სიმეონე “მონაკოსაც” მოუნდა

“მონაკოს” ხელმძღვანელობა მადრიდის “ატლეტიკოს” მწვრთნელის დიეგო სიმეონეს მიმართ იჩენს ინტერესს.

ფრანგული კლუბის ბოსები კლაუდიო რანიერის მუშაობის უკმაყოფილოები არიან და მის შემცვლელს აქტიურად ეძებენ. უცხოური პრესის ცნობით, “მონაკოს” მფლობელის დმიტრი რიბოლოვოვის მფლობელის ფავორიტი სწორედ სიმეონება.

შეგახსენებთ, რომ სიმეონე “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელობის კანდიდატიც არის.

სიმეონე: „ჩელსიმ“ უპირატესობა მიიღო“

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ საყაიმო შედეგით ინგლისელებმა უპირატესობა მიიღეს.

„რთული მატჩი იყო, გამარჯვების გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. თამაში მჭიდრო ბრძოლაში წარიმართა, ორივე გუნდი ფინალში გასასვლელად იბრძვის. საყაიმო შედეგით მეტოქემ უპირატესობა მიიღო, თუმცა ფინალში ის გუნდი გავა, რომელიც მატჩს მოიგებს“, – სიმეონეს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

განმეორებითი მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“, 30 აპრილს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

როგორ ავარჯიშებს დიეგო სიმეონე თავის შვილს

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ავარჯიშებს მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე თავის შვილს.

სიმეონე: “ბეტისთან მატჩი იოლი არ იქნება”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა “ბეტისთან” გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც დღეს თბილისის დროით 20:00, სევილიაში ჩატარდება.

“ბეტისი პროგრესირებს, რაც ბოლო თამაშებში კარგად გამოჩნდა. რა თქმა უნდა, ევროპის ლიგიდან გამოვარდნა, შესაძლა მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ჩვენთან ბოლომდე არ იბრძოლებენ.

იოლი მატჩი არ ინქება. აუცილებლად გვჭირდება სამი ქულის მოპოვება, ისევე როგორც მეტოქეს” – განაცხადა სიმეონემ.

სიმეონე: „ყველას „რეალისა“ და „ბარსელონას“ ეშინია, თუმცა ამ გუნდებთან ყოველ შაბათ-კვირას ვითამაშებდი“

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავკაცმა დიეგო სიმეონემ აღნიშნა, რომ მადრიდის „რეალისა“ და კატალონიის „ბარსელონას“ მის გუნდს არ უნდა ეშინოდეს.

„ამ ორ გუდნთან უფრო ხშრად შეხვედრაა საჭირო. სეზონის წინ ჩემს ასისტენტებთან ერთად მოთამაშეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ამ ორ გუნდთან ამხანაგური მატჩები გველის.

ყველას „რეალისა“ და „ბარსას“ ეშინია. გაზეთებში ამ კლუბებს ათ გვერდს უთმობენ. აქედან გამომდინარე, ბევრს შიში უჩნდება და მატჩს მოედანზე გამოსვლამდე აგებს.

ამ ორ გრანდთან, თუნდაც, ყოველ კვირას ვითამაშებდი“, – განაცხადა ფეხბურთის არგენტინელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

სიმეონე: “მილანის” გამოცდილება მაშინებს”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ იტალიურ “მილანთან” მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და თქვა, რომ მას “როსონერის” გამოცდილება აშინებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, ეს გუნდები პირველ მატჩს, დღეს, 19 თებერვალს, “სან სიროზე” გამართავენ.

“ვფიქრობ, გახსნილი თამაში იქნება და ამიტომ, შესაძლებელია, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი რამ მოხდეს. პროგნოზების გაკეთებისგან თავს შევიკავებ, თუმცა მიმაჩნია, რომ ყველაფერი მადრიდში გადაწყდება. “მილანი” ძალიან გამოცდილი გუნდია, რაც მაშინებს.

თავს ფავორიტებათ არ მივიჩნევთ, მოედანზე ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვიყენოთ. როგორც ყოველთვის, იტალიური გუნდის წინააღმდეგ თამაში, საკმაოდ რთულია. ამრიგად, საჭიროა, რომ კონცენტრაცია არ დავკარგოთ”, – ამბობს სიმეონე.

დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწება.

სიმეონე “მილანთან” რთულ ბრძოლას ელის

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე აცხადებს, რომ ის იტალიურ “მილანთან” რთულ ბრძოლას ელის.

შეგახსენებთ, რომ “მილანი” და “ატლეტიკო” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დაუპირისპირდებიან. პირველი შეხვედრა “სან სიროზე” 19 თებერვალს გაიმართება, ხოლო განმეორებით მატჩს 11 მარტს მადრიდელები უმასპინძლებენ.

“სან სიროზე” არაერთხელ მითამაშია და ვიცი, როგორი ატმოსფერო იქმნება ამ სტადიონზე. “მილანი” საკმაოდ კარგი გუნდია, ამიტომ რთულ ბრძოლას ველი”, – ამბობს სიმეონე.

