სერხიო რამოსმა დავიდ დე ხეას სოციალურ ქსელში მიმართა (ფოტო)

გუშინ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში პორტუგალიამ და ესპანეთმა ფრე, 3:3 ითამაშეს. საგულისხმოა, რომ ერთ-ერთ მომენტში “ფურია როხას” მეკარემ, დავიდ დე ხეამ კრიშტიანუ რონალდუს დარტყმის შემდეგ, ბურთის ხელში შეკავება სცადა, რაც არ გამოუვიდა და გოლიც გავიდა.

ესპანელთა კაპიტანმა, სერხიო რამოსმა თანაგუნდელი ტვიტერში გამოქვეყნებული პოსტით გაამხნევა. ის წერს: “ეს არაა იმის შესახებ, როგორ არ უნდა შეცდე. ესაა იმის შესახებ, თუ როგორ არ უნდა დანებდე. ყოველთვის, ერთ გუნდად! აბა, შენ იცი!”

 

მოურინიო: “რეალის” ადგილას რომ ვიყო, დე ხეაზე ფიქრს თავს დავანებებდი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ყველასათვის ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ “წითელი ეშმაკუნები” დავიდ დე ხეასთან გამომშვიდობებას არ გეგმავენ.

“მე მას “მანჩესტერ იუნაიტედში” ვხედავ. ვიცი, როგორ უნდათ “რეალში” მისი გადაბირება, მაგრამ მათ ადგილას რომ ვიყო, დე ხეაზე ფიქრს თავს დავანებებდი.

ნამდვილად არ მივიჩნევ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგის მოგების კანდიდატია. რაც შეეხება “პსჟ”-ს, სავსებით არ გამკვირვებია, როდესაც ისინი ტურნირიდან გამოვარდნენ,” – აცხადებს ჟოზე მოურინიო La Sexta-სთან საუბრისას.

დე ხეამ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 23 გოლი გაუშვა. ამ უკანასკნელმა კარი მშრალად 15 შემთხვევაში შეინახა.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” დე ხეას ფასი დაასახელა

უცხოურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელებმა დავიდ დე ხეას მიმართ ინტერესი განაახლეს. ბრიტანელებმა კი ამაზე შესაბამისი რეაგირება მოხდინეს.

Sport-ის ცნობით, “წითელმა ეშმაკებმა” “ბლანკოსს” დე ხეას კონტრაქტის გამოსასყიდად საჭირო თანხა დაუსახელეს – საუბარია 130 მილიონ ევროზე, რაც დე ხეას მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარედ აქცევს.

როგორც იცით, დე ხეასა და “ოლდ ტრაფორდელებს” შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2019 წლის ზაფხულში ეწურებათ. ასე რომ, მადრიდელებს კიდევ ერთი ვარიანტი აქვთ – ცოტა მოითმინონ და ესპანელის ტრანსფერში დიდი ოდენობის თანხაც დაზოგონ.

მოურინიო: “დე ხეა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ “არსენალთან” ჩატარებული მატჩის (1-3) შემდეგ დავიდ დე ხეას შეაქო და აღნიშნა, რომ ის ამ დროისთვის მსოფლიოში საუკეთესოა.

“თამაშის შემდეგ მასთან მივედი და ვუთხარი, რომ დღეს მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ვიხილე მოედანზე. დიდ მატჩებში სწორედ ასეთი დე ხეა გვჭირდება.

ფენომენალური თამაში იყო. ძალიან მომეწონა ჩემი გუნდის მიერ ნაჩვენები პერფრომანსი. თუმცა, უნდა ავღნიშნო, რომ “არსენალმაც” საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია თავისი შემტევი და ლამაზი ფეხბურთით.

მათი დავალება მარტივი იყო, როდესაც ბურთი მეტოქეს ექნებოდა, მთლიანად დაცვაზე უნდა გადავრთულიყავით, მათ შორის შემტევებიც. ხოლო, როდესაც ბურთი ჩვენს ხელში იყო, ყველას კონტრ-იერიშზე უნდა ეფიქრა.

