10 ყველაზე დაუვიწყარი ფოტო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში

1

2

3

4

5

6

12122200116fd0427ff3212926

Marco+Reus+Borussia+Dortmund+v+FC+Bayern+Muenchen+VnFbYbvXJI6x

slide_264436_1780035_original

soccer_hell_turkish_stadium_ali_sami_yen_galatasaray_1024x768_wallpaper_Wallpaper_2560x1920_www.wallpaperswa.com

ჩალჰანოღლუ: “დავამტკიცეთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში”

“ატლეტიკოს” კარში გამარჯვების გოლის ავტორმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ გუშინდელ შეხვედრაზე ისაუბრა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრაში, “ლევერკუზენმა” “ატლეტიკო” მინიმალური ანგარიშით, 1-0 დაამარცხა.

“ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ წარმატებული ასპარეზობა შეგვიძლია. თუ ყველა მატჩში ასე გავაგრძელებთ, წინსვლის ბრწყინვალე შანსი გვაქვს”.

“მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე? – ჩვენი მიზანი რაც შეიძლება წინ წასვლაა,”-დაასრულა თურქმა ფეხბურთელმა.

შმიდტი: “ბაიერმა დამსახურებულად მოიგო”

ლევერკუზენის “ბაიერის” მთავარმა მწვრთნელმა, როგერ შმიდტმა გუშინდელი მატჩი შეაფასა.

“კმაყოფილები ვართ. ჩემმა გუნდმა პირველივე წუთებიდან აჩვენა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან გამკლავება შეუძლია და ამ ტურნირზე დარჩენა ძალუძს. “ატლეტიკო” რთული მეტოქე იყო, მაგრამ კარგი თამაშის ხარჯზე ყველაფერი კარგად გამოგვივიდა”.

“მეტოქე მუდმივ ზეწოლაში გვყავდა მთელი მატჩის განმავლობაში. ბიჭებმა ყველაფერი უმაღლეს დონეზე გააკეთეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პუბლიკას ვაჩვენეთ, რომ სწრაფი ფეხბურთის მიმდევრები ვართ. შრომისა და სწორი გადაწყვეტილებების ხარჯზე, დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ”.

“ჩემპონთა ლიგაზე დაბრუნებას მოუთმენლად ველოდით, ეს დიდი ტურნირია. ამჟამად ჩვენი მთავარი მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა,”-განაცხადა შმიდტმა.

სიმეონე: “გარკვეულწილად, შედეგით კმაყოფილი ვარ”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ “ლევერკუზენთან” განცდილი მარცხი შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ “ლეიბებმა” მატჩი “ფარმაცევტებთან” მინიმალური ანგარიშით, 1-0 წააგეს.

“ძალიან უცნაური დამთხვევაა ის, რომ ორივე გუნდს გოლის გატანის ბევრი შანსი გვქონდა. მეორე ტაიმში შანსები თანაბრად იყო. ალბათ, გარკვეულწილად, შედეგით კმაყოფილი ვარ. სამწუხაროა, რომ პირველ ტაიმში ორი იძულებითი ცვლილების გაკეთება მომიხდა. სხვათაშორის, “ბაიერისა” და ჩემი გუნდის სათამაშო სტილი ძალიან ჰგავს ერთმანეთს,”-განაცხადა სიმეონემ.

“მეტოქემ გოლის მომენტში ერთი უბრალო შეტევა განახორციელა, რომელიც დაცვის უყურადღებობის გამო გოლად იქცა. გამარჯვებული გუნდის ვინაობაზე საუბარი ჯერ ადრეა, მეორე მატჩისთვის “ლევერკუზენს” ძალიან უმნიშვნელო უპირატესობა აქვს”.

„არსენალი“ სახლში „მონაკოსთან“ დამარცხდა

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ლონდონის „არსენალმა“ „მონაკოს“ უმასპინძლა და მოულოდნელად, ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

არადა, პირველ ნახევარში უპირატესობას ლონდონელები ფლობდნენ, რაც სტატისტიკაშიც აისახა, თუმცა 38-ე წუთზე მასპინძლებმა გაუშვეს – გოლი კონდოგბიას სახელზე ჩაიწერა.

