იოზილმა შესაძლოა, “არსენალთან” კონტრაქტი გაახანგძლივოს

ალექსის სანჩესმა ლონდონის “არსენალი” დატოვა, თუმცა, როგორც ჩანს, ამას არ აპირებს გუნდს მეორე ლიდერი, მესუთ იოზილი. როგორც გერმანული  და ინგლისური პრესა წერს, გამთამაშებელი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

ახალი ხელშეკრულება იოზილს “მეთოფეებთან” 2021 წლის ზაფხულამდე დააკავშირებს. მისი ანაზღაურება კი წელიწადში 18 მილიონი ევრო იქნება. სწორედ ასეთ, საერთო იფნორმაციას იუწყება გერმანული გამოცემა, Bild-იც.

გეტყვით, რომ მესუთი 2013 წლის ზაფხულში გადავიდა მადრიდის “რეალიდან” ლონდონის “არსენალში” და მას შემდეგ შემადგენლობის შეუცვლელი წევრია.

“ჩელსიმ” “არსენალთან” ოლივიე ჟირუს ტრანსფერი შეათანხმა

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებმა თანაქალაქურ “არსენალთან” ოლივიე ჟირუს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ამ ინფორმაციას Telegraph და Guardian ადასტურებს.

ბრიტანული ტაბლოიდების ცნობით, “არისტოკრატებს” ფრანგი შემტევის ტრანსფერი სულ რაღაც 18 მილიონი ფუნტი დაუჯდა და 31 წლის ჟირუმ უკვე შეათანხმა ტრანსფერის ყოველი დეტალი კლუბთან.

გეტყვით იმასაც, რომ ჟირუს გაფორმებისთანავე, “ჩელსი” მიში ბატშუაის დორტმუნდის “ბორუსიაში” გაუშვებს. გერმანული კლუბი კი თავის მხრივ, პიერ-ემერიკ ობამეიანგს მიჰყიდის “არსენალს”.

მიმდინარე სეზონში ჟირუმ 24 მატჩი ჩაატარა “არსენალის” რიგებში (10 მათგანი სასტარტოდან დაიწყო) და შვიდი გოლი გაიტანა.

ობამეიანგი ოჯახის წევრებთან ერთად დორტმუნდის აეროპორტში დააფიქსირეს (ვიდეო)

2018 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა უკვე დასასრულს უახლოვდება და გულშემატკივრები კიდევ ერთი დიდი ტრანსფერის მოლოდინში იმყოფებიან – “არსენალმა” სანჩესის შემცვლელად გუნდში ობამეიანგი უნდა მიიყვანოს.

ბრიტანული პრესის ცნობით, მხარეებმა უკვე ყველაფერი შეათანხმეს და ახლა კონტრაქტზე ხელის მოწერაღაა დარჩენილი. ობამეიანგი კი, თავის ოჯახის წევრებთან ერთად უკვე დააფიქსირეს დორტმუნდის აეროპორტში. დიდი ალბათობით, ტრანსფერი უახლოეს საათებში გაოფიციალურდება.

მიმდინარე სეზონში გაბონელმა ვარსკვლავმა გერმანული კლუბის მაისურით 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 21 გატანილი გოლით გამოიჩინა.

ელნენი სანჩესის წასვლას გამოეხმაურა: “არსენალში” ახლა მხოლოდ მებრძოლები დავრჩით”

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი, მუჰამედ ელნენი ინგლისის თასის ნახევარფინალში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საკმაოდ საინტერესო მესიჯს აგზავნის, რომელიც დიდი ალბათობით, ალექსის სანჩესს უნდა ეხებოდეს.

“ამიერიდან კლუბში მხოლოდ ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც მოედანზე გატარებულ ყოველ წუთს კლუბისთვის და ფანებისთვის ბრძოლას უძღვნიან. “უემბლის” დროა,” – ვკითხულობთ მის მიერ გამოქვეყნებულ “ტვიტში”.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “მეთოფეთა” რიგები ალექსის სანჩესმა დატოვა და “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ეს უკანასკნელი მუდამ უკმაყოფილო იყო თანაგუნდელების წარუმატებლობით და კამერებს ხშირად “გამოუჭერიათ” უმოტივაციობაშიც.

კარიკატურა: სანჩესისა და მხითარიანის ახალი მისიები

ალექსის სანჩესი “მანჩესტერ იუნაიტედის”, ხოლო ჰერიხ მხითარიანი ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელია.

ომარ მომანის აზრით, მათ ახალი მისიები აქვთ.