სიმეონე: „მიუხედავად 400 მლნ. ევროიანი სხვაობისა, „ატლეტიკომ“ „ბარსას“ ბრძოლა გაუმართა“

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XIX ტურის ცენტრალური მატჩი „ვისენტე კალდერონზე“ შედგა, სადაც მადრიდის „ატლეტიკომ“ „ბარსელონა“ მიიღო. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. შესაბამისად, გუნდებმა პირველი წრის ბოლო ტურის შემდეგ აქტივში 50-50 ქულა მოაგროვეს და გათამაშებას კვლავაც ლიდერობენ.

„ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ წუხანდელი შეხვედრა ჭადრაკს შეადარა.

„ბარსელონას“ დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენს შორის 400 მლნ. ევროიანი განსხვავებაა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მათ სერიოზული ბრძოლა გავუჩაღეთ. ეს არის ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელიც ყოველ მატჩში სულს და გულს დებს, ამიტომაც გრძელდება ჩვენი ოცნება შეხვედრიდან შეხვედრამდე.

ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ეს შეხვედრა ჭადრაკის თამაშს წააგავდა. ზოგიერთი მატჩი ანგარიშით 0:0 სრულდება, რადგან თამაში ტაქტიკური სვლებითა და გადაადგილებებით არის დატვირთული, რაც დიდ პროფესიონალიზმს მოითხოვს. პუბლიკას გოლების ხილვა სურდა… ჩვენ კი ვცდილობდით, რომ ინტელექტუალური ფეხბურთი გვეთამაშა. „ბარსამ“ ბოლო რამდენიმე მატჩი დიდი უპირატესობით მოიგო. კატალონიელებს ჩვენთანაც ჰქონდათ გოლების გატანის შანსი, მაგრამ ვერ შეძლეს და მე ამით ბედნიერი ვარ“, – ციტირებს სიმეონეს სიტყვებს ესპანური პრესა.

ბექა დოგრაშვილი

ყველა გზა ლეოსთან მიდის

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XIX ტურის ცენტრალური შეხვედრა დღეს, „ვისენტე კალდერონზე“ შედგება, სადაც მადრიდის „ატლეტიკო“ „ბარსელონას“ მიიღებს. გათამაშების ლიდერთა მატჩზე დასასწრები ბილეთების შოვნა უკვე შეუძლებელია. ესპანელი ჟურნალისტები უბილეთოდ დარჩენილ ინჩასებს თანაუგრძნობენ და იუწყებიან, რომ მატჩზე მოხვედრის ერთადერთი საშუალება მოლოდინია, რომ სეზონური აბონემენტის მქონე რომელიმე ქომაგი სტადიონზე არ მივა. თუმცა, რომელი ჭკუათმყოფელი ამჯობინებს ამ შეხვედრის შინ ყურებას?

დაბრუნება — ნახევარ საათში გაგიჟებული მსოფლიო
მიმდინარე სეზონი ლეო მესისთვის ცოტა უცნაურია. არგენტინელმა ფეხბურთელმა უკვე სამჯერ მოასწრო ტრავმის მიღება, რის გამოც ორი თვე და 12 მატჩი გამოტოვა. ამის მიუხედავად, მესიმ ორიოდე დღის წინათ, „ხეტაფესთან“ გამართულ სათასო მატჩში ტრიუმფალური დაბრუნება მოიწყო და შეხვედრის ბოლო 30 წუთში ორი გოლი გაიტანა.

შესრულებულმა დუბლმა ლეო „ბარსელონას“ ბომბარდირთა სათავეში მოაქცია, მატჩის შემდეგ კი ნამდვილი სიგიჟე დაიწყო. ლიდერის დაბრუნებით გახარებულმა თანაგუნდელებმა მესის გასახდელში ცეკვა მოუწყვეს, არგენტინელ ფეხბურთელთან ერთად ფოტოები გადაიღეს და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. „მონსტრი დაბრუნდა!“ – ასეთი კომენტარი დატოვა ალექს სონგმა ერთ-ერთ სურათზე.

ჭკუიდან ქომაგებიც გადავიდნენ. „ბარსელონას“ ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყებოდა, რომ დუბლის შესრულების მომენტში მესის გვარი „ტვიტერზე“ 24 ათასჯერ დაიწერა, მთლიანად მატჩის მიმდინარეობისას კი – 300 ათასჯერ.

კატალონიურ გამოცემა „ელ მუნდო დეპორტივოს“ ზედიზედ სამი დღის განმავლობაში პირველი გვერდიდან მესის სურათი არ ჩამოუშორებია. არგენტინულმა გაზეთმა „ოლემ“ კი ერთი დღით გამოცემის სახელწოდება შეცვალა და „ლეო“ დაირქვა. მესის მხოლოდ ნახევარი საათი დასჭირდა იმისთვის, რომ საფეხბურთო მსოფლიო კიდევ ერთხელ გაეგიჟებინა.

