გორის “დილაში” ახალი ცვლილებების ეპოქა დაიწყო. გუნდში ებრაელი ინვესტორების მისვლის შემდეგ, “დილამ” სამი ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა.
პირველი სპორტსმენი ჯინ დირეტია. 23 წლის ნახევარმცველი სხვადასხვა დროს საკუთარი ქვეყნის კლუბებში: “ფიგუეირენსეში”, “გრემიოში”, “იონვილსა” და “მოგი მირიმში” თამაშობდა.
მეორე ფეხბურთელი ლეანდრო რიბეიროა. ესაა 22 წლის თავდამსხმელი, რომლის პროფესიონალური კარიერა 2014 წელს “ნასიონალში” დაიწყო. 2015 წელს იგი პორტუგალიურ “აროუკაში” გადაბარგადა. ამის შემდეგ კი იყო ისევ ბრაზილიური “გლორია” და “ვილა ნოვა”.
კიდევ ერთი მოთამაშე, ასევე 22 წლის ფორვარდია – ჟოაო ლეონარდო. იგი ბრაზილიურ “კალდენსეში”, “ბაიასა” და “სანტა რიტაში” გამოდიოდა. ჟოაოს ბოლო კლუბი პორტუგალიური “ალკანენენსე” იყო.