სესკ ფაბრეგასმა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია.

შეგახსენებთ, რომ 3 მაისს, “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “კრისტალ პალასი” ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ინგლისის პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა.

“მესმის, როგორი წნეხის ქვეშაა ახლა მოურინიო. ჩემი აზრით, ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. ჟოზე ნამდვილი ჩემპიონი და პროფესიონალია”, – თქვა “კრისტალ პალასთან” გამართული მატჩის შემდეგ ფაბრეგასმა.

რამირესს თირკმლის პრობლემები აქვს

“ჩელსის” ნახევარმცველი, რამირესი საავადმყოფოში თირკმლის ტკივილით გადაიყვანეს.

ბრაზილიელი გუშინდელ მატჩში იძულებული გახდა ბაზა დაეტოვებინა. “კრისტალ პალასთან” შეხვედრის შემდეგ, ექიმებს ტკვილით მიმართა.

ექიმებმა 28 წლის ფეხბურთელს დიაგნოზი დაუსვეს და მას თირკმლის პრობლემები აქვს.

“მისმა გასვლამ ჩვენზე ცუდად იმოქმედა. ორმაგად ცუდია, რომ საავადმყოფოში გადასვლა მოუწია,”-განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

სასტარტო შემადგენლობაში მყოფი რამირესი ხუან კუადრადომ შეცვალა. საბოლოოდ “ჩელსიმ “კრისტალ პალასი” 1:0 დაამარცხა და ლონდონელებმა ჩემპიონობაც იზეიმეს.

რამირესი რამდენიმე კვირაში დაბრუნდება

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა რამირესმა, რომელსაც „კრისტალ პალასთან“ გუშინდელი მატჩის წინ ჯანმრთელობასთან დაკავშიებული პრობლემები ჰქონდა, აღნიშნა, რომ რამდენიმე კვირაში კვლავ მწყობრში იქნება.

„ყველაფერი რიგზეა, თავს კარგად ვგრძნობთ. რამდენიმე კვირაში ბოლომდე გამოვჯანმრთელდები“, – დაწერა რამირესმა სოციალურ ქსელში.

როგორ შეაწყვეტინეს ჯონ ტერისა და გარი კეჰილს ინტერვიუ (ვიდეო)

3 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “ლესტერი” ანგარიშით 1:0 დაამარცხა და პრემიერ ლიგის გამარჯვებული გახდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, “ჩელსის” გასახდელში ჯონ ტერისა და გარი კეჰილს ინტერვიუ შეაწყვეტინეს.

ინგლისი: 35-ე ტურის პრევიუ

Fanebi.com წარმოგიდგენთ ინგლისური პრემიერლიგის 35-ე ტურის პრევიუს.

 

ლესტერი – ნიუკასლი

“ჩელსისთან” მატჩის შემდეგ “ლესტერის” დამრიგებელი ნაიდეჟ პირსონი მორიგ სკანდალში გაეხვა, როდესაც მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტს შეურაცყოფა მიაყენა, რის შემდეგ საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოუწია. თუმცა, საკუთარი გუნდის თამაშის გამო მას ბოდიში ნამდვილად  არ აქვს მოსახდელი. მომავალ ჩემპიონთან მარცხით “ლესტერის” ოთხ მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა. მიუხედავად ამისა პრემიერლიგაში დარჩენის შანსი ცოტა ხნის წინ უიმედო აუტსაიდერს კვლავაც კარგი აქვს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დარჩენილი შეხვედრებიდან უმეტესობას “ლესტერი” საკუთარ მოედანზე ატარებს.

“ნიუკასლმა” კი ზედიზედ 7 წაგებული მატჩის შემდეგ მდგომარეობა გაირთულა და გავარდნის საფრთხის წინ დადგა. თუმცა, სხვა გუნდებთან შედარებით კარვერის გუნდს შეცდომების დაშვების უფლება ჯერ კიდევ აქვს.

ჩელსი – კრისტალ პელასი 

ალან პარდიუმ “ნიუკასლში” მუშაობის დროს “ჩელსის” წინააღმდეგ უკანასკნელი 6 მატჩიდან 4 მოიგო. თუმცა, არც ერთი გამარჯვება ლონდონში არ იყო მოპოვებული. დღეს კი პარდიუ “სტემფორდ ბირჯზე” “კრისტალ პელასის” მწვრთნელის რანგში ჩადის.

მართალია, “ჩელსი” საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ მოურინიოს გუნდი სეზონის დასკვნით ნაწილს ღირსეულად შეხვდა და ქულათა საჭირო მინიმუმს, რომელიც ჩემპიონობისთვის აუღელვებლად ბრძოლის საშუალებას იძლევა, უპრობლემოდ იღებს და ტიტულამდე ერთი ნაბიჯი რჩება.

“კრისტალ პელასმა” უკანასკნელი ორი მატჩი წააგო. კითხვის ნიშნის ქვეშაა გუნდის წამყვანი ფორვარდების თამაშიც, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. დღეს, “ჩელსისთვის” ყველა შემთხვევაში მოსაგები თამაშის დღეა.

ტოტენჰემი – მანჩესტერ სიტი

35-ე ტურში ამ გუნდების შეხვედრა უპირობოთ ცენტრალური უნდა ყოფილიყო. სეზონის სტარტზე “ტოტენჰემი” ოთხეულისთვის აპირებდა ბრძოლას, “სიტის” მიზანი კი კვლავ ჩემპიონობა იყო. თუმცა ვითარება შეიცვალა და ლონდონელები მხოლოდ ევროპის ლიგისთვის იბრძვიან, მანჩესტერელთა ამოცანა კი ვერცხლის მედლებია.

შეხვედრის მთავარი ინტრიგა კი ბომბარდირობისთვის მებრძოლი ჰარი კეინის და სერხიო აგუეროს დუელი იქნება. ჯერჯერობით “სიტის” არგენტინელი შემტევი თავის ინგლისელ კოლეგას 1 გოლით უსწრებს.

 

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

02.05 15:45 ლესტერ სიტი ლესტერ სიტი -:- ნიუკასლი ნიუკასლი დაწვრილებით
02.05 18:00 ვესტ ჰემი ვესტ ჰემი -:- ბარნლი ბარნლი დაწვრილებით
02.05 18:00 სუონსი სიტი სუონსი სიტი -:- სტოკ სიტი სტოკ სიტი დაწვრილებით
02.05 18:00 სანდერლენდი სანდერლენდი -:- საუთჰემპტონი საუთჰემპტონი დაწვრილებით
02.05 18:00 ლივერპული ლივერპული -:- ქუინს პარკ რეინჯერსი ქ.პ.რ. დაწვრილებით
02.05 18:00 ასტონ ვილა ასტონ ვილა -:- ევერტონი ევერტონი დაწვრილებით
02.05 20:30 მანჩესტერი მანჩესტერ იუნაიტედი -:- ვესტ ბრომვიჩი ვესტ ბრომვიჩი დაწვრილებით
03.05 16:30 ჩელსი ჩელსი -:- კრისტალ პალასი კრისტალ პალასი დაწვრილებით
03.05 19:00 ტოტენჰემი ტოტენჰემი -:- მანჩესტერ სიტი მანჩესტერ სიტი დაწვრილებით
04.05 23:00 ჰალ სიტი ჰალ სიტი -:- არსენალი არსენალი დაწვრილებით

დროგბა: „ვფიქრობ, კვირა „ჩელსის“ დღე იქნება“

„ჩელსის“ თავდამსხმელი დიდიე დროგბა „კრისტალ პალასთან“ ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურის მატჩს, რომელშიც „ლურჯერბს“ ჩემპიონობის განაღდება შეუძლიათ, მოუთენლად ელის. შეხვედრა სამ მაისს „სტემფორდ ბრიჯზე“ შედგება.

„კვირას მოუთმენლად ველი. ჩემპოიონობის ნანაღდება სწორედ ამ დღეს გვსურს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. გუნდის ყოველი მოთამაშე ამჟამად სწორედ ამაზე ფიქრობს.

„კრისტალ პალასი“ მოგებას შეეცდება. პირველ წრეში ეს გუნდი დავამარცხეთ, ასე რომ, მას რევანში სურს. თუმცა, ვფიქრობ, კვირა სწორედ ჩვენი დღე იქნება“, – განაცხადა დროგბამ.

ვენგერი: „ჩემპიონობისთვის ტრავმების გამო ვერ ვიბრძოლეთ“

ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის არსენ ვენგერის აზრით, მიმდაანრე სეზონში მისმა გუნდმა ჩემპიონობისთვის ბრძოლა ტრავმების გამო ვერ მოახერხა.

„ასეთ მიზეზზე საუბარი ადვილია, თუმცა მას ვეთანხმები. სეზონის დასაწყისში ჩვენმა წამყვანმა მოთამაშეებმა სერიოზული ტრავმები მიიღეს.

თავის მხვრივ, „ჩელსიმ“ ტურნირი კარგად დაიწყო. ასეა თუ ისე, პროგლრესი მაინც ვიგრძენით“, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

ვენგერი მოურინიოზე: „მწვრთნელებმა კოლეგებს პატივი უნდა სცენ“

ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი „ჩელსის“ თავკაცის ჟოზე მოურინიოს სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც მის გუნდთან უგოლოდ დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ „მეთოფეებს“ ტიტული ათი წლის განმავლობაში არ მოუგიათ.

„მწვრთნელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კოლეგების პატივისცემაა. ამ მხვრივ დასახვეწი მწვრთნელები არსებობენ.

ზოგჯერ სხვა მწვრთნელებთან შელაპარაკება იწყება. სიტუაცია მაშინ იძაბება, როდესაც ერთმანეთს პირადად ხვდებით.

