ხოსე კალეხონმა ცარიელ კარს კარის ხაზიდან ააცილა (ვიდეო)

29 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში “ატალანტასა” და “ნაპოლის” შორის გამართულ მატჩში ხოსე კალეხონმა ცარიელ კარს კურიოზულად ააცილა.

სუპერ ჯიჯი! როგორ დააბნია ბუფონმა “ატალანტას” ფეხბურთელი პენალტის დარტყმისას

27 სექტემბერს, იტალიის სერია A-ში, “ატალანტამ” საკუთარ მოედანზე “იუვენტუსი” მიიღო და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

შეხვედრის 59-ე წუთზე, როცა ტურინელები 0:1-ს იგებდნენ, “ატალანტას” ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცა, თუმცა ჯანლუიჯი ბუფონმა იყოჩაღა.

ბანანების სროლის გამო „ატალანტას“ ფანსექტორი ერთი მატჩით დაიხურება

იტალიის სერია ა-ს დისციპლინარულმა კომიტეტმა „ატალანტას“ ფანსექტორის ერთი მატჩით დახურვა გადაწყვიტა.

ბერგამოელები კლუბთა ფანების მოქმედებისთვის დაისაჯნენ – „მილანთან“ გუშინდელ შეხვედრაში  მათ „როსონერის“ ორ ფეხბურთელს კევინ კონსტანტსა და სალი მუნტარის ბანანები ესროლეს.

აღსანიშნავია, რომ „ატალანტას“ ხელმძღვანელობამ ამის გამო მილანურ კლუბს ბოდიში უკვე მოუხადა.

ალექსანდრე მატევოსოვი

“ატალანტას” გულშემატკივარმა კევინ კონსტანტს ბანანი ესროლა

11 მაისს, იტალიის სერია A-ში, “ატალანტასა” და “მილანს” შორის გამართულ მატჩში (1:1), “ატალანტას” გულშემატკივრებმა კევინ კონსტანტს რასისტული შეურაწყოფა მიაყენეს.

კურიოზული გოლი იტალიის თასზე

იტალიის თასის მატჩი “ნაპოლისა” და “ატალანტას” შორის საკმაოდ კურიოზული გოლი გავიდა. აღნიშნულ შეხვედრას ნეაპლომა უმასპინძლა.

სახალისო მომენტი მატჩის 72 წუთზე მოხდა. უცნაური გოლის ავტორი კი ლორენცო ინსიგნე გახდა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

შეხვედრა ნაპოლის გამარჯვებით, 3-1 დასრულდა.

ხოსე კალეხონის ულამაზესი გოლი “ატალანტას” კარში

15 იანვარს, იტალიის თასზე, “ნაპოლისა” და “ატალანტას” შორის გამართულ შეხვედრაში (3:1), ნეაპოლური გუნდის ესპანელმა თავდამსხმელმა, ხოსე კალეხონმა ულამაზესი გოლი გაიტანა.

ბუფონის მშრალი სერია მე-6 ადგილზე შეწყდა

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში ბერგამოს „ატალანტასა“ და ტურინის „იუვენტუსს“ შორის გამართული მატჩის (1:4) მე-15 წუთზე მასპინძელთა არგენტინელმა ნახევარმცველმა მაქსიმილიანო მორალესმა ჯანლუიჯი ბუფონის მშრალი სერია შეწყვიტა, რამაც 745 წუთი შეადგინა.

ამრიგად, „სუადრა აძურას“ კიპერმა იმ სიაში, რომელიც გვიჩვენებს, თუ ვის აქვს იტალიის ჩემპიონატის ყველა დროის ისტორიაში ყველაზე დიდი დროით კარი მშრალად დაცული, მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. ბუფონი რომის „ლაციოს“ ყოფილ კიპერ ლუკა მარკეჯანის გაუთანაბრდა.

იტალიის ჩემპიონატში ყველაზე დიდი დროის განმავლობაში კარი მშრალად დაცული ამ მეკარეებს აქვთ:

 N  მეკარე:  კლუბი:  წუთი:  სეზონი:
1 როსი „მილანი“   929  1993/94
2 ძოფი „იუვენტუსი“   903  1972/73
3 პოცო „ჯენოა“   791  1963/64
4 პელიცოლი „რომა“   774  2003/04
5 პინატო „ატალანტა“   757  1996/97
6 მარკეჯანი „ლაციო“   745  1997/98
6 ბუფონი იუვენტუსი   745  2013/14
8 დე სანკტისი „რომა“   744  2013/14
9 რეჯინატო „კალიარი“   712  1966/67
10 ჰანდანოვიჩი „უდინეზე“   704  2010/11

 

ბექა დოგრაშვილი

„ინტერი“ „ატალანტას“ დაუზავდა

იტალიის სერია A-ს X ტური ბერგამოშ დაიწყო, სადაც ადგილობრივმა „ატალანტამ“ „ინტერს“ უმასპინძლა.

შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მე-16 წუთზე ანგარიში რიკი ალვარესმა გახსნა, თუმცა ცხრა წუთში წონასწორობა ჰერმან დენისმა აღადგინა.

„ატალანტა“ – „ინტერი“ 1:1
გოლები: დენისი 25′ – ალვარესი 16′

„ატალანტა“: კონსილი, ბრივო, სტენდარდო, იეპესი, კანინი, რაიმონდი, ჩიგარინი (ბაზელი 74′), კარმონა, მორალესი (მილიაჩ 81′), დენისი, ლივაია (მარილუნგო 65′)

„ინტერი“: ჰანდანოვიჩი (კარისო 46′), როლანდუ, სამუელი, ჟუან ჟეზუსი, ჯონათანი (ტაიდერი 86′), გუარინი (იკარდი 66′), კამბიასო, კოვაჩიჩი, ნაგატომო, ალვარესი, პალასიო

გაფრთხილებები: სტენდარდო, კანინი, მილიაჩო – სამუელი

ალექსანდრე მატევოსოვი