ბილიჩი: „მოურინიო ამას არ იმსახურებს“

„ვესტ ჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა „ჩელსისითან“ ანგარიშით 2:1 მოგების შემდეგ მეტოქე გუნდის თავკაც ჟოზე მოურინიოს უთანაგრძნო.

„კარგი თამაშის ჩვენება ყოველ მატჩში გვსურს. თუ თავს ორგანიზებულად დავიცავთ და შევუტევთ, ყოველი შეხვედრის მოგების შანსი გვექნება. დღეს ძალიან ბედნიერები ვართ.

თამაშის შემდეგ მოურინიო არ მინახავს. მეორე ტაიში ის თავის სკამზე არ იჯდა. ამ რთულ პერიოდში მას ვუთანაგრძნობ, ჟოზემ ეს არ დაიმსახურა.

ჩვენთვის ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა ამაზე გაჩერება არ შეგვიძლია. მატჩიდან მატჩამდე ვმუშაობ, ახლა მხოლოდ გრძელი სეზონის დასაწყისია“, – განაცხადა ბილიჩმა.

აზარი “ჩელსიში” უკმაყოფილოა და შესაძლოა, “რეალში” გადავიდეს

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ედენ აზარი შესაძლოა, მადრიდის “რეალში” გადავიდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელ ფეხბურთელს ლონდონურ კლუბში მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არ მოსწონს და ნავთსაყუდელის შეცლა სურს. აზარი პრიორიტეტულ ვარიანტად “რეალს” თვლის, რომელმაც უკვე გამოხატა მის მიმართ ინტერესი.

ცნობისთვის, ედენ აზარს “ჩელსისთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის ივნისში ეწურება.

 

რის გამო ითხოვდა ჟოზე მოურინიო პენალტის დანიშვნას (ვიდეო)

20 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, კიევის “დინამომ” საკუთარ მოედანზე ლონდონის “ჩელსი” მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ლონდონელთა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ მთავარი არბიტრი არდანიშნული პენალტის გამო გააკრიტიკა და მას “სუსტი და გულუბრყვილო” უწოდა.

გთავაზობთ ეპიზოდს, როცა პორტუგალიელი სპეციალისტი თერთმეტმეტრიანს ითხოვდა.

რა გაუკეთა ჟოზე მოურინიომ სკოლის მოსწავლეს (ვიდეო)

ბრიტანული გამოცემა The Sun-ი ვიდეოს აქვეყნებს, რომლის მთავარი გმირიც ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა.

როგორც ირკვევა, პორტუგალიელ სპეციალისტს 14 წლის სკოლის მოსწავლის, ოტო ნაჰმაჩერის საქციელი არ მოეწონა და მას ხელი მიარტყა.

რას აკეთებდა მოურინიო კიევის “დინამოსთან” გამართულ მატჩში (ვიდეო)

20 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, კიევის “დინამოსა” და “ჩელსის” შორის გამართულ შეხვედრაში (0:0), ჟოზე მოურინიო საინტერესო სიტუაციაში დააფიქსირეს.

პასტორე „ჩელსიში“ გადავა?

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევით, არგენტინელი ხავიერ პასტორეთი ინტერესდება.

პორტუგალიელი სპეციალისტი სამხრეთ ამერიკელს უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაიმატებდა.

პასტორესთვის „ჩელსის“ მეტოქეთა შორის, შესაძლოა, „არსენალი“ და „ლივერპული“ იყონ. აქამდე პლეიმეიკერის სახელს ასევე „იუვენტუსს“ უკავშირებდნენ.

მოურინიო: “სურს ფალკაოს თამაში? აჯობოს დიეგო კოსტას”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კლუბში იჯარით მოთამაშე რადამელ ფალკაოს შესახებ ისაუბრა. პორტუგალიელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ კოლუმბიელ ფეხბურთელს სათანადო სათამაშო დრო არ ეძლევა იმის გამო, რომ იგი დიეგო კოსტას კონკურენციას ვერ უწევს.

“ფალკაომ დიეგო კოსტას უნდა აჯობოს. ჩვენ ერთი თავდამსხმელით ვთამაშობთ და ვიყენებთ იმ ფორვარდს, რომელიც უკეთეს ფორმაშია. ეს პირდაპირი კონკურენციაა. ჩვენთან საუკეთესოები თამაშობენ. რაც შეეხება ჭორებს იმის შესახებ, რომ ფალკაოს კლუბიდან წასვლა სურს, მე მას ყოველდღე ვესუაბრები. უცნაურია, რომ პრესამ იცის ის, რაც მე არ ვიცი”, – მოურინიოს სიტყვებს A Bola აქვეყნებს.

