ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ აღნიშნეს “პარი სნე-ჟერმენის” ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა ბრაზილიის ნაკრების გამარჯვება.
ჭდე: ბრაზილია
პატარა გოგონას რეაქცია, როცა მას ნეიმარის ტრავმის შესახებ უთხრეს
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა პატარა გოგონას, როცა ნეიმარის ტრავმის შესახებ გაიგო.
დავიდ ლუისი ხამეს როდრიგესს: “შენ უკვე მსოფლიოს ჩემპიონი ხარ”
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დავიდ ლუისი აცხადებს, რომ კოლუმბიელი ხამეს როდრიგესი უკვე მსოფლიოს ჩემპიონია.
შეგახსნებთ, რომ 4 ივლისს, მუნდიალის მეოთხედფინალში, ბრაზილიისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ბრაზილიელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
მატჩის დასრულების შემდეგ კოლუმბიელთა მეათე ნომერმა ხამეს როდრიგესმა ცრემლები ვერ შეიკავა, მას კი ბრაზილიელი ფეხბურთელები ამშვიდებდნენ.
“ხამესმა მუნდიალზე ბრწყინვალედ ითამაშა, ლამაზი გოლები გაიტანა და თავის გუნდის მეოთხედფინალში გასვლაში დიდი როლი ითამაშა. ჩემი აზრით, ის უკვე მსოფლიოს ჩემპიონია”, – ამბობს დავიდ ლუისი.
ბრაზილიელი და კოლუმბიელი ფანების ჩხუბი რესტორანში
ბრაზილიის ერთ-ერთ რესტორანში კოლუმბიის და ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივრებმა იჩხუბეს. ინციდენტი 1/4-ფინალურ მატჩამდე ერთი დღით ადრე მოხდა.
ბრაზილიამ კოლუმბიაც დაამარცხა
ლუის ფელის სკოლარის შეგირდები საშინაო მუნდიალის 1/2 ფინალში გავიდნენ.
ორივე გუნდის მწვრთნელებმა შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს მიმართესე. კოლუმბიელთა არგენტინელი თავკაცი 4-2-3-1-ს დაუბრუნდა. სასტარტოში კვლავ გამოჩნდა იბარბო, რომელიც ფლანგზე თამაშობდა. აგილარმა კი ადგილი გუარინს დაუთმო.
როგორც მოსალოდნელი იყო, ლუის ფელიპე სკოლარიმ დისკვალიფიცირებული ლუის გუსტავო ფერნანდინიოთი შეცვალა. დანი ალვეშის ნაცვლად მარჯვენა ფლანგზე მაიკონი გამოჩნდა.
მასპინძლებმა საკმაოდ აგრესიულად დაიწყეს. მე-4 წუთზე ფრედის აქტიურობას საკმაოდ სახიფათო საჯარიმო მოჰყვა, რომელიც ნეიმარმა შეასრულა, მაგრამ კოლუმბიელთა კარს მცირე მანძილით ააცილა. მალევე ბრაზილიელებმა კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს და ანგარიშიც გახსნეს. მეტოქის საჯარიმოში ჩასულმა ტიაგუ სილვამ ბრაზილია დააწინაურა – 1:0. კოლუმბიელებს კუადრადოს დარტყმით გათანაბრება შეეძლოთ, თუმცა კოლუმბიელს არ გაუმართლა.
პირველი ტაიმი საკმაოდ კარგი სანახავი გამოდგა. ძირითადად უპირატესობა მასპინძლებს ქონდათ, მაგრამ რამდენიმე კარგი შანსი კოლუმბიელებსაც მიეცათ.
მეორე ნახევარში პეკერმანი ორ ფორვარდზე გადავიდა და მოედანზე რამოსი შეუშვა, თუმცა შედეგი ამას არ მოუტანია. ჟულიო სეზარის კართან მომენტები არ იქმნებოდა. კოლუმბიელი ფანები მხოლოდ ერთხელ გამოცოცხლდნენ, თუმცა იეპესის გატანილი გოლი მსაჯმა მანამდე დაფიქსირებული თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალაა. მალევე ბრაზილიამ მეორედ გაიტანა. დავიდ ლუისმა შორი დისტანციიდან საჯარიმო ძლიერად შეასრულა და ბრაზილიელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა.
პეკერმანმა მოედანზე ბაკა შეიყვანა. სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა სახიფათო მომენტი და პენალტი ბრაზილიელთა კარში, რომელიც გოლად ხამეს როდრიგესმა აქცია. კოლუმბიელებმა შეხვედრაში ინტრიგა დააბრუნეს, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შესძლეს.
გოლები: ტიაგუ სილვა 7′ (1:0); დავიდ ლუისი 69′ (2:0); ხამეს როდრიგესი 81′ (2:1);
ნეიმარი ნაკრებს დაუბრუნდა
ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი ნეიმარი საავადმყოფოთან გამოწერეს. ფეხბურთელი ნაკრებს ბანაკს დაუბრუნდა. სავარაუდოდ, ნეიმარს ოპერაცია არ დასჭირდება, თუმცა მისი სარეაბილიტაციო კურსი დაახლოებით ოთხ კვირას გასტანს.
შეგახსენებთ, ნიმარმა ტრავმა გუშინდელი 1/4-ფინალური მატჩის 88-ე წუთზე სუნიგასთან შეჯახების შედეგად მიიღო.
ხამეს როდრიგესი, დავიდ ლუისი და დანი ალვეში მატჩის შემდეგ
4 ივლისს, ბრაზილიისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის შემდეგ, კამერებმა საკმაოდ ემოციური კადრები დააფიქსირეს.
რიანამ ხამეს როდრიგესს “ლეგენდა” უწოდა
ის, რაც ვერავინ შეამჩნია: ძალიან დიდი კალია ხამეს როდრიგესის მხარზე
ბრაზილია — კოლუმბია (მატჩის გმირი)
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე ბრაზილიისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „სელესაოს“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბრაზილიელთა მცველი დავიდ ლუისი დაასახელეს, რომელმაც შეხვედრის 69-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით მართლაც თვალსასეირო და რაც მთავარია, საჭირო გოლი გაიტანა.
„პარი სენ-ჟერმენის“ ახალწვეულმა მატჩი სრულად ჩაამთავრა, გააკეთა 28 გადაცემა და კარში დაარტყა ერთხელ.
ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე ბრაზილიის ნაკრები გერმანიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა 9 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
ბრაზილია – კოლუმბია 2:1
სანახაობრივი გამოდგა 1/4-ფინალური შეხვედრა ბრაზილიასა და კოლუმბიას შორის.
ანარიში მე-7 წუთზე ტიაგო სილვამ გახსნა. მეორე ტაიმში, 69-ე წუთზე დავიდ ლუისმა ბრაზილიელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა. მალევე კოლუმბიელებს პენალტის შესრულების საშუალება მიეცათ, რომელიც გოლად ხამეს როდრიგესმა აქცია და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 2:1.
კურიოზი გოლის აღნიშვნისას: სად არის ნეიმარი?
4 ივლისს, მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ბრაზილიისა და კოლუმბიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, ტიაგო სილვას მიერ გატანილი გოლის აღნიშვნისას კურიოზი მოხდა.