ლოგიკურად, მეორე ნახევარში ვენგერის გუნდი უნდა გააქტიურებულიყო, მაგრამ 53-ე წუთზე, კონტრშეტევის შედეგად, მარტიალის პასით თავისი გუნდის უპირატესობა დიმიტარ ბერბატოვმა გაზარდა – 2:0. დარჩენილ დროში „არსენალი“ შეტევას ცდილობდა და რამდენიმე კარგი მომენტიც ჰქონდა. აღსანიშნავია ოლივიე ჟირუს მომენტი, რომელმაც დამატებაზე ვერ ივარგა და ახლო პოზიციიდან ბურთი მეტოქის კარს დიდი მანძილით ააცილა. მოგვიანებით, ფრანგი თეო ვოლკოტმა შეცვალა, რომელმაც ერთ_ერთ ეპიზოდში უელბეკს გოლის გატანაში ხელი შეუშალა, როდესაც 23-ე ნომერმა დაარტყა და ბურთი სწორედ თეოს გაარტყა. ლონდონელებმა გოლის გატანა მაინც მოახერხეს – 90-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ოქსლეიდ-ჩემბერლენმა შორიდან ბრწყინვალედ დაარტყა და ანგარიშიც მინიმუმამდე შეამცირა. ორ წუთში კი იმავე ჩემბერლენმა მეტოქის ნახევარზე ბურთი დაკარგა, რასაც კონტრშეტევა მოჰყვა, რომელიც კარასკომ  ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეჭრითა და მახვილი კუთხიდან ზუსტად დარტყმულით დააგვირგვინა. საბოლოოდ, 1:3 და საპასუხო შეხვედრის წინ „მეთოფეებმა“ თავი უმძიმეს მდგომარეობაში ჩაიგდეს.

„არსენალი“ – „მონაკო“ 1:3

გოლები: ოქსლეიდ-ჩემბერლენი 90′ – მონდოგბია 38′, ბერბატოვი 53′, კარასკო 90+

ტევესი: “მორატა ყოველდღიურად პროგრესირებს”

დორტმუნდის “ბორუსიას”(2-1) კარში პირველი გატანილი გოლის ავტორმა, კარლოს ტევესმა გუშინდელ შეხვედრაზე ისაუბრა.

“მოხარული ვარ ჩვენი გუნდის თამაშით. “ბორუსიამ” გოლის გატანა მხოლოდ ჩვენი შეცდომების ხარჯზე შეძლო,”-განაცხადა არგენტინელმა თავდამსხმელმა Sky Sport Italia-თან ინტერვიუში.

“ამ ეტაპზე, წყვილს შორის გამარჯვებული გუნდის ვინაობა უცნობია. წინასწარ ამ დონის ტურნირებზე არასდროს არ უნდა ილაპარაკო, თუნდაც, 3-0 მოიგო”.

“მორატა ყოველდღიურად პროგრესირებს. ჩემი და მისი სათამაშო სტილი ერთმანეთს ძალიან ჰგავს. მისი ნაყოფიერი მუშაობა გუნდისთვის წარმატების მომტანია”.

1/8 ფინალების პირველი ნაწილი დღეს დასრულდება

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური დაპირისპირებების პირველი რაუნდი დღეს, ლონდონსა და ლევერკუზენში გასამართი შეხვედრებით დასრულება.

 

ლევერკუზენი – ატლეტიკო

ჯგუფურ ეტაპზე “ბაიერი” ერთ-ერთი პირველი იყო იმ გუნდებს შორის, რომლებმაც პლეი-ოფის საგზური გაინაღდეს. თუმცა, ახლა რობერტ შმიდტის გუნდის საქმეები გაუარსედა. ბუნდესლიგის განახლების შემდეგ “ფარმაცეფტებმა” ხუთიდან მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგეს და მეექვსე ადგილზე აღმოჩნდნენ. შმიდტი მდგომარეობის გამოსასწორებლად გუნდის ტაქტიკურ მონახაზში ცვლილებები შაქვს. მაგალითად, “აუგსბურგთან” გამართულ მატჩში ლევერკუზენელებმა 4-4-2-ს მიმართეს.  “ატლეტიკოსთან” გუნდს ტრავმირებული ბენდერი და დაისკვალიფიცირებული ტოპრაკი ვერ დაეხმარებიან. ასე რომ, წარუამტებელი სერიის დასრულება იოლი საქმე არ იქნება.

