ზიდანი: “ცესკის დამატებით საქმე კიდევ უფრო გართულდება”

მადრიდის “რეალის” თავკაცი, ზინედინ ზიდანი არ უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ცესკ ფაბრეგასი მადრიდულ გრანდს შესთავაზეს, თუმცა ამასთანავე აცხადებს, რომ მისი დამატებით “რეალში” არსებული სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება.

“თუ გუნდში კიდევ ერთ ცენტრალურ ნახევარმცველს მოვიყვანთ, საქმე კიდევ უფრო გართულდება. ცესკი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მისი შეძენა წინდახედულ ნაბიჯად ვერ ჩაითვლება.

საბოლოო ჯამში მეყოლება ისეთი გუნდი, სადაც 3-4 ფეხბურთელს არ ექნება თამაშის საშუალება. ნახევარდაცვაში კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატებით საქმე კიდევ უფრო გართულდება.”

სლავენ ბილიჩი: “კოშტა მანამდე უნდა გაეგდოთ მოედნიდან, სანამ გამარჯვების გოლს გაიტანდა”

“ვესტ ჰემის” მთავარმა მწვრთნელმა “ჩელსისთან”, “სტემფორდ ბრიჯზე” წაგებული მატჩის შემდეგ, მსაჯების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ კოშტა მოედნიდან მანამდე უნდა გაეძევებინათ, სანამ ის გამარჯვების გოლის გატანას შეძლებდა.

“დიეგო კოშტა უკვე იყო გაფრთხილებული და როდესაც ასეთი ფეხბურთელი მეკარეზე შეტევას განახორციელებს, მან 10-დან 9 შემთხვევაში წითელი ბარათი უნდა მიიღოს.

ჩვენდა საუბედუროდ, ეს ის მეათე შემთხვევა გამოდგა. მაგრამ, მე თამაშზე საუბარი უფრო მინდა, ვიდრე დიეგო კოშტაზე.

თამაშში დაბრუნება მოვახერხეთ, კარგად ვთამაშობდით, თუმცა შემდგომ შეცდომა დავუშვით. კოშტას მოქმედებაზე უფრო მეტად ამ გოლმა გამაღიზიანა. იმედგაცრუებული ვარ.”

Sport: ცესკ ფაბრეგასი მადრიდის “რეალს” შესთავაზეს

Sport-ის ცნობით, ლონდონური “ჩელსის” ესპანელი ნახევარმცველის წარმომადგენლები ცესკ ფაბრეგასის პოტენციური ტრანსფერის თაობაზე მადრიდულ “რეალს” დაუკავშირდნენ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის პირველი ტურის მატჩში, ანტონიო კონტემ “არსენალისა” და “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე გაამწესა და მის ნაცვლად ნახევარდაცვის კონტროლი ნემანია მატიჩს, ნ’გოლო კანტესა და ოსკარს დაავალა.

მიუხედავად იმისა, რომ ცესკი “ბარსელონას” ცნობილ აკადემიაში, “ლა მასიაშია” აღზრდილი და ამ კლუბის რიგებშიც აქვს ნათამაშები, ის მაინც გადავა მათი მოსისხლე მტრის ბანაკში, თუ რა თქმა უნდა, ამას მადრიდელები ისურვებენ.

ჩეხს, “ლივერპულთან” წაგების შემდეგ, ავარია მოუვიდა (ფოტოები)

პრემიერ ლიგის პირველ ტურში ლონდონის “არსენალი” საკუთარ მოედნაზე მერსესაიდის “ლივერპულს” დაუპირისპირდა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 3-4 წააგო.

საგულსიხმოა, რომ ნახსენები მატჩის შემდეგ ცუდ ხასიათზე მყოფ “არსენალის” მეკარეს, პეტერ ჩეხს ავარია მოუვიდა და 60.000 ფუნტად შეფასებული “აუდი ა 7” დაამტვრია.

აზარი: “ვცდილობთ, წარსული დავივიწყოთ და აწმყოთი ვიცხოვროთ”

დღეს პრემიერ ლიგა იწყება. პირველი ტურის შეხვედრაში, ლონდონის “ჩელსი” საკუთარ მოედანზე “ვესთ ჰემს” დაუპირისპირდება. მილიონობით ადამიანი ელის იმას, თუ როგორ დაიწყებენ ლონდონელები ახალ სეზონს. “არისტოკრატებმა” გასული სათამაშო წელი საშინლად ჩაატარეს და მათგან ყველა გამოღვიძებასა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ელოდება.