ყველა ესპანელი ჟურნალისტი არ არის დარწმუნებული, რომ დღევანდელ მატჩში ლიონელ მესი სასტარტო წუთებიდანვე მოედანზე იქნება. ზოგიერთი ფიქრობს, რომ გარისკვას სჯობს, მესი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ათამაშონ, თუმცა სპორტულ ჟურნალისტთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ლეო ძირითად შემადგენლობაში იქნება. სავარაუდოდ, სასტარტო განაცხადში მოხვდება ნეიმარიც, რომელმაც „ხეტაფესთან“ გამართული შეხვედრა მცირე დაზიანების გამო გამოტოვა.

სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, მესიმ დღეს აუცილებლად უნდა გაიტანოს. მისთვის „ატლეტიკო“ ყველაზე სასურველი მეტოქეა. ესპანეთის ჩემპიონატში არგენტინელმა ფეხბურთელმა მადრიდული კლუბის წინააღმდეგ 14-ჯერ ითამაშა და 17 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მესიმ „ატლეტიკოს“ ქომაგთა დამწუხრება სათასო დაპირისპირებაში სამჯერ მოახერხა.

შეხვედრა — სიმულანტი სიმეონე
ცალკე ინტრიგას იწვევს დღეს მონაწილე გუნდთა არგენტინელი თავკაცების დუელი. საუბარია „ბარსას“ მთავარ მწვრთნელ ხერარდო მარტინოსა და „ატლეტიკოს“ დამრიგებელ დიეგო სიმეონეზე.

ესპანელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში სიმეონემ 1987/88 წლების სეზონში მომხდარი ერთი საინტერესო შემთხვევა გაიხსენა. თურმე, „ნიუელს ოლდ ბოისსა“ და „ველესს“ შორის გამართულ მატჩში სიმეონემ მარტინოსთან ორთაბრძოლისას სიმულაციას მიმართა, რის გამოც ხერარდო მოედნიდან გააძევეს. მოგვიანებით წითელი ბარათი თავად დიეგომაც მიიღო, თუმცა მისმა გუნდმა მატჩი ანგარიშით 2:1 მოიგო.

აი, მწვრთნელის რანგში სიმეონეს ხერარდოსთვის არასდროს არ მოუგია. ეს მწვრთნელები სეზონის სტარტზე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ესპანეთის სუპერთასისთვის გაჩაღებულ ორრაუნდიან დაპირისპირებაში. ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა, თუმცა გასვლაზე გატანილი გოლის წყალობით ტიტული კატალონიელებს დარჩათ. ვნახოთ, ვინ აჯობებს დღეს. მატჩი ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება და მას 36 წლის არბიტრი ანტონიო მატეუ განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

სიმეონე: “ვალენსიას კარგი პერსპექტივები აქვს”

ატლეტიკო მადრიდის მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ვალენსიასთან 1/8 ფინალური სათასო მატჩის შემდეგ(1-1) კომენტარი გააკეთა.

“ვალენსიამ დროის საკმაო რაოდენობა გაატარა შეტევაში რითაც ბევრი პრობლემები შეგვიქმნა. ისინი დაცვაშიც დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და საბოლოოდ კარგ შედეგს მიაღწიეს. ახლა მეოთხედფინალში გასვლის შანსები თანაბარია.
გოლის შემდეგ მოვეშვით რამაც მოწინააღმდეგეს, რამოდენიმე საგოლე სიტუაციის შექმნის საშუალება მისცა, მაგრამ კურტუა, როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა.
მოხარული ვარ, რომ ჩემი გუნდი ყველა ტურნირზე კარგად გამოიყურება. რაც შეეხება ვალენსიას, მათ დიდი პერსპექტივები აქვთ” – განაცხადა სიმეონემ.

დიეგო სიმეონეს ტექნიკური შვილი

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ აკეთებს ფინტებს მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს ვაჟი.

სიმეონე: „ზოგიერთები ფერგიუსონს მადარებენ“

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე გამოტყდა, რომ უხარია, როცა სერ ალექს ფერგიუსონსა და ჟოზე მოურინიოს ადარებენ. არგენტინელმა სპეციალისტმა ისიც თქვა, რომ მადრიდულ კლუბში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობა სურს.

„ასეთ პიროვნებებთან შედარება ჩემთვის დიდი პატივია. „ატლეტიკოში“ უკვე საკმაო ხანი გავატარე. ზოგიერთები ამბობენ, რომ მადრიდული კლუბი შეიძლება „ფერგიუსონის გუნდად“ იქცეს. ისინი მე სერ ალექსს მადარებენ. ეს ადამიანი ფეხბურთის მთელ ეპოქას წარმოადგენს. რაც შეეხება მოურინიოს, მას საოცარი ქარიზმა აქვს. ჩვენს შორის დიდი ასაკობრივი განსხვავებაა. უკეთესი იქნება, ერთად ვნახოთ, თუ რა მოხდება მომდევნო წლებში. „ინტერში“ მოურინიოს მუშაობას ვაკვირდებოდი, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“, – სიმონეს სიტყვები „ილ ჯიორნალემ“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი