ბეილი: “ახალ სეზონში “რეალის” მიზანი სწორედ ეს იქნება!”

სანაკრებო პაუზაზე გარეთ ბეილის უელსის ნაკრები მოლდოვის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე 4:0 გაანადგურა. “რალის” სუპერვარსკვლავმა დუბლი შეასრულა და უელსის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

სანაკრებო პაუზიდან დაბრუნებულმა სპორტსმენმა Marca-სთან ისაუბრა.

“ამ სეზონში უმთავრესი მიზანი ლა ლიგის მოგება იქნება. თუმცა, “რეალი” ის გუნდია, რომელიც ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის იბრძვის!”

“პრიმერა დივიზიონის მომდევნო თამაში “ოსასუნასთან” გვაქვს. ეს არ იქნება იოლი მატჩი, თუმცა უკვე მთლიანი კოლექტივი შევიკრიბეთ და დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ.”

ბეილმა საკუთარ ეროვნულ გუნდზეც ისაუბრა: “1958 წელს უელსის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 1/4 ფინალამდე მიაღწია. ამ მომენტში ჩვენი მიზანი ყველა თამაშის მოგება და რუსეთში გასამართ ტურნირზე მოხვედრაა. თუ ამას შევძლებთ, დანარჩენზე მერე ვიფიქრებთ.”

მუსტაფი: “ლუკას პერესს ყველაფერი აქვს, რაც თავდამსხმელს ესაჭიროება”

ლონდონის “არსენალის” ახალწვეულმა, შკოდრან მუსტაფიმ მისი ახალი თანაგუნდელი და საკმაოდ ნაცნობი ფეხბურთელი, ლუკას პერესი შეაქო, რომელიც აქამდე “დეპორტივო ლა კორუნას” ღირსებას იცავდა.

“მის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია. ის დიდებული ფორვარდია – მას ყველაფერი აქვს, რაც თავდამსხმელს სჭირდება.

მასთან თამაში ნამდვილად სასიამოვნოა. ლუკასი მუდამ იმის მოლოდინში არ არის, თუ როდის მისცემს ვინმე პასს, ის მცველების დახმარებასაც ცდილობს. ის ძლაიან ბევრს მუშაობს და თვითონაც ბევრ შანსს ქმნის.

ყველაფერთან ერთად, ის სწორ დროს სწორ ადგილას ჩნდება ხოლმე, რაც ესპანეთშიც დაამტკიცა, სადაც გოლების გატანა ადვილი არ არის, რადგანაც იქ საკმაოდ მაღალი დონის მცველები თამაშობენ.”

The Sun: “არსენალში” არსენ ვენგერს ედი ჰაუ ჩაანაცვლებს

The Sun-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “არსენალი” არსენ ვენგერის დათხოვნის, ედი ჰაუ კი “არსენალში” გადასვლის ვარიანტს საკმაოდ აქტიურად განიხილავს.

როგორც იცით, “ბორნმუთის” ამჟამინდელი თავკაცი საკმაოდ მოთხოვნადი გახდა მას შემდეგ, რაც პრემიერ ლიგაში ახლადგადმოსულ “ბორნმუთს” ჩემპიონატში ადგილი შეუნარჩუნა.

ფაქტია, რომ ვენგერის ამჟამინდელი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობენ.

არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც ვენგერი თავის პოსტს სხვა სპეციალისტს დაუთმობს, თვითონ კი გუნდში სხვა თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას.

Sky Sports: ტურეს გადაბირება ორ ინგლისურ კლუბს სურს

Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტის” მიერ დაწუნებული ნახევარმცველის, იაია ტურეს მიმართ ინტერესი “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “არსენალის” ხელმძღვანელებმა გამოთქვეს.

შეგახსენებთ, რომ აფრიკელ ფეხბურთელს საკმაოდ ცუდი ურთიერთობა აქვს “მანჩესტერ სიტის” ახალ მთავარ მწვრთნელთან, პეპ გვარდიოლასთან – პრემიერ ლიგაში 3 ტური ჩატარდა, თუმცა იაიას დებიუტი ახალ სეზონში ჯერ არ შემდგარა.

