ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კომენტარი ინგლისის დამარცხების შემდეგ

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ბელგიამ ინგლისი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში იაპონიას დაუპირისპირდება.

“ბელგიელი წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

“ეს გამარჯვება ძალიან კარგი ასპარეზობის შედეგია. შენ ვერ დაგეგმავ იდეალურ სცენარს, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატი ურთულესი ტურნირია. ხედავთ, რომ ფავორტიები გამოეთიშნენ გათამაშებას. ჩვენი თავის უნდა ვირწმუნოთ. ახლა გაცილებით ძლიერები ვართ, ვიდრე მატჩამდე. ვუპირისპირდებით იაპონიას, აუცილებლად უნდა ვიყოთ მზად ამისთვის,” – ამბობს მარტინესი.

ტიბო კურტუა: “ფავორიტები არა, აუტსაიდერები ვართ”

მართალია, ფეხბურთის ბევრი ექსპერტი ბელგიის ნაკრებს მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევს, თუმცა ტიბო კურტუა ასე არ თვლის. ბელგიელები საფეხბურთო ზეიმს 18 ივნისს, დებიუტანტი პანამას წინააღმდეგ გასამართი მატჩით შეუერთდებიან.

“ჩვენ ძალიან ნიჭიერი და კვალიფიცირებული ფეხბურთელები გვყავს. ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ და ნაკრები საუკეთესო თამაშს აჩვენებს. თვითდაჯერებულები ვართ.

უსამართლო იქნება, დიდი ფავორიტების სახელი რომ დავირქვათ. აუტსაიდერები ვართ, მაგრამ წარმატების შანსი გვაქვს. გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების, მაგრამ არ ვაპირებთ წინასწარ დიდი განცხადებები ვაკეთოთ.

ოთხი წლის წინანდელი ბელგიის ნაკრები გმოუცდელი იყო, ბრაზილიაში შეცდომები დავუშვით. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ბევრი რამ ვისწავლეთ. ვიცით, რას უნდა ველოდოთ. თავს მშვიდად ვგრძნობთ, მზად ვართ,” – აცხადებს კურტუა.

ნაინგოლანი: “არ მინდა კარიერის დასრულების შემდეგ, ფეხბურთთან რამე საერთო მქონდეს”

“რომას” ბელგიელი ნახევარმცველის, რაჯა ნაინგოლანის, თქმით ფეხბურთში ბევრი პირფერი ადამიანია და ამიტომაც არ სურს, კარიერის დასრულების შემდეგ ამ სპორტთან რამე საერთო ჰქონდეს.

“მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენა დიდი დარტყმა იყო ჩემთვის, რადგანაც ერთხელ უკვე გამოვტოვე მუნდიალი. კარიერის დასრულების შემდეგ, არ მინდა, რამე საერთო მქონდეს საფეხბურთო სამყაროსთან, აქ ძალიან ბევრი პირფერი ადამიანია.

ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. ეს არის ჩემი პრობლემა, თუმცა ვერ შევიცვლები. მე აწყმოთი ვცხოვრობ, შესაძლოა, ყოველი დღე საუკეთესო იყოს ჩემს ცხოვრებაში.

დოლარის ტატუ? ეს ლას ვეგასში მოხდა. იქ ბევრი ფული წავაგე და ჩემს თავს ვუთხარი, რომ ეს დღე არ უნდა დამევიწყებინა. ამიტომაც გავიკეთე ტატუ,” – აცხადებს ნაინგოლანი.

ნაინგოლანი: “მეტ პატივისცემას ვიმსახურებდი, მუნდიალის გამოტოვება მძიმე დარტყმაა “

“რომას” ბელგიელი ნახევარმცველი, რაჯა ნაინგოლანი, თვლის რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებდა, თუმცა მწვრთნელმა მისდამი პატივისცემა არ გამოიჩინა.

“რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩეპიონატზე ბელგიის სახელით თამაში მინდოდა.თუმცა მარტინესმა თავისი არჩევანი გააკეთა, მაგრამ არ ვიცი რატომ დამტოვა თამაშგარეში – მეტ პატივისცემას ვიმსახურებდი.

მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მძიმე დარტყმაა ჩემთვის, თანაც ეს უკვე ერთხელ განვიცადე. “რომას” რიგებში 4 ხარისხიანი წელი გავატარე და ვფიქრობ, ჩემი თამაშით მუნდიალზე თამაშს ვიმსახურებდი.

ფანების პროტესტი? მადლობელი ვარ მათი მხარდაჭერით. თუმცა ახლა ფეხბურთელებმა მხოლოდ თავიანთ თავსა და თამაშზე უნდა იფიქრონ, იმედია ძალიან შორს წავლენ,” – აცხადებს ნაინგოლანი.

