დი ნატალე და გვიდოლინი შესაძლოა, “უდინეზეში” დაბრუნდნენ

“უდინეზეს” ყოფილი თავდამსხმელი ანტონიო დი ნატალე და ექს-თავკაცი ფრანჩესკო გვიდოლინი შესაძლოა, გუნდში დაბრუნდნენ. “ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, თუ “ზებრები” “სასუოლოს” წინააღმდეგ დღეს გასამართ შეხვედრაში გამარჯვებას ვერ მოიპოვებენ, ლუიჯი დელ ნერის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლებენ. გუნდმა გათამაშების საწყის ცხრა ტურში მხოლოდ ორი გამარჯვება მოიპოვა, დანარჩენ მატჩებში კი დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილი უკავია.

ამრიგად, ლუიჯი დელ ნერი შესაძლოა, ფრანჩესკო გვიდოლინმა შეცვალოს, მის სამწვრთნელო შტაბში კი იტალიელი ჟურნალისტები ტოტო დი ნატალეს შეყვანას ვარაუდობენ.

შეგახსენებთ, რომ დი ნატალე “უდინეზეს” ღირსებას 2004-დან 2016 წლამდე იცავდა, გვიდოლინი კი გუნდს 1998–1999 და 2010–2014 წლებში თავკაცობდა.

დი ნატალე „უდინეზედან“ წავა, თუმცა კარიერას არ დაასრულებს

„უდინეზეს“ ვეტერანმა თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ამჟამინდელი კლუბიდან წასვლა დაადასტურა. ამავდროულად, 38 წლის ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ კარიერის დასრულებას არ ჩქარობს.

„ტორინოსთან“ ხვალინდელ მატჩში ვერ ვითამაშებ, რის გამო ვწუხვალ. ბოლო ორი თვის განმავლობაში ტრავმირებული ვარ. იმედია, „კარპისთან“ შეხვედრისთვის გამოვჯანმრთელდები. ეს მატჩი ჩემთვის „უდინეზეს“ მაისურით ბოლო იქნება.

აქ ჩინებული 12 წელი მქონდა. ჩემი კარიერა ფილმს იმსახურებს, მაგრამ მთავარი გმირი უკვე აღარ ვარ. სიამაყით მივდივარ, რადგან გუნდისთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი. აქ ჩემი მიღწევებით ვამაყობ, თანაგუნდელების დახმარებით ბევრი გოლი გავიტანე. მოედანზე და მის გარეთ მიღწეულით ვამაყობ.

კარიერას არ ვასრულებ, მიზნები ჯერ კიდევ მაქვს. მსურს, ჯუზეპე მეაცას გავუსწრო (მეაცამ სერია ა-ში 216 გოლი გაიტანა, დი ნატალეს ანაგრიშზე კი 208 ბურთია – ავტ.)“, – ციტირებს დი ნატალეს „Football-Italia“.

დი ნატალე „უდინეზეში“ 2004 წლიდან თამაშობს.

დი ნატალემ, შესაძლოა, კარიერა დეკემბერში დაასრულოს

„Gazzetta dello Sport“-ს თუ დავუჯერებთ, „უდინეზეს“ თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ, შესაძლოა, ფეხბურთელის კარიერა უკვე 2015 წელს დაასრულოს. გამორიცხული არ არის, „ტორინოსთან“ სერია ა-ს მე-17 ტურის მატჩი მისთვის ბოლო იყოს. ხსენებული შეხვედრა ოც დეკემბერს გაიამრთება.

38 წლის მოთამაშე ბუტსების ლურსმანზე დაკიდებას ჯერ კიდევ ზაფხულში აპირებდა, თუმცა შემდეგ თავისი გადაწყვეტილება შეცვალა და კიდე ერთი სეზონით დარჩენა ისურვა.

მიმდინარე სეზონში ტოტომ იტალიის ჩემპიოანტში 11 მატჩუ ჩაატარა, თუმცა მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. სერია ა-ში დი ნატალეს კარიერული მაჩვენებელი 208 გოლს შეადგენს. „უდინეზეში“ ის 2004 წლიდნა თამაშობს.

