„ჰამბურგი“ მოედანზე შეჭრილ ფანს სტადიონზე სამუდამოდ არ დაუშვებს

ფანის მიმართ, რომელიც „ჰამბურგსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის მატჩის ბოლოს მოედანზე შეიჭრა და ფრანკ რიბერის შეურაცხყოფა მიაყენა, გამოძიება დაიწყო.

ამავდროულად, „ჰამბურგმა“ ხსენებულ გულშემატკვივარს სტადიონზე შესვლა სამუდამოდ აუკრძალა.

შეგახსენებთ, რომ მატჩის შემდეგ „ჰამბურგმა“ მიუნხენის „ბაიერნს“ და ფრანკ რიბერის ოფიციალურად მოუბოდიშა.

„ჰამბურგმა“ რიბერის ოფიციალურად ბოდიში მოუხადა

როგორც უკვე მოგახსენეთ, „ჰამბურგსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის სათასო მატჩის ბოლოს მოედანზე მასპინძელთა ერთ-ერთი ფანი გამოვიდა და ფრანკ რიბერის მისამართით შეურაცხმყოფელი ჟესტი გამოიყენა (იხილეთ ვიდეო).

„პატივცემულ „ბაიერნსა“ და ფრანკ რიბერის. ჩვენ მომხდარისთვის ბოდიშს ვიხდით. ეს „ჰამბურგი“ არ იყო“, – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

„საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. მე თავიდან ის პიროვნება ვერც კი შევამჩნიე“, – განაცხადა თავად მოთამაშემ.

„ჰამბურგის“ ფანი მოედანზე შეიჭრა და რიბერის შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

„ჰამბურგსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გერმანიის თასის მატჩის დასასრული საინტერესო ეპიზოდით გამოირჩა.

საქმე იმაშია, რომ უკვე მსაჯის მიერ დამატებით დროში მოედანზე მასპინძელთა ერთ-ერთი ქომაგი შეიჭრა და თავისი გუნდს კარში მესამე გოლის ავტორს ფრანკ რიბერის საყვარელი კლუბის შარფი ესროლა, შემდეგ კი, შეურაცხმყოფელი ჟესტიც გამოიყენა.

წარმოგიდგენთ ამ ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

მანჯუკიჩი: „გვარდიოლა პატივს არ მცემდა“

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელის მარიო მანჯუკიიჩს თქმით, მიუნხენის „ბაიერნიდან“ მისი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი გუნდის მთავარ მწვრთნელთან ხოსეპ გვარდიოლასთან კონფლიქტი იყო.

„გვარდიოლამ იმედი გამიცრუა, იგი პატივს არ მცემდა. მან გერმანიის თასის ფინალში არ მათამაშა. ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი იმის გამო ვერ გავხდი, რომ სეზონის ბოლოს არ ვთამაშობდი. უფრო ლამაზი იქნებოდა, თუ იგი ყველაფერს ამიხსნიდა და მეტყოდა, რომ მის სათამაშო სქემაში არ ვჯდები.

როდესაც გუნდს ჰაინკესი თავკაცობდა, ყველაფერი გაცილებით უკეთესად იყო და ეს არამხოლოდ ჩემი აზრია.

ასეთი დამოკიდებულების ღირსი ნამდვილად არ ვარ, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც „ბაიერნისთვის“ ორი წელიწადი გავწირე. ყველაფერი გვარდიოლას მოსვლისთანავე შეიცვალა. ვცდილობდი, მისი სტილის ფეხბურთი მეთამაშა, თუმცა იმისთვის, რომ რაიმე გამოვიდეს, ორივე მხარე შეთანხმებული უნდა იყოს. მივხვდი, რომ კლუბში მომავალი არ მაქვს, რასაც შევეგუე“, – განაცხადა ხორვატმა.

„რომა“ – „ბაიერნი“: სასტარტო შემადგენლობები

დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე უეფა-ს მჩემპიონთა ლიგის E ჯგუფის ცენტრალური შეხვედრა დაიწყება. „სტადიო ოლიმპიკოზე“ ერთმანეთს „რომა“ და მიუნხენის „ბაიერნი“ დაუპირისპირდებიან.

წარმოგიდგენთ გუნდთა სასტარტო შემადგენლობებს.

„რომა“: დე სანკტისი; ტოროსიდისი, იანგა-მბივა, მანოლასი, კოული; ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი; იტურბე, ტოტი, ჟერვინიო

„ბაიერნი“: ნოიერი; ბერნატი, ბოატენგი, ბენატია, ალაბა; ალონსო, ლამი; რობენი, მიულერი, გიოტცე

გიოტცე: „გამიხარდება, თუ როისი „ბაიერნში“ გადავა“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველს მარიო გიოტცეს თავის გუნდში ყოფილი თანაგუნდელის მარიო გიოტცეს ხილვა სურს.

„მარკოსთან კარგი ურუთიერთბა მაკავშირებს. სამომავლოდ გადაწყვეტილება მან თვითნ უნდა მიიღოს, თუმცა გამიხარდება, თუ იგი „ბაიერნში“ გადავა.

„ბორუსიადან“ წასვლა? ეს ჩემი ცხოვრება და ჩემი არჩევანია. რჩევას ბევრი მაძლევდა, მაგრამ ყველაფერი დამოუკიდებლად გადავწყვიტე. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა 22 წლის მოთამაშემ.

„ბაიერნი“ იოზილის გადაბირებას ცდილობდა

ესპანური გამოცემის „El Confidencial“-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა მადრიდის „რეალის“ ექს-ნახევარმველის მესუთ იოზილის შეძენას ცდილობდა.

ბავარიელები მზად იყვნენ, შესაძლო ტრანსფერის სანაცვლოდ 42,5 მილიონი ფუნტი გადაეხადათ. აღსანიშნავია, რომ შარშან „არსენალს“ მესუთის ტრანსფერი სწორედ ამდენი დაუჯდა.

წყაროს მტკიცებით, მოთამაშის გაშვება „მეთოფეთა“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა იუარა.

ცსკა 0-1 ბაიერნი

ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტური, მოსკოვში, ცსკა-სა და ”ბაიერნის” დაპირისპირებით გაიხსნა, სადაც გამარჯვება მიუნხენელებს ხვდა წილად. ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი კი ტომას მიულერი გახლავთ.

გოლი: ტომას მიულერი 22′ 0-1 (პენ.).

მიულერი: „თანამედროვე ფეხბურთში ჩემნაირ მოთამაშეებს არ ვიცნობ“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველის თომას მიულერის აზრით, მას კიდევ უფრო კარგად თამაში შეუძლია.

„ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ ვიცი. ხუთ ან ექვს წელიწადში მე ჟურნალისტებისთვის არაერთი ინტერივუ მაქვს მიცემული და მათ შორის ერთ-ერთში აღვნიშნე, რომ ჩემი თამაშის სტილი უცნაურია. თანამედროვე ფეხბურთში ჩემნაირ მოთამაშეებს არ ვიცნობ.

მოედანზე განსაკუთრებულად არ ვთამაშობ, უბრალოდ, ვცდილობ, ლოგიკურად ვიმოქმედო. ზოგჯერ ეს ინსტინქტის წყალობითაც გამომდის. ვიცი, თუ როგორ მუშაობს საფეხბურთო მექანიზმი და ყოველთვის იმისთვის ვვარჯიშობ, რომ უკეთესად ვთამაშობდე“, – განაცხადა გერმანელმა.

”ჰამბურგი” 0-0 ”ბაიერნი”

მიუნხენის ”ბაიერნმა” ბუნდესლიგის მე-4 ტურის მატჩში, სტუმრად ”ჰამბურგის” დამარცხება ვერ მოახერხა.

რობენი: ”ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში აუცილებლად უნდა გავიდეს”

მიუნხენის ”ბაიერნის” ჰოლანდიელმა შემტევმა, არიენ რობენმა განაცხადა, რომ ყველა სეზონში, ბაიერნის მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო და არც ეს სეზონია გამონაკლისი.

”გასულ სეზონში, ”ბაიერნი” ნახევარფინალური ეტაპიდან გამოეთიშა ასპარეზობას და 2012/13 წლებში მოპოვებული ტიტულის დაცვა ვერ მოახერხა, მიმდინარე სეზონში კი ტიტულის დაბრუნებას ვგეგმავთ. ამისთვის კი მინიმუმ ფინალში უნდა გავიდეთ.”

”ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი ჩვენთვის განსაკუთრებულია. როგორც იცით, ფინალი ბერლინში გაიმართება, ეს სტადიონი კი ჩვენთვის კარგად არის ნაცნობი, რადგან გერმანიის თასის 4 ფინალიდან,
3 ამ სტადიონზე მოვიგეთ.” – განაცხადა რობენმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში.

”ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის პირველ შეხვედრას დღეს, მანჩესტერ ”სიტის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

რობენი, რონალდუ და ნოიერი ევროპის სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძოლებენ

უეფა-ს 54 ეროვნული ასოციაციის ჟურნალისტებმა სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდების კანდიდატები აირჩიეს.

საბოლოოდ, სამეულში მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი არიენ რობენი, მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ და „ბაიერნის“ გოლკიპერი მანუელ ნოიერი მოხვდნენ.

ევროპის 2013/14 წლების საუკეთესო ფეხბურთელი 28 აგვისტოს, მონაკოში, ჩემპიონთა ლიგის კენჭყის დღეს დასახელდება.