ლონდონის “ჩელსის” ვინგერი პედრო აცხადებს, რომ არ ნანობს “სტემფორდ ბრიჯზე” რომ გადმოვიდა, თუმცა ამავდროულად აღიარებს, რომ მისი ყოფილი კლუბი ენატრება.
“ძალზედ უცნაური წელი იყო, ყველასათვის.” – უთხრა მან Mundo Deportivo-ს ჟურნალისტს.
“სიტუაცია ძალიან რთულია. წარმოიდგინეთ – როცა მოხვედი ყველაფერი კარგად მიდიოდა, დებიუტშივე მოვახერხე გოლის გატანა, მაგრამ შემდგომში მოვლენები ნეგატიურად ვითარდება.
“ბარსელონა”? რა თქმა უნდა მენატრება იქაურობა, იქ ხომ ბევრი წელი გავატარე. ქუჩაში ყველას ვუყვარდი. ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტები სწორედ ამ გუნდთან არის დაკავშირებული. თუმცა “ჩელსიში” გადასვლას არ ვნანობ. აქ თავს ძალზედ კომფორტულად ვგრძნობ. დიდებული კლუბია.”