 

ვენგერი: “იმედი მაქვს, სანჩესის დაკარგვა ისე არ დაგვაზიანებს, როგორც ეს ვან პერსის შემთხვევაში მოხდა”

ალექსის სანჩესის ლონდონის “არსენალს” ტოვებს. დიდი ალბათობით ის “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს ასპარეზობას. როგორც ინგლისურ პრესაში იწერება, “წითელი ეშმაკების” რიგებს დატოვებს ჰენრიხ მხითარიანი და ლონდონურ გრანდში გადაბარგდება.

“მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ჩილელის გაშვეაბზე ისაუბრა.

“იმედი მაქვს, სანჩესის დაკარგვა ისე არ დაგვაზიანებს, როგორც ეს ვან პერსის შემთხვევაში მოხდა. ჰოლანდიელი “ფეინოორდის” სარეზერვო გუნდიდან ავიყვანეთ და ვარკსვლავი გახდა. რთულია, როცა მოთამაშები შენ მოგყავს გუნდში, ისინი წარმატებას აღწევენ და მიდიდან. ეს კლუბისთვის საზიანოა.”

“ჩვენმა ფანებმა იცოდნენ, რომ ალექსისი არ გაახანგრძლივებდა. ისინი რეალობას ობიექტურად აღიქვამენ. შესაძლოა, მისმა წასვლამ ცოტათი გავირთულოს საქმე. დავკარგეთ მოთამაშე, თუმცა გვაქვს შესაძლებლობა, სხვა დავიმატოთ,” – აცხადებს ვენგერი.

რატომ უყვარს ადებაიორს მოურინიო და სძულს არსენ ვენგერი?

ბრიტანული პრესა ემანუელ ადებაიორის საკმაოდ გულწრფელ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც “არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი ხმაურიან განცხადებებს აკეთებს. ტოგოელ ფეხბურთელს “მანჩესტერ სიტის”, “ტოტენჰემისა” და “რეალის” რიგებშიც აქვს ნათამაშები.

“მოურინიო ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი მწვრთნელია, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ. ის მიყვარდა და ახლაც ძალიან მიყვარს. მისნაირი ადამიანი ფეხბურთში ძალიან ცოტაა, მწვრთნელების უმეტესობა ყალბია.

მაგალითად, როდესაც არსენ ვენგერმა თავის ოფისში დამიბარა, მითხრა, რომ კლუბიდან უნდა წავსულიყავი, რადგან იქ ჩემი ადგილი არ იყო. ვუთხარი, რომ დარჩენა და ბრძოლა მინდოდა, მაგრამ მან ამაზეც უარყოფითი პასუხი გამცა და მითხრა, რომ სათადარიგოთა სკამზე მომიწევდა ჯდომა.

იძულებული ვიყავი, “მანჩესტერ სიტიში” გადავსულიყავი და მიხაროდა კიდეც ეს. თუმცა, შემდეგ, პრესკონფერენციაზე ვენგერმა განაცხადა, რომ იქ ფულის გამო წავედი. სწორედ მაშინ ვიგრძენი პირველად სიძულვილი “არსენალის” მიმართ,” – აცხადებს ადებაიორი.

“არსენალი” სანჩესის ტრანსფერში მარსიალის ჩართვას ითხოვს

“მანჩესტერ იუნაიტედმა” და “არსენალმა”, შესაძლოა, საკმაოდ მნიშვნელოვანი და ხმაურიანი ბარტერი გაახორციელონ. ამ ინფორმაციას საკმაოდ ავტორიტეტული უცხოური გამოცემა, RMC Sport ადასტურებს.

როგორც იცით, “მეთოფეები” ალექსის სანჩესის ტრანსფერის მხრივ წამგებიან სიტუაციაში იმყოფებიან და ყველანაირად ცდილობენ ჩილელი ფეხბურთელისგან მაქსიმუმი მიიღონ. ამჯერად, “არსენალი” ტრანსფერში ანტონი მარსიალის ჩართვას ითხოვს.

იმ შემთხვევაში, თუ თავად ფრანგი ფეხბურთელი უარს განაცხადებს “ემირეიტს სტედიუმზე” გადასვლაზე, ლონდონელები ტრანსფერში მხითარიანის “ჩათრევას” შეეცდებიან.

“ბორნმუთმა” “არსენალი” დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 23-ე ტურში კრიზისში მყოფი “არსენალი” “ბორნმუთს” ეწვია და მოედანზე სამი ქულის მოსაპოვებლად გავიდა. მართალია, თავდაპირველად ყველაფერი “მეთოფეთა” კარნახით მიდიოდა, მაგრამ “ბორნმუთმა” ბელერინის გოლს (52′) უილსონისა (70′) და აიბის (74′) გოლებით უპასუხა და მატჩიც მოიგო.

