„ანდერლეხტი“ – „არსენალი“ 1:2

საინტერესო გამოდგა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფის მესამე მატჩი.

ანგარიში 71-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, გოლი კი თავის ანგარიშზე ენდი ნახარმა მიითვალა. ლონდონელებმა წონასწორობა მხოლოდ 89-ე წუთზე გიბსის გოლით აღადგინეს, ხოლო ორ წუთში გოლი ლუკას პოდოლსკიმაც გაიტანა.

საბოლოოდ, 1:2 და „მეთოფეებმა“ 3 ქულა ბოლო წუთზე გატანილი გოლებით მოიპოვეს.

ანდერლეხტი – ბორუსია 0:3

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში დორტმუნდის “ბორუსია” ბრიუსელში, ადგილობრივ “ანდერლეხტს” ესტუმრა და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

ანდერლეხტი 0-3 ბორუსია

გოლები: იმობილე 3′ ; რამოსი 69′ ; 79′ 

“რომამ” 9 წლის ბელგიელი ამომავალი ვარსკვლავი შეიძინა (ვიდეო)

იტალიურმა “რომამ” “ანდერლეხტიდან” 9 წლის უნიჭიერესი ფეხბურთელი პიეტრო ტომასელი შეიძინა.

პატარა ბელგიელის მიმართ ინტერესს კატალონიის “ბარსელონა”, მადრიდის “რეალი” და “მილანიც” იჩენდნენ, თუმცა რომაულმა კლუბმა ყველას აჯობა.

“კლუბში კარგად დაგვხვდნენ. “რომაში” ფიქრობენ, რომ ჩემი შვილი დიეგო მარადონაზე უკეთესი ფეხბურთელი იქნება. აქ მას ყველა იცნობს, პრეზიდენტისა და პირველი გუნდის ფეხბურთელების ჩათვლით”, – ამბობს პიეტროს მამა.

კურიოზული აცილება ბელგიის ჩემპიონატიდან

15 მაისს, ბელგიის ჩემპიონატში, “ვარეგემსა” და “ანდელეხტს” შორის გამართულ მატჩში (1:2), “ანდერლეხტის” ფეხბურთელმა ძალიან ხელსაყრელი მომენტის გამოყენება ვერ მოახერხა.

“ანდერლეხტის” ფეხბურთელის ორიგინალური ფინტი

ბელგიის ჩემპიონატში, “ანდერლეხტსა” და “ოოსტენდეს” შორის გამართულ მატჩში, “ანდერლეხტის” ფეხბურთელმა მშვენიერი ფინტი გააკეთა.

იბრა-კადაბრა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მართლაც გასაოცარი ფეხბურთელია. მისთვის არ არსებობს წერტილი, საიდანაც გოლის გატანა არ შეუძლია. ერთადერთი კარიდან კარში არ გაუტანია, თუმცა მისგან არც ამის გამორიცხვა შეიძლება.

„ანდერლეხტსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის გამართულ მატჩში (0:5) ზლატანმა პოკერი შეასრულა, თუმცა მის მიერ გატანილი მესამე გოლი განსაკუთრებულად გამოსარჩევია. უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადგინა, რომ ამ ეპიზოდში ბურთი 150 კმ/სთ სიჩქარით მიჰქროდა!

სხვათა შორის, იბრაჰიმოვიჩი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეათე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ ტურნირზე მეტოქეს მატჩში მინიმუმ ოთხი გოლი გაუტანა.

შეხვედრის შემდეგ ზლატანმა განაცხადა, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.

კიდევ ერთხელ დავტკბეთ ამ მშვენებით.

ბექა დოგრაშვილი