“ჩელსის” მოთამაშემ, ედენ აზარმა, რომელიც წინა სეზონში ერთ-ერთი დიდი შავი ლაქა იყო გუნდის თამაშში, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ყველას უნდა ისეთივე ფორმაში იყოს, როგორც ორი წლის წინ: მაშინ, როცა პრემიერ ლიგის ტიტული მოვიგეთ”

“გასული წელი კი საშინელება იყო. ვცდილობდით, გაგვეანალიზებინა, რისი ბრალია ასეთი ჩავრდნა, თუმცა ზუსტი პასუხი არცერთმა ვიცით. ალბათ, მაინც დაღლილობაა მთავარი მიზეზი.”

“ყველაფერი ცუდი დავიწყებას უნდა მიეცეს და ახალ სეზონზე ვიფიქროთ. ორშაბათს სუფთა ფურცლიდან დავიწყებთ ყველაფერს და შევცდებით, კიდევ ერთხელ აღვმართოთ პრემიერ ლიგის თასი.”

“მთავარი მიზანი, ინდივიდუალური თვალსაზრისით, რაც შეიძლება მეტი გოლის გატანაა. მინდა, ერთგვარი გარდაქმნა მოვახდინო საკუთარ თავში, რაც,საბოლოოდ, ჩემი თამაშის ხარისხზე აისახება. მწვრთნელი ბევრს გველაპარაკება ხოლმე მოთამაშეებს. კონტეს საუბრის მთავარი მიზანი ისაა, რომ თავდაჯერებულობა დაგვიბრუნოს.”

“რაც აქ მოვედი, პირველად ხდება, რომ ევროპის არცერთ ტურნირზე არ ვმონაწილეობთ. ეს ცოტა ცუდი აღსაქმელია, მაგრამ რას ვიზამთ?! ყველაფერთან შეგეუბა მოგვიწევს. დადებითი მხარე ისაა, რომ კვირაში, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოგვიწევს,” – განაცხადა ედენ აზარმა.

კარიკატურა: პრემიერ ლიგის გამორჩეული მწვრთნელები

ჟოზე მოურინიო, პეპ გვარდიოლა, იურგენ კლოპი, არსენ ვნგერი… ეს იმ მწვრთნელების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ახალ სეზონში პრემიერ ლიგაში სხვადასხვა გუნდს უხელმძღვანელებენ.

ზემოთ ნახსენებთან დაკავშირებით ომარ მომანი საინტერესო კარიკატურას გვთავაზობს.

“იუვეში” პოგბას მატუიდი ჩაანაცვლებსო… რამდენს ითხოვს “პსჟ”?

ბოლო დროს აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ტურინის “იუვენტუსი” სერიოზულად არის დაინტერესებული “პსჟ”-ს ნახევარმცველის, ბლეს მატუიდის შეძენით.

როგორც Le Parisien-ი იტყობინება, ფრანგები 29 წლის მოთამაშეში საკმაოდ მაღალ თანხას, 50 მილიონ ევროს ითხოვენ. ისინი მხოლოდ მაშინ მიუსხდებიან მოლაპარაკების მაგიდას, თუ “ბებერი ქალბატონი” აღნიშნული თანხის გადახდას დათანხმდება.

აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთის ნაკრების სპორტსმენის შეძენა ინლისურ გრანდებსაც, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ჩელსისაც” სურთ.

პრემიერ ლიგა: რომელმა გუნდმა რამდენი დახარჯა უსაფრთხოებისთვის გასულ სეზონში?

საინტერესო რიცხვებს გვთავაზობს BBC. გავლენიანი გამოცემა გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, გასულ სეზონში მოწინავე ინგლისურმა კლუბებმა რამდენი დახარჯეს იმისთვის, რომ მატჩების დროს უსაფრთხოება მაქსიმალურად უზრუნველყოთ.

აღმოჩნდა, რომ ამ სიაში 944 195 ფუნტით “მანჩესტერ სიტი” ლიდერობს. “ქალაქელებმა” სწორედ ამდენი გადაუხადეს პოლიციას უკვე ჩატარებულ სეზონში. მეორე ადგილზე ამავე ქალაქის გუნდი, “მანჩესტერ იუნაიტედია”. უსაფრთხოებისთვის მათი დახარჯული თანხა 925 126 ფუნტს შეადგენს.

ძალიან დიდი დაშორებაა ზემოთ ნახსენებ ორ გრანდსა და ერთად აღებულ ხუთ გუნდს შორის: “არსენალი”, “ჩელსი”, “კრისტალ პალასი”, “ტოტენჰემი” და “ვესთ ჰემი”. ამ კლუბებმა ერთად 178 047 ფუნტი დახარჯეს ნახსენებ საქმეში.