რა თქმა უნდა, შეუძლიათ თქვან, რომ შანსები მათაც ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლეთ და უკეთესი მეკარეც გვყავდა. ამიტომაც მოვიგეთ,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი მატჩის შემდეგ.

ფლორენტინო პერესის ახალი გეგმა

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ახალ გეგმაზე მუშაობს.

“ბლანკოსის” ბოსი აპირებს, რომ სამომავლოდ ესპანეთის ნაკრების ძირითადმა ბირთვმა სწორედ მის კლუბში მოიყაროს თავი. მსგავსი რამ 2010 წელს “ბარსელონამ” შემოგვთავაზა და გვახსოვს თუ რამდენად წარმატებულები იყვნენ ამ დროს ესპანელები.

რაც შეეხება “რეალს”, ამ მიზნით გუნდში ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელები ირიცხებიან, როგორებიც არიან: ისკო ალარკონი, მარკო ასენსიო, ხესუს ვალიეხო, მარკოს ლორენტე, დანი კარვახალი, დანი სებალოსი და ა.შ.

თუმცა, როგორც ჩანს პერესი ამაზე გაჩერებას არ აპირებს და მას სურს, რომ ნაკრების ძირითადი მეკარე სწორედ მისი გუნდიდან იყოს. წლების განმავლობაში იკერ კასილასი იცავდა, როგორც ესპანეთის ნაკრების კარს, ასევე მადრიდის “რეალისას”. ფლორენტინომ რამდენიმე წლის წინ სცადა, რომ დავიდ დე ხეა დაემატებინა, მაგრამ ეს ტრანსფერი ბოლო წამს ჩაიშალა. ამჟამად მადრიდელთა პრეზიდენტი გეგმავს, რომ 23 წლის კეპა არისაბალაგა დაიმატოს და იმედები სწორედ მასზე დაამყაროს.

კეპა ბილბაოს “ატლეტიკის” აღზრდილია. იგი ბასკური კლუბის ძირითად გუნდში 2016-2017 წლების სეზონიდან გამოდის. ახალ სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატში მან ექვსი შეხვედრა ჩაატარა. საინტერესოა, დათმობენ თუ არა ბასკები ახალგაზრდა კიპერს.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” დე ხეას ფასი დაადო

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა შეეგუა იმ ფაქტს, რომ დავიდ დე ხეას კლუბის დატოვება სურს და აპირებს, მაქსიმალურად დიდი სარგებელი მიიღოს მისი ტრანსფერისგან.

უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “წითელი ეშმაკები” ესპანელი მეკარის სანაცვლოდ 80 მილიონ ფუნტს ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკოს” ექს-მეკარის გადაბირებით მადრიდის “რეალი” არის დაინტერესებული, რომლის კარსაც ამ დროისთვის კეილორ ნავასი და კიკო კასილია იცავენ.

არსებობს იმის შანსიც, რომ მადრიდელებმა ტრანსფერში ალვარო მორატაც ჩართონ.

„The Guardian“: ვან გაალის დარჩენის შემთხვევაში, დე ხეა სხვა კლუბში გადავა

ბრიტანული „The Guardian“-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ლუი ვან გაალი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება, მეკარე დავიდ დე ხეა სამუშაო ადგილს შეიცვლის.

წყაროს ცნობით, დე ხეა ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონის გათამაშების მიღმა დარჩენით უკმაყოფილოა. „The Guardian“-ი წერს, რომ ესპანელი ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემთხვევაში დარჩება, რადგან ორივე მათგანს ჟორჟე მენდეშის სახით ერთი აგენტი ჰყავს.