თუმცა, ვფიქრობ, დრო ყველაფრის მკურნალია. ერთმანეთს პატივი მაქსმალურად უნდა ვცეთ“, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

ვენგერი: “ვფიქრობ, დებიუში “ჰალთან” ვერ ითამაშებს”

როგორ ერთობიან “ჩელსის” ფეხბურთელები სადილის დროს (ვიდეო)

ლონდონის “ჩელსის” კოტდიუვარელმა ფეხბურთელმა დიდიე დროგბამ სოციალურ ქსელ Instagram-ში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა.

დროგბას ბედს აბრამოვიჩი გადაწყვეტს

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელ დიდიე დროგბას მომავალს კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი გადაწყვეტს.

37 წლის კოტ დივუარელმა ფორვარდმა განაცხადა, რომ სათამაშო კარიერას კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივებს, თუმცა ფეხბურთელს “ჩელსისთან” მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო არ აპირებს ამ სიტუაციაში ჩარევას და იმედოვნებს, რომ აღნიშნულ საკითხს პირადად აბრამოვიჩი მოაგვარებს.

დროგბას სამი ვარიანტი აქვს: “ჩელსისთან” კონტრაქტის გახანგრძლივება, კლუბის სამწვრთნელო შტაბში დასაქმება ან სხვა გუნდში გადასვლა. გადაწყვეტილებას ფეხბურთელთან ერთად აბრამოვიჩიც მიიღებს.

“აბრამოვიჩთან ამ საკითხზე არ მისაუბრია. ვფიქრობ, გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს.

ეს კლუბის საშინაო საქმეა, რომელიც მისტერ აბრამოვიჩმა უნდა გადაწყვიტოს. მას სურს, რომ დიდიე საკუთარი სურვილის მიხედვით მოიქცეს, თუმცა აბრამოვიჩმა მას ეს უნდა უთხრას.

ცხადია, რომ დროგბა უკვე შევიდა კლუბის ისტორიაში. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია”, – მოურინიოს კომენტარი ბრიტანულმა გამოცემა “მირორმა” გამოაქვეყნა.

ტერიმ თანამედროვეობის საუკეთესო ინგლისელი მცველი დაასახელა

ლონდონის “ჩელსის” კაპიტანმა ჯონ ტერიმ თანამედროვეობის საუკეთესო ინგლისელი მცველი დაასახელა. ტერიმ ასეთად მისივე თანაკლუბელი გარი კეჰილი მოიხსენია.

“გარი განსაკუთრებული ხასიათის მქონე ფეხბურთელია. იგი აშკარად იმედგაცრუებული იყო რამდენიმე თვის წინათ, როდესაც შემადგენლობიდან ამოვარდა, თუმცა შემდეგ კვლავ დაბრუნდა.

ის განსხვავებული დონის მოთამაშე და ინგლისის საუკეთესო ცენტრალური მცველია. ჩემი აზრით, კეჰილი მთელი სეზონის განმავლობაში ბრწყინვალე იყო.

მწვრთნელმა რამდენჯერმე ამოაგდო კეჰილი შემადგენლობიდან, თუმცა მე ვთვლი, რომ ის საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს. მას დიდ მატჩებში თამაშის კარგი გამოცდილებაც აქვს”, – ტერის კომენტარი Evening Standard-მა გამოაქვეყნა.

 

ლამპარდი: “ჩელსიში” გადასვლა ჩემი კარიერის მთავარი მოვლენაა”

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმა, რომელიც ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს, განაცხადა, რომ 2001 წელს “ვესტ ჰემ იუნაიტედიდან” ლონდონის “ჩელსიში” გადასვლა მისი კარიერის მთავარი მოვლენაა.

“ახალგაზრდობაში ბევრს ვშრომობდი, გამიმართლა და “ვესტ ჰემში” მოვხვდი, სადაც ჰარი რედნაპთან, ტონი კართან, მამაჩემთან და სხვებთან ერთად ვმუშაობდი.

Lampard

შემდეგ ბედმა გამიღიმა და “ჩელსიში” აღმოვჩნდი. ამან ჩემი ცხოვრება და კარიერა მთლიანად შეცვალა. ეს დიდებულ გუნდში გატარებული საოცარი პერიოდი იყო.

მოხარული ვარ, რომ გამოჩენილი ფეხბურთელების გვერდით ორი დიდი გუნდის რიგებში მომიწია თამაში — “ჩელსიში” და “მანჩესტერ სიტიში”, – ლამპარდის სიტყვები “დეილი ექსპრესმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ფრენკ ლამპარდი “ჩელსის” შემადგენლობაში სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი (2004–05, 2005–06, 2009–10), ოთხჯერ მოიგო ფეხბურთის ასოციაციის თასი (2006–07, 2008–09, 2009–10, 2011–12), დაისაკუთრა ჩემპიონთა ლიგისა (2011–12) და ევროპის ლიგის (2012–13) თასები.