ინიესტა პუიოლს გაუთანაბრდა

“ბარსელონას” კაპიტანმა ანდრეს ინიესტამ კატალონიური გუნდის შემადგენლობაში 593-ე ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რითაც იგი კარლეს პუიოლს გაუთანაბრდა. “ბლაუგრანას” ფორმით მათზე მეტი შეხვედრა მხოლოდ ჩავის აქვს ჩატარებული. კერძოდ, მან “ბარსას” ღირსება 767 მატჩში დაიცვა.

ანდრეს ინიესტამ ესპანეთის ჩემპიონატის აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში 28 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ინიესტა: “ჩვენი წარმატების საიდუმლო თავდამბლობა და ნებისმიერი მეტოქის პატივისცემაა”

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ მისი გუნდის წარმატების საიდუმლო თავმდაბლობა და იმის ცოდნაა, რომ ნებისმიერ მატჩში შესაძლებელია დამარცხება.

“ბარსელონამ” რამდენიმე წლის წინათ დაამტკიცა, რომ შესაძლებელია სეზონში ერთბაშად სამი ტიტულის მოგება. ექვსი წლის შემდეგ ჩვენ ეს შედეგი გავიმეორეთ. ისეთი გუნდები, როგორიც “რეალია”, ყოველთვის წარმოადგენენ საშიშროებას. მადრიდელებს ყოველთვის ჰყავდათ დიდებული გუნდი, რომელიც ტიტულებისთვის იბრძოდა. ჩვენ ვცდილობთ, რომ თასები ჩვენთან დარჩეს. ჩვენი წარმატების საიდუმლო თავდამბლობა და იმის ცოდნაა, რომ ნებისმიერ მატჩში შესაძლებელია დამარცხება”, – ინიესტას კომენტარი “მარკამ” გამოაქვეყნა.

 

ინიესტა: „ადვილი ნახევარფინალი არ გველის“

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ ესპანეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრის შედეგი შეაფასა, რომლის მიხედვით, მისი გუნდი ტურნირის გადამწყვეტი მატჩის საგზურს „ვალენსიასთან“ გაითამაშებს.

„ნებისმიერ მეტოქესთან, ნახევარფინალი ადვილი არ იქნება. ფინალში გასვლა გვსსურს, ამისთვის ორივე მატჩში კარგად უნდა ვითამაშოთ. ვფიქობ, „ვალენსია“ კარგ ფორმაშია“, – ციტირებს ფეხბურთელს ესპანური „მარკა“.

ინიესტა „ბარსელონას“ ვერ დაეხმარება

„ბარსელონაშ“ ნახევარმცველი ანდრეს ინეისტა „ეიბართან“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მეათე ტურის მატჩს გამოტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ 32 წლის ფეხბურთელი ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა და საერთო ჯგუფში ვარჯიში დაიწყო, კატალონიელთა სამწვრთნელო შტაბი რისკის თავიდან ასაცილებლად გამოცდილი მოთამაშისთვის დამატებითი დასვენების უფლების მიცემას აპირებს.

ცნობისთვის, „ბარსელონა“ – „ეიბარი“ დღეს, თბილისის დროით, 21 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.

ინიესტა ერთ თვეს გამოტოვებს?

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში “ბარსელონასა” და “ლევერკუზენს” შორის გამართულ მატჩში (2:1) კატალონიური გუნდის ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა დაშავდა. ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთი დაიშავა და ის შეხვედრის მე-60 წუთზე ჟორდი ალბამ ჩაანაცვლა.

ოფიციალურად ჯერჯერობით არ გამოცხადებულა, თუ როდის მოიშუშებს ინიესტა ტრავმას. წინასწარი ცნობით, ესპანელი ნახევარმცველი ოთხ კვირამდე პერიოდს გამოტოვებს.

მიმდინარე სეზონში ანდრეს ინიესტამ “ბარსელონას” რიგებში ყველა ტურნირზე ერთად ცხრა მატჩში ითამაშა, თუმცა არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია.

 

ინიესტას ნაკრებში ვალდესის ხილვა სურს

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ანდრეს ინეისტამ ესპანეთის ნაკრებში ყოფილი თანაკლუბელის ვიქტორ ვალდესის ხილვის სურვილი გამოთქვა.

„ვალდესის ნაკრებში ხილვა მსურს. გარკვეული დროის განმავლობაში მას რთული პერიოდი აქვს. ნაკრებში გამოძახება ვიქტორისთვის დიდი სტიმული იქნება, მაგრამ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ვისენტე დელ ბოსკეს შეუძლია“, – განაცხადა ანდრესმა.

რა განაცხადა თბილისში დასრულებული მატჩის შემდეგ ანდრეს ინიესტამ?

კატალონიის “ბარსელონას” ლიდერმა ანდრეს ინიესტამ თბილისში, უეფას სუპერთასის მოგების შემდეგ სოციალურ ქსელ Facebook-ში ფოტო გამოაქვეყნა.

