“ლივერპულის” ხელმძღვანელობა ბრენდან როჯერსის გათავისუფლებას არ აპირებს

ცუდი შედეგების მიუხედავად, “ლივერპულის” ხელმძღვანელობა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბრენდან როჯერსის გათავისუფლებას არ აპირებს.

მერსისაიდული კლუბის ადმინისტრაცია როჯერსს სრულ ნდობას უცხადებს და გუნდის განვითარების გრძელვადიან გეგმას სწორედ ჩრდილოირლანდიელ სპეციალისტს უკავშირებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ “ლივერპულის” ხელმძღვანელობა გუნდის ასეთ კრახს ნაწილობრივ ლუის სუარესის წასვლასა და დანიელ სტარიჯის ტრავმიანობასაც აბრალებს.

შეგახსენებთ, რომ ბრენდან როჯერსი “ენფილდროუდელთა” თავკაცის პოსტზე 2012 წლის ზაფხულიდან მუშაობს.

 

რატომ უნდა დატოვოს ბრენდან როჯერსმა “ლივერპული”

“ლივერპულმა” მიმდინარე სეზონი საშინლად დაიწყო, არადა, გუნდს შარშან სულ ერთი ნაბიჯი დააკლდა ჩემპიონობამდე.

ბრენდან როჯერსის გუნდი ბოლო ტურში “კრისტალ პალასთან” ანგარიშით 1:3 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციამდე დაქვეითდა.

მერსისაიდული გუნდის ფანებში ნელ-ნელა უკმაყოფილებაც მატულობს.

თუ სტატისტიკას დავეყრდნობით, როჯერსს ახლა უფრო ცუდი შედეგი აქვს, ვიდრე დევიდ მოიესს “მანჩესტერ იუნაიტედში” ჰქონდა.

პროცენტულად მოიესის გუნდმა უფრო მეტი მატჩი მოიგო, ვიდრე როჯერსის “ლივერპულმა” — 52.94 პროცენტი 52.43 პროცენტის საპირისპიროდ.

Moyes - Rodgers

აგერს როჯერსთან უთანხმოება ჰქონდა — რატომ დატოვა დანიელმა “ლივერპული”

“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა დანიელ აგერმა მერსისაიდული გუნდის თავკაც ბრენდან როჯერსთან არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. როგორც დანიელ ფეხბურთელი ამბობს, მთავარი მწვრთნელი მის შრომას არ აფასებდა.

“გასულ სეზონში როჯერსთან გარკვეული უთანხმოება მქონდა. შესაძლოა, ეს იმიტომ მოხდა, რომ პირდაპირ იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ და სხვებისგანაც ამასვე მოვითხოვ. შესაძლოა, ეს არასწორი მიდგომაცაა. ჩვენს შორის გარკვეული დისტანცია გაჩნდა და ეს ჩემთვის საკმარისი აღმოჩნდა. ვგრძნობდი, რომ მწვრთნელი ჩემს წვლილს არ აფასებდა, რაც ჩემთვის სიგნალი იყო. ძალიან მიკვირდა, როდესაც რამდენიმემატჩიანი წარმატებული თამაშის შემდეგ მოულოდნელად ძირითად შემადგენლობაში ადგილს ვკარგავდი. ამან ძალზედ დამთრგუნა.

ამასთან, ვაღიარებ, რომ როჯერსი საოცრად ნიჭიერი მწვრთნელია, ამას ვერ დავუკარგავთ. ის საწვრთნელ პროცესშიც კარგი ხელმძღვანელია, გუნდს ეტაპობრვად აშენებს. როჯერსი მართლაც ძლიერი მწვრთნელია”, – განაცხადა აგერმა TV3 SPORT-ისთვის მიცემულ ინტერვუში.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს დანიელ აგერი “ლვერპულიდან” მშობლიურ “ბრონდბიუში” გადავიდა.

 

“ლივერპულის” ლეგენდები სუარესის შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ ლუის სუარესმა ზაფხულის სატანსფერო პერიოდში კლუბი დატოვა და “ბარსელონას” მიაშურა, მერსისაიდული გუნდის ლეგენდარული ფეხბურთელები მას თბილად მოიხსენიებენ. კერძოდ, ურუგვაელი თავდამსხმელისა და “ლივერპულის” ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ რობი ფაულერმა და იან რაშმა ისაუბრეს.

