ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების 33 ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მხოლოდ მე-7 ადგილს იკავებს, რის გამოც გულშემატკივრები და პრესა „წითელი ეშმაკების“ თავკაცს დევიდ მოიესს ყოველდღე აკრიტიკებენ. ამის შესახებ თავის ბოლო ინტერვიუში მანჩესტერელთა ნახევარმცველმა ხუან მატამ ისაუბრა.
„არასასურველ შედეგებში მხოლოდ დევიდის დადანაშაულება არასწორია. ყველაფერზე პასუხს მთლიანად გუნდი უნდა აგებდეს.
მინდა იცოდეთ, რომ გუნდში მოიესს ყველა მხარდაჭერას უცხადებს. ჩვენ როგორც მოგების, ასევე წაგების დროს ერთი ორგანიზმი ვართ. ამიტომაც, ამჟამინდელ მდგომარეობის ფონზე მხოლოდ მწვრთნელის კრიტიკა არ შეიძლება“, – განაცხადა ესპანელმა.
ალექსანდრე მატევოსოვი