“დიდი გუნდი, სეზონის პირველი ტიტული! Campeoooooones!!!!”

INI

ინიესტას და დანი ალვესის მატჩისწინა პრესკონფერენცია

სამშაბათს, “დინამო არენაზე” უეფას სუპერთასის მატჩში ერთმანეთს “ბარსელონასა” და “სევილიას” ფეხბურთელები დაუპირისპირდებიან. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კატალონიელთა მხრიდან ანდრეს ინიესტა და დანიელ ალვესი წარსდგნენ ჟურნალისტების წინაშე და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

— ფიქრობთ თუ არა, რომ ეს მატჩი ზედმეტად ადრე ტარდება? რამდენად დიდია პასუხისმგებლობა?
— (ინიესტა) ეს ახალი სეზონის პირველი მატჩია. რაც შეეხება ჩემს პასუხისმგებლობას, ის არასდროს იცვლება, თანაც ამ სეზონში გუნდის კაპიტანი გავხდი. ძალიან მაღალი დონის თანაგუნდელები მყავს და გუნდში ყველაფერი ისეა, როგორც მანამდე იყო. მეც და ჩემი თანაგუნდელებიც შევეცდებით, რომ საუკეთესო თამაში ჩავატაროთ.
— (ალვესი) არ შეიძლება იმაზე ვიფიქროთ, რომ ეს მატჩი ადრე ტარდება. აღნიშნული შეხვედრა ჩვენი გეგმის ნაწილია და ამ გეგმას უცვლელად მივყვებით. როგორც ყოველთვის, მაქსიმუმს გავიღებთ იმისთვის, რომ ახალ სეზონში გუნდის მუზეუმს ახალი თასი შევძინოთ.

— ახალი სეზონი იწყება და შანსი გაქვთ, რომ ექვსი ტიტული მოიგოთ. ფიქრობთ ამაზე? დანი ალვესი კლუბის დატოვებას აპირებდა და ახლა რა ხდება? ნეიმარის არყოფნაზე რას იტყვით?
— (ინიესტა) სეზონის დასაწყისში შანსი გვაქვს, სამი ტიტული მოვიგოთ: უეფას სუპერთასი, ესპანეთის სუპერთასი და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი. რთულია ყველაფრის მოგება, თუმცა ვნახოთ. ხვალინდელი მატჩი პირველი გამოცდაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებით დავძლიოთ. მეტოქეს კარგად ვიცნობთ და იმედია, ჩვენს არსენალში აღმოჩნდება საკმარისი ძალა მის დასამარცხებლად. ახლა მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ.

— (ალვესი) კლუბიდან ჩემ წასვლაზე აღარ არის საუბარი, მე ვრჩები და მაქსიმუმს გავიღებ გუნდისთვის. რაც შეეხება ნეიმარს, ცოტა მოულოდნელია, რომ ამ ტიპის პრობლემა (ყბაყურა შეხვდა – ავტ.) აქვს. იგი დაგვაკლდება, მაგრამ გვაქვს საკმარისი ძალა იმისთვის, რომ მის გარეშეც დავამარცხოთ მეტოქე.

— რამდენად არის იმის შანსი, რომ პედრო “ბარსელონაში დარჩეს?
— (ალვესი) პირადი გადაწყვეტილების მიღება რთულია, როცა საკითხში ბევრი ადამიანია ჩართული. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს პედრომ, ჩვენ გაგებით უნდა შევხვდეთ მას და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ. იმედია, იგი გუნდში დარჩება.

— მესის ფაქტორიდან გამომდინარე, იქნებით დაუმარცხებელი ამ სეზონში?
— (ინიესტა) გუნდში მესის ყოფნა წარმატების გარანტიაა. მისი წყალობით მივაღწიეთ დიდ გამარჯვებებს და იმედია, ახალ სეზონსაც ისე დავიწყებთ, როგორც წინა დავამთავრეთ.

— დანი ალვესი ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელმაც 2006 წელს “სევილიას” რიგებში უეფას სუპერთასი მოიგო. რას გამოიყენებთ ამ გამოცდილებიდან?
— (ალვესი) მე წამიგია კიდეც და აქედანაც ბევრი რამ მისწავლია. ფავორიტები ვართ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა გუნდს აქვს ძლიერი მხარეები. დღესდღეობით ფაქტია, რომ ფავორიტები თითქმის აღარ არსებობენ. არაპროფესიონალურად თუ მივუდგებით საქმეს, ქაღალდზე ფავორიტობა არ გვიშველის. გამარჯვება კარგია, მით უფრო ლამაზი თამაშით მიღწეული.

— (ინიესტა) მაშინ “სევილიამ” დაიმსახურა ის გამარჯვება. ბევრს ჰგონია, რომ ხვალ ადვილად გავიმარჯვებთ, თუმცა ეს ასე არ არის. ფინალში წარმატების მისაღწევად 100-პროცენტიანი მობილიზებაა საჭირო.

