ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ემირეითსზე” შედგა, სადაც ლონდონის “არსენალმა” თანაქალაქელი “ჩელსი” მიიღო. შეხვედრის ბედი სტუმართა ფორვარდ დიეგო კოსტას მიერ გატანილმა კინკილა გოლმა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ “არსენალი” მე-18 წუთიდან მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში იყო, ვინაიდან მინდვრიდან პერ მერტეზაკერი გააძევეს, რომელმაც მეკარესთან ერთი ერთზე მიმავალი დიეგო კოსტა წააქცია.
“არსენალს” 44 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციამდე დაქვეითდა. “ჩელსი” 28 ქულით მე-13 ადგილზეა.
ინგლისის პრემიერლიგა
XXIII ტური
“არსენალი” — “ჩელსი” 0:1 (0:1)
გოლი: დიეგო კოსტა 23′.
გაფრთხილებები: ფლამინი 45′ — ოსკარი 11′, მატიჩი 60′, ობი მიკელი 72′.
გაძევება: მერტეზაკერი 18′.