მადრიდელების მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, თუმცა კადრების მხრივ სიმეონეს მეტოქეზე მეტი პრობლემა აქვს. გამორცხიულია კოკეს თამაში, ხოლო არდა თურანის მოედანზე გამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

სავარაუდო შემადგენლობები:

ლევერკუზენი: ლენო – კასტრო, სპაჰიჩი, პაპადოპულოსი, ვენდელი – რაინარტცი, როლფესი – ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, სონ ჰინ მინი – დრმიჩი

ატლეტიკო: მოია – ხუანფრანი, გოდინი, მირანდა, სიკეირა – საული, გაბი, ტიაგუ, რაულ გარსია – გრიზმანი, მანჯუკიჩი

არსენალი – მონაკო

“არსენალს” ბოლო წლებში პლეი-ოფში საკმაოდ არ უმართლებდა. არსენ ვენგერის გუნდი ყოველთვის გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტს ხვდებოდა და ტურნირსაც ეთიშებოდა. “მონაკოსთან” შეხვედრა ამ ტრადიციის დავიწყების შესანიშნავი შესაძლებლობაა.

ლონდონელები მატჩს საკადრო პრობლემებით ხვდებიან. მოთამაშეთა ნაწილი ჯერ კიდევ მკურნალობს (რემსი, არტეტა, დებიუში), დანარჩენები კი ნელ-ნელა ახერხებენ ფორმაში შესვლას (უოლკოტი, უილშირი). შემადგენლობის მხრივ ყველაზე მეტი კითხვა “არსენალის” შუა ხაზთან დაკავშირებით ჩნდება, სადაც ვენგერს ორი ალტერნატივა აქვს – კოკელენი – კასორლას დუეტი, ან მათ დასახმარებლად სასტარტოში დამატებული ტომაშ როსიცკი.

ცოტა ხნის წინ “მონაკო” წყვილში ფავორიტადაც კი ჩაითვლებოდა, თუმცა ამჟამად ლეონარდო ჟარდიმის გუნდს შემადგენლობის მხრივ საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს. დისკვალიფიკაციის გამო მატჩს ნახევარდაცვის ლიდერი ტულალანი გამოტოვებს. მოთამაშეთა მთელი რიგი კი საკუთარ გუნდს ტრავმები გამო ვერ დაეხმარებიან.

სავარაუდო შემადგენლობები:

არსენალი: ოსპინა – ჩემბერსი, მერტეზაკერი, კოსიელნი, მონრეალი – კოკელენი, კასორლა – უელბეკი, ოზილი, სანჩესი – ჟირუ

მონაკო: სუბაშიჩი – ფაბინიო, უოლესი, აბდენური, კურზავა – ჟოაუ მოუტინიო, კონდოგბია, ბერნარდუ სილვა – დირარი, ბერბატოვი, ფერეირა კარასკო

Arsenal_Monaco_ENG

სუბაშიჩი: “ყველაფერი “არსენალის” ფავორიტობაზე მიუთითებს, მაგრამ ჩვენ არაფრის გვეშინია”

“მონაკოს” ხორვატი მეკარე, დანიელ სუბაშიჩი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩისთვის ემზადება.

“ლონდონური გუნდი ამ დაპირისპირების ფავორიტია, მაგრამ მატჩის საბოლოო ანგარიში წინასწარ არავინ იცის. ჩვენ უნდა დავიხარჯოთ ბოლომდე, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ”.

“მეტოქე გუნდს დიდი მწვრთნელი ჰყავს, ეს ყველაფერზე მეტყველებს, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ არ გვეშინია”.

“მართალია, მიმდინარე სეზონში კარგად ვერ გამოვიყურებით, რაზეც საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო მდგომარეობა მეტყველებს. გუნდმა ზაფხულში ორი ლიდერი: რადამელ ფალკაო და ხამეს როდრიგესი დაკარგა, ამიტომაც, მათი შევსება ძალიან გაგვიჭირდა. ახლა, გუნდი კარგ სათამაშო ფორმას უბრუნდება,”-დაასრულა ხორვატმა მეკარემ.

ჩემპიონთა ლიგა ტურინში და მანჩესტერში გაგრძელდება

დღეს, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრებს ტურინი და მანჩესტერი უმასპინძლებენ. იტალიაში ერთმანეთის წინააღმდეგ “იუვენტუსი” და “დორტმუნდი” წარსდგებიან, ხოლო ცენტრალური მატჩი “მანჩესტერ სიტისა” და “ბარსელონას” შორის შედგება.

