მადრიდის “რეალმა” ბილბაოს “ატლეტიკი” სტუმრად დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში ბილბაოს “ატლეტიკმა” მადრიდის “რეალი” მიიღო. მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. მას არ აკლდა ფიზიკური ორთაბრძოლები და ფეხბურთელებს შორის კამათი.

ანგარიშის გახსნა 25-ე წუთზე კარიმ ბენზემამ მოახერხა. მან კრიშტიანუ რონალდუს პასის შემდეგ აიღო ბასკების კარი.

მეორე ნახევარში, 65-ე წუთზე არიც ადურისმა გაათანაბრა. გამარჯვების გოლის გატანა კაზემირომ შეძლო. “რეალის” ბრაზილიელმა საყრდენმა ზუსტად 68-ე წუთზე მოახერხა ბილბაოელების დამწუხრება.

საბოლოოდ, ზინედინ ზიდანის შეგირდებმა ანგარიშით, 2-1 იმარჯვეს და “ლა ლიგას” ერთპიროვნულად ლიდერობენ (65 ქულა). რაც შეეხება “ატლეტიკს”, ამ გუნდს 44 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიციას იკავებს.

იხილეთ შეხვედრის მიმოხილვა

რამდენი პასი გაუკეთეს ბეილმა და რონალდუმ ერთმანეთს?

მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპი საკმაოდ კარგად განვლო. ორი მატჩის ჯამში მადრიდელებმა “ნაპოლი” ანგარიშით 6-2 დაამარცხეს.

თუმცა, ესპანური გამოცემა Marca-ს მიერ დაფიქსირებული ერთი ფაქტი საკმაოდ საგულისხმოდ გვევლინება – რონალდუსა და ბეილს ამ მატჩში ერთმანეთისთვის არც ერთი პასი არ გაუკეთებიათ.

“ბლანკოსის” შემტევი ტრიოს, BBC-ის წევრებმა ერთმანეთს ბოლო მატჩში მხოლოდ 7 პასი გაუკეთეს.

უეფას ოფიციალური საიტის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბეილმა გუშინდელ მატჩში სამი პასი მიიღო ბენზემასგან, რონალდუმ – 1. ბენზემას კი უელსელმა ორჯერ გადააწოდა ბურთი, პორტუგალიელმა – ერთხელ.

საერთო ჯამში, ფრანგმა ბენზემამ ნეაპოლში გამართულ მატჩში 10 პასი გააკეთა, რონალდუმ – 17, ხოლო ბეილმა – 19.

მადრიდელები და პარიზელები ფორვარდთა ბარტერისთვის ემზადებიან

Bernabeu Digital-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები “პსჟ”-ს უფროსებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

წყაროს ცნობით, საქმე კარიმ ბენზემასა და ედინსონ კავანის ბარტერს ეხება.

როგორც ცნობილი ხდება, კლუბების პრეზიდენტები – ფლორენტინო პერესი და ნასერ ალ-ხელაიფი – უკვე შეხვდნენ ერთმანეთს ამ საქმის განსახილველად.

დიდი ალბათობით, ეს ტრანსფერი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე განხორციელდება.

რონალდუ ლოპესს ვარცხნილობაზე ეხუმრა, რაც კამერამ დააფიქსირა და კრიშტიანუც დაიბნა (ვიდეო)

“ლა ლიგის” 23-ე ტურში “რეალმა” “ესპანიოლი” მიიღო და ანგარიშით, 2:0 დაამარცხა.

მატჩის დაწყებამდე, ყოლფილი თანაგუდნელები, კრიშტიანუ რონალდუ და დიეგო ლოპესი ერთმანეთს შეხვდნენ. პორტუგალიელი ესპანელ კიპერს ვარცხნილობაზე გაეხუმრა: “3600 თმის ღერი ამოგივიდა?” ამის შემდეგ, მორატამ კრიშტიანუს უთხრა, რომ ხუმრობის მომენტი კამერამ დააფიქსირა. ამ ნათქვამმა რონალდუ დააბნია.

იხილეთ ვიდეო

 

ბეილი: “რამდენიმე კვირა მჭირდება, რომ 100%-ით მზად ვიყო”

დღეს მადრიდის “რეალმა” პრიმერა დივიზიონის 23-ე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე “ესპანიოლი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 2-0 დაამარცხა. მატჩის 71-ე წუთზე ალვარო მორატას ნაცვლად მოედნაზე გარეთ ბეილი შევიდა. უელსელს, ტრავმის გამო, ნოემბრის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები. 83-ე წუთზე მან მეორე გოლის გატანა შეძლო.

დაპირისპირების შემდეგ, გარეთმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“სამთვიანი რეაბილიტაციის კურსის შემდეგ, მოედანს დავუბრუნდი და გოლიც გავიტანე. ამ მომენტში თავს შესანიშნავად ვგრძნობ.”

“იმისათვის, რომ 100%-ით მზად ვიყო, რამდენიმე კვირა მჭირდება.”

“ამ დროის მანძილზე ლაზარეთში ყოფნა რთული იყო. თუმცა, მთავარია, რომ გუნდი იგებდა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ორივე ტიტულის მოგება გვინდა და ამაში დიდი წვლილის შეტანა მსურს.”

27 წლის ფეხბურთელს ფანების მხარდაჭერაზე ჰკითხეს.

“ამ დაპირისპირებაში გულშემატკივრები დაუჯერებლად აქტიურნი იყვნენ. როცა მოედანზე შევედი, ისინი აპლოდისმენტებით შემხვდნენ. მათი მხარდაჭერა ვიგრძენი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია,” – განაცხადა უელსელმა.

 

ზინედინ ზიდანი: “ბენზემა უფრო ძიერი და მოტივირებულია”

კარიმ ბენზემამ ოქტომბრის შემდეგ “ლა ლიგა სანტანდერში”, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი გოლი გაიტანა. სამაგიეროდ, მას კარგი შედეგი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ჯგუფურ ეტაპზე 4 გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით გამოირჩა.

ფრანგს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. თუმცა, მისი თანამემამულე და “თეთრების” დამრიგებელი, ზინედინ ზიდანი მიიჩნევს, რომ 29 წლის ფორვარდს მუდმივი ზეწოლა ძლიერს და მოტივირებულს ხდის.

“ადამიანები, რაც უნდათ, იმას იფიქრებენ. თუმცა, კარიმს ეს არაფერს აკლებს. ის დღითი დღე, უფრო და უფრო, მოდომებული და თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებულია.”

“რა თქმა უნდა, მინდა, ბენზემამ ბევრი გაიტანოს. ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, მას სხვა მხრივაც მოაქვს სარგებელი. კარიმი ისე თამაშობს, რომ გოლების გატანის მცდელობასთან ერთად, მეტოქის კარის აღებაში სხვებსაც ეხმარება. ის და კრიშტიანუ შესანიშნავად უგებენ ერთმანეთს.”

“ფსიქოლოგიურად მაზიანებს, როცა ფეხბურთელებს მიკრიტიკებენ, თუმცა ეს უმეტეს შემთხვევაში ჩემს მოთამაშეებს აძლიერებს,” – განაცხადა ფრანგმა ლეგენდამ.

 

დანილოს ტრავმა არ აქვს და “ნაპოლისთან” ითამაშებს

11 თებერვალს პამპლონაში “ოსასუნამ” მადრიდის  “რეალს” უმასპინძლა. “ლა ლიგა სანტანდერის” 22-ე ტურში “ბლანკოსმა” მეტოქე ანგარიშით, 3-1 დაამარცხა და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

დედაქალაქელებისთვის ცუდი ფაქტი 57-ე წუთზე მოხდა.

მარჯვენა მცველი, დანილო დავიდ გარსიასთან ორთაბრძოლაში დაშავდა. ამ უკანასკნელმა ბრაზილიელს კოჭში გაშლილი ფეხი ჩაარტყა. დანილო უხერხულად დაეცა გაზონზე და მარცხენა მუხლი დაიზიანა.

 

25 წლის სპორტსმენი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას გამოკვლევა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ საშიში არაფერია. ეს მიკროტრავმა იყო. უკვე 100 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში (ნეაპოლის “ნაპოლის” წინააღმდეგ) ითამაშებს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მისი კონკურენტი, დანიელ კარვახალი უკვე სრულ მზადყოფნაშია. დიდი ალბათობით, სწორედ ესპანელი დაიწყებს სასტარტო შემადგენლობაში თამაშს.

ჩინელები ბენზემასაც მიადგნენ

ჩინელები მიმდინარე სატრსანფერო ფანჯარაზე ევროპული ფეხბურთის ძარცვას განაგრძობენ. ოსკარის, ვილიანის და სხვა ვარსკვლავების წაყვანის შედმეგ, აზიელები მადრიდის “რეალის” თავდამსხმელს, კარიმ ბენზემას მისდგნენ.

“ბლანკოსის” შემტევით “ტიანძინ ქუანძიანი” ინტერესდება. აღნიშნული გუნდის მწვრთნელი ფაბიო კანავაროა. Maraca-ს ცნობით, სწორედ იტალიელი დაუკავშირდა ფრანგ ფეხბურთელს და მას საოცნებო პირობები შესთავაზა. კარიმის პასუხი მოკლედ და კონკრეტული იყო: “შემოთავაზება? არა, გმადლობთ.”

როგორც ჩანს, “ტიანძინის” მესვეურებმა  ფრანგი ვერ მოთაფლეს.

აქვე გეტყვით, რომ ბენზემამ კლუბთან კონტრაქტი 2014 წელს 2019 წლამდე გაახანგრძლივა.

ფიგუ ზიდანს: “ბენზემას, რონალდუსა და ბეილს არ შეეხო”

მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ლიდერმა, ლუიშ ფიგუმ ზინედინ ზიდანს ურჩია, რომ ბენზემა, ბეილი და რონალდუ მოედნიდან არ გაიყვანოს, თუ ისინი მწყობრში არიან.

“თუ შეტევის ტრიოს ყველა წევრი სრულ მზადყოფნაშია, მაშინ ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ მოედანზე. შანსი ყველას მიეცემა, მაგრამ BBC არ უნდა დაშალო მაშინ, როდესაც ისინი ფორმაში არიან.”

პორტუგალიელმა ფიგუმ თანამემამულის, კრიშტიანუ რონალდუს შანსებზეც ისაუბრა 2016 წლის ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში: ” პრიზს კრიშტიანუ მოიგებს, ამაში დარწმუნებული ვარ.

კრიშტიანუ ყოველთვის კარგად თამაშობს, უბრალოდ მას არ შეუძლია ყოველ მატჩში 3 გოლის გატანა. ფაქტია, რომ ის კარგ ფორმაში იმყოფება. ვთვლი, რომ ამჟამდ “რეალში” მთავარი სწორედ ის არის.”

ზიდანი: “რეალს” რთული დრო უდგას”

მადრიდის “რეალმა” სეზონი შესანიშნავად დაიწყო. მან პრიმერა დივიზიონში პირველი 4 მატჩი მიყოლებით მოიგო. თუმცა, ამ წარმატებულ სვლას მოჰყვა ჩავარდნა: სამი ფრე (“ვილიარეალი”, “ლას პალმასი”, “ეიბარი”).

ზინედინ ზიდანმა გუშინ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ “რეალს”მცირე ჩავარდნა აქვს, რომელიც მალე აღმოიფხვრება.

“ფეხბურთელებში შესანიშნავი განწყობაა. მათ ძალიან სურთ თამაში და წარმატების მიღწევა. ზედიზედ სამი ფრე? დიახ, ჩვენ ახლა რთული პერიოდი გვაქვს, რომელიც მალე დასრულდება.”

“ჩემი მოთამაშეები ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯებიან. თუნდაც, კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ტრავმის შემდეგ, ცდილობს, ფრომაში შევიდეს და ისევ ბევრი გაიტანოს. მარტო მას კი არა, ყველას პროგრესი და, რაც შეიძლება, მეტის მიღწევა სურს.”

ზიდანს ჰკითხეს მის თანამემამულეზეც, კარიმ ბენზემაზეც, რომელმაც ახლახანს მოიშუშა ტრავმა და იგი ნაკრებში ისევ არ გამოიძახეს: “ვიცი, რომ ბენზემას ნაკრებში დაბრუნება სურს, მაგრამ არ ვიცი, როდის მოხდება ეს. მე აღნიშნული საკითხი არ მეხება. კარიმი “რეალის” მოთამაშეა და იგი გუნდისთვის ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯება,” – განაცხადა “ზიზუმ”.

“რეალმა” ანტირეკორდი გაიმეორა

დღეს პრიმერა დივიზიონის მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვდრაში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ეიბარი” მიიღო. გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს და, საბოლოოდ, ანგარიში 1-1 დააფიქსირეს. ეს ფრე ზედიზედ მეოთხეა ზიდანის “რეალისთვის”.

საგულისხმოა, რომ “ბლანკოსმა” დღეს ანტირეკორდი გაიმეორა, რადგან ზედიზედ ოთხი ფრე ბოლოს მას “ზიზუს” ფეხბურთელობის ბოლო სეზონში (2005/2006), კონკრეტულად, მარტში ჰქონდა.

არსენ ვენგერი “რეალის” ვარსკვლავში დიდ თანხას იხდის

როგორც გავლენიანი ინგლისური გამოცემა, Mirror-ი იტყობინება, ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი სერიოზულადაა დაინტერესებული მადრიდის “რეალის” თავდამსხმელით, კარიმ ბენზემათი.

ირკვევა, რომ ფრანგი სპეციალისტი ბენზემას სანაცვლოდ 40 მილიონ ფუნტის გადახდას აპირებს ამ ზამთარში.

წესით, ვენგერს ძალიან უნდა გაუჭირდეს “ბლანკოსის” ძირითადი თავდამსხმელის ყიდვა, რადგან ზიდანი ასე მარტივად მის თანამემამულეს “რეალიდან” ნამდვილად არ გაუშვებს.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე.