერჰაუზენის“ რიგებში თამაშობდა. კარიერა მან სწორედ ამ უკანასკვნელში დაასრულა

8
9. „ფრაიბურგში“ თამაში დავით თარგამაძემაც მოასწრო, რომელიც ამ კლუბის ღირსებას 2008 წლიდან 2010 წლამდე იცავდა და ჯამში მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა

9
10. „ბოხუმში“ სადებიუტო სეზონში ნიკოლოზ გელაშვილმა 25 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მოგვიანებით ქართველი ფორვარდი აზერბაიჯანში გადაბარგდა, სადაც „ყარაბაღ აღდამის“ ფერებს იცავდა. ამჟამად გელაშვილი ალბანურ „ფლამურტალში“ გამოდის

Gelashvili729

ალექსანდრე იაშვილმა “ვიტ-ჯორჯიას” გენიალური გოლი გაუტანა (ვიდეო)

დღეს თბილისის “დინამომ” ამხანაგური სპარინგ-მატჩი “ვიტ-ჯორჯიასთან” გამართა და მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.

დედაქალაქელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ვეტერანმა ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა, რომელი ულამაზესი გამოვიდა.

ალექსანდრე იაშვილი: „უბრალოდ, სიტყვებს ვერ ვპოულობ“

თბილისის „დინამოს“ ვეტერანმა თავდამსხმელმა ალექსანდრე იაშვილმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან საუბრისას „გაბალასთან“ ორი მატჩის ჯამში წაგებულ დუელზე ისაუბრა.

– როგორც გამოჩნდა, „გაბალაში“ ფრისთვის ჩახვედით…

– ამას ვერ ვიტყოდი. ჩვენი მიზანი, გოლის არ გაშვება იყო. მატჩის ბოლოს მეტოქის ზეწოლას ვერ გავუძელით. გული დაგვწყდა, უბრალოდ, სიტყვებს ვერ ვპოულობ…

– ბოლოს რას ელოდით?

– აქ წასაგებად არ ჩავსულვართ. აქამდეც ვთქვი, რომ „დინამოს“ მიზანი ამ ეტაპის დაძლევა იყო. თუმცა საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე შანსი ხელიდან გავუშვით. შევეცადეთ, ჩვენი თამაში გვეჩვენებინა, მაგრამ დაცვაში მყარად ვერ დავდექით

– შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ წითელმა ბარათმა შეხვედრის ბედი გადაწყვიტა?

– რა თქმა უნდა, ეს გარდამტეხი მომენტი იყო, უმცირესობაში თამაში რთულია. სამწუხაროდ, უმცირესობაში, როგორც თბილისში, ასევე გაბალაში დავრჩით. თამაშს მეტოქე აკონტროლებდა, ხოლო მას შემდეგ, რაც 10 კაცით დავრჩით, ზეწოლა უფრო გაძლიერდა

– ძალიან გულდაწყვეტილი ჩანხართ, კითხვებზე პასუხის გაცემაც არ გსურთ. წაგებამ ამდენად იმოქმედა?

– არამხოლოდ წავაგეთ, არამედ შემდეგ ეტაპზეც ვერ გავედით

– შეხვედრა ბოლომდე რატომ არ დაასრულეთ?

– ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო. შეცვლებზე პასუხს სწორედ ის აგებს, თანაც, ერთი შეხედვით, ყველაფერი ადვილად ჩანს. მან ჩათვალა, რომ ასე უკეთესი იქნებოდა.

– რას იტყოდით „გაბალას“ გამოსვლაზე?

– უფრო ჩემი გუნდის თამაშზე ვფიქრობდი. ვიცოდით, რომ მეტოქე მოგებაზე ითამაშებდა. მეტოქის რამდენიმე მოთამაშეს ვიცნობდი, რადგან მათ წინააღმდეგ „ინტერში“ ყოფნის პერიოდში ვითამაშე. ჩვენც გამარჯვებისთვის ვიბრძოდით. სამწუხაროდ, სასტვენამდე ანგარიში ვერ შევინარჩუნეთ

ალექსანდრე იაშვილის გენიალური გარღვევა “დომჟალეს” წინააღმდეგ და მოპოვებული პენალტი (ვიდეო)

გუშინ, სლოვენიის ქალაქ კიდრიჩევოში გაიმართა ამხანაგური შეხვედრა თბილისის “დინამოსა” და “დომჟალეს” შორის, სადაც ქართულმა გუნდმა 3-1 იმარჯვა.

