ჟერარ პიკე ესპანური კლუბის მფლობელი გახდა

“ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე საფეხბურთო კლუბ “ანდორას” მფლობელი გახდა, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის რანგით მეხუთე დივიზიონში ასპარეზობს.

პიკეს კომპანია Kosmos-მა “ანდორას” 200 ათასი ევროს ღირებულების ვალდებულება დაფარა. დღეს გამართულ ასამბლეაზე კლუბის წევრებმა ჟერარ პიკე ხმათა 99,9 პროცენტით “ანდორას” ხელმძღვანელად დაამტკიცეს.

თურქმა ფეხბურთელმა მალდივიზე დასასვენებლად ავადმყოფობა მოიმიზეზა და მატჩი გააცდინა (ფოტო)

თურქი ფეხბურთელი “შატალოზე” წავიდა. “გალათასარაის” მცველმა სერდარ აზიზმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და კლუბის ხელმძღვანელობას სატელეფონო კავშირით ამცნო, რომ “სივასპორთან” გასამართ მატჩზე ვერ გამოცხადდებოდა.

სინამდვილეში აზიზი მალდივის კუნძულებზე ისვენებდა, თუმცა ფეხბურთელს მეუღლის გაფრთხილება დაავიწყდა, რომელმაც სოციალურ ქსელში ამის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.

კლუბში სერდარ აზიზის საქციელით ძალზედ აღშფოთებულან და მის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ მიუღიათ სანქცია – “გალათასარაიმ” 28 წლის ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

უნაი ემერის “არსენალში” ბანეგას ხილვა სურს

ლონდონის “არსენლმა” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, “სევილიადან” ევერ ბანეგა გადმოიბაროს.

“თოქსპორტის” ცნობით, “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის ძალიან სურს საკუთარ გუნდში არგენტინელი ფეხბურთელის ხილვა, რომელსაც “ვალენსიასა” და “სევილიაში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა.

ლონდონელები ევერ ბანეგას ტრანსფერის გაჩარხვას ჯერ კიდევ ზაფხულში ცდილობდნენ, თუმცა მაშინ გარიგება ჩაიშალა. 30 წლის ნახევარმცველის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა.

ევერ ბანეგამ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 16 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

გიორგი არაბიძე შესაძლოა, უკრაინაში დაბრუნდეს

გიორგი არაბიძე შესაძლოა, უკრაინის ჩემპიონატში დაბრუნდეს. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელით ჩერნიგოვის “დესნა” გახლავთ დაინტერესებული, რომელიც ზამთარში გუნდის გაძლიერებას აპირებს.

გიორგი არაბიძემ პროფესიული კარიერა თბილისის “ლოკომოტივში” დაიწყო, რომლის რიგებშიც ჩატარებულ 33 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა და რამდენიმე უცხოური კლუბის ყურადღება მიიპყრო. არაბიძემ 2015 წელს კარიერა დონეცკის “შახტარში” გააგრძელა, თუმცა უკრაინული კლუბის მთავარ გუნდში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. 2017 წელს არაბიძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. მას “ჯვაროსანთა” რიგებში ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში სამი ბურთი აქვს გატანილი.

2018 წლის ზაფხულში გიორგი არაბიძე “შახტარიდან” პორტუგალიურ “ნასიონალში” გადაბარგდა”, თუმცა პირინეის ნახევარკუნზულზე ქართველმა ფეხბურთელმა ფეხი ვერ მოიკიდა. მას მიმდინარე სეზონში მხოლოდ ხუთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

“დესნას” უკრაინის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიცია უკავია.

მესიმ რონალდუს უპასუხა: “ახალი გამოწვევებისთვის ლიგის შეცვლა არ მჭირდება”

რამდენიმე კვირის წინ ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ იტალიის სერია A-ში ლიონელ მესის გადმოსვლა ისურვა:

“კარგი იქნებოდა, თუ მესი ჩემ მსგავსად მოიქცეოდა და ახალ გამოწვევას მიიღებდა, თუმცა თუ ის “ბარსელონაში” ბედნიერია, მის არჩევანს პატივს ვცემ”.

ლეო მესიმ რონალდუს ამ მოწვევაზე კომენტარი “მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა:

“არანაირი ცვლილება არ მჭიდება. მე მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ, სადაც ახალი გამოწვევები ყოველწლიურად ჩნდება. ახალი მიზნებისთვის გუნდის ან ლიგის გამოცვლა არ მჭიდება. სახლში ვარ, საუკეთესო გუნდში ვთამაშობ და რაიმეს შეცვლის სურვილი არ მაქვს.

რონალდუსთან პრიმერადივიზიონში პაექრობა სასიამოვნო იყო. კრიშტიანუს დარი ფეხბურთელი ნებისმიერ გუნდს დააკლდებოდა. ჩვენი ორთაბრძოლა საინტერესო იყო, მაგრამ მე მოედანზეც და მოედნის მიღმაც ჩემს გუნდზე ვარ ფოკუსირებული”.

რუმენიგე: “ალონსოსგან კარგი მწვრთნელი დადგება და იმედია, ის “ბაიერნში” დაბრუნდება”

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე იმედოვნებს, რომ ჩაბი ალონსო გუნდში მწვრთნელის რანგში დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ნახევარმცველმა 2017 წელს პროფესიული კარიერა დაასრულა და ბავარიული გუნდი დატოვა. დღესდღეობით ის მადრიდის “რეალის” ბავშვთა გუნდს წვრთნის.

“მინდა, რომ ოდესღაც ჩაბი ალონსო “ბაიერნში” დაბრუნდეს. დღეს ის მწვრთნელის რანგში ვითარდება. ვფიქრობ, რომ მისგან კარგი სპეციალისტი დადგება. ალონსო ბუნებრივი ავტორიტეტით გამოირჩევა და კარიერის განმავლობაში საუკეთესო მწვრთნელებთან მოუწია მუშაობა”, – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს “კიკერი”.

ჩაბი ალონსო მიუნხენის “ბაიერნის” ღირსებას 2014-დან 2017 წლამდე იცავდა.

ჰიტცფელდი: “გვარდიოლა წასვლა “ბაიერნისთვის” სულაც არ იქნება პრობლემა”

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდი თვლის, რომ სეზონის ბოლოს კლუბის თავკაცის პოსტიდან ხოსეპ გვარდიოლას წასვლა გუნდისთვის არავითარ პრობლემას არ წარმოშობს, რადგან ესპანელი სპეციალისტი საქმეს არასწორად უდგება.

“გვარდიოლა მხოლოდ ტაქტიკაზე ფიქრობს. მას ტაქტიკა აქვს აჩემებული და მასზე ფიქრობს დღე და ღამე. რაც შეეხება ფეხბურთელებთან დამოკიდებულებას, მისთვის ეს მთავარი არ არის. იგი მოთამაშეებთან თითქმის არც ურთიერთობს. გვარდიოლა თვით პრესასთან კონტაქტსაც გაურბის.
ასე რომ, გუნდიდან პეპ გვარდიოლას წასვლა სულაც არ იქნება პრობლემა. რუმენიგემ სწორად თქვა, ერთი კაცის წასვლით მსოფლიო არ გადატრიალდებაო”, – ჰიტცფელდის კომენტარი “ბილდმა” გამოაქვეყნა.

 

ლევანდოვსკის ფრისტაილი (ვიდეო)

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ფანები საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობებით დაატკბო. ბავარიული კლუბის ერთ-ერთ ვარჯიშზე ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სწრაფი პენტა-ტრიკის გამტანმა ფრისტაილის უნარები წარმოაჩინა.

 

გვარდიოლა: “ალაბა ჩვენი ღმერთია”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გუნდის მცველ დავიდ ალაბას შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა და მის უნივერსალურობას გაუსვა ხაზი.

“ალაბა ჩვენი ღმერთია. მას თითქმის ყველა შესაძლო პოზიციაზე უთამაშია”, – ციტირებს გვარდიოლას კომენტარს L’ Equipe-ი.

შეგახსენებთ, რომ დავიდ ალაბა ავსტრიის ნაკრების ღირსებას იცავს, რომელიც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქე იქნება.

 

გვარდიოლა: “ჩვენი თამაშით ძალიან ვამაყობ”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში მიუნხენის “ბაიერნი” სტუმრად ლონდონის “არსენალთან” ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ბავარიელთა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მისი გუნდის თამაშით ამაყობს.

“ჩვენ თამაშის გაკონტროლებას ვცდილობდით და მომენტებიც შევქმენით. ჩვენი თამაშით ძალიან, ძალიან ვამაყობ.

გუნდი ძალზედ მონდომებული თამაშობდა. ჩვენ აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ საბოლოოდ გადაგვეწყვიტა ჯგუფიდან ჩვენი გასვლის საკითხი, თუმცა ეს ვერ შევძელით. ახლა მომდევნო მატჩს დაველოდებით. ორივე მეკარემ საოცრად ითამაშა. მხიარული თამაში გამოვიდა”, – ციტირებს გვარდიოლას კომენტარს BBC.

 

“ბაიერნის” ავტობუსს ლონდონში ავარია შეემთხვა (ფოტო)

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლონდონის “არსენალის” წინააღმდეგ გამართულ მატჩამდე მიუნხენის “ბაიერნის” ავტობუსს ავარია შეემთხვა.

ბავარიელთა ავტობუსი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

Bayern Munich team bus

რობენი “არსენალთან” ვერ ითამაშებს

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ლონდონის “არსენალის” წინააღმდეგ გასამართ მატჩს მიუნხენის “ბაიერნის” გარემარბი არიენ რობენი გამოტოვებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ნაკრებში მიღებული ტრავმის შემდეგ ვარჯიში დაიწყო, მისი მდგომარეობა ჯერ კიდევ არ აკმაყოფილებს გუნდის მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას.

მატჩი “არსენალსა” და “ბაიერნს” შორის სამშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.