 

იუვენტუსი – დორტმუნდი

ამ წყვილში ფავორიტის დასახელება რთულია. ერთის მხრივ “იუვენტუსი” საკუთარი ჩემპიონატის დამაჯერებელი ლიდერია, რასაც “დორტმუნდზე”, რომელიც პირველი წრის შემდეგ უკანასკნელ პოზიციებზე იყო, ვერ ვიტყვით. თუმცა, კლოპის გუნდი მიმდიანრე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში სულ სხვა გუნდია. გარდა ამისა, დორტმუნდელებმა ბოლო პერიოდში საშინაო ასპარეზზეც გაიუმჯობესეს მდგომარეობა.

უკანასკნელ სამ მოგებულ შეხვედრაში “დორტმუნდის” ძირითადი შემადგენლობა თითქმის უცლელი იყო. მოსალოდნელია, რომ იურგენ კლოპი არც დღეს შეიტანს შემადგენლობაში განსაკუთრებულ ცვლილებებს. შეხვედრას “იუვენტუსიც” ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება.

სავარაუდო შემადგენლობები:

იუვენტუსი: ბუფონი – ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა – მარკიზიო, პირლო, პოგბა – ვიდალი – ტევესი, ლიორენტე

დორტმუნდი: ვაიდენფელერი – პიშეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი – შაჰინი, გიუნდოგანი – ბლაშიკოვსკი, კაგავა, როისი – ობამეიანგი.

Juventus_Dortmund_Champions_League_ENG

მანჩესტერ სიტი – ბარსელონა

“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები საკუთარ პროექტში უკვე წლებია ათეულობით მილიონს ხარჯავენ. მიზანი ტოპ-კლუბის შემქნაა და შიდა ასაპრეზზე მანჩესტერელებმა ამას მიაღწიეს კიდეც, როდესაც უკანასკნელ სამ სეზონში ორი ჩემპიონობა მოიპოვეს. ჩემპიონთა ლიგაში კი მათი მაქსიმუმი მხოლოდ 1/8 ფინალია, რაც კონტინენტის საუკეთესო კლუბებში ყოფნისთვის რბილად რომ ვთქვათ საკმარისი არ არის.

პელეგრინის გუნდს ბოლო პერიოდში დამაჯერებლობა აკლდა, თუმცა უკანასკნელ ორ შეხვედრაში “სიტიმ” ძალიან კარგად ითამაშა და გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საფუძველი გაუჩინა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, “სიტის” ტრავმირებული მოთამაშეები არ ჰყავს. გუნდს მხოლოდ დისკვალიფიცირებული ტურე დააკლდება.

“ბარსელონამ” რამდენიმე დღის წინ “მალაგასთან” წაგებული შეხვედრით 11 მოგებისგან შემდგარი სერია შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკემ გასულ მატჩში სრული საბრძოლო შემადგენლობით ითამაშა. ასე რომ, ძალების დაზოგვაზე საუბარი ალბათ ამ შემთხვევაში უადგილო იქნებოდა.

სავარაუდო შემადგენლობები:

მანჩესტერ სიტი: ჰარტი – საბალეტა, კომპანი, მანგალა, კოლაროვი – ნასრი, ფერნანდო, ფერნანდინიო, მილნერი, სილვა – აგუერო.

ბარსელონა: ტერ შტეგენი – დანილ ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა – რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა – მესი, სუარესი, ნეიმარი.

City_Barcelona_Champions_League_ENG

ნასრი: „ბარსელონას“ პატივს ვცემთ, თუმცა მისი არ გვეშინია“

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ „ბარსელონასთან“ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„ბოლო წლებში პრემიერლიგაში ბევრს მივაღწიეთ. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ ისტორიის დაწერა ჯერ კიდევ წინ გველის.

„ბარსას“ გრანდიოზული საფეხბურთო ფილოსოფია აქვს. თუ ამ გუნდთან საკუთარი ფეხბურთის გამოგდის , მაშინ უკეთესი ხალისითაც ითამაშებ.

ნასრიმ „ბარსასთან“ შარშანდელი სერია გაიხსენა, რომელშიც მისი გუნდი ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 1:4 დამარცხდა: „მაშინ მზად არ ვყოფილვართ, თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. მათ პატივს ვცემთ, თუმცა არ გვეშინია“.

ივანოვიჩი: “კურტუას თამაშით აღფრთოვანებული ვარ”

“ჩელსის” მარჯვენა მცველმა, ბრანისლავ ივანოვიჩმა “პსჟ”-სთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურმა მატჩებმა გუშინ აიღო სტარტი, სადაც ჟოზე მოურინიოს გუნდი “პსჟ”-ს დაუზავდა, ანგარიშით 1-1. სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი სწორედ სერბმა უკანახაზელმა გაიტანა.