“სუარესი დაგვაკლდება. ფეხბურთელები მოდიან და მიდიან, მაგრამ შედეგი ყოველთვის უნდა იყო.
სუარესმა “ლივერპულში” მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, თუმცა ახლა სხვა ფეხბურთელები გვყავს და კიდევ უფრო გაძლიერებაზე უნდა ვიფიქროთ.
უშეღავათო კონკურენციაა. თითოეული მოთამაშე თავის საუკეთესო თვისებებს აჩვენებს და იმედი დავიტოვოთ, რომ კარგი სეზონი გამოვა”, – ციტირებს ფაულერის სიტყვებს express-ი.

“სუარესს წარმატებებს ვუსურვებ, თუმცა ჩვენ მხოლოდ “ლივერპული” გვაინტერესებს”, – აღნიშნა რაშმა.

მერსისაიდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი ცდილობდა, სუარესი “ენფილდზე” დაეტოვებინა, თუმცა ურუგვაელმა ფეხბურთელმა “ბარსელონაში” გადაბარგება გადაწყვიტა. კატალონიურმა გუნდმა აღნიშნულ ტრანსფერში 75 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღო.

 

“ლივერპულისთვის” სატრანსფერო პერიოდი არ დასრულებულა

“ლივერპული” ამ დრომდე ფიქრობს გუნდის შეტევითი ხაზის გაძლიერებაზე. კერძოდ, ბრიტანული პრესის ცნობით, მერსისაიდულ გუნდს არჩევანი “მონაკოს” თავდამსხმელ რადამელ ფალკაოზე აქვს შეჩერებული.

ერთ-ერთ ალტერნატიულ ვარიანტად “წითლები” სამუელ ეტოოს განიხილავენ. კამერუნელი ფეხბურთელი მზად არის, “ენფილდზე” გადავიდეს, თუმცა “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი არჩევანის გაკეთებას არ ჩქარობს. “ენფილდროუდელთა” კიდევ ერთი ალტერნატიული ვარიანტი “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი ედინსონ კავანია.

მერსისაიდული გუნდის თავკაცი არ გამორიცხავს, რომ კიდევ ერთი-ორი მოთამაშე დაიმატოს.

“გუნდი კიდევ უნდა განვავითაროთ. გასულ პრემიერლიგის მოგებისთვის ვიბრძოდით, თუმცა მხოლოდ 12-13 ფეხბურთელი გვყავდა, ამიტომ ამ ზაფხულს უნდა გავძლიერდეთ.
შესაძლოა, ერთი-ორი ფეხბურთელი კიდევ დავიმატოთ. იანვარში არავინ შეგვიძენია, ამიტომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია”, – ციტირებს როჯერსის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

 

როჯერსი: “ლოვრენი სწორედ ისაა, ვისაც კარაგერის წასვლის შემდეგ ვეძებდით”

დორტმუნდის “ბორუსიასთან” გამართული ამხანაგური მატჩის (4:0) შემდეგ “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა გუნდის ახალწვეულები ხავიერ მანკილიო და დეიან ლოვრენი შეაქო. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელმა გოლის გატანაც შეძლო.

“დეიანი შესანიშნავად გამოიყურებოდა. ჯეიმი კარაგერის წასვლის შემდეგ სწორედ ასეთ ფეხბურთელს ვეძებდით. ლოვრენი მოედანზე დომინირებდა, მეტოქეს ხვდებოდა და თამაშს კარგად კითხულობდა, შეტევაშიც ერთვებოდა. ის ორვე ფეხს კარგად ხმარობს.
ახალგაზრდა მანკილიომაც კარგად წარმოაჩინა თავი. ის კლასიკური მცველია. მეტოქის მიერ ნებისმიერი მოწოდებული ბურთის მოგერიება შეუძლია, შეტევაში ჩასართავადაც დიდი ენერგია აქვს. ვიმედოვნებ, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი-ორი შენაძენი კიდევ გვექნება”, – როჯერსის სიტყვები Goal.com-მა გამოქვეყნა.

