“ბაიერნმა” იუბილე “კიოლნის” განადგურებით აღნიშნა (ვიდეო)

მიუნხენის “ბაიერნმა” 115-ე იუბილე “კიოლნის” განადგურებით აღნიშნა. გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში ბავარიულმა გუნდმა მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა. ხოსეპ გვარდიოლას გუნდის შემადგენლობიდან გოლები ბასტიან შვაინშტაიგერმა, ფრანკ რიბერიმ, არიენ რობენმა და რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანეს. სტუმართაგან პრესტიჟის გოლი ენტონი უჯას ანგარიშზეა.

“ბაიერნს” აქტივში 58 ქულა აქვს და მადევარ “ვოლფსბურგს” 11 ქულით უსწრებს. “კიოლნს” 25 ქულით სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიცია უკავია.

გერმანიის ბუნდესლიგა
23-ე ტური
“ბაიერნი” — “კიოლნი” 4:1 (2:1)

გოლები: შვაინშტაიგერი 3′, რიბერი10;, რობენი 67′, ლევანდოვსკი 75′ — უჯა 45+1′.

“ბაიერნს” 115 წელი შეუსრულდა (ფოტო)

დღეს გერმანიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი მიუნხენის “ბაიერნი” 115 წლის გახდა. ბავარიული კლუბი 1900 წლის 27 თებერვალს დაარსდა და 1965 წლიდან ბუნდესლიგის მუდმივი ბინადარია.

“ბაიერნს” 24-ჯერ აქვს გერმანიის ჩემპიონატი მოგებულია, 17-ჯერ გახდა ქვეყნის თასის მფლობელი, სამჯერ დაისაკუთრა ევროპის ჩემპიონთა თასი და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის თასი, ერთხელ გახდა უეფას თასის გამარჯვებული, ასევე ერთხელ მოიგო საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი.

“ბაიერნს” ამ დროისთვის გერმანიის ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 55 ქულით პირველი ადგილი უკავია.

Bayern 115

გვარდიოლა: “მეტოქე უშანსოდ დავტოვეთ” (ვიდეომიმოხილვა)

გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში მიუნხენის “ბაიერნმა” გასვლაზე “პადერბორნი” ანგარიშით 6:0 გაანადგურა. ბავარიული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მეტოქეს შანსი არ მიეცა.

“ჩემპიონთა ლიგაზე “შახტარის” წინააღმდეგ გამარტული შეხვედრის შემდეგ ძალზედ სერიოზული თამაში ჩავატარეთ და მეტოქე უშანსოდ დავტოვეთ. მოწინააღმდეგე გუნდი ხუთი მცველით თამაშობდა და ეს საქმეს ართულებდა. ნათქვამი მქონდა, რომ “პადერბორნი” ბუნდესლიგაში” დარჩება, ახლა ამაში დარწმუნებული ვარ”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს “ბაიერნის” ოფიციალური ვებგვერდი.

აქვე გთავაზობთ მატჩის ვიდეომიმოხილვას.

“რეალმა” “ბაიერნის” რეკორდი გაიმეორა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე გელზენკირხენის “შალკესა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩი ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ამრიგად, “სამეფო კლუბმა” ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მიჯრით მეათე შეხვედრა მოიგო და 2013 წელს მიუნხენის “ბაიერნის” მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

“რეალი” გახდა მეორე გუნდი, რომელმაც აღნიშნული რეკორდი დაამყარა.

 

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის I დღე: FANEBI.COM-ის მომხმარებელთა პროგნოზი

დღეს სტარტს იღებს უეფას ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების გათამაშების მერვედფინალური ეტაპი. Fanebi.com-ის მომხმარებლებმა თავიანთი ვარაუდი გამოთქვეს, თუ რა შედეგით დასრულდება დღევანდელი დღის ორი მატჩი. პროცენტულად გთავაზობთ, თუ როგორ გადანაწილდა ხმები.

“პარი სენ-ჟერმენი” (39 %) ფრე (32 %) “ჩელსი” (29 %)
“შახტარი” (1 %) ფრე (3 %) “ბაიერნი” (96 %)

 

ნოიერი: “ეს მარცხი კატასტროფა არ არის”

გერმანიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში მიუნხენის “ბაიერნი” “ვოლფსბურგთან” ანგარიშით 1:4 განადგურდა. მატჩის შემდეგ ბავარიული გუნდის კიპერმა მანუელ ნოიერმა განაცხადა, რომ სიტუაციის დრამატიზება არ ღირს. გერმანელი მეკარის თქმით, ბუნდესლიგაში განცდილი პირველი მარცხი კატასტროფა არ არის.

“ცხადია, რომ მეორე წრე კარგად ვერ დავიწყეთ. სრულიად განსხვავებულად წარმოვჩინდით. ეს კატასტროფა არ არის, თუმცა ისიც გვესმის, რომ ბევრი გვაქვს სამუშაო. ეს მარცხი უნდა დავივიწყოთ და წინ გავიხედოთ. შუა კვირის მატჩი სწორედაც რომ დროულია. ცუდი იქნებოდა, მომდევნო შეხვედრის ჩატარება რვა დღის შემდეგ რომ გვიწევდეს. სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ”, – ნოიერის სიტყვები “ბიერნის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ბავარიული კლუბი ბუნდესლიგის მე-19 ტურის მატჩს შინ, “შალკეს” წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა დამდეგ სამშაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

იაპონიის სარაგბო ნაკრების თავკაცს გვარდიოლა ეხმარება

იაპონიის სარაგბო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯოუნზმა განაცხადა, რომ 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელ სტადიაზე მას მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა ეხმარება.

