ლამი: “ბუნდესლიგაში თამაში იმაზე რთულია, ვიდრე ხალხს გონია”

მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტნის, ფილიპ ლამის თქმით, დორტმუნდის “ბორუსიასთან” “ბაიერნის” მარცხი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ბუნდესლიგაში თამაში არც ისეთი ადვილია, როგორც ხალხს გონია.

“ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია, ნორმალური იყო. საუბედუროდ, სწრაფი გოლი გავუშვით, რის შემდეგაც იძულებულები გავხდით, შეტევაზე გვეფიქრა. შეტევაში კი ბოლო პასის გაკეთებას ვერ ვახერხებდით, რაც შედეგზეც აისახა.

ბოლო დროს არაერთხელ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, თუმცა ფაქტია, რომ არავის უნდა დამიჯეროს: მუდმივად პირველ ადგილზე ყოფნა არც ისე ადვილია, ბუნდესლიგაში თამაში რთულია.” – განაცხადა ლამმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის უმაღლეს ჩემპიონატს 11 ტურის შემდეგ საკმაოდ არაპროგნოზირებადი ლიდერი, ჰყავს “ლაიფციგის” სახით, რომელიც ბუნდესლიგაში 2016/17 წლების სეზონში გადმობარგდა.

ქრისტენსენი: “ბუნდესლიგა პრემიერ ლიგაზე უფრო ამაღელვებელი ჩემპიონატია”

ლონდონის “ჩელსის” კუთვნილებაში მყოფმა და მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” რიგებში მოასპარეზე ქრისტიანსენმა ბრიტანული პრემიერ ლიგა გერმანულ ბუნდესლიგას შეადარა და აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი მსოფლიოს ყველაზე ამაღელვებელი ჩემპიონატია.

“ამ დროისთვის პრემიერ ლიგის მხოლოდ ერთ მატჩში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ მე კარგა ხნის მანძილზე ვვარჯიშობდი “ჩელსის” ფეხბურთელებთან ერთად.

რთულია ამ ორ ლიგას შორის არჩევანის გაკეთებას. დაცვის მხრივ, პრემიერ ლიგა უფრო ორგანიზებულია, მაგრამ იქ შანსების შექმნა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე აქ.

მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ბუნდესლიგა ყველაზე ამაღელვებელი ჩემპიონატია. თითქმის ყველა თამაშში მაქსიმალურად იხარჯებიან, წინ და უკან, დაცვაში და შეტევაში ერთი ამოსუნთქვით თამაშობენ.”

ბუნდესლიგა: დორტმუნდის “ბორუსიამ” “ვოლფსბურგს” გადაუარა (ვიდეო)

გუშინ გვიან ღამით გერმანიის ჩემპიონატის შეხვეერდები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ერთმანეთს “ვოლფსბურგი” და დორტმუნდის “ბორუსია” დაუპირისპირდნენ. ამ გუნდების ჯახი, წესით, ძალიან საინტერესო და დაძაბული უნდა გამოსულიყო. პირველ ტაიმში ორი გოლი გავიდა, ორივე “ბორუსიას” მხრიდან: ჯერ მე-4-ზე გერერომ გაიტანა, შემდეგ მე-16-ზე ობამეიანგმა ორამდე გაზარდა სხვაობა.

მეორე ნახევრის 53-ე წუთზე დიდავიმ ერთი ბურთი გაქვითა. ამის შემდეგ დორტმუნდულმა გუნდმა კიდევ სამჯერ აიღო მეტოქის კარი. 58-ე წუთზე დემბელემ, 62-ეზე ობამეიანგმა და 73-ეზე პისჩეკმა გამოიჩინეს თავი. საბოლოოდ, “ბორუსიამ” “ვოლფსბურგი”, ანგარიშით. 5-1 გაანადგურა.

გიჟური სატრანსფერო ფანჯარა: გუნდების დანახარჯი უკვე 1.1 მილიარდს გასცდა!

ამ დროისათვის, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა საკმაოდ აქტიური გამოდგა. პრემიერ ლიგის, ბუნდესლიგის, სერია ა-ს, ლა ლიგისა და ლიგა 1-ის კლუბების დანახარჯმა უკვე 1.1 მილიარდიანი ნიშნულიც გადალახა.

ყველაზე მეტი ინგლისურმა კლუბებმა დახარჯეს – ჟოზეს “მანჩესტერმა” და იურგენ კლოპის “ლივერპულმა” უკვე დახარჯეს 80-80 მილიონი. ლონდონურმა “არსენალმა” კი 45 მილიონი ევრო დახარჯა, მისი უმეტესი ნაწილი კი “გლადბახს” გადაუხადეს ჯაკას სანაცვლოდ.

შესაძლოა, “ბორუსია დორტმუნდმა” რამოდენიმე საკვანძო ფეხბურთელი დაკარგა, მაგრამ ამ დანაკარგზე მათი რეაქცია დადებითად შეიძლება შევაფასოთ. კლუბმა 113 მილიონი ევრო გაიღო, რათა დაებრუნებინა მარიო გიოტცე და დაემატებინა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ანდრე შურლე, მიკელ მერინო და მარკ ბარტრა.

ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები გერმანიაში მაინც “ბაიერნის” ანგარიშზეა, რამეთუ რენატო სანჩესისა და მატს ჰუმელსის გადაბირება “რეკორდმაისტერს” 35 და 38 მილიონი ევრო დაუჯდა.

54

იტალიაში ამ კუთხით, “იუვენტუსი” დომინირებს. “ბებერმა ქალბატონის” ბანკიდან 90 მილიონი ევრო გავიდა გონსალო იგუაინის დასამატებლად. რასაც ემატება მირალემ პიანეჩისთვის გადახდილი 32 მილიონი ევრო.

“რეალმა” უკვე დახარჯა 30 მილიონი ევრო, რათა მათი აღზრდილი, ალვარო მორატა დაებრუნებინა “იუვენტუსიდან”. “ბარსელონა” კი გაცილებით უფრო აქტიური იყო – “ბლაუგრანამ” 75 მილიონი გადაიხადა ტრანსფერებში. “ატლეტიკო მადრიდმა” ზაფხულში 4 ფეხბურთელი დაიმატა, რაც 49 მილიონ ევროდ მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ინგლისის ჩემფიონშიპის “ნიუკასლმაც” საკმაოდ ბევრი დახარჯა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე – რაფა ბენიტესის გეგმების ღირებულებამ 40 მილიონი ევრო შეადგინა – რაც მეტია ლა ლიგის 15 გუნდის მაჩვენებელზე.

“დინამოს” პრეზიდენტი: “იარმოლენკოს შეუძლია წავიდეს, თუმცა არა ისეთ კლუბებში როგორებიც “ევერტონი” და “სტოკია”

“დინამო კიევის” პრეზიდენტის თქმით, ის მზადაა გაუშვას უკრაინელი ვარსკვლავი კლუბიდან, თუმცა აღნიშნავს, რომ მას ისეთ კლუბებში არ გაუშვებს, როგორიც “სტოკ სიტი” ან “ევერტონია”.

“დარწმუნებული არ ვარ, რომ იარმოლენკო კლუბს ზაფხულში დატოვებს. გასულ წელთან შედარებით, სიტუაცია სრულიად განსხვავებულია. მაგალითად, დორტმუნდის “ბორუსიამ” მოლაპარაკებები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 დღით ადრე წამოიწყო.

შეთანხმებას იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ წინადადებით როგორც იარმოლენკო, ასევე “დინამოც” კმაყოფილი იქნება. მე მას გავუშვებ, თუმცა არა ისეთ კლუბებში, როგორებიც “ევერტონი” და “სტოკ სიტია”.

“დინამო” “დინამოა” და “სტოკ სიტი” “სტოკი”. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ, “სტოკი” კი გადარჩენისთვის იბრძვის.

მე, როგორც კლუბის პრეზიდენტი, ვაცხადებ, რომ ზამთარში შემოთავაზება ჩინური კლუბისაგან მივიღე, თუმცა იარმოლენკო შეხვედრაზეც კი არ მოსულა. მან მითხრა, რომ გერმანულ ან ინგლისურ კლუბში სურდა კარიერის გაგრძელება.

მაგრამ, მოლაპარაკებები მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყება. მჯერა, რომ იქ ისინი თავის შესაძლებლობებს სრულფასოვნად წარმოაჩენენ.

26 წლის ასაკში დროა ტოპ კლუბში გადახვიდე. ის ტოპ ფეხბურთელია და თავისი თავი ტოპ კლუბში უნდა გამოსცადოს.” – განაცხადა სურკისმა.

ფუკსი:”ბუნდესლიგა მოსაწყენია, ამ მხრივ პრემიერ ლიგა გაცილებით უკეთესია”

“ლესტერ სიტის” მცველი კრისტიან ფუკსი, რომელსაც გერმანიაშიც აქვს ნათამაშები (“ბოხუმის”, “მაინცისა” და “შალკეს” რიგებში) აცხადებს, რომ გერმანული ჩემპიონატი გაცილებით უფრო მოსაწყენია, ვიდრე ინგლისური პრემიერ ლიგა.

“გულწრფელად ვიტყვი – ბუნდესლიგა მოსაწყენია. 95% შემთხვევაში “ბაიერნი” იგებს მატჩს. ინგლისში კი გაცილებით მაღალი დონეა და ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერის დამარცხება.

რაც შეეხება ჩვენი წარმატების მიზეზს, პირველ რიგში ეს გაწეული შრომის ბრალია. ამასთანავე კლუბში ყველა ერთმანეთს ეხმარება, არც შურია და არც მტრობა. უბრალოდ გავდივართ მოედანზე, სიამოვნებას ვიღებთ და ვიგებთ.

ამაყი ვარ. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. გუნდის პოტენციალი ზაფხულშივე შევამჩნიე.” – განაცხადა მან.