23 ტურის შემდეგ არსენ ვენგერის გუნდს 39 ქულა აქვს და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციას იკავებს, “ალუბლები” კი 24 ქულით 13-ე საფეხურზე იმყოფებიან. მომდევნო ტურში “არსენალი” “კრისტალ პალასს” მიიღებს, “ბორნმუთი” კი “ვესტ ჰემს” ეწვევა.


“ბორნმუთი”: ბეგოვიჩი; აკე, კუკი, ფრანსისი; დენიელსი (მუსე 63′), გოსლინგი, კუკი, სმიტი; ფრეიზერი, აიბი (პუჰი 83′); უილსონი

მთავარი მწვრთნელი: ედი ჰაუ

“არსენალი”: პეტრ ჩეხი; ჩემბერსი (რემზი 74′), მუსტაფი, ჰოლდინგი; ბელერინი, ჯაკა, უილშეარი, მაიტლანდ-ნაილსი; აივობი (უოლკოტი 76′), უელბეკი; ლაკაზეტი

მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი


კონტე: “ნორმალურ პირობებში სანჩესის ფასი 90 მილიონი იქნებოდა”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ალექსის სანჩესის ამჟამინდელი მდგომარეობა განიხილა. შეგახსენებთ, რომ ჩილელი ვარსკვლავი საკმაოდ ახლოსაა კარიერის “მანჩესტერ სიტიში” გაგრძელებასთან.

“რა ვუთხარი სანჩესს? უბრალოდ მივესალმე [იღიმის]. სანჩესი დიდებული მოთამაშეა და იცის, რომ “უდინეზეში” ყოფნისას მის გადაბირებას ვცდილობდი, მაგრამ, არჩევანი “ბარსელონაში” გადასვლაზე გააკეთა.

უბრალოდ კარგი შანსი იყო მისალმებისთვის. ის მიცნობს და ძალიან კარგად იცის, როგორ ვაფასებ მის შესაძლებლობებს. არ ვიცი, სად გააგრძელებს კარიერას ის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დიდი მომავალი აქვს.

როგორც ამბობენ, “სიტის” უნდა მისი გადაბირება და თუ ასეა, იყიდიან კიდეც. “მანჩესტერ სიტის” ფინანსური პრობლემები ნამდვილად არ აქვს და ამაზე უკეთესი ინვესტიციის მონახვა რთული იქნება. ჩვეულებრივ პირობებში მისი ფასი 90 მილიონი იქნებოდა, ახლა კი 20 მილიონად შეუძლიათ მისი ხელში ჩაგდება,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

ვენგერმა დაადასტურა, კოკლინი ესპანეთში ითამაშებს

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის მიერ დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ფრანსის კოკლინი ამიერიდან კარიერას ესპანეთის პრიმერადივიზიონში გააგრძელებს. ფრანგი ნახევარმცველი “ვალენსიას” ღირსებას დაიცავს.

“ფრანსისი “ვალენსიაში” გადადის, ამას ვადასტურებ. ის ძალიან იშვიათად გამოდიოდა მოედანზე და მეტი სათამაშო დრო სჭირდებოდა. როდესაც მან საქმის ვითარება გამაცნო, მე წასვლის უფლება მივეცი,” – ციტირებს ვენგერის სიტყვებს RMC.

ცნობების თანახმად, 26 წლის კოკლინის ტრანსფერი “ღამურებს” 13,5 მილიონი ევრო დაუჯდათ. კოკლინმა ესპანურ კლუბთან 4,5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ინგლისის ლიგის თასი: “ჩელსიმ” და “არსენალმა” პირველ თამაშში გამარჯვებული ვერ გამოავლინეს (ვიდეო)

დღეს ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალური შევხედრა გაიმართა. “სტემფორდ ბრიჯზე” ლონდონის “ჩელსიმ” თანაქალაქელი “არსენალი” მიიღო.

არც ისე სანახაობრივ შეხვედრაში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, თუმცა მათი რეალიზება ფეხბურთელებმა ვერ შეძლეს. შესაბამისად, მატჩი უგოლო ფრით დასრულდა – 0-0.

განმეორებითი შეხვედრა ამ გუნდებს შორის უკვე “ემირეითს სთეიდიუმზე”, 25 იანვარს შედგება.

 ” alt=”” />