აქვე გეტყვით, რომ 2015/2016 წლების სეზონში ე.წ. “C კატეგორიის” (ანუ რომლებზეც უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებია) მატჩების რიცხვი სულ ექვსს შეადგენდა. ესენია: “ლივერპული” – “მანჩესტერი”, “ტოტენჰემი” – “არსენალი”, “ვესთ ჰემი” – “ტოტენჰემი”, “კრისტალ პალასი” – “ჩარლტონი” და “ლესტერი” – “ევერტონი”.

ოფიციალურად: “სანდერლენდმა” “ჩელსის” ფეხბურთელი გაიფორმა

რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ჩელსის” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, პაპი ჯილობოჯი “სანდერლენდში” გააგრძელებს კარიერას. 27 წლის სენეგალელმა მოთამაშემ 4 წლიან კონრაქტს მოაწერა ხელი.

გეტყვით, რომ გასულ ზაფხულზე “არისტოკრატებმა” ჯილობოჯი 4 მილიონ ფუნტად იყიდეს “ნანტიდან”, რომელშიდაც იგი 5 წელი თამაშობდა. წინა სეზონის პირველ ნახევარში პაპიმ “ჩელსიში” მხოლოდ ერთ ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც იჯარის წესით ბრემენის “ვერდერში” გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ სენეგალელ სპორტსმენს მისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

“ჩელსიმ” “მილანზე” იმარჯვა (ვიდეო)

დღეს დილაადრიან აშშ-ში მიმდინარე ამხანაგურ ტურნირზე, “ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე” გაიმართა მატჩი, რომელშიც ერთმანეთს “მილანი” და “ჩელსი” დაუპირისპირდნენ.

როგორც მოსალოდნენლი იყო, პირველი წუთებიდანვე “ჩელსი” დაეუფლა უპირატესობას. ლონდონელებმა მალე ეს გოლშიც ასახეს – 24-ე წუთზე ტრაორემ წინ გაიყვანა მისი გუნდი. ზუსტად 14 წუთში “მილანმა” ანგარიში გაათანაბრა – ამის გაკეთება ბონავენტურამ შეძლო.

მეორე ტაიმში კიდევ ორი გოლი გავიდა – ორივე იტალიელელბის კარში. 70-ე წუთზე ოსკარმა პენალტი ზუსტად შეასრულა, ხოლო 79-ეზე კი ბრაზილიელმა მოთამაშემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში, 1-3 დააფიქსირა.

 

Daily Mail: “ჩელსი” მზადაა, ლუკაკუს სანაცვლოდ 60 მილიონი ფუნტი გადაიხადოს

ბრიტანული Daily Mail ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ლონდონური “ჩელსი” მზადაა, ლუკაკუს სანაცვლოდ 60 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

როგორც იცით, ანტონიო კონტე “ჩელსის” შეტევითი პოტენციალით უკმაყოფილოა – “არისტოკრატები” გონასლო იგუაინისა და ედინსონ კავანის გადაბირებაც ცადეს, მაგრამ ორივე ტრანსფერი ჩაიშალა.

მას შემდეგ, რაც კონტემ ალვარო მორატასა და კარლოს ტევესისაგანაც უარი მიიღო, მას ერთადერთი ვარიანტი შემორჩა – ბელგიელი ლუკაკუ, რომლის სანაცვლოდაც მერსესაიდელები 75 მილიონ ფუნტს იხდიან.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ფორვარდი “სტემფორდ ბრიჯზე” 18 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ, 2011 წლის ზაფხულში გადაბარგდა, თუმცა, ჟოზე მოურინიო მისი ხასიათით უკმაყოფილო იყო და მისი გაშვება გადაწყვიტა.

“ჩელსი” – “ლივერპული”: კეჰილის გოლი და ფაბრეგასის წითელი ბარათი (ვიდეო)

კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც დღეს დილაადრიან გაიმართა, “ჩელსისა” და “ლივერპულის” დაპირისპირებაა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით დაიწყო და მომენტების დიდი სიმრავლით არ გამოირჩევოდა. ერთადერთი გოლი, რომელიც ამ თამაშში გავიდა, გარი კეჰილის ანგარიშზეა. ინგლისის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა კუთხურიდან ფაბრეგასის ჩაწოდების შემდეგ გაიტანა თავით. ეს ყოველივე მე-10 წუთზე მოხდა. პირველ ნახევარში აღარაფერი შეცვლილა.

მეორე ტაიმში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ფაბრეგასის წითელი ბარათი იყო. ესპანელმა მოთამაშემ 70-ე წუთზე კლავანის წინააღმდეგ იუხეშა და მოედნის დატოვება მოუწია. შეხვედრაში სხვა აღარაფერი შეცვლილა. საბოლოოდ, ლონდონელებმა 1:0 იმარჯვეს ლივერპულელებზე.