გიორგი ჭანტურიას მიმართ ინტერესს ბუნდესლიგის ორი კლუბი იჩენს

გერმანული “დუისბურგის” ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია, შესაძლოა, მალე ბუნდესლიგაში ვიხილოთ. derwesten.de-ს ცნობით, 22 წლის თავდამსხმელის მიმართ ინტერესს “კიოლნი” და ბრემენის “ვერდერი” იჩენენენ.

ჭანტურია “დუისბურგის” რიგებში ჩატარებულ ბოლო შეხვედრებში კარგად გამოიყურება და ის თავის გუნდში საუკეთესოა, რითაც მან ბუნდესლიგის კლუბების ყურადღება მიიპყრო.

შგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წევრი “დუისბურგში” 2015 წლის სექტემბერში ჩაირიცხა. მან მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებულ 12 მატჩში ერთი გოლის გატანა შეძლო.

ჩიჩარიტო: „ბუნდესლიგაში ადვილი მეტოქეები არ არიან“

ლევერკუზენის „ბაიერის“ თავდამსხმელმა ხავიერ ერნანდესმა „ჰოფენჰაიმთან“ ფრედ, 1:1 დასრულებული მატჩი შეაფასა. მექსიკელმა აღნიშნა, რომ გერმანიის პირველობაში ადვილი მეტოქეები არ გამოდიან.

„ჰანოვერთან“ შემდეგი ტურის მატჩში უკეთესად ვითამაშეობთ.

ბაუმანი ძალიან კარგი მეკარეა. ბუნდესლიგაში ადვილი მატჩები არაა“, – განუცხადა ჩიჩარიტომ თავისი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს.

ბუნდესლიგის პირველი წრის სიმბოლური გუნდი

დაკომპლექტდა გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშების პირველი წრის სიმბოლური ნაკრები.

გუნდში მიუნხენის “ბაიერნისა” და დორტმუნდის “ბორუსიას” ხუთ-ხუთი და ლევერკუზენის “ბაიერის” ერთი წარმომადგენელი შეყვანილი.

გერმანიის ბუნდესლიგის 2015/2016 წლების სეზონის პირველი წრის სიმბოლური გუნდი ასეა დაკომპლექტებული:

მანუელ ნოიერი – მარსელ შმელცერი, ჟერომ ბოატენგი, მატს ჰუმელსი, ფილიპ ლამი – ილკაი გიუნდოგაი, ჰენრიხ მხითარიანი, ტომას მიულერი, დუგლას კოსტა – პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ჩიჩარიტო.

მთავარი მწვრთნელი: ტომას ტუხელი (მიუნხენგლადბახის “ბორუსია”).

Bundesliga symbol team

„ბაიერნმა“ ბუნდესლიგის უნიკალური რეკორდი დაამყარა

მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის ჩემპიონატის მორიგი რეკორდი დაამყარა.

„ინგოლშტადთან“ მე-16 ტურის მოგებული მატჩის შემდეგ მიუნხენურმა კლუბმა ზამთრის შესვენების წინ ლიდერის სტატუსი შეინარჩუნა. ამჟამად გვარდიოლას გუნდი დორტმუნდის „ბორუსიას“ 8 ქულით უსწრებს.

აქედან გამომდინარე, „ბაიერნი“ ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი კლუბია, რომელმაც პირველი წრე ზედიზედ ხუთ სეზონში მოიგო.

2011/12 წლების სეზონში მიუნხენელებმა, საბოლოოდ, ტიტული ხელიდან გაუშვეს, თუმცა შემდგომი სამი გათამაშების ჩემპიონები ხდებოდნენ.

“ვოლფსბურგი” — “დორტმუნდი” ბუნდესლიგის ისტორიაში შევიდა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურში “ვოლფსბურგსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გამართულ მატჩში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა.

პირველად ბუნდესლიგის ისტორიაში დაწინაურებულმა გუნდმა კომპენსირებულ დროში გოლი გაუშვა და შემდეგ კვლავ დაწინაურებაც მოახერხა. პირველ დამატებულ წუთზე “მგელთა” მცველმა რიკარდო როდრიგესმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ორ წუთში დორტმუნდელთა ნახევარმცველმა სინძი კაგავამ “ბორუსია” კვლავ დააწინაურა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

მატჩი დორტმუნდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

 

ლამი: „ბაიერნმა“ თავისი პრობლემები კარგად მოაგვარა“

მიუნხენის „ბაიერნის“ კაპიტანმა ფილიპ ლამმა „ჰერტასთან“ ანაგრიშით 2:0 მოგებული მატჩი შეაფასა.

„მატჩის წინ რამდენიმე პრობლემა გვქონდა, რადგან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვვყავს, მათ შორის კი ისინიც არიან, ვისაც მეტოქის ნახევარზე თავისუფალი სივრცის პოვნა შეუძლია.

სწორედ ამიტომ გაგვიჭირდა, მაგრამ ამ პრობლემისგან თავის დაღწევის კარგი მეთოდი ვიპოვეთ. კონტრშეტევები ჩინებულად გამოივყენეთ. მსგავსი სიტუაციაებში მომენტები პასებიც უნდა შევქმნათ, ეს საკმაოდ ნორმალურად გამოგვივიდა“, – ციტირებს ლამს Goal.com.