ჩაბი ალონსო: “რაულმა ბუნდესლიგის კარი ბევრს გაუხსნა”

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ ბოლო პერიოდში ბუნდესლიგაში ესპანელი ფეხბურთელების მომრავლებაზე ისაუბრა.

“ბოლო ოთხ-ხუთ წელიწადში ბუნდესლიგა გაცილებით მიმზიდველი გახდა.

მანამდე ესპანელი ფეხბურთელები, როგორც წესი, მხოლოდ პრიმერადივიზიონსა და ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობდნენ.

ახლა ბუნდესლიგაში ტრანსფერების პოპულარობა იზრდება. რაულმა, რომელიც “შალკეში” 2010 წელს გადავიდა, კარი ბევრს გაუხსნა”, – ჩაბი ალონსოს სიტყვები “მარკამ” გამოაქვეყნა.

 

როგორ შეხვდნენ მზის დაბნელებას ცნობილი ფეხბურთელები (სურათები)

პარასკევს მთელ მსოფლიოს მზის დაბნელების ნახვის შანსი მიეცა. თუმცა, მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველის ჩაბი ალონსოსა და მეკარე პეპე რეინას მსგავსად ამ შემთხვევას, სავარაუდოდ, ბევრი არ შეხვდა. მოგვიანებით რეინამ თავისი „ტვიტერის“ გვერდზე საინტერესო სურათიც გამოაქვეყნა:

untitled

გარდა ამისა, „ტვიტერზე“ შოლა ამეობისა და კოლო ტურეს სახალისო სურათებიც გავრცელდა:

12

13

ჩაბი ალონსომ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთანაც მაისური გაუცვლია

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ ბავარიული კლუბის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში დაასახელა ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელი, ვისთანაც მას მაისური გაუცვლია.

როგორც ალონსო ამბობს, საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთანაც მას მაისური გაუცვლია, ზინედინ ზიდანია.

ჩაბი ალონსომ, შესაძლოა, „შახტართან“ ითამაშოს

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ, რომელმაც „ჰამბურგთან“ ბუნდესლიგის ბოლო ტურის მატჩი კუნთების პრობლემის გამო გამოტოვა, გუშინდელ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო, რაც მის დონეცკის „შახტართან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის დღევანდელ მატჩში თამაშს არ გამორიცხავს.

ხსენებულ შეხვედრაში დანამდვილებით ფრანკ რიბერი ითამაშებს, ფილიპ ლამი კი ახლაც ლაზარეთში რჩება. შეგახსენებთ, რომ მიუნხენელთა კაპიტანმა ტრავმა 18 ნოემბერს მიიღო. ასევე მკურნალობას ხავი მარტინესი და ტიაგო ალკანტარა აგრძელებენ.

ჩაბი ალონსომ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ სპეციალუტად Daily Mail-ისათვის ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ესპანელმა ფეხბურთელმა საუკეთესო თერთმეტეულში ის ფეხბურთელები შეიყვანა, რომელთან ერთადაც უთამაშია.

მანუელ ნოიერი

255046D900000578-0-image-a-33_1423815645543

ფილიპ ლამი

20EA2E2900000578-0-image-a-34_1423815782383

სერხიო რამოსი

23EB64E200000578-0-image-a-35_1423815890833

კარლეს პუიოლი

lainfo.es-6453-puyol-barcelona

დავიდ ალაბა

david-alaba-steht-in-der-champions-league-elf-des-spieltags-269801

ზინედინ ზიდანი

2002

პოლ სქოულზი

Paul_Scholes_2219411b

ჩავი

257B21BB00000578-0-image-a-45_1423818286716

სტივენ ჯერარდი

452

კრიშტიანო რონალდუ

Cristiano+Ronaldo+Xabi+Alonso+Real+Madrid+YRjQsioCAKwl

ლიონელ მესი

1636243_w2

654f7750-b380-11e4-a76b-811f4f0e6c92_xabi-alonso-s-best-xi

ჩაბი ალონსომ ბუნდესლიგა ესპანეთის პრიმერას შეადარა

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ, რომელიც ბუნდესლიგაში მიმდინარე წლის ზაფხულში გადავიდა, გერმანიის პირველობა ესპანეთის პრიმერა დივიზიონს შეადარა.

„ბუნდესლიგის გუნდები პრიმერას გუნდებზე უფრო სწრაფად თამაშობენ. თუმცა ესპანურ ლიგაში უფრო ტექნიკური ფეხბურთელები გამოდიან. ვიტყოდი, რომ ბუნდესლიგა ინგლისის პრემიერლიგასთანაც კი ახლოსაა“, – განაცხადა ალონსომ.

„გერმანიაში გულშემატკივარებსაც აღვნიშნავდი. სტადიონებზე ისინი დაუვიწყარ ატმოსფეროს ქმნიან“, – დაასრულა ესპანელმა შუახაზელმა.

ჩაბი ალონსომ კრიშტიანუ რონალდუს მოუბოდიშა

რამდენიმე დღის წინ ჩაბი ალონსომ „ოქროს ბურთის“ ფავორიტად თავისი ამჟამინდელი გუნდის მეკარე მანუელ ნოიერი დაასახელა, რასაც პრესაში ბევრი საუბარი მოჰყვა. არაერთმა გამოცემამ იმის შესახებაც დაწერა, რომ ამ ინტერვიუს გამო რონალდუ ალონსოზე განაწყენდა.

როგორც გაირკვა, გუშინ 32 წლის ნახევარმცველმა პორტუგალიელს დაურეკა და მოუბოდიშა. გარდა ამისა, ყოიფილ თანაგუნდელს ალონსომ აუხსნა, რომ ნოიერი მხოლოდ „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად მოიხსენია.

თავის მხვრივ, კრიშტიანუმ აღნიშნა, რომ ალონსოს სიტყვების გამო იგი გაბრაზებული არ არის, რისი წყალობითაც, ორივე ფეხბურთელმა შესაძლო კონფლიქტი თავიდან მოიცილა

ინტერვიუში ალონსომ ისიც აღნიშნა, რომ მანუელ ნოიერი საუკეთესო მეკარეა, რომელთან ერთადაც მას თამაში მოუწია. როგორც „მარკა“ წერს, ამ თემაზე ჩაბი იკერ კასილასთან საუბარს არ აპირებს.

რონალდუ ჩაბი ალონსოზე განაწყენდა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველ ჩაბი ალონსოს განცხადებამ, რომლის მიხედვითაც, “ოქროს ბურთი” ბავარიელთა მეკარე მანუელ ნოიერს უნდა გადაეცეს, მადრიდის “რეალის” ბანაკში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

პირველ რიგში, საუბარია კრიშტიანუ რონალდუზე, რომელიც “ოქროს ბურთის” მოპოვების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

რადიოსადგურ Cadena Cope-ს ცნობით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ახლო წრეში საუბრისას განაცხადა, რომ ჩაბი ალონსოს სიტყვებმა გაანაწყენა. რონალდუს წყენის მიზეზი ის გახლავთ, რომ ბასკი ნახევარმცველი გასული წლების განმავლობაში “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში რონალდუს გულმხურვალედ ქომაგობდა, ახლა კი მან პოზიცია შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2015 წლის 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

 

ჩაბი ალონსო: „ნოიერმა „ოქროს ბურთი“ დაიმსახურა“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახერვარმცველის ჩაბი ალონსოს აზრით, მისი გუნდის მეკარემ მანუელ ნოიერმა „ოქროს ბურთის“ მოგება დაიმსახურა.

„თუ ნოიერი „ოქროს ბურთს“ მიიღებს, ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება. იგი საუკეთესო მეკარეა, რომელთან ერთადაც თამაში მომიწია. გარდა ამისა, მანუელი აქტიური თავისი საჯარიმოს გარეთაცაა.

კრიშტიანუ რონალდუ ან მესი? თუ გუნდურ წარმატებაზე ვისაუბრებთ, მაშინ გერმენელებზე უკეთესი წელს არავინ იყო“, – განაცხადა ალონსომ.

ჩაბი ალონსოს სუპერ-გოლი “ვერდერის” კარში (ვიდეო)

18 ოქტომბერს, ბრემენის “ვერდერის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელმა ჩაბი ალონსომ მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.

ჩაბი ალონსომ გერმანიის ბუნდესლიგაში რეკორდი დაამყარა

27 სექტემბერს, გერმანიის ბუნდესლიგაში “კიოლნმა” საკუთარ მოედანზე მიუნხენის “ბაიერნი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ სტუმრები ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ჩაბი ალონსომ კი ბუნდესლიგაში ახალი რეკორდი დაამყარა. ესპანელი ნახევარმცველი მატჩის მიმდინარეობისას ბურთს 206-ჯერ შეეხო, ხოლო 196 ზუსტი პასი გააკეთა.

აქამდე, რეკორდი ტიაგო ალკანტარას ეკუთვნოდა, რომელიც ერთ მატჩში ბურთს 185-ჯერ შეეხო და 159 ზუსტი პასი გააკეთა.

უგო სანჩესი: ”ანჩელოტის ალონსოს და დი მარიას დარჩენა სურდა”

მადრიდის ”რეალის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, უგო სანჩესმა დი მარიასა და ალონსოს წასვლაზე გააკეთა კომენტარი.

”კლუბის შიდა სამზარეულოში ჩახედული არ ვარ, ასე რომ დი მარიასა და ალონსოს წასვლა, გუნდს რამდენად დაეტყობა ვერ გეტყვით. კლუბს ხარჯები დაუგროვდა და მათი გაყიდვა აუცილებელი გახდა. ”რეალმა” მიმდინარე წლის სატრანსფერო ბაზარზე დიდი ფული დახარჯა და უბრალოდ შეუძლებელი იყო სრული შემადგენლობით გაეგრძელებინა სეზონი. ეს ფეხბურთის მათემატიკაა. ყველაფერი ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული.”

”ვფიქრობ, რომ ანჩელოტის, დი მარიას და ალონსოს დარჩენა სურდა. პირველ რიგში დი მარიასი, რადგან ალონსოს შეცვლის უამრავი ვარიანტი ჰქონდა, დი მარია კი ”რეალის” შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.” – განაცხადა უგო სანჩესმა.