ინიესტა “რეალის” ჩემპიონობას გამოეხმაურა

კატალონიური “ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი, ანდრეს ინიესტა მადრიდის “რეალის” ჩემპიონობას გამოეხმაურა.

“ჩვენ ჩვენი საქმე ზედმიწევნით კარგად შევასრულეთ, საჭირო სამი ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვება მეტოქეს დარჩა, ის ჩვენზე უკეთესი აღმოჩნდა. “რეალმა” ეს ტიტული დაიმსახურა.

ლუის ენრიკე? ჩვენ მას ღირსეულად დავემშვიდობეთ, ეს მისი ბოლო მატჩი იყო სახლში. მაგრამ, იმისათვის, რომ გამომშვიდება სრულყოფილი გამოგვივიდეს, ტიტული უნდა მოვიგოთ (კოპა დელ რეი),” – აცხადებს ესპანელი ფეხბურთელი.

“ბარსელონას” სპორტული დირექტორი: “მესი და ინიესტა კონტრაქტს გაახანგრძლივებენ”

“ბარსელონას” სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი დარწმუნებით ამბობს, რომ ლიონელ მესი და ანდრეს ინიესტა კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებენ.

“მესი ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. ის “ბარსელონაში” ბედნიერია, ამას მის თვალებში ვხედავ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ლეო ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს. მესის მომავალი რეზონანსული თემაა და არ მინდა ამაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება.

კონტრაქტს ინიესტაც გაახანგრძლივებს, როდესაც ამისთვის შესაფერისი დრო დადგება. ამასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვი არ არსებობს”, – ციტირებს ფერნანდესის სიტყვებს “მარკა”.

შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელის კონტრაქტის ვადა 2018 წლის 30 ივნისს იწურება.

ინიესტა კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს

Mundo Deportivo-ს რედაქციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კატალონიური “ბარსელონას” ესპანელი ლეგენდა, ანდრეს ინიესტა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

შეგახსენებთ, რომ “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” ახლახან გაახანგრძლივეს კონტრაქტი ივან რაკიტიჩთან (2021) და სურთ, მსგავსი რამ გააკეთონ ლეო მესის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენისა და ინიესტას შემთხვევებშიც.

როგორც ცნობილი ხდება, ინიესტას უკვე შესთავაზეს კონტრაქტის 2020 წლამდე გახანგრძლივება, თუმცა ის გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

დიდი ალბათობით, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონი გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს.

ინიესტა კარიერის “ბარსელონაში” დასრულებაზე ოცნებობს

“ბარსელონას” ესპანელმა ლეგენდამ, ანდერს ინიესტამ, რომელმაც კატალონიურ კლუბთან ერთად 20 წელი გაატარა, მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის კარიერის “ბარსელონაში” დასრულბაზე ოცნებობს.

“იმედი მაქვს, რომ კარიერას აქ დავასრულებ. სწორედ ეს არის ჩემი ოცნება და ამისთვის დიდი ხანია, რაც ვემზადები.

როდესაც ნულიდან იწყებ, შენთვის ყველაფერი უცხოა, არასდროს იცი რა მოხდება, მაგრამ მოვლენების განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდები და იმედიც ყოველთვის შენთანაა.

ჩემი მიზანი იყო, რომ “ბარსასთან” ერთად წარმატებული ვყოფილიყავი და ვთვლი, რომ ეს გავაკეთე. კმაყოფილი ვარ.” – განაცხადა 32 წლის ესპანელმა.

ინიესტა: “მხოლოდ მოგება არაა მნიშვნელოვანი, გააჩნია, რა სტილში თამაშით მოვახერხებთ ამას”

მას შემდეგ, რაც კატალონიის “ბარსელონას” ლუის ენრიკე ჩაუდგა სათავეში, ამ გუნდს ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ დამახასიათებელი სათამაშო სტილი შეიცვალა. ასე არ ფიქრობს ანდრეს ინიესტა.

ესპანელმა ფეხბურთელმა Esport 3-თან მიცემულ ინტერვიუში “ბლაგურნას” სათამაშო ფილოსოფიაზე ისაუბრა.