“ტაქტიკური თვალსაზრისით უფრო მოქნილები უნდა ვიყოთ. საფეხბურთო მატჩისთვის მზადებას იმიტომ გადიან, რომ ფეხბურთელები შეხვედრას ტაქტიკურად მომზადებულნი შეხვდნენ.

“ბაიერნის” ვარჯიშს ვუცქირე და გუნდის მთავარ მწვრთნელსაც შევხვდი. ვფიქრობ, ჩვენს საწვრთნელ პროცესს კორექტირების მეშვეობით უფრო მეტად გავაუმჯობესებთ. გვარდიოლა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. ყოველთვის საუკეთესოებისგან უნდა ისწავლო.

Eddie Jones

ფეხბურთი და რაგბი ერთმანეთს ჰგავს — ბურთი ყოველთვის თავისუფალ ზონაში უნდა მოძრაობდეს. “ბაიერნი” და “ბარსელონა” ბურთის გადაცემის მხრივ საუკეთესო გუნდები არიან”, – ციტირებს ჯოუნზის სიტყვებს “გარდიანი”.

შეგახსენებთ, რომ ამა წლის 23 ნოემბერს, “მიხეილ მესხზე” საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ედი ჯოუნზის გუნდი ანგარიშით 35:24 დაამარცხა.

 

მერტეზაკერი ხედირას “არსენალში” ელის, მაგრამ ის “ბაიერნში” მიდის?

ლონდონის “არსენალის” გერმანელი მცველი პერ მერტეზაკერი აცხადებს, რომ “მეთოფეთა” რიგებში მადრიდის “რეალის” ნახევარმცველ სამი ხედირას ხილვა სურს.

“მომხრე ვარ, რომ ჩვენს გუნდში უფრო მეტი მაღალი დონის გერმანელი ფეხბურთელი თამაშობდეს. მე და იოზილს არაერთხელ გვითქვამს ხედირასთვის, რომ “არსენალში” გადმოსულიყო. მას “რეალთან” კიონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება”, – ციტირებს მერტეზაკერის სიტყვებს Goal.com-ი.

ამავე დროს ესპანური გამოცემა Cadena Ser-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სამი ხედირა კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელებს. წყაროს თანახმად, ფეხბურთელმა ბავარიულ კლუბთან წინასწარი შეთანხმება გააფორმა.

 

ფილიპ ლამი სამ თვეს გამოტოვებს

როგორც გუშინ გაცნობეთ, მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანმა ფილიპ ლამმა გუნდის ბოლო ვარჯიშზე ერთ-ერთ თანაკლუბელთან ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო.

დაზიანების შემდეგ გერმანელმა ფეხბურთელმა მოედნის დამოუკიდებლად დატოვება ვერ შეძლო და გერმანულ პრესაშიც უმალ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ტრავმა საკმაოდ სერიოზული სახისაა.

ფილიპ ლამს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რის შემდეგ გაირკვა, რომ ფეხბურთელს მარჯვენა კოჭი აქვს გატეხილი. ლამი ტრავმის გამო სამ თვეს გამოტოვებს.

Philipp Lahm injury

 

ფილიპ ლამმა მძიმე ტრავმა მიიღო

მიუნხენის “ბაიერნის” მცველმა ფილიპ ლამმა დღევანდელ ვარჯიშზე ერთ-ერთ თანაგუნდელთან ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო.

დაზიანების ხარისხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გერმანულ პრესაში უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ლამმა სერიოზული ტრავმა მიიღო. დაზიანების შემდეგ გერმანელმა ფეხბურთელმა მოედნის დამოუკიდებლად დატოვება ვერ შეძლო.

ფილიპ ლამს სამედიცინო გამოკვლევა უტარდება. დიაგნოზი ამ საღამოს უნდა დაისვას.

 

ნოიერი: “გერმანიის ნაკრებს მარცხენაფლანგელი მცველი არ ჰყავს და ამაში დამნაშავე ალაბაა”

მიუნხენის “ბაიერნის” მეკარე მანუელ ნოიერმა თანაკლუბელი დავიდ ალაბა დაადანაშაულა იმაში, რომ გერმანიის ნაკრებს დაცვის მარცხენა ფლანგზე პრობლემები აქვს. გერმანელმა კიპერმა ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით თქვა.

“როდესაც დავიდი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, ვეუბნებოდი, რომ გერმანიის მოქალაქეობა მიეღო (ალაბა ავსტრიის ნაკრებში თამაშობს). ჩვენ არ გვყავს მარცხენაფლანგელი მცველი და ამაში დამნაშავე ალაბაა”, – ციტირებს ნოიერის სიტყვებს Goal.com-ი.

 

ლევანდოვსკიმ გოლი სელფით აღნიშნა (ფოტო)

გერმანიის ბუნდესლიგის VII ტურში მიუნხენის “ბაიერნმა” ” ჰანოვერი” ანგარიშით 4:0 გაანადგურა. ორ-ორი გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ და არიენ რობენმა გაიტანეს. პოლონელმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში გატანილი ბურთი ორიგინალურად აღნიშნა.

გატანილი გოლის შემდეგ ლევანდოვსკიმ იმ ტრიბუნასთან მიირბინა, სადაც მისი მეუღლე იჯდა, ერთ-ერთ გულშემატკივარს მობილური ტელეფონი გამოართვა და ქომაგებთან და ცოლთან ერთად სელფი გადაიღო, შემდეგ ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა.