ინგლისურ Daily Mail-ში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსის” მფლობელს, რომან აბრამოვიჩს დიეგო სიმეონეს სათამაშო სტილი არ მოსწონს.
როგორც იცით, დიეგო სიმეონე დაახლოებით იმავე სტილის ფეხბურთის მიმდევარია, როგორიც ჟოზე მოურინიოს მოსწონდა, რომლის თავკაცობითაც ლონდონური კლუბი საშინე მდგომარეობაში იმყოფებოდა. გამომდინარე აქიდან შანსები იმისა, რომ სიმეონე “სტემფორდ ბრიჯზე” გადმობარგდეს ძალიან მცირეა.
შეგახსენებთ, რომ “არისტოკრატები” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრისა (“იუვენტუსი) და ანტონიო კონტეს (იტალიის ნაკრები) კანდიდატურასაც განიხილავენ.