“ჩვენთვის მხოლოდ მოგება არაა მნიშვნელოვანი. “ბარსა” ორიენტირებულია იმაზე, თუ რა სიხშირითა და რა სტილში ასპარეობით იმარჯვებს.”

“ყოველთვის ვცდილობთ, იმ სტილით ვითამაშოთ, რომელსაც ბოლო წელბია ვიყენებთ.”

“რაც შემეხება პირადად მე, წლებმა ძალიან შემცვალა. 22 წლის ინიესტა სხვა იყო, 26-ის სხვა. ახლა ხომ სულ სხვანაირად ვუყურებ ყველაფერს.”

“ჯერჯერობით, ვგრძნობ, რომ “ბარსელონას” ვჭირდები. ვიცი ბევრი გამოჩენილი მოთამაშე, რომლებიც ბოლო წლებში ფეხურთისგან სიამოვნებას ვეღარ იღებდნენ. ეს “სენი”, საბედნიეროდ, მე არ მჭირს” – განაცხადა ესპანელმა სპორტსმენმა.

 

ინიესტამ არდა თურანი დაიცვა

კატალონიური “ბარსელონას” ესპანელმა კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ არდა თურანი დაიცვა, რომლის მიერ დაშვებულ შეცდომასაც სერხიო რამოსის გოლი მოჰყვა, რამაც “ბლაუგრანას” 2 ქულა დააკარგვინა.

“გოლი რომ არ გასულიყო, ვიტყოდით, რომ მისი გადაწყვეტილება (დაჯარიმება) სწორი იყო, რადგანაც ეს მათ მეტ დროს დააკარგვინებდა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი ასეთ სიტუაციებში ძალიან საშიშები არიან, რაც დაამტკიცეს კიდეც.

დასანანია. შეგვეძლო ანგარიშში სხვაობა გაგვეზარდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. გუნდმა მაინც დიდებულად ითამაშა ბოლოდროინდელი პრობლემების ფონზე.

ცუდი გრძნობაა, როდესაც ბოლო წუთზე გიტანენ გოლს. ვთვლი, რომ მოგებას ვიმსახურებდით.” – განაცხადა ინიესტამ.

ანდრეს ინიესტამ “ატლეტიკოსთან” შეხვედრაში რეკორდი დაამყარა!

გუშინ პრიმერა დივიზიონის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში კატალონიის “ბარსელონა” მადრიდის “ატლეტიკოს” დაუპირისპირდა. გუნდებმა, ფრედ, 1-1 ითამაშეს.

საგულისხმოა, რომ ეს შეხვედრა განსაკუთრებული გამოდგა ანდრეს ინიესტასთვის. მან ივან რაკიტიჩს საგოლე პასი გაუკეთა. ესპანელი ფეხბურთელი გახდა ერთადერთი, რომელსაც პრიმერა დივიზიონის ზედიზედ 14 სეზონში აქვს ასისტი გაკეთებული.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ამ 14 წლის მანძილზე “ინის” ანგარიშზე 83 შედეგიანი გადაცემაა.

მესი: “მიხარია, როცა ინიესტა მოედანზე ჩემთან ახლოს იმყოფება”

ოცი წელი შესრულდა, რაც ანდრეს ინიესტა “ბარსელონას” სისტემაში ირიცხება. ესპანელ ნახევარმცველზე გუნდის ლიდერმა ლიონელ მესიმ ისაუბრა.

“მიხარია, როდესაც ანდრესი მოედანზე ჩემთან ახლოს იმყოფება, მით უფრო მაშინ, როცა თამაში არ გამოგვდის და საქმე ცუდად მიდის. მე მას ვეუბნები: “ჩემთან ახლოს იყავი. მინდა, რომ გვერდით მყავდე”.

იგი თამაშს აკონტროლებს, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, გუნდის ლიდერად გვევლინება. გადამწყვეტ მომენტში ანდრესს, ჩავის, ბუსკეტსა და მე ერთმანეთთან ახლოს ყოფნა გვიყვარდა, რათა რიცხობრივი უპირატესობისთვის მიგვეღწია. ამას ბურთისა და თამაშის კონტროლისთვის ვაკეთებდით”, – ციტირებს მესის სიტყვებს ფიფას ოფიციალური ვებგვერდი.