“ვფიქრობ, დადებითი შედეგი დავაფიქსირეთ. “ჩელსის” დაცვას რთული მატჩის ჩატარება მოუწია, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო შემტევებთან მოუხდათ შერკინება”.

“მოხარული ვარ, რადგან კურტუამ კარგი მატჩი ჩაატარა. მან რამდენიმე გენიალური ნახტომით გუნდი უიმედო სიტუაციაშიც კი გოლის გაშვებისგან გადაარჩინა. ჩეხი თუ კურტუა? – კარში საკუთარ საქმეს ორივე ფანტასტიკურად ასრულებს”.

“ყოველ სიტუაციაში გუნდი გაუმჯობესებას ცდილობს. ამჟამად ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე წინსვლაა,”-დაასრულა ბრანისლავ ივანოვიჩმა.

ჩემპიონთა ლიგა პარიზსა და ლვოვში გასამართი მატჩებით განახლდება

პუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა 1/8-ფინალური შეხვედრებით განახლდება. დღეს, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ორ შეხვედრას პარიზი და ლვოვი უმასპინძლებენ.

პსჟ – ჩელსი

1/8-ფინალური ეტაპის ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო წყვილი ორთაბრძოლას პარიზში დაიწყებს. ლონდონელებთან მატჩის წინ მასპინძლების მთავარ მწვრთნელ ლორან ბლანს სერიოზული პრობლემები შეექმნა. საფრნაგეთის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში ტრავმების გამო მოედანი პარიზელთა ოთხმა მოთამაშემ დატოვა. განაცხადში ვერ მოხვდნენ ორიე, კაბაი და ლუკას მოურა. კითხვის ნიშნის ქვეს არის მოტას, მარკინიოსის და მატუიდის ტამაში.

“ჩელსი” კი მხოლოდ ჯონ ობი მიკელს მოისაკლისებს. ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში უძლიერესი შემადგენლობაა. ასე რომ, ლონდონელები მეტოქეს იმ შემაგენლობით დაუპირისპირდებიან, რომლითაც მიმდინარე სეზონის ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაატარეს.

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ: სირიგუ – ვან დერ ვილი, დავიდ ლუისი, ტიაგო სილვა, მაქსველი – ვერატი, მატუიდი, პასტორე – კავანი, ლავესი, იბრაჰიმოვიჩი

“ჩელსი”: კურტუა – ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა – მატიჩი, ფაბრეგასი – ვილიანი, ოსკარი, აზარი – დიეგო კოსტა.

PSG_Chelsea_Champions_League_NEW_ENG

 

შახტარი – ბაიერნი
7.80 – 4.50 – 1.45

“შახტარი” მიუნხენელებთან მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა. დონეცკელებმა ბრაზილიური ტურნეც კი მოაწყეს. უკრაინაში ამინდის გაუარესების შემდეგ კი უცხოური შეკრებაზე შეწყვიტეს და ბოლო დღეებში სამშობლოში ემზადებოდნენ, რათა “ბაიერნთან” მატჩის დროს ამინდმა მოთამაშეების მზადყოფნაზე გავლენა არ მოახდენოს. მოახლოებულ შეხვედრაში “შახტარს” დისკვალიფიცირებული სტეპაპენკო დააკლდება, მისი ღირსეული შემცვლელი მოედნის ცენტრში კი მირჩა ლუჩესკუს უბრალოდ არ ჰყავს.

გვარდიოლას საკადრო პრობლემები მთელი სეზონსი განმავლობაში აქვს. ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება ესპანელმა სპეციალისტმა ერთხელაც ვერ შეძლო, თუმცა კარგი შედეგების ჩვენებაში მიუნხენელებს ეს ხელს არ უშლით. დღევანდელ მატჩი “ბაიერნს” ხავი მარტინესი და ტიაგო ალკანტარა დააკლდებიან. სავარაუდოდ, რისკების თავიდან ასაცილებლად მოედანზე არც ფილიპ ლამი გამოვა.

სავარაუდო შემადგენლობები

“შახტარი”: პიატოვი – სრნა, კუჩერი, რაკიცკი, შევჩუკი – ფერნანდო, ფრედი – დუგლას კოსტა, ალექს ტეიშეირა, ტაისონი – ლუის ადრიანო

“ბაიერნი”: ნოიერი – რაფინია, ბოატენგი, დანტე, ბერნატი – შვაინშტაიგერი, ალაბა, გიოტცე – რობენი, მიულერი, რიბერი.