„ლივერპულთან“ ინგლისის ლიგის თასის მატჩში „ჩელსის“ ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა ტრავმა მიიღო.
ესპანელი შუახაზელი მეორე ტაიმში თანაგუნდელ ჯონ ტერისთან შეჯახების შემდეგ დაშავდა. მოგვიანებით მოედანზე მისი ადგილი რამირესმა დაიკავა.
ამ ეტაპზე სესკის ტრავმის სირთულე და გამოჯანმრთელების შესაძლო ვადა უცნობია.