“ბარსელონა” : კარლეს პუიოლი, ერიკ აბიდალი, დეკუ და არდა თურანი თურქეთში იმყოფებიან

კატალონიური გრანდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიონელ მესი და ანდრეს ინიესტა თურქეთში აღარ გაემგზავრებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება ფეხბურთელებმა თურქეთში მიმდინარე არეულობის გამო მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში, კერძოდ კი ანტალიაში, უნდა ჩატარებულიყო საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი, რომელიც სამუელ ეტოს მიერ იყო ორგანიზებული.

“ბარსელონა” ადასტურებს იმ ინფორმაციასაც, რომ ამ დროისთვის თურქეთში იმყოფებიან: კარლეს პუიოლი, ერიკ აბიდალი, დეკუ და არდა თურანი. თუმცა, ისინი მოვლენების ეპიცენტრისგან შორს იმყოფებიან და მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

ინიესტა: “ხორვატიასთან მატჩში პენალტის დარტყმას მე ვაპირებდი, მაგრამ…”

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართულ მატჩში დანიშნული პენალტის შესრულებას თავად აპირებდა, თუმცა თერთმეტმეტრიანი სერხიო რამოსმა დაარტყა და მეკარემ ბურთი მოიგერია.

“პენალტის დარტყმას მე ვაპირებდი, მაგრამ რამოსმა მთხოვა, რომ ეს მისთვის დამეთმო. იგი საკუთარ თავში დარწმუნებული იყო. მას არ გაუმართლა”, – ციტირებს ინიესტას სიტყვებს “მარკა”.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა აღნიშნული შეხვედრა 1:2 დათმო და ჯგუფის ლიდერის პოზიცია ხორვატიას დაუთმო. შესაბამისად, ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე “ფურია როხას” მეტოქედ იტალიის ნაკრები ერგო.

ესპანეთისა და თურქეთის მატჩის შემდეგ დავიდ ვილა ინიესტას თამაშს გამოეხმაურა

როგორც იცით, ახალხან დასრულდა მატჩი თურქეთისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის, რომელიც ესპანელთა გამარჯვებით, 3-0 დასრულდა. აღნიშნული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ “ბარსელონელი” ანდრეს ინიესტა დასახელდა, რომელიც თითქმის უშეცდომო იყო.

ანდრეს ინიესტას თამაშს მისი ყოფილი თანაგუნდელი, დავიდ ვილია გამოეხმაურა, რომელიც ამ დროისთვის ამერიკულ MLS-ში მოღვაწეობს.

“ესპანეთს აქვს ბევრი ფეხბურთი და ბევრი გოლი. მათ ასევე ყავთ ევრო 2016-ის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც სხვებზე გაცილებით უკეთესია … ანდრეს ინიესტა.”

დელ ბოსკე: “დიდი უსამართლობა იქნება, თუ ის ოქროს ბურთს არ მოიგებს”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი, ვისენტე დელ ბოსკე თვლის, რომ საკმაოდ დიდ უსამართლობასთან გვექნება საქმე, თუ ანდრეს ინიესტა ისე დაამთავრებს კარიერას, რომ მას ოქროს ბურთი არ ექნება მოგებული.

“უსამართლობა იქნება, თუ ინიესტა კარიერას ოქროს ბურთის გარეშე დაასრულებს, ეს ტიტული მის მიღწევებს დააგვირგვინებდა.

თუმცა, როგორც ვხვდები ძალიან რთულია, როცა ორი ექსტრაორდინალური ფეხბურთელისთვის (მესი და რონალდუ) გიწევს კონკურენციის გაწევა.”

დელ ბოსკე ესპანეთის თასის ფინალსაც შეეხო, რომელშიც “ბარსამ” “სევილია” დაამარცხა: “ძალიან კარგია ინიესტას ასეთ კარგ ფორმაში ხილვა.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდი 10 კაცით იყო დარჩენილი, მან ყველაფერი თავის თავზე აიღო და ყველა პრობლემა გადაფარა.”