„ბარსელონას“ ნახევარმცველი „ასტონ ვილაში“ გადავიდა

ბირმინგემის „ასტონ ვილას“ ხელმძღვანელობა „ბარსელონას“ მეორე გუნდის ნახევარმცველის ადამა ტრაორეს ტრანსფერის თაობაზე შეუთანხმდა.

როგორც ცნობილია, მხარეები კონტრაქტს „3,5+1“ სქემით გააფორმებენ. ტრანსფერის სხვა დეტალები ამჟამად არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, რომ ტრაორეს შეძენის სურვილი ასევე „ლივერპულს“ ჰქონდა.

ბენტეკეს პირველი კომენტარი „ლივერპულის“ მოთამაშის სტატუსით

როგორც მოგახსენეთ, ცოტა ხნის წინ „ლივერპულმა“ „ასტონ ვილას“ თავდამსხმელის კრისტიან ბენტეკეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. არაოფიციალური ინფორმაციით, ბელგიელის ტრანსფერი მერსესაიდელებს 32,5 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდათ.

„ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. იან ეირსა და მწვრთნელ ბრენდან როჯერსს მადლობას ვუხდი, მათ ამ ტრანსფერისთვის ბევრი გააკეთეს. ვფიქრობ, „ლივერპული“ ჩემთვის შესაფერისი კლუბია. მწვრთნელთან კარგი საუბარი მქონდა, მან აქ გადასვლაში დამარწმუნა.

„ასტონ ვილას“ მაისურით „ენფილდზე“ თამაშის დროს ძალიან ვღელავდი. ახლა ეს ჩემი საშინაო სტადიონი გახდა, რაც საინტერესო უნდა იყოს“, – განუცხადა ბენტეკემ „წითლების“ ოფიციალურ საიტს.

შეგახსენებთ, რომ ბენტეკე „ასტონ ვილას“ ღირსებას 2012 წლიდან იცავდა.

New signing Christian Benteke is delighted to join #LFC. Watch his interview in full on LFCTV GO: http://www.liverpoolfc.com/video/latest-videos#22626

Posted by Liverpool FC on Wednesday, 22 July 2015

“ასტონ ვილა” “რომას” შემტევით ინტერესდება

მატია დესტრო შესაძლოა, ნისლიან ალბიონს შეუერთდეს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ბირმინგემული გუნდი შეტევის ხაზის გაძლიერებას “რომას” წინახაზელით გეგმავს.

“ასტონ ვილა” უკვე აქტიურად ეძებს ბელგიელი, კრისტიან ბენტეკეს ალტერნატივას, რომელიც დღე-დღეზე “ლივერპულს” შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის მეორე წრე დესტრომ იჯარით “მილანში” გაატარა. იტალიელმა 14 მატჩში სამჯერ გაიტანა.

ბრენდან როჯერსმა ბენტეკეს დამატების მიზეზი დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა „ასტონ ვილას“ თავდამსხმელის კრისტიან ბენტეკეს ტრანსფერის მიზეზებზე ისაუბრა.

„გასაგებია, რომ მეტი უნდა გავიტანოთ. რამდენიმე წლის წინ ამ მხვრივ სიტუაცია უნდა გამოგვესწორებინა, ამიტომაც სუარესი შევიძინეთ, რამაც შედეგი გამოიღო. ვფიქრობ, ამ ზაფხულში იგივე მდგომარეობაა.

დაცვასა და თავდასხმას შორის ბალანსი უნდა გავაუმჯობესოთ, ფეხბურთელებმა თავი ორივე პოზიციაზე უნდა გამოიჩინონ“, – განაცხადა როჯერსმა.

ცნობისთვის, ბენტეკემ მერსესაიდულ კლუბში სამედიცინო შემოწმება მიმდინარე კვირას უნდა გაიაროს. მისი ტრანსფერი 32,5 მილიონ ფუნტს შეადგენს.