 

ფალკაო „ჩელსის“ დროზე ადრე დატოვებაზე დაფიქრდა

როგორც ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ წერს, „ჩელსის“ თავდამსხმელი რადამელ ფალკაო, რომელიც ლონდონურ კლუბში ერთწლიანი იჯარით გადავიდა, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სხვა კლუბში გადაბარგდეს.

კოლუმბიელი „არისტოკრატების“ რიგებში თავისი სტატუსით უკმაყოფილოა და მოედანზე უფრო ხშირად თამაშის სურვილი აქვს. თავიხ მხვრივ, ფალკაოს გასაშვებად ჟოზე მოურინიოც მზადაა, თუმცა პორტუგალიელი ფეხბურთელს წასვლის უფლებას იმ შემთხვევაში მისცემს, თუ იანვარში რომელიმე სხვა თავდამსხმელის დამატებას შეძლებს.

ცნობისთვის, „ჩელსიში“ ფალკაომ შვიდი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

“ჩელსის” ფეხბურთელები მოურინიოს განუდგნენ?

ბრიტანული პრესის ცნობით, ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელები მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს წინააღმდეგ ამხედრდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, პორტუგალიელმა სპეციალისტმა გუნდის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის მხრიდან მხარდაჭერა დაკარგა. მეტიც, გუნდის მთავარი მოთამაშეები მოურინიოს მეტსახელით მოიხსენიებენ, რაც დანარჩენი ფეხბურთელების თვალში პორტუგალიელ სპეციალისტს ავტორიტეტს კიდევ უფრო ულახავს.

სხვადასხვა წყაროების ცნობით, “ჩელსის” თავკაცის პოსტზე დიეგო სიმეონეს კანდიდატურა განიხილება.

 

მოურინიოს დისკვალიფიკაცია მისცეს

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს დისკვალიფიკაცია მისცა. პორტუგალიელი სპეციალისტი “საუთჰემპტონთან” გამართული მატჩის (1:3) შემდეგ მსაჯის მკაცრად გაკრიტიკებისთვის დასაჯეს.

მაშინ მოურინიომ თქვა, რომ არბიტრს მისი გუნდის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების ეშინოდა.

მოურინიო დისკვალიფიცირებულია პრემიერლიგის ერთი მატჩით. პორტუგალიელს არამხოლოდ მწვრთნელისთვის განკუთვნილ ადგილას ყოფნა, არამედ სტადიონზე მისვლაც კი აეკრძალა. გარდა ამისა, “ჩელსის” თავკაცი 50 ათასი ფუნტითაც დაჯარიმებულია.

2016 წლის 13 ოქტომბრამდე საჯარო სივრცეში ანალოგიური განცხადების გაკეთების შემთხვევაში, მოურინიოს სტადიონზე დისკვალიფიკაცია მყისიერად მიესჯება.

 

მოურინიო უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს დაესწრო (ფოტო)

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს (0:1) ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დაესწრო. პორტუგალიელი სპეციალისტი ტელეკამერების ობიექტივშიც მოხვდა.

უცნობია უკრაინაში მოურინიოს ვიზიტის მიზანი, თუმცა ზოგიერთი ჟურნალისტის ცნობით, პორტუგალიელი მწვრთნელი კიევის “დინამოს” ნახევარმცველ ანდრეი იარმოლენკოს დააკვირდა, რომელმაც მატჩში სრულად ითამაშა.

Mourinho

ჩეხი: „მივხვდი, რომ „ჩელსიში“ ჩემი დრო დასრულდა“

„არსენალის“ მეკარემ პეტრ ჩეხმა „ჩელსიდან“ წასვლის პერიოდი გაიხსენა.

„შარშან ვხვდებოდი, რომ „ჩელსი“ ჩემთვის უკვე გადაშლილი ფურცელი იყო. მწვრთნელმა თავისი არჩევანი გააკეთა, ჩემს ასაკში კი ეს ვარიანტი არ მაწყობდა. თუ ახალწვეული ვიქნებოდი, მაშინ შემადგენლობაში მოხვედრისთვის ვიბრძოლებდი, თუმცა ყველაფერს, რასაც მივაღწიე, უკვე განვლილი პერიოდია. ზოგჯერ საკუთარ თავზეც უნდა ფიქრობდე. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის საუკეთესო იყო. 33 წლის ასაკში ჯდომა და ლოდინი არ მინდა. ასე რომ, როდესაც „ჩელსიში“ ჩემი დრო დასრულდა, წინასვლა გადავწყვიტე“, – განაცხადა ჩეხმა.