“ხიმნასტიკში” ოთარ კაკაბაძის დებიუტი შედგა

დღეს ესპანეთში სეგუნდა დივიზიონის მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა.

საკუთარი შეხვედრა ჩაატარა ტარაგონას “ხიმნასტიკმა”, რომელიც გასვლაზე “კორდობასთან, ანგარიშით, 0-2 დამარცხდა. ეს მატჩი ქართველებისთვი იმით იყო, საინტერესო, რომ სტუმარ გუნდში ჩვენი თანამემამულის, ოთარ კაკაბაძის დებიუტი შედგა. 21 წლის მარჯვენა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და, მიუხედავად უარყოფითი ანგარიშისა, ინდივიუალურად, საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა.

კაკაბაძის გუნდი შვიდი ტურის შემდეგ 4 ქულით, ბოლო – 22-ე პოზიციაზეა!

“ბაიერნი”: ანჩელოტიმ გამარჯვებით დაიწყო; რიბერიმ და რობენმა გაიტანეს

დღეს კარლო ანჩელოტის დებიუტი ჰქონდა მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცის რანგში. “რეკორდმაისტერი” სტუმრად გერმანულ “ლიპსტადტს” დაუპირისპირდა…

შეხვედრაში ანგარიში გრინმა გახსნა მე-9 წუთზე. ამას მალევე მოჰყვა რობენის გოლი (მე-16 წუთზე). რიბერიმ 33-ზე სამამდე გაზარდა უპირატესობა. შემდეგ იყო იოსვინგის ავტოგოლი და “ბაიერნი” მეორე ტაიმის საწყის წუთებში უკვე 4:0-ს იგებდა. თუმცა, მეტოქეთა ფეხბურთელებმა 52-ე, 57-ე და 88-ე წუთებზე შეძლეს სხვაობა ერთამდე შეემცირებინათ. საბოლოოდ, ანჩელოტიმ მაინც მოახერხა სადებიუტო შეხვედრის მოგება, ანგარიშით 3:4.

გთავაზობთ მატჩის მიმოხილვას…

კონტემ “ჩელსის” მწვრთნელის რანგში სადებიუტო შეხვედრა წააგო (ვიდეო)

დღეს გაიმართა ამხანაგური შეხვედრა ვენის “რაპიდსა” და ლონდონის “ჩელსის” შორის. საგულისხმოა, რომ ეს მატჩი “არისტოკრატების” ახალი მწვრთნელსითვის, ანტონიო კონტესთვის სადებიუტო იყო. საბოლოოდ, შეხვედრა ავსტიულმა გუნდმა, ანგარიშით 2:0 მოიგო. გოლები იოლენტონმა (მე-8 წუთზე) და კორეამ (83-ე წუთზე) გაიტანეს.

გთავაზობთ მატჩის მიმოხილვას…

ლუკას სილვა: “ვიმედოვნებ, ჩემპიონთა ლიგაზეც ვითამაშებ”

მადრიდის “რეალის” ბრაზილიელმა ახალწვეულმა, ლუკას სილვამ მის დებიუტზე ისაუბრა, რომელიც გუშინ, “დეპორტივოსთან” შედგა.

ბრაზილიელი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე.

“ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ოცნების ასრულებით. ეს ჯადოსნური განცდა იყო, რომელიც ცხოვრების მანძილზე მიგრძვნია”.

“გულშემატკივართა ტაშმა გამახარა. ესპანეთის ჩემპიონატში ჩემი დებიუტი შედგა, ახლა იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგაზეც ვითამაშებ,”-განაცხადა სილვამ.

სტივი ჯი — “ლივერპულის” გულის ფეთქვა

“ლივერპულს” ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი და მას სტივენ ჯერარდი ჰქვია. მერსისიადულ გუნდის კაპიტანი თანამედროვე ფეხბურთის ნამდვილი მოვლენაა, ყველასგან გამორჩეული ფიგურაა. მას აქვს უნარი და შესაძლებლობა, გაარღვიოს ნებისმიერი გუნდის დაცვა, გაიტანოს მოედნის ნებისმიერი წერტილიდან.

რა შეგვიძლია ვთქვათ ჯეროს შესახებ ისეთი, რაც აქამდე არ უთქვამთ? მისი ელეგანტურობა, მისი სიძლიერე, ბურთის ბრწყინვალე კონტროლი, ბარიერების დაძლევის უნარი ყველას კარგად მოეხსენება. ჯერარდი ყოველთვის საომრადაა შემართული, მეგობრებს თავგანწირვის საუკეთესო მაგალითს აძლევს. მას აქვს უდიდესი ფიზიკური ძალა და უნარიც შესწევს მისი გამოყენებისა. ის პირველი წუთიდან უკანასკნელამდე იბრძვის მოედანზე, ინარჩუნებს საწყის ტემპს და დიდ ფიზიკურ ძალასაც ხარჯავს. ხშირად იგი კომბინაციებსაც თვითონ იწყებს და თვითონვე აგვირგვინებს ხოლმე. ჯერარდი მოედანზე ამინდის შემქმნელია. სტივი ჯი გუნდის მესაჭეა, უდიდეს გავლენას ახდენს მოთამაშეების სულიერ მხნეობაზე, მისი საბრძოლო განწყობა გადამდებად მოქმედებს როგორც ფეხბურთელებზე, ასევე გულშემატკივრებზე. ის ასევე დიდებულად თამაშობს უბურთოდ. ჯერარდი გააფრთებული იბრძვის უკანასკნელ წუთამდე, საჭირო დროს უკან ჩამოდის და თამაშობს როგორც მცველი. მოქმედებს გუნდურად და თავის გაწირვაც შეუძლია თამაშის გადასარჩენად. აქვს ორიენტაციის უტყუარი გრძნობა. ჯერარდი იბრძვის მთელ მოედანზე, მაგრამ ამავდროულად არ კარგავს ღირსების გრძნობას. სწორედ ამიტომ ის საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობს როგორც თანაგუნდელებში და გულშემატკივრებში, ასევე მეტოქე გუნდის ფეხბურთელებში.

Gerrard

1998 წლის 29 ნოემბერს – ზუსტად 16 წლის წინ “ლივერპულში” სტივენ ჯერარდის დებიუტი შედგა. “ბლექბერნ როვერსის” წინააღმდეგ მატჩის უკანასკნელ წუთზე მოედანზე პირველად გამოჩნდა ჯერარდი, ფეხბურთელი, რომელსაც ათ წელიწადზე ნაკლები დასჭირდა იმისთვის, რომ კლუბის თილისმა გამხდარიყო.

ჩვენს საუკუნეში “ლივერპულთან” თუ ვინმე ასოცირდება, პირველ რიგში ეს ჯეროა. ჯერარდი, რომელმაც მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა, ნიჭი და შესაძლებლობა “ლივერპულს” მიუძღვნა, “ენფილდროუდელთა” ამ საუკუნის მთავარი ტიტულის შემოქმედად შეიქმნა. ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის ფინალში მთელი თავისი არსით გამოისახა “ლივერპულისა” და ჯერარდის სული.

ერთადერთი რამ, რაც სტივიმ საკლუბო დონეზე ამ დრომდე ვერ მოიგო, ეს პრემიერლიგის თასია, შარშან ასე ახლოს რომ იყო მის დასაკუთრებასთან.

ჯერარდს “ლივერპულის” რიგებში თითქმის 700 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ინგლისის ნაკრების ფორმა კი 114-ჯერ მოირგო. დაგვეთანხმებით, აქტივში ასეთ შედეგებს მხოლოდ გამორჩეული მოთამაშეები თუ მოაგროვებენ.

Gerro

ჯეიმი კარაგერი (“ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი):
“სტივი ჯი “ენფილდის” ისტორიაში ყველაზე დიდი ფეხბურთელია. ჩემთვის დიდი პატივია მის გვერდით თამაში. სტივი არის ფეხბურთელი, რომელიც ყოველ 10 ან 15 წუთში გუნდისთვის რაიმე სასიკეთო ქმედებას სჩადის, ეს შეიძლება იყოს მეტოქის შეჩერება, დიდებული ჩაწოდება, დარტყმა ან თავით თამაში”.

ზინედინ ზიდანი (მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი):
“არის თუ არა ჯერარდი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო? შეიძლება მას ლიონელ მესისა და რონალდუს მსგავს ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ ის ერთ-ერთი საუკეთესოა. თუ მისი დარის მოთამაშე არ გყავთ, რომელსაც ოთახში ყველაფრის დალაგება შეუძლია, მაშინ გუნდი წარმატებას ვერ მიაღწევს. ჯერარდი გულის ფეთქვაა”.

ჟერარ ულიე (“ლივერპულის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი):
“სტივენ ჯერარდი ეს “ლივერპულია”, რადგან კლუბის ხარისხს ის განსაზღვრავს. ის ძალზედ სწრაფია და საჭირო გადაცემას დროულად აკეთებს”.

დევიდ ტომპსონი (“ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი):
“ვფიქრობ, ის ნომერ პირველია, ამას გულწრფელად გეუბნებით. ის გენეტიკურად დაჯილდოებული ფეხბურთელია, რისი წყალობითაც ამ დონემდე მიაღწია. მე მას ნომერ პირველად მივიჩნევ, რაც პრემიერლიგაში მეტად რთულად მოსაპოვებელი წოდებაა. მისი გონებრივი ძალა და ერთგულება კლუბის ახალგაზრდა მოთამაშეებს იდეალურ მაგალითს აძლევს”.

გრემ ტეილორი (ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი):
“ჩემი აზრით, ის მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ნახევარმცველია”.

პელე (ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი):
“ჩემთვის ის მსოფლიოს ერთ-ერთი სუპერნახევარმცველია. ჯერარდი შესანიშნავი ფეხბურთელია”.

კაკა (“მილანისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი):
“ჩემი აზრით, ბრწყინვალე ფეხბურთელია. ის თანამედროვე მოთამაშეა, რადგან დარბის, აკეთებს საჭირო პასებს, იცის ჩაწოდება, იტანს გოლებს და მოედანზე არის ლიდერი. ასე რომ, მე მის თანაგუნდელობას ვისურვებდი”.

ალექს ფერგიუსონი (“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი):
“თუ როი კინის იდეალური შემცვლელის ვინაობას მკითხვათ, გეტყვით, რომ ეს ჯერარდია. ის ინგლისში ყველაზე გავლენიანი ფეხბურთელია”.

 

კაკა კაპიტნის სამკლავურით და საგოლე პასით

კაკამ „მილანში“ დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი გამართა. „როსონერი“ ამხანაგურ შეხვედრაში შვეიცარიულ „კიასოს“ დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ „მილანს“ მოედანზე კაპიტნის სამკლავურით სწორედ კაკა გაუძღვა, თუმცა ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კვლავ წარმოაჩინა თავისი ოსტატობა და ნოჩერინოს საგოლე გადაცემა გაუკეთა. კაკამ მოედანზე 45 წუთი დაჰყო.

„მილანი“ კარგად გამოიყურებოდა და დღეს თამაში ძალზედ სასიამოვნო იყო. ფიზიკურად ბოლომდე მზად არ ვარ, გუნდმა თამაში უნდა გააუმჯობესოს, ამის გასაკეთებლად ყველაფერი გვაქვს. 31 წლის ასაკში ბევრი ახალი რამ ვისწავლე. ასე რომ, ახლა ნაკლები შეცდომის დაშვება და მეტი სწორი გადაცემის გაკეთება და  შემიძლია“, – განაცხადა მატჩის შემდეგ კაკამ.

გთავაზობთ „მილანში“ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, კაკას პირველ მატჩის ამსახველ ვიდეომასალას.