ლონდონის “არსენალისა” და ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა ოცნების გუნდი შეადგინა, რომელში ის ფეხბურთელები შეიყვანა, რომელთან ერთადაც მას უთამაშია.
ჭდე: არსენალი
ჟირუს თავი თამაშგარე მდგომარეობაში ეგონა და…
30 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “კარდიფმა” საკუთარ მოედანზე “არსენალი” მიიღო.
აღნიშნულ შეხვედრაში კურიოზული რამ მოხდა. ერთ-ერთ ეპიზოდში, მეკარესთან პირისპირ დარჩენილ ოლივიე ჟირუს თავი თამაშგარე მდგომარეობაში ეგონა, რის გამოც ძალიან ხელსაყყრელი მომენტი გაანიავა.
დენის ბერგკამპის სტილში გატანილი გოლი ირლანდიაში
გასულ უქმეებზე, ირლანდიის ერთ-ერთ დივიზიონში, ფეხბურთელმა გოლი ლონდონის “არსენალის” ლეგენდარული ჰოლანდიელი მოთამაშის დენის ბერგკამპის სტილში გაიტანა.
ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელები ბავშვობაში
კასოლრა: “იოზილის “არსენალში” გადმოსვლამ, ფეხბურთელები გაგვაკვირვა”
ესპანეთის ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელი, სანტი კასორლა აცხადებს, რომ მესუთ იოზილი “მეთოფეთა” რიგებში გადასვლამ, გუნდის მოთამაშეები გააკვირვა.
შეგახსენებთ, რომ იოზილი “არსენალში” გასულ ზაფხულს, მადრიდის “რეალიდან” გადავიდა. ლონდონელებმა გერმანიის ნაკრების მოთამაშეში 50 მილიონი გადაიხადეს.
“იოზილი შესანიშნავი ფეხბურთელია. აშკარაა, რომ მისი მოსვლის შემდეგ, კიდევ უფრო კარგად ვთამაშობთ. სიმართლე გითხრათ, არ ველოდით, რომ მესუთი “არსენალში” გადმოვიდოდა, ჩვენ გაკვირვებულები ვიყავით”,- ამბობს კასორლა.
ბენდტნერი: “ჩემი ნება რომ იყოს, “რეალში” ან “ბარსელონაში” ვითამაშებდი”
ლონდონის “არსენალის” დანიელი ფეხბურთელი, ნიკლას ბენდტნერი აცხადებს, რომ მისი ნება რომ იყოს, ის “რეალში” ან “ბარსელონაში” ითამაშებდა.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის თავდამსხმელი ლონდონის “არსენალის” მთავარ გუნდში პირველად 2005 წელს გამოჩნდა.
ბელგიურ გაზეთ Politiken-თან ინტერვიუში, ბენდტნერს ასეთი კითხვა დაუსვეს: “რომელ გუნდში ხედავთ თქვენს მომავალს?”
ფეხბურთელმა კი უპასუხა: “ჩემი ნება რომ იყოს, “რეალში” ან “ბარსელონაში” ვითამაშებდი.”
იოზილი ინგლისის ნაკრებთან მატჩს გამოტოვებს
გერმანიის ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელი, მესუთ იოზილი ინგლისის ნაკრებთან გასამართ შეხვედრას გამოტოვებს.
“ინგლისის ნაკრებთან გასამართ შეხვედრას გამოვიყენებ იმისათვის, რომ ახალი ტაქტიკა და სხვა ფეხბურთელები გამოვცადო. ამრიგად, მიმაჩნია, რომ მართებული იქნება, ლამი, ნოიერი და იოზილი დავასვენო. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოგება არ გვინდა, პირიქით – ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ”, – ამბობს გერმანელთა თავკაცი, იოაჰიმ ლიოვი.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „არსენალი“ ვან პერსის გოლით დაამარცხა
ინგლისის პრემიერლიგის მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი „ოლდ ტრაფორდზე“ შედგა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლონდონის „არსენალი“ მიიღო. შეხვედრას ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონიც დაესწრო. რა თქმა უნდა, მატჩს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალყურს „წითელი ეშმაკების“ ყოფილი თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი. შეხვედრა მასპინძლებმა უფრო აქტიურად დაიწყეს, სტუმრები კი თავიანთ შანსს კონტრშეტევებზე ელოდნენ.
ანგარიში 27-ე წუთზე გაიხსნა: მასპინძელთა მიერ შეტევის მარცხენა ფლანგიდან კუთხურის შესრულებისას, რობინ ვან პერსი „არსენალის“ ფეხბურთელებმა უყურადღებოდ დატოვეს, რითაც ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა ისარგებლა და თავური დარტყმით თავის ყოფილი გუნდს გოლი გაუტანა, რაც ემოციურადაც აღნიშნა.