გერმანული პრესა: “რეალს” დე ხეა აღარ აინტერესებს

გერმანულმა გამოცემა, DPA იტყობინება, რომ მადრიდის “რეალს” დე ხეასადმი ინტერესი გაუქრა, რაც ბოლო დროს კეილორ ნავასის შესანიშნავმა ასპარეზობამ განაპირობა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მეკარემ, რომელსაც სულ ცოტა დააკლდა გასულ ზაფხულს “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგებამდე, ახალი, ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა “მანჩესტერ იუნაიტედთან”.

როგორც ჩანს, ფლორენტინო პერესი ამით კეილორ ნავასის დასაჩუქრებას აპირებს, რომელიც დე ხეას ტრანსფერში უნდა ჩართულიყო.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ კოსტა-რიკელი მეკარე მიმდინარე სეზონში მუდმივად ხვდება “რეალის” ძირითად შემადგენლობაში.

Marca: მადრიდის “რეალი” 12 ახალი ფეხბურთელის დამატების შესაძლებლობას განიხილავს

მადრიდის “რეალი” უკვე აწყობს გეგმებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისათვის. Marca-ს ინფორმაციის თანახმად, კლუბი უკვე დაუკავშირდა 12 ფეხბურთელს, რომელთა გადაბირების შესაძლებლობასაც განიხილავენ.

სიის სათავეში იმყოფებიან პრემიერ ლიგის ვარსკვლავები: ედენ აზარი, დავიდ დე ხეა და ჯონ სტოუნზი. ამით “ლოს ბლანკოსი” მაქსიმალურად ეცდება “ბარსელონასთან” არსებული სხვაობა შეამციროს.

წყაროს ცნობით მადრიდელები ასევე დაინტერესებულნი არიან ბუნდესლიგის ვარსკვლავებით: რობერტ ლევანდოვსკით, პიერ-ემერიკ ობამეიანგით, რიკარდო როდრიგესით, ლეროი სანეთი და დავიდ ალბათი. “რეალს” უკავშირებენ მარკინიოსსა და ლაპორტესაც.

პერესს არც მისი საოცნებო სამიზნე – ნეიმარი არ გამორჩენია, რომელიც “ბარსას” კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ვერ უთანხმდება და აქვე “იუვეს” ნახევარმცველი, პოლ პოგბაც.

მადრიდის “რეალი” კვლავ დე ხეას დაუბრუნდა

თუკი ესპანურ “As”-ს დავუჯერებთ, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა კვლავ ცდილობს დე ხეას გადაბირებას, რომელიც ამჟამად “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში ირიცხება.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა მეკარემ “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა ფლორენტინო პერესი უკან დახევას მაინც არ აპირებს.

ესპანური მედიის ცნობით, პერესი დარწმუნებულია, რომ დე ხეას კვლავ სურს “ბლანკოსის” რიგებში მოხვედრა. სწორედ ამიტომაც, ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდული გრანდის მთავარი სამიზნე იქნება.

დე ხეა: “მინდა, მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გავხდე”

“მანჩესტერ იუნაიტედის” კიპერმა დავიდ დე ხეამ განაცხადა, რომ მისი მიზანი მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ გახდომაა.

“ჩემი საბოლოო მიზანი მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ გახდომაა. ვცდილობ, მთელი ძალით ვივარჯიშო და ვითამაშო, რათა დონე ავიმაღლო. საუკეთესო მეკარედ გახდომა, რა თქმა უნდა, ძალზედ რთული საქმეა, ვინაიდან უმაღლესი დონის კიპერი მრავლად მოიძებნება, მაგრამ მე მიზნის მისაღწევად ვცდილობ, რომ მაქსიმალურად დავიხარჯო”, – დე ხეას კომენტარი “მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

კასილიასმა მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიული მეკარეები დაასახელა

„პორტუს“ მეკარემ იკერ კასილიასმა, თავისი ვერსიით, ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერები დაასახელა.

„ჩემთვის ესენია: დავიდ დე ხეა, ტიბო კურტუა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ბერნ ლენო“, – დაწერა ესპანელმა თავისი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.