მატჩის პირველ ტაიმში, დედაქალაქელთა 37 წლის შემტევმა, ალექსანდრე იაშვილმა რამდენიმე მეტოქე ეფექტური მოძრაობებით ჩამოიცილა და “დინამოს” სასარგებლოდ პენალტიც მოიპოვა.

იაშვილის შესანიშნავი პასი თბილისის “დინამოსთან” მატჩში (ვიდეო)

26 მაისს, საქართველოს თასის ფინალში თბილისის “დინამომ” “სამტრედია” ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას, სამტრედიელთა გამოცდილმა ფეხბურთელმა ალექსანდრე იაშვილმა დათუნაიშვილს შესანიშნავი პასი გაუკეთა, თუმცა ამ უკანასკნელმა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ხიზანიშვილმა უმაღლესში 15 წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა

“სამტრედიასა” და “სიონს” შორის გამართულ უმაღლესი ლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში ანგარიში მე-40 წუთზე ზურაბ ხიზანიშვილმა გახსნა.

33 წლის ცენტრალური მცველისთვის ეს უმაღლეს ლიგაში 15 წლიანი პაუზის შემდეგ გატანილი პირველი გოლია. უკანასკნელად, ზურამ შედეგიანი დარტყმა საქართველოს ჩემპიონატში 1999/00 წლების სეზონში შეასრულა, როდესაც თბილისის “ლოკომოტივის” ღირსებას იცავდა. 2001 წლიდან კი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ბრიტანეთში ასპარეზობდა.

სამტრედიული კლუბისთვის “სიონთან” მატჩი კიდევ რამდენიმე მიზეზით იყო გამოსარჩევი. გუნდს დაუბრუნდა ბრაზილიელი ლეგიონერი ლეონარდო რამოსი, რომელიც “სამტრედიას” რიგებში პირველ ეტაპზე ასპარეზობდა, თუმცა შემდეგ მის წასვლასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია. გარდა ამისა, სამტრედიალთა განაცხადში პირველად იყვნენ სანდრო გურული და 37 წლის ალექსანდრე იაშვილი, რომელმაც “სიონის” წინააღმდეგ ითამაშა კიდეც. აღსანიშნავია, რომ “სამტრედია” – “სიონის” შეხვედრას კახა კალაძე დაესწრო.

კალაძე

იაშვილი უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი, ალექსანდრე იაშვილი ფეხბურთს “სამტრედიას” შემადგენლობაში დაუბრუნდა.

“სიონთან” ჩატარებულ უმაღლესი ლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში 37 წლის ფორვარდი მოედანზე 79-ე წუთზე ლევან შარიქაძის ნაცვლად შევიდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატში უკანასკნელი მატჩი იაშვილს 1997/98 წლების სეზონში, “დინამოს” შემადგენლობაში ჰქოდნა ჩატარებული.

იაშვილმა კარიერა თბილისის “დინამოში” დაიწყო. წლების განმავლობაში ქართველი ფორვარდი გერმანიაში თამაშობდა, სადაც “ლიუბეკის”, “ფრაიბურგის”, “კარლსრუეს” და “ბოხუმის” ღირსებას იცავდა. “სამტრედიამდე” მისი უკანასკნელი გუნდი ბაქოს “ინტერი” იყო.

ცხადაძე “ინტერში” რჩება

აზერბაიჯანულ პრესასთან საუბარში “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ განაცხადა, რომ მოდევნო სეზონშიც ბაქოურ კლუბში იმუშავებს, რაც მის თბილისის “დინამოში” მოსვლას გამორიცხავს.

ცხადაძემ ისიც აღნიშნა, რომ “ინტერის” ფორვარდი ალექსანდრე იაშვილი საქართველოში აპირებს დაბრუნებას და ლევან კობიაშვილთან ერთად ფეხბურთის ფედერაციაში მოახლოებული არჩევნებისთვის მოემზადება.

ბაჩანა ცხადაძის გოლი აზერბაიჯანის ჩემპიონატში

2 ნოემბერს, აზერბაიჯანის ჩემპიონატის მეთორმეტე ტურში, კახაბერ ცხადაძის გაწვრთინლმა ბაქოს “ინტერმა” საკუთარ მოედანზე “რევანი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მე-5 წუთზე “ინტერმა” გახნსა, თავი კი ქართველმა თავდამსხმელმა, ბაჩანა ცხადაძემ გამოიჩინა.

ბაჩანას გარდა, ბაქოელთა ძირითად შემადგენლობაში კიდევ ორი ქართელი იყო – მეკარე გიორგი ლომაიამ და მცველმა ლაშა სალუქვაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ცხადაძე 89-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება ალექსანდრე იაშვილს, ის მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა.