არსენ ვენგერს ძველი პრობლემა აწუხებს (ვიდეო)

4 იანვარს, ლონდონის “არსენალსა” და “ჰალ სიტის” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას კამერებმა სახალისო კადრი დააფიქსირეს.

ფრიმპონგმა ჯერარდს დასცინა

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა ნახევარმცველმა ემანუელ ფრიმპონგმა, რომელიც დღესდღეობით რუსული “უფას” ღირსებას იცავს, “ლივერპულის” კაპიტან სტივენ ჯერარდს დასცინა.

22 წლის განელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ჯერარდისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის, ანდერსონის ფოტოები გამოაქვეყნა. სურათზე ბრაზილიელს კისერზე ინგლისის პრემიერლიგის სამი მედალი ჰკიდია, ხოლო ინგლისელს – ფოტოშოპის დახმარებით დამზადებული სამკერდე ნიშანი წარწერით: “2014 წლის სეზონი “მანჩესტერ იუნაიტედზე” ზემოთ დავასრულეთ”.

გამოსახულებას ფრიმპონგმა წააწერა: “ისეთმა კაცმა, როგორიც ანდერსონია, ერთზე მეტჯერ გააკეთა ის, რისი გაკეთებაც სტივის სურდა”.

ამ საქციელის გამო ფრიმპონგს “ლივერპულის” ფანების რისხვა დაატყდა თავს და მანაც ეს სკანდალური ფოტო წაშალა.

Frimpong mocks

“ინტერის” ფანებმა პოდოლსკის გულთბილი დახვედრა მოუწყვეს

ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკი მილანში ჩაფრინდა.

“ნერიაძურის” ხელმძღვანელობას გერმანელი ფეხბურთელის ვიზიტი არც დაუმალავს. აეროპორტში პოდოლსკის ასობით გულშემატკივარი და ჟურნალისტი დახვდა.

“მილანის აეროპორტში სრული საგიჟეთია”, – დაწერა სოციალურ ქსელში ცნობილმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმერიმ.

ლუკას პოდოლსკი, სავარაუდოდ, უკვე დღეს “ინტერში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც მილანურ კლუბთან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს.

 

“არსენალის” ფანი მოედანზე შეიჭრა და არსენ ვენგერს დაუყვირა (ვიდეო)

1 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “საუთჰემპტონსა” და “არსენალს” შორის გამართული მატჩის (2:0) მიმდინარეობისას მოედანზე “მეთოფეთა” ერთ-ერთი ფანი შეიჭრა, რომელმაც არსენ ვენგერს დაუყვირა.

ვენგერმა პოდოლსკის ტრანსფერს ხუმრობა უწოდა

ბოლო დროს ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელის ლუკას პოდოლსკის მილანის „ინტერში“ შესაძლო გადასვლაზე ბევრი იწერება. ამ თემასთან დაკავშირებით „მეთოფეთა“ თავკაცმა არსენ ვენგერმა ისაუბრა.

„ეს უბრალოდ ხუმრობაა. „ინტერი“ სერიოზულად განწყობილი არ არის. პოდოლსკი „არსენალის“ ფეხბურთელია და მისი შენარჩუნება მსურს. გარდა ამისა, პროფესიონალად ყოფნა ნიშნავს იმას, რომ შენ გულშემატკივრების სიყვარულს და მაღალ ხელფასს ტყუილად არ უნდა იმსახურებდე. იმედია, იგი იანვარში დარჩენა“, – ციტირებს ფრანგ სპეციალისტს Goal.com-ი.

ალექსისი: ,,მე ვარ ,,არსენალის” ერთ-ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელი”

ლონდონის ,,არსენალის” ფეხბურთელმა, ალექსის სანჩესმა შეაფასა წელი და ისაუბრა პრემიერ ლიგაში ,,მეთოფეების” შანსებზე.

ალექსის სანჩესი წელს გადავიდა ლონდონის ,,არსენალში”. ბევრის შეფასებით, ჩილელმა ფეხბურთელმა გაამართლა და რამდენჯერმეც დაეხმარა ,,მეთოფეებს” წარმატების მიღწევაში. ამჟამად, მას პრემიერ ლიგაში 15 გოლი აქვს გატანილი. ლონდონელებმა ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო გადაიხადეს.

,,გუნდის ვარსკვლავი? მე არ ვეთანხმები ამას. ,,არსენალი” დიდებული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. გუნდთში მე ვარ ერთ-ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელი.

