ალექსის სანჩესმა “საუთჰემპტონს” გასაოცარი ჯარიმა გაუტანა

23 სექტემბერს, “არსენალსა” და “საუთჰემპტონს” შორის გამართულ მატჩში (1:2), ალექსის სანჩესმა შესანიშნავი გოლი გაიტანა.

TOP 5: ფეხბურთელები, რომლებმაც ყოფილ კლუბებს გაუტანეს

ფეხბურთში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა ამა თუ იმ ფეხბურთელს თავისი ყოფილი კლუბის კარში გოლი გაუტანია. ზოგი თავს იკავებდა და გოლის ემოციურად აღნიშვნას ერიდებოდა, ზოგი კი პირიქით.

5) უილიამ გალასი (“არსენალი”) – “ჩელსი”

4) ჰენრიკ ლარსონი (“ბარსელონა”) – “სელტიკი”
იხილეთ 00:01:49-დან

3) ემანუელ ადებაიორი (“მანჩესტერ სიტი”) – “არსენალი”

2) რობინ ვან პერსი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – “არსენალი”

1) კრიშტიანო რონალდუ (მადრიდის “რეალი”) – “მანჩესტერ იუნაიტედი”
იხილეთ 00:01:25-დან

“არსენალმა” შესაძლოა, 800 ათას ევროდ “ლიონის” ტალანტი იყიდოს

ლონდონის “არსენალი” “ლიონის” 21 წლის თავდამსხმელ კლინტონ ნჟიეს აკვირდება.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე თვეში კამერუნის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და პირველი სანაკრებო გოლიც გაიტანა. შემდეგ შეხვედრაში კი, კამერუნის ნაკრების ფორვარდმა ეროვნული გუნდის რიგებში დუბლი შეასრულა და 2 სანაკრებო მატჩში 3 გოლი მოაგროვა. ნჟიემ უმალკ მიიპყრო “მეთოფეთა” თავკაც არსენ ვენგერის ყურადღება და ახლა ჩრდილოლონდონური კლუბი აღნიშნული ტრანსფერის გაჩარხვაზე ფიქრობს.

ნჟიეს, რომელსაც უკვე ადარებენ სამუელ ეტოოს, მოქმედი კონტრაქტი 2016 წელს ეწურება. მისი შრომითი ხელშეკრულების მინიმალური გამოსასყიდი თანხა მხოლოდ 800 ათას ევროს შეადგენს.

 

კარაგერი: “არსენალი” არაფერს ცვლის, ყველამ ისწავლა მის წინააღმდეგ თამაში”

“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა და ამჟამად საფეხბურთო ანალიტიკოსმა ჯეიმი კარაგერმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას უნდა ველოდოთ ლონდონის “არსენალისგან” მიმდინარე სეზონში. ინგლისელის თქმით, “მეთოფეთა” თავდაჯერებულობა საფუძველს მოკლებულია, რადგან გუნდში არაფერი იცვლება, მათ წინააღმდეგ კი ყველამ ისწავლა თამაში.

ინგლისის პრემიერლიგის საწყისი ოთხი მატჩიდან “მეთოფეებმა” მხოლოდ ერთი დაასრულეს გამარჯვებით, დანარჩენ სამ დაპირისპირებაში ფრეს გამორჩნენ. არსენ ვენგერის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაც წარუმატებლად დაიწყო — სტუმრად დორტმუნდის “ბორუსიასთან” ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

“ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია, თუმცა “არსენალის” მიმართ კითხვები უკვე ჩნდება. ჩემი აზრით, მთავარი შეკითხვაა: “საერთოდ რა შეიცვალა გუნდში?” – სუაბრობს კარაგერი.

“ბორუსიას” წინააღმდეგ გამართული მატჩის ცქერისას შემექმნა შთაბეჭდილება, რომ “არსენალმა” წარსულში დაშვებული შეცდომებისგან ვერაფერი ისწავლა. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში გუნდმა ვერ ისწავლა, რა უნდა დაუპირისპიროს მეტოქის სწრაფ და ძლიერ თამაშს. სამაგიეროდ, უკვე ყველამ იცის, როგორ უნდა ითამაშო “არსენალის” წინააღმდეგ.

“არსენალში” კვლავ ჰგონიათ, რომ მათ ნებისმიერ ადგილას ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ. საკუთარ ფეხბურთს თამაშობენ. ეს გულუბრყვილო მიდგომაა. ერთადერთი გუნდი, რომელმაც ასეთი რწმენით მიაღწია წარმატებას, ეს პეპ გვარდიოლას “ბარსელონაა”. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მათ სხვადასხვა მეტოქის წინააღმდეგ ტაქტიკის შეცვლის არ ეშინოდათ”, – კარაგერის სიტყვები “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.

ლონდონის “არსენალი” დამდეგ მატჩს ბირმინგემში გამართავს, სადაც ადგილობრივ “ასტონ ვილას” დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

 

“არსენალის” მოგებამ გასულ წელს 4 მილიონს გადააჭარბა

ლონდონის “არსენალმა” გამოაცხადა, რომ გასული ფინანსური წლის განმავლობაში კლუბმა მოგების სახით 4,7 მილიონი ფუნტ სტერლინგი მიიღო.

გარდა ამისა, “არსენალის” რეზერვში 173 მილიონი ფუნტი რჩება.

ცნობისთვის, გასულ ფინანსურ წელს რეკორდული მოგება “მანჩესტერ იუნაიტედმა” მიიღო. “წითელი ეშმაკების” შემოსავალმა 433,2 მილიონი ფუნტ სტერლინგი შეადგინა (მოგება 23,8 მილიონი ფუნტი).

 

კოშელნის თავი მეკარე ჰგონია?

