უელსი — ბელგია
შეხვედრის ადგილი: ლილი; “პიერ მორუა”
შეხვედრის დრო: პარასკევი, პირველი ივლისი; 23:00 (მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: დამირ სკომინა (სლოვენია)
დღეს ევროპის ჩემპიონატის მეორე მეოთხედფინალური მატჩი გაიმართება. ლილის “პიერ მორუაზე” ტურნირის ნახევარფინალური ეტაპის საგზურისთვის ერთმანეთს უელსისა და ბელგიის ნაკრებები შეეცილებიან. წყვილში გამარჯვებული გუნდი მომდევნო სტადიაზე პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.
უელსის ნაკრებში მშვენიერი განწყობა სუფევს, გუნდის კაპიტანმა ეშლი უილიამსმა მხრის ტრავმა მოიშუშა და ვარჯიშიც განაახლა. სემ ვოუქსი, ჰელ რობსონ-კანუ და ჯონი უილიამსი ერთმანეთს ძირითად შემადგენლობაში ადგილს ეცილებიან. რობსონ-კანუმ მიმდინარე ტურნირზე უკვე გაიტანა გოლი და მას სასტარტო განაცხადში მოხვედრის უკეთესი შანსი აქვს.
ბელგიელთა მთავარი პრობლემა დისკვალიფიცირებული ტომას ვერმალენია. მარკ ვილმოტს დაცვაში დიდი არჩევანი არ აქვს. ვარაუდობენ, რომ ვერმალენის ადგილს ან ჯეისონ დენაიე ან ლორან სიმანი დაიკავებს. ვარჯიშზე ტრავმა მიიღო იან ვერტონგენმაც, რომლისთვისაც ტურნირი დასრულებულია. შესაბამისად, დაცვის მარცხენა ფლანგს ჯორდან ლუკაკუს ჩააბარებენ. ედენ აზარს მიკროტრავმა აწუხებდა, თუმცა დღეს მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.
უელსის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:
05/06/16 |
ამხ. |
შვედეთი |
უელსი |
3:0 |
|
11/06/16 |
ეჩ. |
უელსი |
სლოვაკეთი |
2:1 |
|
16/06/16 |
ეჩ. |
ინგლისი |
უელსი |
2:1 |
|
20/06/16 |
ეჩ. |
რუსეთი |
უელსი |
0:3 |
|
25/06/16 |
ეჩ. |
უელსი |
ჩრ. ირლანდია |
1:0 |
|
ბელგიის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:
05/06/16 |
ამხ. |
ბელგია |
ნორვეგია |
3:2 |
|
13/06/16 |
ეჩ. |
ბელგია |
იტალია |
0:2 |
|
18/06/16 |
ეჩ. |
ბელგია |
ირლანდია |
3:0 |
|
22/06/16 |
ეჩ. |
შვედეთი |
ბელგია |
0:1 |
|
26/06/16 |
ეჩ. |
უნგრეთი |
ბელგია |
0:4 |
|
ურთიერთშეხვედრები (ბოლო ოთხი მატჩი)
12/06/15 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: უელსი 1:0 ბელგია
16/11/14 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: ბელგია 0:0 უელსი
15/10/13 – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: ბელგია 1:1 უელსი
07/09/12 – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: უელსი 0:2 ბელგია
კრის კოულმენი (უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ამ მატჩის მნიშვნელობა უნდა დავაფასოთ. შეხვედრას მთელი სერიოზულობით მოვეკიდებით, როგორც წინა მატჩებს. ეს კიდევ ერთი რთული გამოცდა იქნება, თუმცა მოხარულნი ვართ, რომ აქ ვიმყოფებით. ისევე უნდა ვითამაშოთ, როგორც წინა შეხვედრებში, რამაც მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოგვიტანა.
გუნდში ყველას სურს, რომ ასპარეზობა ამავე სულისკვეთებით გავაგრძელოთ. ბელგიის ნაკრები ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად სახელდება. ბოლო ორ შესარჩევ ეტაპზე მათთან ოთხი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, ყველაფერი ჩვენზე და ჩვენს მომზადებაზეა დამოკიდებული. ძლიერი მეტოქე გვყავს, თუმცა ამის გამო სიტუაციის დრამატიზებას არ ვახდენთ.
ნებისმიერ გუნდს სჭირდება ლიდერი, თუმცა გასახდელში საოცარი ატმოსფერო გვაქვს. ეშლი უილიამსი ჩვენი გუნდის კაპიტანია. მხრის ტრავმა ყოველთვის უსიამოვნოა, თუმცა ექიმებმა კარგად იმუშავეს და იგი ფეხზე დააყენეს. კარგია, რომ ეშლი უილიამსი კვლავ დაგვეხმარება”.
მარკ ვილმოტსი (ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “იან ვერტონგენმა ვარჯიშის მიწურულს მარცხენა კოჭის მყესი გაიწყვიტა. ეს მისთვის ნამდვილი ტრაგედიაა. იგი ტურნირის ბოლომდე გამოგვაკლდა, მურნალობას კი ექვსიდან რვა კვირამდე პერიოდი დასჭირდება. სიტუაცია რთულია, თუმცა მისი შემცვლელი გვყავს. ასეთ ტურნირებზე მსგავსი რამ ხდება ხოლმე.
უნგრეთის ნაკრებთან გამართული მატჩი მალევე დავივიწყეთ, ახლა მხოლოდ დამდეგ შეხვედრაზე ვფიქრობთ. უნდა გავაგრძელოთ დასახული გეგმის შესრულება. ჯერ არავინ იცის, როგორი იქნება სასტარტო განაცხადი. ბიჭებს ვთხოვ, რომ მატჩისთვის მაქსიმალურად მზად იყვნენ.
მწვრთნელებს ყოველთვის აშინებთ ტურნირზე დასვენების დღეები. უნგრეთთან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ახლა მთელი კონცენტრაცია მომდევნო მატჩზე უნდა გადმოვიტანოთ. ადვილ გამარჯვებას ვერ მოვიპივებთ. ეს სულ სხვა მეტოქეა. უელსელებს კარგი, სწრაფი გუნდი ჰყავთ, მათი ბევრი ფეხბურთელი ინგლისში თამაშობს.
უელსის ნაკრები თავს ორგანიზებულად იცავს და კარგად გადადის კონტრშეტევებზე. ეს არ არის შესარჩევი ეტაპის მატჩი, სადაც სამი ქულაა მნიშვნელოვანი, აქ მოგებისთვის საჩუქარი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალია. თამასა გაცილებით მაღალია”.
საინტერესო ფაქტები:
– ეს გუნდები ერთმანეთის მეტოქეები იყვნენ ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზეც. უელსმა მაშინ ორ მატჩში ოთხი ქულა აიღო, ერთადერთი გოლი კი გარეტ ბეილმა გაიტანა.
– მატჩი ჩატარდება ქალაქ ლილში, რომელიც ბელგიის საზღვართან ძალზედ ახლოსაა.
უელსის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
ჰენესი; განტერი, ჩესტერი, უილიამსი, დევისი, ტეილორი; ალენი, ლედლი; რემზი, ბეილი; რობსონ-კანუ.
ბელგიის ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
კურტუა; მენიე, ალდერვეირელდი, სიმანი, ჯორდან ლუკაკუ; ვიტსელი, ნაინგოლანი; მერტენსი, დე ბრეინე, აზარი; რომელუ ლუკაკუ.
Fanebi.com-ის პროგნოზი
უელსი 1:2 ბელგია