— გასული სეზონი ცოტა მძიმედ დაიწყეთ, თუმცა შემდეგ სიტუაცია გამოასწორეთ და ყველაფერი კარგად დაამთავრეთ. რა შედარებას გააკეთებდით ახალ სეზონთან?
— (ინიესტა) როცა გუნდში ახალი ფეხბურთელები მოდიან, ეს გარკვეულ დროსა და ადაპტაციას საჭიროებს, თუმცა მთელი სეზონის განმავლობაში პროგრესი სახეზე იყო. შედარებებს რაც შეეხება, რთულია სეზონების ერთმანეთთან შედარება, მით უფრო მაშინ, როცა ეს განსხვავებულ შემადგენლობებს ეხება. ვეცდებით, რომ ახალ სეზონში ეს წინსვლა გავაგრძელოთ.

— რას ფიქრობთ არდა თურანზე?
— (ალვესი) არდა ძალზედ მხიარული ადამიანია, ბევრს გვართობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს გუნდში. სამწუხაროა, რომ იგი ხვალ ვერ დაგვეხმარება, თუმცა მისი საფეხბურთო ინტელექტი და ტექნიკური მონაცემები სამომავლოდ აუცილებლად დაგვეხმარება. ყველა გუნდს სჭირდება ასეთი არასტანდარტული ტიპის ფეხბურთელი.

— “ბარსელონას” საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. რას ურჩევდით დამწყებ ქართველ ფეხბურთელებს?
— (ინიესტა) რთულია ამის თქმა. ყველას ჩვენი მეთოდები გვაქვს. საერთოა მონდომება, წარმატების სურვილი, მიზნების მიღევა, რაც არ უნდა რთული იყოს, თავდაჯერება. მთავარია ოცნება გქონდეს.

— დანი ალვესი “სევილიაში” თამაშობდა, ახლა “ბარსელონას” ღირსებას იცავს. იქნება ხვალინდელი თამაში ამ ხმრივ განსაკუთრებული?
— (ალვესი) არა, ეს უკვე ნორმალური მოვლენაა. ესპანური ფეხბურთის ეს ორი გრანდი შიდა ჩემპიონატში ხშირად ხვდება ერთმანეთს. სევილია ის ქალაქსია, სადაც გავიზარდე, ვთამაშობდი და ბევრი მეგობარი მყავს როგორც მოედანზე, ასევე მოედანს მიღმა. მიუხედავად ამისა, მე მხოლოდ ჩემს ამჟამინდელ გუნდზე ვფიქრობ.

 

ინიესტა: “რეალი რამოსის გარეშე ვერ წარმომიდგენია”

ესპანელი ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა სერხიო რამოსის “მანჩესტერ იუნაიტედში” შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა.

“ბარსელონას” შემტევს, ანდრეს ინიესტას მისი მოსისხლე მტრის ბანაკი, საკუთარი თანამემამულის გარეშე ვერ წარმოუდგენია.

“ყოველთვის ვამბობდი, რომ სერხიო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. ის დიდ გუნდში თამაშობს და პატიოსანია. ვერ წარმომიდგენია “რეალი” რამოსის გარეშე,”-დასძინა ინიესტამ.

ინიესტა: “ტრიპლეტის მოგების შემდეგ ემოციების გადმოცემა შეუძლებელია”

“ბარსელონას” ნახევარმცველი დღევანდელი მატჩის შემდეგ, სეზონს აჯამებს, როგორც – “ლამაზ ოცნებას”.

ანდრეს ინიესტას თქმით, შეუძლებელია გადმოსცე ის ემოციები, რასაც ტრიპლეტის მოგების შემდეგაც გრძნობ.

“არაფერს ვითხოვ. სეზონის სამი ტიტულით დასრულება, მშვენიერია. ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ეს საოცარი ემოციაა ფეხბურთელებისთვის და გულშემატკივრებისთვის. ჩვენ ტრიპლეტი კიდევ ერთხელ მოვიგეთ, ეს გენიალურია,”-დაასრულა ინიესტამ.

UEFA-მ მატჩის საუკეთესო მოთამაშე დაასახელა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ფინალი, გერმანიის დედაქალაქ, ბერლინში, სადაც “ბარსელონამ” ტურინის “იუვენტუსი” 1-3 დაამარცხა.

უეფას ოფიციალურმა თვითერის გვერდმა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ესპანელთა ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა დაასახელა.

ini

ინიესტა: „მცირე დისკომფორტი მაწუხებს“

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ანდრეს ინეისტამ „იუვენტუსთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრის მცირე კომენტარი გააკეთა.

„მცირე დისკომფორტს ვგრძნობ, თუმცა ფინალის გამოტოვება აზრადაც არ მომსვლია“, – განაცხადა ინიესტამ.

შეგახსენებთ, რომ ბილბაოს „ატლეტიკთან“ ესპანეთის თასის ფინალურ მატჩში გამოცდილმა შუახაზელმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მისი ფინალში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.