ჩემპიონთა ლიგის I ტურის ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები (ფოტო)

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტური დასრულდა. Goal.Com-ი გვთავაზობს ნახსენები ეტაპის ყველაზე ცუდი 11 მოთამაშისგან შემდგარ ნაკრებს.

დე ვრისი; სიმონსი, კსრისტენსენი, ვერტონგენი; ჟერჟუსი, ბიტონი, კრამერი, სიდორჩუკი; კეინი, კავანი, დემბელე.

“ალაშკერტი” – “დინამო”: მატჩის წინ

19 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე, სომხეთის დედაქალაქ ერევანში გაიმართება “ჩემპიონთა ლიგის” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ერევნის “ალაშკერტსა” და თბილისის “დინამოს” შორის. Fanebi.Com-ი აღნიშნული მატჩის პრევიუს გთავაზობთ…

ერევნის “ალაშკერტი” VS თბილისის “დინამო”

მოედანი: რესპუბლიკური სტადიონი, ერევანი

დაწყების დრო: 19 ივლისი, 19:00 საათი

შეხვედრის მთავარი არბიტრი: მუჰამედ ალ ჰაკიმი (შვედეთი)

“დინამომ” წელს საქართველოს ჩემპიონატი მოიგო და პირდაპირ აღმოჩნდა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე. ამ საფეხურზე თბილისურ გუნდს არც ისე ძლიერი მეტოქე შეხვდა “ალაშკერტის” სახით. პირველ შეხვედრაში თბილისლები მატჩის უდავო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. მათ ეს სტატუსი გაამართლეს და სომხეთის ჩემპიონი დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხეს – 2:0.

17 ივლისს, “დინამო” სომხეთის დედაქალაქში ჩავიდა.

dinamo 1

ფეხბურთელებმა 18 ივლისს, დილით მოთელვითი ვარჯიშები შეასრულეს.

dinamo2

აღსანიშნავია, რომ გუნდში მხოლოდ ერთი დანაკლისია. ვარჯიშზე დაზიანება მიიღო ველევმა და ის გუნდს სომხეთში არ გაჰყვა. მცირე ტრავმა აღენიშნება ლობჟანიძეს, რომელსაც მოედნის დატოვება მოუწია პირველი შეხვედრის 50-ე წუთზე.  სხვა მხრივ, ყველა “დინამოელი” მწყობრშია. გუნდში არც დისკვალიფიკაციას უჩივიან. მეტიც, ერთადერთი ყვითელი ბარათი ოთარ კიტეიშვილს აქვს, რომელიც მან შემოსვლიდან 2 წუთში მიიღო, თუმცა სულ ცოტა ხანში  სწორედ მან “დინამო” დააწინაურა!

Fanebi.Com-თან ქართული კლუბის მოთამაშემ, უკვე ნახსენებმა კიტეიშვილმა ისაუბრა. გთავაზობთ, ინტერვიუდან ამონარიდს: “2:0 კარგი უპირატესობაა, მაგრამ მშვიდად ყოფნის საშუალებას არ გვაძლევს. წინ რთული მატჩი გველის და მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო. მეორე ნომრად ვითამაშებთ თუ არა, ამას თვითონ  შეხვედრის სცენარი გვიჩვენებს. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ “დინამო” არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს დაცვაში ჩადგომას. ეს ჩვენი სტილი არაა! ჩვენ ვეცდებით მეტოქის კარის აღებას მის სტადიონზეც!”

მოკლედ, ქართულ გუნდს როგორც კარგი ფსიქოლოგიური და ფიზიკური კონდინციები, ასევე ბარათების არქონაც უწყობს ხელს, რათა წარმატებას მიაღწიოს.

გადავიდეთ სომხურ “ალაშკერტზე”. ეს გუნდი, როგორც უკვე ვთქვით, ქვეყნის ჩემპიონია. მას “ჩემპიონთა ლიგის” საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყება პირველი საფეხურიდან მოუწია. “ალაშკერტი” ანდორის კლუბს, “სანტა კოლომას” დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა გასვლაზე 0:0 ითამაშა. სომხეთში კი მან მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

პირველ მატჩში “დინამოსთან” “ალაშკერტი” სუსტად გამოიყურებოდა და დამარცხდა კიდეც.

ჩვენი ინფორმაციით, სომხურ კლუბში მნიშვნელოვანი ტრამვები არ არის და გუნდს ყველა ფეხბურთელი უნდა დაეხმაროს. რაც შეეხება დისკვალიფიკაციას… “სანტა კოლომასთან” გამართულ განმეორებით შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო მანასიანმა და, შესაბამისად, მას მოუწია თბილისში ჩატარებული მატჩის გამოტოვება. წესით, მან განმეორებითი თამაში ძირითად შემადგენლობაში უნდა დაიწყოს. აქვე გეტვყით, რომ თითო-თითო ყვითელი ბარათი აქვთ: ტასიჩს, ბარეღამიანს, მინასიანს და პოღოსიანს.

აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს შორის გამარჯვებული უკვე მესამე ეტაპზე შეხვედება ზაგრების “დინამოსა” და მაკედონიურ “ვარდარს” შორის გამარჯვებულს. პირველი მატჩი ამ კლუბებს შორის მაკედონიაში გაიმართა და ხორვატების გამარჯვებით, ანგარიშით 1-2 დასრულდა.

თბილისის “დინამოს” სავააუდო შემადგენლობა: სკრიბე – ლობჟანიძე, რენე, ამისულაშვილი, შპიჩიჩი – ცინცაძე, პარუნაშვილი, კიტეიშვილი, ჯიღაური – დვალიშვილი, ქვილითაია.

მთავარი მწვრთნელი: იურაი იარაბეკი.

cats

 

ერევნის “ალაშკერტის” სავარაუდო შემადგენლობა: კასპაროვი – პოღოსიანი, მინასიანი, იედიგარიანი, ტაშიჩი – დაშიანი, სავინი, მურადიანი, ვოსკანიანი – მანასიანი, გრიგორიანი.

მთავარი მწვრთნელი: აბრაჰამ ხაშმანიანი.

 

„რეალი“ მილანში ჩავიდა (სურათები)

მადრიდის „რეალი“ „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის ხვალინდელი ფინალური მატჩისთვის მილანში ჩავიდა. წარმოგიდგენთ ამ მოვლენის ამსახველ სურათებს, რომელიც Getty-მ და პორტალმა Goal.com-მა გაავრცელეს:

20

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

ალეიშ ვიდალი: “არსენალთან” მატჩში მოდუნების უფლება არ გვაქვს”

“ბარსელონას” ცენტრალურ მცველს, ალეიშ ვიდალს სჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში “არსენალს” “ბარსელონასთვის” პრობლემების შექმნა შეუძლია.

“დასვენების უფლება ნამდვილად არ გვაქვს. თუკი მათ გოლის გატანა მოახერხეს, ისინი ბრძოლაში დაბრუნდებიან.

თუნდაც უკეთესი გუნდი იყო, ნერვებმა შეიძლება მაინც შეგაფერხოს. მაქსიმალურად ვეცდებით სიმშვიდე შევინარჩუნოთ და კონცენტრირებული ვიყოთ კონკრეტულ შედეგზე.

2-0 მნიშვნელოვან უპირატესობას გვაძლევს, რამეთუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენს თავზე ვართ დამოკდებულნი. თუ იმ დონეზე ვითამაშებთ, რომელზეც აქამდე ვიმყოფებოდით, პრობლემები არ შეგვექმნება.” -განაცხადა მან.

ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები

უეფა-ს ოფიციალურ საიტზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი („ბარსელონა“)
მცველები: ლორენ კოშელნი („არსენალი“), ნალდო („ვოლფსბურგი“), ჯეფრი ბრუმა (პსვ), ფილიპ მლადენოვიჩი (ბატე)
ნახევარმცველები: დანიელ მილიჩევიჩი („გენტი“), სელჩუკ ინანი („გალათასარაი“), ედენ აზარი („ჩელსი“)
თავდამსხმელები: რაჰიმ სტერლინგი („მანჩესტერ სიტი“), ოლივერ ჟირუ („არსენალი“), კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“)

Vx6ovHL

ლიონელ მესის გოლმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში რეკორდი დაამყარა

24 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 6:1 დაამარცხა.

შეხვედრაში დუბლი გაიფორმა ლიონელ მესიმ, მისმა ერთ-ერთმა გოლმა კი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში რეკორდი დაამყარა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ მესის მიერ მე-18 წუთზე გატანილ გოლამდე, “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ზედიზედ 27 ზუსტი გადაცემა გააკეთეს, რაც ამ სეზონში არცერთ გუნდს არ გაუკეთებია.

CUmlgsBWcAAbtT6

ჩემპიონთა ლიგა — კვირის სიმბოლური გუნდი

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის IV ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა.

ამ კვირის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”);
მცველები: სტეფან ლიხტშტაინერი (“იუვენტუსი”), ნაჩო (“რეალი”), კრის სმოლინგი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), დავიდ ალაბა (“ბაიერნი”);
ნახევარმცველები: ვილიანი (“ჩელსი”), სვენ კუმსი (“გენტი”), რაჰიმ სტერლინგი (“მანჩესტერ სიტი”);
თავდამსხმელები: ტომას მიულერი (“ბაიერნი”), ფელიპე პარდო (“ოლიმპიაკოსი”), ნეიმარი (“ბარსელონა”).

Champions League team of the week

 

დასახელდა ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი

„ზენიტის“ თავდამსხმელი ჰალკი ჩემპიონთა ლიგის მესამე სათამაშო კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. რუსული კლუბის მოთამაშეს უეფას ოფიციალურ საიტზე მხარი რესპოდენტთა 46%-მა დაუჭირა.

ცნობისთვის, გუშინ ჰალკი ემპიონთა ლიგის განვლილი კვირის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა.

12

აზარენკა რონალდოსთან ერთად პსჟ – „რეალის“ მატჩს დაესწრო

ცნობილი ჩოგბურთელი, ბელორუსი ვიქტორია აზარენკა „პარი სენ-ჟერმენსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩს დაესწრო, სადაც ლეგენდარულ ბრაზილიელ თავდამსხმელ რონალდოს შეხვდა.

„მიხარია, რომ ფეხბურთის ლეგენდას შევხვდი. სასიხარულია ისიც, რომ ჩვენი სპორტის სახეობა ბევრ სპორტსმენს უყვარს“, – დაწერა აზარენკამ თავისი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

10603300_1162560700425558_8824690063162801480_n

ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური გუნდი (ფოტო)

ცნობილმა საფეხბურთო ვებ-გვერდმა Goal.Com-მა ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური გუნდი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ გუნდშ მიუნხენის “ბაიერნის” ხუთი ფეხბურთელი მოხვდა.

cats

ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები

ცნობილმა საფეხბურთო პორტალმა COPA 90-მა ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

cats

ვინ შეხვდება “დილას”? – 6 სავარაუდო მეტოქე ცნობილია

დღეს, თბილისის დროით 2 საათზე ნიონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგება.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა გორის “დილას” სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა.

ესენი არიაან: სტიაუა (რუმინეთი), ლუდოგორეცი (ბულგარეთი), დინამო ზაგრები (ხორვატია), ვიდეოტონი (უნგრეთი), პარტიზანი (სერბეთი) და შკენდერბეუ (ალბანეთი).