ლუკაკუ: “ვგავარ ლეოპარდს, რომელიც გალიაშია გამომწყვდეული”

რომელუ ლუკაკუმ მექსიკას ამხანაგურ შეხვედრაში დუბლი შეუსრულა და ნაკრებში 30 გოლი დაუგროვდა. ბელგიელი ამით გაუთანაბრდა გუნდის ორ ბომბარდირს, პოლ ვან ჰიმსტსა და ბერნარ ვორჰორს.

“წითელმა ეშმაკმა” შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან თავის მიღწევაზე ისაუბრა.

“ამისთვის დავიბადე. ვგავარ ლეოპარდს, რომელიც გალიაშია გამომწყვდეული. მინდა, რამდენიც შემეძლება, იმდენი გოლი გავიტანო. ბედნიერი ვარ, რომ ბომბარდირებს გავუთანაბრდი. ვიცოდი, რომ ამას შევძლებდი. ახლა კი ძალიან მსურს, რეკორდი 2018 წლის დადგომამადე დავამხო. ჩვენ ვართ შესანიშნავი თაობა, რომელიც დიდ ძალას წარმოადგენს. მაქვს სურვილი, ამ თაობამ რამე მოიგოს და თასი აღვმართო!”

“პოლ ვან ჰიმსტი ერთ-ერთი მათგანია, ვინც “ანდერლეხტური” კარიერის განვითარებაში დამეხმარნენ. ჩემთვის ნამდვილად საამაყოა მისი რეკორდის გამეორება. ის ყველა დროის საუკეთესო ბელგიელ ფეხბურთელად რჩება და ძალიან დიდ პატივს ვცემ. ჩემს შესაძლებლობებში თავდაჯერებული ვარ. როცა ამდენს შრომობ, შედეგი აუცილებლად მოვა. თუმცა, ყოველთვის ვამბობ და კიდევ ვიტყვი, რომ პირველ რიგში, მთავარი გუნდური წარმატებაა,” – აცხადებს 24 წლის ფორვარდი.

 

ბელგია მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს!

გუშინ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრები გაიმართა.

“სტადიო გეორგიოს კარაისკაკიზე” საბერძნეთის ნაკრებმა ბელგიის ეროვნული გუნდი მიიღო. 70-ე წუთზე ვერტონგენის მიერ გატანილ გოლს, სამ წუთში ზეკამ უპასუხა. თუმცა, 74-ეზე ლუკაკუმ გამარჯვების ბურთი შეაგდო და საბოლოო ანგარიში, 1-2 დააფიქსირა. წითელ ეშმაკებს 22 ქულა დაუგროვდათ, რვა ქულით გაასწრეს ბოსნია-ჰერცოგოვინას და შესაბამისად, რუსეთში მომავალ ზაფხულში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურიც გაინაღდეს.

აქვე გეტყვით, რომ ბელგიასთან ერთად, მუნდიალზე გასვლა უკვე მოახერხეს: ირანმა, იაპონიამ, ბრაზილიამ, მექსიკამ. ხოლო, რუსეთი მასპინძლის სტატუსის მქონეა და იგი, როგორც იცით, პირდაპირ მოხვდა აღნიშნულ ტურნირზე.

“ლივერპულს” “გენკის” ახალგარზდა შემტევის შეძენა სურს

ბელგიურ “გენკში” 19 წლის შემტევი, ლეონ ბეილი გამოდის. მან თავისი სათამაშო სტილით ძალიან ბევრი გუნდის ყურადღება მიიპყრო. იამაიკელით რამდენიმე ხანია “ჩელსი”, “რომა”, “აიაქსი” და “ბაიერი” ინტერესდებიან.

Daily Mail-ი იტყობინება, რომ ახალგაზრდა შემტევისთვის ბრძოლაში “ლივერპულიც” ჩაერთო. კლოპს სურს, რომ ბეილი ამ სატრანსფერო ფანჯარაზევე შეიძინოს. ირკვევა, რომ მესრესაიდელთა ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა “გენკის” მესვეურებს. სხვა დეტალები უცნობია.

“რომა” და “ბაიერი” იამაიკელში 20 მილიონ ფუნტს იხდიან. ერთი სიტყვით, გერმანელ მწვრთნელს არ უნდა გაუადვილდეს სულ რაღაც 19 წლის მოთამაშის შეძენა.

აქვე გეტყვით, რომ ბაილი 2015 წლის ზაფხულიდან გამოდის ბელგიურ კლუბში. მან ამ დროის მანძილზე 16 გოლის გატანა შეძლო. აქედან 7 გოლი ბეილიმ მიმდინარე სეზონში, ევროპის ლიგის 6 მატჩში შეაგდო.

ვიდეო: “ანდერლეხტმა” ახალი მესი აღმოაჩინა?

“ანდერლეხტის” სახელოვან აკადემიაში კიდევ ერთი ნიჭიერი ახალგაზრდა დააბიჯებს, რომელიც შესაძლოა, რომელუ ლუკაკუს, ვინსენ კომპანისა და იური ტილემანსის გზას გაჰყვეს.

საუბარია ბელგიური კლუბის 10 წლის ფეხბურთელზე, რომლის სახელი და გვარი რაიან ბუნიდა გახლავთ, რომელმაც უცხოელების ყურადღება 8 წლის ასაკში მიიპყრო, როდესაც მესის მოძრაობებით რამდენიმე მეტოქეს მარტივად აუარა გვერდი.

ტობი ალდერვეირელდი: “რუსეთში თამაში ყოველთვის რთულია!”

დღეს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები გაიმართება. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში ლონდონის “ტოტენჰემი” მოსკოვს ეწვევა და ადგილობრივი “ცეესკას” წინააღმდეგ იასპარეზებს.

აღნიშნული თამაშის წინ “სპურსების” მცველმა, ტობი ალდერვეირელდმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“რუსეთში ჩასვლა და თამაში ყოველთვის რთულია; განსაკუთრებით, როცა ეს ჩემპიონთა ლიგაზე ხდება.”

“ჩვენ “ცეესკას” წინააღმდეგ დაპირისპირებაში ყველა ძლიერი მხარე უნდა გამოვიყენოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ. დანარჩენი, თავისით მოვა!”

“რუსეთში ადრეც მითამაშნია. მაშინ “აიაქსში” ვირიცხებოდი. ახალგაზრდები ვიყავით და ამ ქვეყნის სტადიონზე შექმნილმა ატმოსფერომ შეგვაშინა და დაგვთრგუნა. ახლა “ტოტენჰემში” ვარ, უძლიერეს ჩემპიონატში ვთამაშობთ და ვიცით, რთული შეხვედრები როგორ მოვიგოთ.”

“მოკლედ, ყველანაირად მზად ვართ და შევეცდებით, ჩემპიონთა ლიგაზე პირველი სამი ქულა მოვიპოვოთ!” – განაცხადა ბელგიის ნაკრების მცველმა.

გვარდიოლამ კომპანის შემცვლელს მიაგნო და 50 მილიონ ფუნტსაც ჩამოდის

ვინსენტ კომპანი, ოთხ თვიანი ტრავმის შემდეგ, სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა ფეხბურთს. იგი ნელ-ნელა სასურველ ფორმაშიც შედიოდა, მაგრამ ორი დღის წინ, ინგლისის ლიგის თასზე, “სუონსისთან” გამართულ შეხვედრაში”, ისევ ტრავმა მიიღო.

გამომდინარე იქიდან, რომ 30 წლის მოთამაშეს არც ისე პატარა ასაკი აქვს და თან ტრავმებს მოუხშირა, “სიტის” დამრიგებელმა, პეპ გვარდიოლამ ბელგიელის შემცვლელის ძებნა დაიწყო. The Sun-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ კატალონიელი სპეციალისტი სერიოზულად არის დაინტერესებული ლეონარდო ბონუჩის შეძენით. მანჩესტერელები მომავალ ზაფხულს “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების დაცვის ბურჯის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებენ.

ლეონარდო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა “ბებერ ქალბატონში” და იტალიელები მას ადვილად არ დათმობენ. თუმცა , უნდა თქვას, რომ ნახსენები თანხაც საკმაოდ “მსუყეა”.

დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ ზაფხულზე.

რუსეთი 2018: გუშინდელი დღის ყველა მატჩის მიმოხილვა (ვიდეოები)

გუშინ ევროპაში რუსეთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კიდევ 10 შეხვედრა გაიმართა. Fanebi.Com-ი გთავაზობთ ამ მატჩების ვიდეომიმოხილვას.

ბელორუსი – საფრანგეთი 0-0

ბულგარეთი – ლუქსემბურგი 4-3

შვედეთი – ჰოლანდია 1-1

ანდორა – ლატვია 0-1

ფარერის კუნძულები – უნგრეთი 0-0

შვეიცარია – პორტუგალია 2-0

ალბანეთი – მაკედონია 2-1

ბოსნია-ჰერცოგოვინა – ესტონეთი 5-0

კვიპროსი – ბელგია 0-3

გიბრალტარი – საბერძნეთი 1-4

ოქრიაშვილმა მარსელის “ოლიმპიკში” სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა

გუშინ Fanebi.Com-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოქრიაშვილი მარსელის “ოლიმპიკში” გადადიოდა. სულ მალე ეს ტრანსფერი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც დაადასტურა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი წაიშალა.

როგორც გაირკვა, ოქრიაშვილს სამედიცინო შემოწმების დროს გულზე აღმოუჩინეს პრობლემები. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ეს ტრანსფერი ნახსენები მიზეზით ჩაიშალა.

ქართველი მოთამაშე ბელგიაში 20-დღიანი მკურნალობის კურსს გაივლის. ცნობილია, რომ იგი 5 სექტემბერს ავსტრიის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.