 

როჯერსი: „კარგია, რომ ჯერარდი ნაკრებიდან წავიდა… სუარესს ჩვენთვის არ უღალატია“

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი იმედოვნებს, რომ სტივენ ჯერარდის სანაკრებო კარიერის დასრულება კლუბზე დადებითად იმოქმედებს. მერსისაიდული გუნდის თავკაცის თქმით, საერთაშორისო კარიერის დასრულება ჯერარდს საშუალებას მისცემს, რომ მთელი სეზონი საღსალამათად გაატაროს.

„ჯერარდი ინგლისის ნაკრებისთვის შესანიშნავი კაპიტანი იყო, თუმცა ჩემი აზრით, სანაკრებო კარიერის დასრულება ისევ სტივენისთვის იქნება სახეირო. საერთაშორისო კარიერის დასრულებამ დადებითად უნდა იმოქმედოს მის თამაშზე „ლივერპულში“. ვფიქრობ, მომდევნო სეზონს ის უფრო საღსალამათად ჩაატარებს“, – ციტირებს როჯერსის სიტყვებს „სქაი სპორტსი“.

„ლივერპულის“ თავკაცმა გუნდიდან ლუის სუარესის წასვლის შესახებაც ისაუბრა. როჯერსმა სინანული გამოთქვა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ გუნდი პროგრესირებას განაგრძობს.

„ლუისს გარკვეული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. მას არც ჩემთვის და არც კლუბისთვის არ უღალატია, ლუისმა ყველაფერი გააკეთა „ლივერპულისთვის“. სამწუხაროა, რომ დაგვტოვა, თუმცა გუნდი მის გარეშეც გააგრძელებს წინსვლა-განვითარებას“, – აღნიშნა როჯერსმა.

 

როჯერსი: „მოუთმენლად ველი ვან გალთან შეხვედრას“

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი თვლის, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ კლუბის თავკაცის პოსტზე ლუი ვან გალის დანიშვნით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, მერსისაიდული გუნდის დამრიგებელმა დევიდ მოიესის გათავისუფლების გამო სინანული გამოთქვა.

„პირველ რიგში, სამწუხაროა, რომ მოიესს შანსი არ მიეცა. მისი წასვლის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“ გამოცდილი სპეციალისტი სჭირდებოდა. ვან გალი ამ პოსტისთვის იდეალური ვარიანტია. მრავალი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი მის მუშაობას. ის ყოველთვის აღწევდა წარმატებას. აქვს საკუთარი ხედვა და გაგება, თუ როგორ უნდა ითამაშოს მისმა გუნდმა. ვან გალს ახალგაზრდებთან მუშაობაც ეხერხება. ჰოლანდიელის სტატუსი კლუბის ისტორიას შეესაბამება. მოუთმენლად ველი ვან გალთან შეხვედრას“, – განაცხადა ბრენდან როჯერსმა რადიოსადგურ „თოქსპორტის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ლუი ვან გალი „მანჩესტერ იუნაიტედს“ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარებს.

ბექა დოგრაშვილი

როჯერსი: „ამ დრომდე შოკში ვარ“

„ლივერპული“ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების ბოლო ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელსაც „ნიუკასლ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამართავს. მერსისაიდულ გუნდს ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ აქვს, თუმცა ძალიან მცირე. ამისთვის, პირველ რიგში, „მანჩესტერ სიტი“ შინ უნდა დამარცხდეს „ვესტ ჰემთან“ და თავად „ლივერპულმა“ „ნიუკასლი“ უნდა დაამარცხოს.

მერსისაიდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი საკუთარ ფეხბურთელებს სეზონის დასასრულს ულოცავს და აცხადებს, რომ „წითლები“ მომავალ წელს უფრო მაღალი შედეგისთვის იბრძოლებენ. როჯერსის თქმით, ის ჯერ კიდევ არ გამოსულა წინა ტურში „კრისტალ პალასისგან“ მიღებული შოკიდან. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩის მიმდინარეობისას „ლივერპული“ ანგარიშით 3:0 იგებდა, თუმცა შეხვედრის ბოლო 10 წუთში 3 გოლი გაუშვა და მეტოქეს 3:3 დაუზავდა.

