კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი ნეიმარი აცხადებს, რომ ის ლიონელ მესისაგან ძალიან ბევრს სწავლობს.
შეგახსენებთ, რომ 2 მაისს, “კორდობამ” საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” მიიღო და მეტოქესთან დიდი ანგარიშით. 0:8 განადგურდა. მატჩის 85-ე წუთზე, მესიმ ნეიმარს პენალტის დარტყმის უფლება დაუთმო.
“ამას არასოდეს დავივიწყებ. მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, რომელსაც მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მისი მადლობელი ვარ, რადგან მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ”, – ამბობს ნეიმარი.