დი ნატალემ სერია ა-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში ბაჯოს გაუსწრო

„ვერონასთან“ იტალიის სერია ა-ს 34-ე ტურის მატჩში „უდინეზეს“ თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატელემ მორიგი გოლი გაიტანა, რომლის დახმარებითაც იტალიის უმაღლესი ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში ლეგენდარულ რობერტო ბაჯოს გაუსწრო და მეექვსე ადგილზე ავიდა.

ამჟამად „უდინეზეს“ ვეტერანის ანგარიშე 206 გოლია. ისტორიაში მასზე უკეთესი შედეგი სერია ა-ში ჟოზე ალტეფინისა და ჯუზეპე მეაცას (ორივემ 216 გოლი გაიტანა), გუნარ ნორდალს (225), ფრანჩესკო ტოტის (241) და სილვიო პიოლას (274) აქვთ.

10 საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც 35 წელს გადაცდა

Fanebi.com წარმოგიდგენთ მსოფლიოს 10 საუკეთესო ფეხბურთელს, რომელთა ასაკმაც 35 წელს გადააჭარბა.

10. ველინგტონი – “მალაგას” 35 წლის ცენტრალური მცველი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში აქვს ნათამაშები. ასაკის მიუხედავად, ის გუნდის უცვლელი წევრია.

we

9. ივიცა ოლიჩი 35 წლისაა, მაგრამ “ვოლფსბურგის” თავდამსხმელს ბუნდესლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად დღემდე მიიჩნევენ.

ivi

8. ლუკა ტონისთვის ეს სეზონი ისეთი წარმატებული არაა, როგორც შარშან, მაგრამ ვეტერანმა ფეხბურთელმა 18 მატჩში მაინც შეძლო 6 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება.

lu

7. რიკარდო კარვალიო 36 წლისაა, მაგრამ ის “მონაკოს” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლაში დაეხმარა.

ca

6. “ლაციოს” 35 წლის კაპიტანი, სტეფანო მაური მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე ფორმაშია. მან 13 მატჩში 7 გოლის გატანა შეძლო.

mu

5. “მონპელიეს” 37 წლის ცენტრალური მცველი ვიტორინო ილტონი ევროპაში სტატისტიკურად საუკეთესოა. 10 მატჩში მან 2-ჯერ შეძლო გოლის გატანა.

mo

4. ანტონიო დი ნატალეს კარიერის დასრულება ბევრჯერ შეეძლო, მაგრამ მან ეს ვერ გაბედა, რადგან ტოტო იტალიური ფეხბურთის სიმბოლოა. ის 38 წლისაა, მაგრამ მიმდინარე სეზონში 8 გოლის გატანა მაინც შეძლო.

tot

3. “მანჩესტერ სიტის” 36 წლის ნახევარმცველი, ფრენკ ლამპარდი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ თამაშობს.

frt

2. ანდრეა პირლო ვეტერანი ფეხბურთელის ხარჯზე ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ის მაყურებელს გენიალური ჯარიმებით ანებივრებს.

p

1. მსოფლიო ფეხბურთის 38 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი – ფრანჩესკო ტოტი.

to

ბუფონმა დი ნატალეს სილა გააწნა

იტალიის სერია A-ს XXI ტურში “უდინეზესა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართული მატჩის დაწყებამდე “ბებერი სინიორას” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი მეტოქე გუნდის ვეტერან კაპიტან ანტონიო დი ნატალეს ორიგინალურად მიესალმა. ხელის ჩამორთმევის ნაცვლად, ჯიჯიმ დი ნატალეს სილა გააწნა. ეს, რა თქმა უნდა, მეგობრული ჟესტი იყო.

მატჩი უგოლოდ დასრულდა.

დი ნატალე კიდევ ერთი სეზონით დარჩება

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ტანკრედი პალმერის თქმით, ანტონიო დი ნატალემ „უდინეზეს“ პრეზიდენტი ჯამპაოლო პოცო დაარწმუნა, რომ გუნდში შემდეგი სეზონისთვისაც დარჩება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში დი ნატალემ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, თუმცა შემდგომ გადაიფიქრდა, გასულ კვირას კი 37 წლის თავდამსხმელმა სერია ა-ში თავის მე-400 მატჩში მე-200 გოლი გაიტანა.

