ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ მზარეულობენ ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელები.
ჭდე: არსენალი.
პეტი: “საფრანგეთში ტიერი ანრი რატომღაც არ უყვართ”
ლონდონის “არსენალისა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ემანუელ პეტიმ საფრანგეთში ტიერი ანრის მიმართ ხალხის უარყოფით დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
“საფრანგეთში ანრი რატომღაც არ უყვართ. ინგლისში მას პატივს სცემენ და ძეგლიც კი დაუდგეს. რა აქვთ ანრის მიმართ სასაყვედურო? ირლანდიის ნაკრების კარში ხელით გატანილი გოლი? ჩვენ ამ გოლმა სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოგვიტანა. მას ცუდი არაფერი გაუკეთებია, ფრანგები თვალთმაქცები და ლაჩრები არიან.
მაღიზიანებს ფრანგული პრესა, რომელმაც ანრისგან ასეთი სახე შექმნა. ჟურნალისტები საკუთარ თავს არასდროს აკრიტიკებენ და არც პატიებას ითხოვენ.
უეინ რუნი ინგლისში არ სძულთ, მიუხედავად იმისა, რომ ის მოედანზე და მოედნის მიღმა ყოველთვის თავშეკავებულად არ იქცევა. ტიერი ანრის მინდორზე უხამსი ჟესტი არასდროს გაუკეთებია, არც პირად ცხოვრებაში აქვს რაიმე ლაქა.
ფრანგ ხალხთან ბევრი პრობლემა მაქვს: აქ უამრავ ამპარტავან, თავმომწონე, მატყუარა და ფარისეველ ადამიანს ვხედავ.
ზოგჯერ საკუთარ თავს ვეუბნები: გერმანიას რომ დავეპყარით, უკეთესი იქნებოდა. გერმანია პოლიტიკურადაც გვჯობს, ეკონომიკურადაც და სპორტული თვალსაზრისითაც. თანამედროვე გერმანია ძალიან მომწონს”, – განაცხადა პეტიმ sports.fr-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ვენგერი: “ალექსის სანჩესი საოცრად მალე მოერგო გუნდს”
ინგლისის პრემიერლიგის XIV ტურში ლონდონის “არსენალმა” სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე მყოფი “საუთჰემპტონი” მიიღო და 89-ე წუთზე ალექსის სანჩესის მიერ გატანილი კინკილა გოლის წყალობით ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ “მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ჩილელი თავდამსხმელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
“რთულია, ფეხბურთელის მოძებნა, რომელიც გუნდს ასე სწრაფად მორგებოდა. ალექსის სანჩესს გუნდში განსაკუთრებული გავლენა აქვს”, – აღნიშნა ვენგერმა.
შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესს პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 13 მატჩი ცხრა გოლი აქვს გატანილი.
“არსენალს” აქტივში 23 ქულა მოუგროვდა და მეექვსე პოზიციაზე გადანაცვლა. “საუთჰემპტონს” 26 ქულა აქვს და როგორც მოგახსენეთ, მესამე ადგილი უკავია.
პრემიერლიგის გრანდები ბენზემასთვის ბრძოლას იწყებენ
„არსენალი“, „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ თავისი შემტევი პოტენციალის გაძლიერებას აპირებენ.
ლონდონელები, რომლებსაც ოლივიე ჟირუ, დანი უელბეკი, ლუკას პოდოლსკი და იაია სანოგო ჰყავთ, გუნდის შეტევით უკმაყოფილონი არიან. გამორიცხული არ არის, უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბი პოდოლსკიმ დატოვოს, არსენ ვენგერმა კი ახალი თავდამსხმელის შეძენაზე ფიქრი დაიწყოს.
მერსესაიდელთა რიგებში უარესი სიტუაციაა. ზაფხულში გუნდი ლუის სუარესმა დატოვა, მარიო ბალოტელი კი მის სათანადოდ შეცვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. ამასთანავე შემტევი ხაზის კიდევ ერთ მოთამაშეს დანიელ სტარიჯს მუდმივი ტრავმა აწუხებს.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ რობინ ვან პერსისა და რადამელ ფალკაოს მომავალში დარწმუნებული არაა, რადგან ჰოლანდიელი ზედიზედ მეორე სეზონია, რაც ფორმაში არ არის, კოლმიელს კი, როგორც ჩანს, ტრავმების გარეშე და სტაბილურად თამაში დიდ ხანს არ შეუძლია.
„Daily Express“-ს თუ დავუჯერებთ, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მზადაა, ქარიმ ბენზემას თაობაზე, ხსენებული კლუბების წინადადებები განიხილოს.
დანი ველბეკმა “არსენალს” მოაგებინა (ვიდეო)
TOP 10: ევროპის საუკეთესო კლუბები ბოლო ათი წლის განმავლობაში
ჯეკ უილშირი სამ თვეს იუქმებს
ლონდონის ”არსენალის” ფეხბურთელი ჯეკ უილშირი სამ თვეს იუქმებს. ფეხბურთელმა მარცხენა ტერფი ”მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩის დროს დაიზიანა. მატჩი ლონდონელებმა 1-2 დათმეს.