ჩემპიონთა ლიგაზე “ბორუსიასა” და “არსენალს” შორის გამართულ მატჩში ლორან კოშელნიმ ბურთი ხელით მოიგერია.

ბორუსია – არსენალი 2:0

ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო დორტმუნის “ბორუსიამ”. კლოპის გუნდმა საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალს” უმასპინძლა და მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი გაუტანა.

ვენგერი: “ბორუსიას” წინააღმდეგ მატჩი ყოველთვის საინტერესო და მძიმე გამოდის”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს ლონდონის “არსენალი სტუმრად დორტმუნდის “ბორუსიასთან” ჩაატარებს.

“მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი შეხვედრას ფიზიკურად კარგად მომზადებული შეხვდება. ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი ამბობს, რომ მეტოქე დაწვრილებით შეისწავლა, თუმცა ეს რაიმე უპირატესობას არ იძლევა.

“არსენალსა” და “ბორუსიას” შორის მატჩები ყოველთვის საინტერესო, ამავდროულად მძიმე გამოდის. ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ არაერთხელ გვითამაშია, თუმცა ეს დამატებით უპირატესობას არ გვაძლევს.

ჩემი ბიჭები “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ფიზიკურად კარგად გამოიყურებოდნენ. იმედი მაქვს, “ბორუსიასთან” შეხვედრასაც ასე მომზადებული შეხვდება გუნდი.

“ჩემპიონთა ლიგაზე მთავარი საფრთხე კვლავ გერმანული და ესპანური გუნდებისგან გველის. უბრალოდ შეხედეთ, ბოლო პერიოდში რამდენჯერ გავიდა ფინალში მიუნხენის “ბაიერნი”. “ბორუსიაც” ტურნირის რეგულარული მონაწილეა. ესპანეთიდან კი, ჩემპიონთა ლიგას ორი ფავორიტი ჰყავს – მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა”, – ვენგერის სიტყვები “არსენალის” ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მატჩი “ბორუსიასა” და “არსენალს” შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.

 

დებიუში ორ თვეს გამოტოვებს

ლონდონის “არსენალის” მარჯვენაფლანგელი მცველი მატიე დებიუში კოჭის ტრავმის გამო, სავარაუდოდ, ორ თვეს გამოტოვებს.

ფრანგი ფეხბურთელი ინგლისის პრემიერლიგის IV ტურში “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:2) დაშავდა. 29 წლის მცველი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

“ლე პარიზიენი” იუწყება, რომ დებიუში ორ თვეს გამოტოვებს.

მიმდინარე სეზონში ფრანგმა ფეხბურთელმა “მეთოფეთა” რიგებში ექვსი მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე ერთი საგოლე გადაცემა და ერთი წითელი ბარათია.

 

რა გაუკეთა ჯეკ უილშირმა ყოფილ თანაგუნდელ სამი ნასრის?

13 სექტემბერს “არსენალსა” და “მანჩეტერ სიტის” შორის გამართულ მატჩში კამერებმა ჯეკ უილშირისა და სამირ ნასრის ერთ-ერთი ორთაბრძოლა დააფიქსირეს.

“არსენალმა” და “სიტიმ” ქულები გაიყვეს

დაძაბული გამოდგა ინგლისის პრემიერლიგის IV ტურის გახსნითი და ამავდროულად ცენტრალური მატჩი, რომელიც ლონდონის “არსენალსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის “ემირეითს სთეიდიუმზე” შედგა.

ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა: ხესუს ნავასმა მარჯვენა ფლანგზე გარღვევის შემდეგ გენიალური პასი გაუკეთა საჯარიმოში მყოფ კუნ აგუეროს და მანაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. პირველი ტაიმი “ქალაქელებმა” მინიმალური უპირატესობით მოიგეს.

მატჩის მეორე ნახევარში “არსენალი” გააქტიურდა, რამაც შედეგი გამოიღო: ჯერ ჯეკ უილშირმა დააგვირგვინა “არსენალის” ტიპიური კომბინაცია და ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი ალექსის სანჩესმა დააწინაურა “მეთოფეები”. სტუმრებმა ქულის გადარჩენა მაინც შეძლეს: 83-ე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავი მარტინ დემიჩელისმა დაუხვედრა და ანგარიში გაათანაბრა.

ამრიგად, მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

ინგლისის პრემიერლიგა
IV ტური
“არსენალი” — “მანჩესტერ სიტი” 2:2 (0:1)

“არსენალი”: შჩესნი, დებიუში (ჩემბერსი 81′), მერტეზაკერი, ნაჩო მონრეალი, კოსიელნი, იოზილი, ფლამინი (არტეტა 90+5′), უილშირი, რემსი, სანჩესი, უელბეკი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 88′).
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი.

“მანჩესტერ სიტი”: ჰარტი, კომპანი, დემიჩელისი, კლიში, საბალეტა, ლამპარდი (ნასრი 46′), მილნერი, დავიდ სილვა, ხესუს ნავასი, ფერნანდინიო (კოლაროვი 77′), აგუერო (ჯეკო 67′).
მთავარი მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.

გოლები: უილშირი 63′, სანჩესი 74′ — აგუერო 28′, დემიკელისი 83′.
გაფრთხილებები: ფლამინი 58′, ნაჩო მონრეალი 62′, სანჩესი 75′ — ლამპარდი 22′, საბალეტა 24′, ფერნანდინიო 50′, აგუერო 64′.

მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი.

“არსენალის” სრიალა ფეხბურთელი

“ასტონ ვილასა” და ლონდონის “არსენალის” ახალგაზრდულ გუნდებს შორის გამართულ მატჩში კამერებმა სახალისო კადრი დააფიქსირეს.