იტალიის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის ტოტო მეშვიდე ადგილს იკავებს და რობერტო ბაჯოს მხოლოდ ხუთი გოლით ჩამორჩება.

დი ნატალემ სერია A-ში ჩატარებულ მე-400 მატჩში მე-200 გოლი გაიტანა

იტალიის ჩემპიონატის XII ტურში “უდინეზესა” და “კიევოს” შორის გამართულ მატჩში (1:1) მასპინძელთა ვეტერანმა თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ სერია A-ში თავისი მე-200 გოლი გაიტანა.

გარდა ამისა, აღნიშნული შეხვედრა იტალიელი თავდამსხმელისთვის ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებული მე-400 შეხვედრა გახლდათ.

37 წლის დი ნატალეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 შეხვედრაში შვიდი გოლი აქვს გატანილი.

დი ნატალემ სარფიან ჩინურ წინადადებაზე უარი თქვა

“უდინეზეს” ფორვარდმა ანტონიო დი ნატალემ სარფიან ჩინურ წინადადებაზე უარი თქვა. “გუანჩჯოუ” ფეხბურთელს ხელფასის სახით 10 მილიონ ევროს სთავაზობდა.

აღსანიშნავია, რომ “უდინეზეში” დი ნატალე წელიწადში 1.2 მილიონ ევროს იღებს. ფორვარდს წინადადება დუბაიდანაც ჰქონდა, თუმცა ფეხბურთელი “უდინეზეს” ერთგული დარჩა.

შეგახსენებთ, რომ დი ნატალე შარშან კარიერის დასრულებას აპირებდა, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა.

დი ნატალემ კარიერის დასრულება გადადო

“უდინეზეს” ლიდერმა ანტონიო დი ნატალემ პროფესიონალური კარიერის დასრულება გადაიფიქრია. აღნიშნული განცხადება თავად ფეხბურთელმა Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკთა.

“უდინეზესთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს. რამდენიმე დღის წინ კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდი და ჩემს მომავალზე ვისაუბრეთ.

პრეზიდენტმა დამარწმუნა, რომ მე კიდევ შემიძლია თამაში და საბოლოოდ სწორედ ამ გადაწყვეტილებამდე მივედით. ახლა ვისვენებ და მალე მორიგი სეზონისთვის დავიწყბეთ მზადებას” – განაცხადა დი ნატალემ.

 

დი ნატალემ კარიერის კიდევ ერთი სეზონით გაგრძელება გადაწყვიტა

„უდინეზეს“ თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ, რომელმაც იტალიის სერია ა-ს 2013/14 წლების სეზონის ბოლო ტურში ჰეთთრიკი გაიფორმა, ფეხბურთში კიდევ ერთი წლით დარჩენა გადაწყვიტა.

იანვარში 36 წლის ფორვარდმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კარიერის დაამთავრებდა, თუმცა, როგორც ჩანს, გამოცდილმა თავდამსხმელმა გადაწყვეტილება შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ტოტო სერია ა-ს ყველა დროის ბომბარდირთა დავაში 190 გოლით მე-7 ადგილს იკავებს და მე-6 საფეხურზე მყოფ რობერტო ბაჯოს 15 გოლით ჩამორჩება.

დასრულებულ სეზონში ანტონიოს მონაგარმა 17 გოლი შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

დი ნატალე „ნაპოლისთან“ მატჩს გამოტოვებს

„უდინეზეს“ თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ თავისი გუნდის დღევანდელ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

რისკის თავიდან ასაცილებლად, კლუბის ექიმებმა ვეტერან ფორვარდს დასვენების საშუალება მისცეს. აქედან გამომდინარე, ტოტო იტალიის სერია ა-ს უახლოესი ტურის მატჩს გამოტოვებს, რომელშიც მისი თანაგუნდელები გასვლაზე „ნაპოლის“ დაუპირისპირდებიან.

ცნობისთვის, ზემოხსენებული შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ალექსანდრე მატევოსოვი