,,როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე, არ ვიცოდი გაამართლებდა თუ არა მომავალში. ახლა კი დავრწმუნდი გადაწყვეტილების სისწორეში. მე ბედნიერი ვარ გუნდში თამაშით.

,,მე მიყვარს ეს ჩემპიონატი,ფეხბურთელები, რომლებიც ჩემთან ერთად თამაშობენ. ამასთან ერთად, მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი. ყველაფერი იდეალურია გუნდში,” -განაცხადა ალექსის სანჩესმა.

ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.

ვენგერი: „იოზილის დაბრუნების შემდეგ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა რთული იქნება“

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ რამდენიმე ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა გაუჭირდება.

„ჯერჯერობით ჩვენი რიგებიდან არავინ მიდის. იანვარში მოედანზე მესუთ იოზილი დაბრუნდება, რის შედეგადაც, გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის ბრძოლა გაიზრდება“, – განაცხადა ფეხბურთს ფრანგმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო იოზილს ოქტომბრიდან არ უთამაშია.

“მეთოფეებმა” სტუმრად იმარჯვეს

ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტური “მეთოფეებისთვის” წარმატებული გამოდგა. მათ სტუმრად ,,ვესტ ჰემი” დაამარცხეს. მატჩში ანგარიში 41-ე წუთზე გაიხსნა. “არსენალის” მხრიდან თავი სანტი კასორლამ გამოიჩინა. მან თერთმეთმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა.

სამ წუთში “მეთოფეებმა” უპირატესობა ორბურთამდე გაზარდეს. გოლის ავტორი დანი უელბეკი გახდა. მატჩის  მეორე ნახევარში მასპინძლებმა მოახერხეს საპასუხო გოლის გატანა, თავი შეიხუ კუიატემ გამოიჩინა. 54-ე წუთზე ანგარიში 1-2 გახდა და მატჩი ასევე დასრულდა.

ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.

„ინტერში“ გადასვლა თავად პოდოლსკისაც სურს

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელმა ლუკას პოდოლსკიმ მილანის „ინტერში“ გადასვლის სურვილი გამოთქვა, რის შესახებაც კლუბის ხელმძღვანელობას უნდა უამბოს.

ამის შესახებ დღეს ცნობილმა იტალიურმა გამოცემა „La Gazzetta dello Sport“-მა დაწერა.

ხვალ გერმანელი „მეთოფეთა“ ხელმღვანელობას შეხვდება. გარდა ამისა, შეეხვედრას არსენ ვენგერიც დაესწრება, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება.

დიდი ალბათბით, გერმანიის ნაკრების ფორვარდი „ნერაძურიში“ ერთწლიანი იჯარით გადაბარგდება.

ფლამინის ეგონა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ის დაასახელეს (ვიდეო)

26 დეკემბერს, “არსენალსა” და “ქუინს პარკ რეინჯერსს” შორის გამართული მატჩის დასრულების შემდეგ (2:1), მატიე ფლამინის ეგონა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთად ის დაასახელეს. რეალურად კი, ფლამინის თხოვეს, რომ პრიზი ალექსის სანჩესისათვის გადაეცა.

ვენგერის საიუბილეო გამარჯვება

ინგლისის პრემიერლიგის XVIII ტურში ლონდონის “არსენალმა” თანაქალაქელი “ქუინს პარკ რეინჯერსი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ეს გამარჯვება არსენ ვენგერისთვის საიუბილეოა: მისთვის “მეთოფეთა” თავკაცის პოსტზე ეს პრემიერლიგაში მე-400 და ყველა ჩემპიონატზე ერთად მოგებული მე-600 შეხვედრა გახლავთ. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი “არსენალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 1996 წლიდან მუშაობს.

XVIII ტურის შემდეგ ვენგერის გუნდს სატურნირო ცხრილში 30 ქულით მეექვსე ადგილი აქვს დაკავებული.

ედუარდო ვარგასი თავისი გუნდის მეკარეს სანჩესის პენალტის მოგერიებაში დაეხმარა

26 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “არსენალსა” და “ქუინს პარკ რეინჯერსს” შორის გამართულ შეხვედრაში (2:1), მე-9 წუთზე ალექსის სანჩესმა პენალტი შეასრულა, რომელიც მეკარემ მოიგერია.

როგორც აღმოჩნდა, “ქუინს პარკ რეინჯერსის” თავდამსხმელმა ედუარდო ვარგასმა თავისი გუნდის მეკარეს მიუთითა, თუ საით დაარტყამდა ალექსის სანჩესი.