გატანილი გოლის შემდეგ, გარკევული პერიოდის განმავლობაში მასპინძლებმა ტერიტორიული უპირატესობა დათმეს და საკუთარი საჯარიმოს მისადგომები საიმედოდ გადაკეტეს, მიმართავდნენ აქტიურ პრესინგს და ლონდონელებს მატჩის სადავეების ხელთ გდების საშუალებას არ აძლევდნენ, მეტიც – მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში სტუმრებს მეტოქის კარში არ დაურტყამთ, „არსენალის“ ფეხბურთელები მათთვის დამახასიათებელ ლაღ ფეხბურთს ვერ გვიჩვენებდნენ. პირველი 45 წუთი „წითელი ეშმაკების“ მინიმალური უპირატესობით დასრულდა – 1:0.
შეხვედრის მეორე ნახევარში საერთო სურათი შეიცვალა. ლონდონელები გააქტიურდნენ, ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო, პირიქით – გოლის გატანის კარგი შანსი მასპინძლებს მიეცათ: მე-60 წუთზე მეტოქის საჯარიმო მოედანზე მყოფმა უეინ რუნიმ ცრუ მოძრაობით ერთი მცველი ჩამოიშორა და ფაქტობრივად მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ხელსაყრელი ადგილიდან ბურთი კარს ააცილა. დარჩენილ დროში „არსენალი“ ქულის გადარჩენას ეცადა, თუმცა ამაოდ.
საბოლოო ჯამში, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოახერხა პირველ ტაიმში დაფიქსირებული შედეგის შენარჩუნება და საჭირო 3 ქულა ჩაიწერა. სატურნირო ცხრილის ლიდერი დამარცხდა და შეწყდა ლონდონელთა კიდევ ერთი სერია – აქამდე პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის ყველა შეხვედრაში ჰქონდა „არსენალს“ გოლი გატანილი.
რაც შეეხება სატურნირო ცხრილში მდგომარეობას, „არსენალი“ 25 ქულით პირველ ადგილზე დარჩა, თუმცა მეორეადგილოსან „ლივერპულთან“ სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ აქტივში 20 ქულაა, რითაც ის „ევერტონთან“ და „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ მეხუთე-მეშვიდე პოზიციებს ინაწილებს.
ინგლისის პრემიერლიგა
XII ტური
„მანჩესტერ იუნაიტედი“–„არსენალი“ 1:0 (1:0)
„მანჩესტერ იუნაიტედი“: დე ხეა, ვიდიჩი (კლევერლი 46′), ევრა, ევანსი, სმოლინგი, ჯონსი, კერიკი, კაგავა (გიგზი 78′), ვალენსია, ვან პერსი (ფელაინი 85′), რუნი.
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი.
„არსენალი“: შჩესნი, სანია, ვერმალენი, გიბსი, კოსელნი, არტეტა (გნაბრი 82′), ფლამინი (უილშირი 61′), რემსი, კაზორლა (ბენდტნერი 78′), იოზილი, ჟირუ.
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
გოლი: ვან პერსი 27′.
გაფრთხილებები: ჯონსი 41′, რუნი 75′ – სანია 31′, ფლამინი 44′, უილშირი 81′.
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი.
ბექა დოგრაშვილი
ყველაზე კურიოზული თამაშგარე მდგომარეობა მესუთ იოზილის მონაწილეობით
როგორც იცით, 6 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალი” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
აღნიშულ შეხვედრაში, ერთ-ერთ ეპიზოდში, ლონდონელები თამაშგარე მდგომარეობაში კურიოზულად მოხვდნენ.
ნური შაჰინი 1:0 მესუთ იოზილი – დორტმუნდელმა ლონდონელს ფეხებში ბურთი გაუძვრინა
როგორც იცით, 6 ნოემბერს, დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალი” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
აღნიშულ შეხვედრაში, დორტმუნდელთა ნახევარმცველმა, ნური შაჰინმა ლონდონელ მესუთ იოზილს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.
რუნი: “ვიცით, როგორ დავამარცხოთ “არსენალი”
“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი, უეინ რუნი აცხადებს, რომ მანჩესტერელებმა იციან, თუ როგორ დაამარცხონ ლონდონის “არსენალი”.
შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს, “მანჩესტერ იუნაიტედი” “არსენალს” საკუთარ მოედანზე მიიღებს. დევიდ მოიესის შეგირდები პრემიერ ლიგის ცხრილში მერვე ადგილს იკავებენ, ხოლო “მეთოფეები” – პირველს.
“კარგად ვიცით, თუ როგორ დავამარცხოთ “არსენალი” – ეს ადრეც არაერთხელ გაგვიკეთებია. ლონდონელები პრემიერ ლიგის ლიდერები არიან, ეს კი ნიშნავს იმას, რომ არსენ ვენგერს ძლიერი გუნდი ჰყავს”, – ამბობს რუნი.
“ბორუსია” – “არსენალი” (სასტარტო შემადგენლობები)
დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება მატჩი, რომელშიც დორტმუნდის “ბორუსია” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალს” მიიღებს.
გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ:
“ბორუსია” ვაიდენფელერი, სუბოტიჩი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი, ბენდერი, როისი, ბლაშიკოვსკი, ნური შაჰინი, გროსკოიცი, ლევანდოვსკი, მხითარიანი.
“არსენალი”: შჩესნი, სანია, მერტესაკერი, კოშელნი, გიბსი, როსიცკი, არტეტა, იოზილი, რემსი, კასორლა, ჟირუ.