ფეხბურთელს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებსაიტი ავრცელებს. ოპერაციის შემდეგ ფეხბურთელმა სურათიც კი გაავრცელა სოციალური ქსელით. მედიკოსები კი ვარაუდობენ, რომ ინგლისელი ფეხბურთელი მალე დაიწყებს აღდგენით ვარჯიშებს.
ვან პერსი: ”მე ყოველთვის მომწონდა სანჩესი ”ბარსაში”
ლონდონის ”არსენალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, რობინ ვან პერსიმ ინტერვიუში ალექსის სანჩესზე ისაუბრა. ჰოლანდიელმა შეაქო ყოფილი კლუბის ახალწვეული.
”მე ყოველთვის მომწონდა სანჩესი, ”ბარსას” შემადგენლობაშიც კი. რა თქმა უნდა, მის შესაძლებლობაში მსოფლიო ჩემპიონატზეც დავრწმუნდით. ჩილეს ეროვნულ ნაკრებში იგი ძალიან კარგად თამაშობდა. სანჩესი დინამიური,სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია. ასეთ ფეხბურთელს შეუძლია გუნდისთვის ყველაფრის გაკეთება. მე სანჩესის თამაში ძალიან მომწონს”. განაცხადა რობინ ვან პერსიმ.
არსენალი პლეი-ოფშია და პირველობისთვის იბრძოლებს
ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში ლონდონის “არსენალმა” საკუთარ მოედანზე “დორტმუნდს” უმაპსინძა და გერმნულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი მარცხი აგემა.
ლონდონელებმ ანგარიში მატჩის დებიუტში, მე-2 წუთზე სანოგოს ზუსტი დარტყმით გახსნეს. “მეთოფეთა” შემტევს საგოლე გადაცემა სანტი კასორლამ გაუკეთა. ესპანელი შუახაზელმა მეორე გოლის დროსაც ითავა ასისტენტობა და 57-ე წუთზე სანჩესსაც გაატანინა.
ამ გამრჯვებით “არსენალმა” პლეი-ოფში თამაში გაინაღდა და ბოლო ტურის წინ ჯგუფში პირველ ადგილზეც გასვლის შანიც შეინარჩუნა.
არსენალი 2-0 დორტმუნდი
გოლები: სანოგო 2′ ; სანჩესი 57′
პოდოლსკი: „მე მასხარა არ ვარ, რომ უბრალოდ ტრიბუნაზე ვიჯდე“
„არსენალის“ თავდამსხმელმა ლუკას პოდოლსკიმ განაცხადა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელთან არსენ ვენგერთან სათამაშო დროის თაობაზე საუბარს აპირებს.
„ლონდონში მომწონს, ისევე, როგორც ამ გუნდში. თუმცა ამჟამინდელი სიტუაციით უკმაყოფილო ვარ. მე მასხარა არ ვარ, რომ ტრიბუნებზე ვიჯდე და კონტრაქტის ამოწურვის ვადას ველოდო.
არსენ ვენგერს უნდა ვესაუბრო. უბრალოდ შანსი მჭირდება. თუ საკმარისად ვითამაშებ, მაგრამ თავს ვერ გამოვიჩენ, სათადარიგოთა სკამზე თვითონ დავჯდები“, – განაცხადა პოდოლსკიმ.
მიმდინარე სეზონში 29 წლის გერმანელი „მეთოფეთა“ შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა.
ჩილელში თვლიან, რომ სანჩესი კარგად ხშირი სექსის გამო ვერ თამაშობს
ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელის ალექსის სანჩესის სამშობლოში თვლიან, რომ ფეხბურთელი ხშირი სექსის გამო კარგად ყოველთვის ვერ თამაშობს.
როგორც გამოცემა „La Cuarta“ წერს, „მეთოფეთა“ ფორვარდი თავის გერლფრენდთან ლაიმ გრასისთან ერთად დროს თითქმის მთელი დღის განმავლობაში ატარებს. წყარო ვარაუდობს, რომ გრასი ფეხბურთელისგან ყოველდღიურ სექსს ითხოვს, რაც მის სათამაშო ფორმაზე უარყოფითად აისახება.
არსენალის ფანმა მანჩესტერის ფეხბურთელს ღვინით სავსე ჭიქა ესროლა
ლონდონის “არსენალის” გულშემატკივარი “მანჩესტერ იუნიტედთან” გამართული მატჩის შემდეგ დააპატიმრეს. პოლიციის ცნობით ლონდონელთა ფანმა მატჩის მიმდინარეობისას “იუნაიტედის” სათადარიგოებს ღვინით სავსე ჭიქა ესროლა. აღნიშნული ინციდენტი მანჩესტერელების მიერ გატანილი მეორე გოლის დროს მოხდა.
იმ შემთხვევაში, თუ გულშემატკივარს ბრალი დაუმტკიცდა, მას სტადიონზე შესვლა აკრძალული ქნება.
შეგახსენებთ, შეხვედრა ლუი ვან გაალის გუნდის გამარჯვებით, 1:2 დასრულდა.