„ჩემს მოთამაშეებს სეზონის მიწურულს ვულოცავ. მათ „ლივერპული“ მსოფლიო დონეზე დააბრუნეს. ეს მხოლოდ დასაწყისია. მომავალ სეზონში უფრო მაღალ შედეგს ველით. სამჯერ ვუყურე „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩს და ამ დრომდე ვერ გამოვსულვარ შოკიდან“, – როჯერსის სიტყვებს „ბი ბი სი“ აქვეყნებს.

აქვე გეტყვით, რომ პრემიერლიგის 38-ე ტურის ათივე შეხვედრა ერთ დროს დაიწყება — 11 მაისს, 18:00 საათზე.

ბექა დოგრაშვილი

როჯერსი: „სტერლინგი ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია“

ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურში „ნორვიჩ სიტისა“ და „ლივერპულს“ შორის გამართული მატჩის (2:3) შემდეგ, მერსისაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა კლუბის ნახევარმცველ რაჰიმ სტერლინგის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში 19 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა დუბლი გაახერხა. საერთოდ კი, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში სტერლინგის ანგარიშზე 30 მატჩში 9 გატანილი გოლია.

„სტერლინგი ნამდვილად არის ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე. ვერ ვხედავ ვინმეს, რომელიც მას პოტენციალით აღემატებოდეს. რა თქმა უნდა, რაჰიმის თანატოლი ნიჭიერი ფეხბურთელები სხვა კლუბებში თამაშობენ, მაგრამ სტერლინგი მათ შორის საუკეთესოა. ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთი მოთამაშე გვყავს. ვფიქრობ, როი ჰოჯსონი მას მსოფლიოს ჩემპიონატის ძირითად განაცხადში შეიყვანს“, – განაცხადა როჯერსმა.

ბექა დოგრაშვილი

ბრენდან როჯერსი: „ვეცდებით, უმაღლესი დონის მოთამაშე ვიყიდოთ“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ ზაფხულში მისი კლუბი ძლიერი ფეხბურთელის შეძენას შეეცდება. ამის მიუხედავად, ჩრდილოირლანდიელმა სპეციალისტმა ისიც თქვა, რომ ფულის ერთი გასროლით წარმატება არ მოდის.

„წარმატების მისაღწევად გარკვეული გეგმის არსებობაა საჭირო, რომელსაც ფეხბურთელები შეასრულებენ. ფულით წარმატებას ვერ იყიდი. ყოველწლიურად ინგლისური კლუბები მილიარდ ევროს ხარჯავენ, თუმცა ეს არაფრის გარანტიას არ იძლევა.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში უმაღლესი დონის მოთამაშის შეძენას შევეცდებით. ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ განვითარებისთვის სხვა ფაქტორებიც საჭიროა. საუბარი მაქვს ვარჯიშებზე, მენეჯმენტზე, კარგ პერსონალსა და მოტივაციაზე“, – როჯერსის სიტყვები „სქაი სპოტსმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

„ბარსელონამ“ ბრენდან როჯერსს თვალი დაადგა

ბრიტანული „დეილი მირორის“ცნობით, „ბარსელონა“ დიდი ინტერესით ელის „ლივერპულსა“ და კლუბის მთავარ მწვრთნელ ბრენდან როჯერს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე დაგეგმილ მოლაპარაკებას.

მხარეებს შორის ხელშეკრულება 2015 წლამდეა გაფორმებული, კონტრატის გახანგრძლივებაზე კი კონკრეტული დეტალების განხილვას არ ჩქარობენ. კატალონიელები როჯერსს „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ მიმდიანრე სეზონის ბოლოს ხერარდო მარტინო კატალონიელთა გუნდის თავკაცის თანამდებობას დატოვებს.

თავად როჯერსმა აღნიშნა, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება მხოლოდ იმიტომ არ დაწყებულა, რომ მას აგენტი არ ჰყავს. თუმცა, ფეხბურთის ჩრდილოირლანდიელმა სპეციალისტმა ისიც თქვა, რომ მერსისაიდული გუნდის დატოვებას არ აპირებს.

ბექა დოგრაშვილი