 

ოფიციალურად: დელფი “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია

“ქალაქელებმა” ინგლისელი ნახევარმცველის, ფაბიან დელფის გაფორმება დაადასტურეს.

“მან.სიტიმ” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 25 წლის შუახაზელი ხუთი წლით “ეტიჰადზე” იასპარეზებს.

არაოფიციალური ინფორმაციით, დელფით შემადგენლობის გაძლიერება ინგლისელებს რვა მილიონი ფუნტი დაუჯდათ.

ფაბიან დელფმა “ასტონ ვილას” შემადგენლობაში 128 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.

“მანჩესტერ სიტი” დელფს ყიდულობს

“მანჩესტერ სიტი” “ასტონ ვილადან” 25 წლის ნახევარმცველს, ფაბიან დელფს შეიძენს.

უცხოური პრესის ცნობით მანჩესტერელები ტრანსფერში 11 მილიონ ევროზე მეტს გადაიხდიან. დელფი ხელფასის სახით კვირაში 140 ათას ევროს მიიღებს. იანვარში გავრცელებული ინფორამციით, მის მიმართ ინტერესს “ლივერპული” იჩენდა, თუმცა შემდეგ დელფმა ბირმინგემელებთან გაახანგრძლივა კონტრაქტი.

გასულ სეზონში დელფმა პრემიერ ლიგაში 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

“არსენალმა” ლიგის თასი უბრძოლველად მოიგო (ვიდეო)

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში ლონდონის “არსენალი” “უემბლიზე” ბირმინგემის “ასტონ ვილას” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

ანგარიში მატჩის მე-40 წუთზე თეო უოლკოტმა გახსნა, როცა მის მიერვე წამოწყებული შეტევა დააგვირგვინა. 50-ე წუთზე ალექსის სანჩესმა შორეული დარტყმით ბურთს საოცარი ტრაექტორია მისცა და საკმაოდ ლამაზი გოლიც გამოუვიდა. მეორე გაშვებულმა ბურთმა “ასტონ ვილას” საბოლოოდ გადაუწურა თასის მოგების იმედი. ამის შემდეგ ტიმ შერვუდის გუნდი უკვე ინერციით თამაშობდა. 62-ე წუთზე ტანმაღალმა მცველმა პერ მერტეაზაკერმა კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი დაუხვედრა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა – 3:0. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით შეცვლაზე შემოსულმა ოლივიე ჟირუმაც გამოიჩინა თავი – 4:0.

“არსენალმა” ასოციაციის თასი ისტორიაში მე-12-ედ მოიგო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პირადად არსენ ვენგერმა ეს ტიტული მეხუთედ დაისაკუთრა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლიგის თასის ფინალში “არსენალის” გამარჯვების შემდეგ გაირკვა, რომ უეფას ევროპის ლიგის მომდევნო გათამაშებაში “ლივერპული” ტურნირს ჯგუფური ეტაპიდან, “საუთჰემპტონი” კი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეუერთდება.

 

ასოციაციის თასის ფინალი:
“არსენალი” — “ასტონ ვილა” 4:0 (1:0)

გოლები: უოლკოტი 40′, სანჩესი 50′, მერტეზაკერი 62′, ჟირუ 90+3′.
გაფრთხილებები: კლევერლი 14′, ჰატონი 33′, დელფი 37′, ვესტვუდი 52′, აგბონლაჰორი 83′.

“ასტონ ვილამ” სინკლერი გამოისყიდა

შემტევი ნახევარმცველი სკოტ სინკლერი “ასტონ ვილას” სრულფასოვანი მოთამაშე გახდა.

ბირმინგემული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით “ვილამ” “მანჩესტერ სიტისგან” მოთამაშის კონტრაქტის გამოსყიდვა შეძლო. ტრანსფერის დეალები უცნობია.

ცნობილი მხოლოდ ისა არის, რომ სკოტმა “ასტონ ვილასთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მიმდინარე სეზონში სინკლერმა პრემიერლიგაში 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო.

 

“საუთჰემპტონმა” “ასტონ ვილა” გაანადგურა

ინგლისური პრემიერლიგის 37-ე ტურის სასტარტო შეხვედრაში “საუთჰემპტონმა” “ასტონ ვილას” უმასპინძლა და მეტოქეს განამადგურებელი ანგარიშით, 6:1 სძლია.

მასპინძლებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს და ანგარიში მანეს 3 წუთიანი გაბრწყინების შემდეგ უკვე 3:0 იყო. მასპინძლეთა ფორვარდმა გატანა მეცამეტე წუთზე დაიწყო და მეთექვსმეტეზე დაამთავრა. ზუსტად 10 წუთში ლონგმა გაიტანა, რომელმაც 38-ზე დუბლიც გაიფორმა. ტაიმის ბოლო წუთზე ბირმინგემელბმა ბენტეკეს ძალისმხევით პრესტიჟის გოლი გაიტანეს, ხოლო საბოლოო ანგარიში პელემ 81-ზე დააფიქსირა – 6:1.

საუტჰემპტონი 6-1 ასტონ ვილა

გოლები: მანე 13′ ; 14′ ; 16′ (3:0); ლონგი 26′ ; 38′ (5:0); ბენტეკე 45′ (5:1); პელე 81′ (6:1)

“საუთჰემპტონის” ფეხბურთელმა პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთთრიკი გაიტანა (ვიდეო)

“საუთჰემპტონის” ნახევარმცველმა სადიო მანემ ინგლისის ჩემპიონატის 37-ე ტურში “ასტონ ვილას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთთრიკი გაიტანა. სენეგალელ ფეხბურთელს სამი გოლის გასატანად მხოლოდ 2 წუთი და 56 წამი ეყო.

წინა რეკორდი “ლივერპულის” ყოფილ თავდამსხმელ რობი ფაულერს ეკუთვნოდა, რომელმაც ჰეთთრიკი 4 წუთსა და 33 წამში გაიტანა.

 

შერვუდი: “დელფი ინგლისის საუკეთესო ნახევარმცველია”

“ევერტონთან” მატჩის(3:2) შემდეგ, “ასტონ ვილას” მთავარმა მწვრთნელმა, ტიმ შერვუდმა ფაბიან დელფი შეაქო.

“დელფი საუკეთესო ნახევარმცველია ინგლისში დღესდღეობით. დიახ, არ ვაჭარბებ”.

“მას შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა. იცის, ურთულესი სიტუაციიდან როგორ გაიტანოს გოლი. “ასტონ ვილაში” საუკეთესოა, მას ვერავინ შეცვლის. დავინახე, რომ მატჩს როი ჰოჯსონი მატჩს ტრიბუნებიდან აკვირდებოდა. დარწმუნებული ვარ, ფაბიანმა მასზე გავლენა მოახდინა,”-განაცხადა შერვუდმა.

“ასტონ ვილა” 42 მილიონს ითხოვს

Goal.com-ის ცნობით, ზაფხულსი სატრანსფერო ფანჯრის დროს “ასტონ ვილა” კრისტიან ბენტეკეს სანაცვლოდ მსურველ კლუბებს 42 მილიონ ევროს მოსთხოვს.

ცნობილია, რომ “ვილას” მთავარ მწვრთნელს, ტიმ შერვუდს კრისტიანის გაშვება არ სურს, მაგრამ ვითარება შესაძლოა ბირმინგემელების პრემიერლიგიდან გავარდნის შემთხვევაში შეიცვალოს.

მოთამაშის გადაბირების ყველაზე კარგი შანსი ამ ეტაპზე “ლივერპყლს” აქვს. თუმცა, ვითარებას “მანჩესტერ იუნაიტედის” და “ტოტენჰემის” წარმომადგენლებიც აკვირდებიან.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ბენტეკემა 25 მატჩში 10 გოლის გატანა შეძლო.