ყველაფერთან ერთად, “ბარსელონას” ყოფილმა თავკაცმა ტურე ჩემპიონთა ლიგის 23-კაციან განაცხადშიც არ შეიყვანა.

ამ ყველაფრის შემდეგ, კოტ-დ’იუვარელი ფეხბურთელის აგენტმა, დიმიტრი სელუკმა განაცხადა, რომ მისი კლიენტის გადაბირებით რამოდენიმე ინგლისური და ამერიკული კლუბია დაინტერესებული. Sky-ს ცნობით, ინგლისურ კლუბებში სელუკმა სწორედ “მანჩესტერი” და “არსენალი” იგულისხმა.

ბერძნული პრესა: ნიკლას ბენდტნერი ინგლისში ბრუნდება

ბერძნულ პრესაში მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფეხბურთო სამყაროსთვის საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი, ნიკლას ბენდტნერი ინგლისში ბრუნდება – მისი გადაბირება “ნოტინგემ ფორესტს” სურს.

ბერძენი ჟურნალისტი, ანტონის ოიკონომიდისი ირწმუნება, რომ თავდამსხმელსა და ინგლისურ კლუბს შორის მოლაპარაკებები 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და რომ, ბენდტნერი “ფორესტში” უფასოდ გადავა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ბენდტერის ბოლო გაჩერება “ვოლფსბურგი” იყო, რომელმაც მას კონტრაქტი ამა წლის აპრილში გაუწყვიტა.

თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ბერძნული Sdna.gr იტყობინება, ბენდტერს მის ყოფილ კლუბთან, “არსენალთან” მოუწევს დაპირისპირება, როდესაც “ნოტინგემი” და “მეთოფეები” ერთმანეთს ლიგის თასის ეგიდით გასამართ მატჩში დაუპირისპირდებიან.

Goal: კლოპმა “არსენალს” დანიელ სტარიჯი შესთავაზა

Goal-ის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, “ლივერპულის” ხელმძღვანელებმა ლონდონურ “არსენალს” დანიელ სტარიჯის არენდით აყვანა შესთავაზეს.

26 წლის ფორვარდი, რომელიც ბავშვობაში “არსენალის” რიგებში თამაშზე ოცნებობდა, იურგენ კლოპის გეგმებში აღარ შედის. ამასთანავე, მის გარშემო არსებული სიტუაციით თავად ფეხბურთელიც არაა კმაყოფილი.

ამ დროისთვის უცნობია, თუ როგორ უპასუხა ვენგერმა მერსესაიდელებს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა სპეციალისტმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დაახლოებით 100 მილიონი ფუნტი დახარჯა ისეთი ფეხბურთელების ტრანსფერებში, როგორებიც არიან: შკოდრან მუსტაფი, ლუკას პერესი და გრანიტ ჯაკა.

როგორი იქნება “არსენალის” შემადგენლობა პერესისა და მუსტაფის დამატების შემდეგ? (ფოტო)

გუშინ ლონდონის “არსენალნმა” ზედიზედ ორი მოთამაშე შეიძინა. “მეთოფეებმა” “ვალენსიადან” შკოდრან მუსტაფი წამოიყვანეს. გარდა ამისა, მათი კიდევ ერთი შენაძენი “დეპორტივოს” უკვე ყოფილი შემტევი, ლუკას პერესია.

ინტერნეტში ვრცელდება ფოტო, რომელიც ასახავს, თუ როგორი იქნება “არსენალის” შემადგენლობა ნახსენებნი ორი ფეხბურთელის დამატების შემდეგ.

ოფიციალურად: ვენგერმა საკუთარი ფეხბურთელი “მიდლსბროში” გაანათხოვრა!

სატრანსფერო ფანჯრის პერიოდი დასასრულისკენ მიდის და სწორედ ამ დროს გააქტიურდა ლონდონის “არსენალი”. სულ ცოტა ხნის წინ მათ მუსტაფი ოფიციალურად გაიფორმეს “ვალენსიადან”.

არსენ ვენგერის გადაწყვეტილებით კოლექტივში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა. კონკრეტულად, 21 წლის მცველი, ჩემბერსი აიტორ კარანკას “მიდლსბროში” გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება ერთ წლიანი იჯარა. მომდევნო ზაფხულზე, “არსენალის” საკუთრებაში მყოფი სპორტსმენი, გამოცდილების მიღების შემდეგ, ისევ დაუბრუნდება “მეთოფეებს”.

ოფიციალურად: “არსენალმა” მცველი შეიძინა!

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლონდონის “არსენალმა” გერმანიის ნაკრებისა და “ვალენისას” უკვე ყოფილი მოთამაშე, შკოდრან მუსტაფი უცნობ ფასად შეიძინა.

გეტყვით, რომ 24 წლის ფეხბურთელი 2014 წელს გადავიდა “ვალენსიაში”. ამ პერიოდშივე მოირგო ეროვნული ნაკრების ფორმაც.

ოფიციალურად: როსიცკიმ “არსენალი” დატოვა!

დღეს აქტიურად იწერებდოა იმაზე, რომ ლონდონის “არსენალს” ჯეკ უილშირი დროებით დატოვებდა. სულ ცოტა ხნის წინ კი ოფიციალურად დადასტურდა კიდევ ერთი მოთამაშის, ტომაშ როსიცკის ტრანსფერი… ჩეხი ფეხბურთელი პრაღის “სპარტაში” გააგრძელებს კარიერას.

ვეტერანმა სპორტსმენმა სწორედ ნახსენებ კლუბში დაიწყო თამაში. შემდეგ იყო დორტმუნდის “ბორუსია”. 2006 წელს როსიცკი “არსენალში” გადავიდა, სადაც 10 წელი გაატარა. დღეს კი თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ფეხბურთელმა მშობლიურ გუნდს მიაშურა.

არსენ ვენგერი: “პარის სენ-ჟერმენი” ჯგუფის ფავორიტია”

“არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ, A ჯგუფი შეაფასა, სადაც “არსენალი”, “პსჟ”, “ბაზელი” და “ლუდოგოროცი” ცდიან საკუთარ ძალებს.

“პარის სენ-ჟერმენი” არის კლუბი, რომელსაც აბსოლუტურად უსაზღვრო ფინანსური პოტენციალი გააჩნია. ასე რომ, წინ რთული ტესტი გველის. პარიზელებთან პირველად 13 სექტემბერს ვითამაშებთ. იმედი მაქვს, სასურველ შედეგს მივიღებთ.

“პარის სენ-ჟერმენი” ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, თუ ეს შესაძლებელია. პარიზიდან ვიწყებთ, ასე რომ, საინტერესო ტესტი იქნება.”

იურგენ კლოპი მატჩის შემდეგ: “შეცდომა დავუშვი, ჩემი ბრალი იყო”

“ემირეიტს სტედიუმზე” გამართული ბრწყინვალე მატჩის შემდეგ, “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა პრესასთან ისაუბრა. ცნობისთვის გეტყვით, რომ “ლივერპული” მატჩს ანგარიშით 1-4 იგებდა, თუმცა, შემდეგ “არსენალმა” ორი გოლის გატანა და მატჩში ინტრიგის დაბრუნება მოახერხა, რაც იურგენს ნამდვილად არ მოეწონა.

“გუნდი ეიფორიაში ჩავარდა, რაშიც დიდი წვლილი მე შევიტანე, რადგანაც არ შეიძლება მეოთხე გოლი ასე აღნიშნო მაშინ, როდესაც მატჩის დასრულებამდე ჯერ კიდევ 35 წუთია დარჩენილი. იმ მომენტში, ჩვენ მანქანები გავცვალეთ. “არსენალმა” წააგო, თუმცა ჩვენ მათ თამაშში დაბრუნების საშუალება მივეცით.

საბოლოო სასტვენის ხმის გაგონებამდე, დასრულებული არაფერია. მთლიანობაში, უნდა ითქვას, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ.

ყოველთვის შეგვიძლია გოლების გატანა და შეგვიძლია თავის უკეთ დაცვაც. ეს პრემიერ ლიგაა და ამ ლიგაში ადვილად ვერაფერს მიიღებ. ადვილი არაფერია.”