დევიდ ბექჰემი ინგლისური კლუბის დირექტორი გახდა

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ “სტელფორდ სიტის” დირექტორად ლეგენდარული ბრიტანელი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის დანიშვნა დაამტკიცა. აღნიშნული კლუბი ინგლისის რანგით მეხუთე დივიზიონში ასპარეზობს.

43 წლის ბექჰემი “სტელფორდის” აქციათა ათი პროცენტის მფლობელი გახდა. ის ძმებ ნევილებთან, რაიან გიგზთან, პოლ სქოულზთან და ნიკი ბატთან ერთად კლუბის თანამფლობელი გახდა. მათ საერთო ჯამში “სტელფორდის” აქციათა 60 პროცენტი ეკუთვნით. დანარჩენი 40 პროცენტის მფლობელი სინგაპურელი ბიზნესმენი პიტერ ლიმა გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ დევიდ ბექჰემი ამერიკული “ინტერ მაიამის” მფლობელიც გახლავთ, რომელიც MLS-ში ასპარეზობას 2020 წლიდან დაიწყებს.

“კრილია სოვეტოვს” ლორიას სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე მეტის გადახდა დაეკისრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კიპერმა გიორგი ლორიამ “კრილია სოვეტოვს” სასამართლო მოუგო. პროცესი ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. “სპორტ-ექსპრესის” ცნობით, სამარულ კლუბს ქართველი ფეხბურთელის სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე (დაახლოებით 300 ათასი აშშ დოლარი) მეტის გადახდა დაეკისრა.

გიორგი ლორიამ განმარტა, რომ “კრილია სოვეტოვმა” ხელფასის გარდა საშვებულებო თანხის გადახდაც დაუგვიანა. ის სამარული კლუბის რიგებში 2015-დან 2018 წლამდე ირიცხებოდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიას მსგავსი შემთხვევა მახაჭკალის “ანჟისთანაც” ჰქონდა. მაშინ დაღესტნურ კლუბს ქართველი მეკარის სასარგებლოდ 4,5 მილიონი რუბლის გადახდა დაეკისრა.

მაურიციო სარი: “ედენ აზარი გუნდის ლიდერი არ არის”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ “ლურჯების” ნახევარმცველი ედენ აზარი შეაქო, თუმცა იქვე დასძინა, რომ მას გუნდის ლიდერად არ თვლის.

“დღესდღეობით აზარი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე უფრო არის, ვიდრე – გუნდის ლიდერი. ის ძალზედ მნიშვნელოვანი ფიგურაა და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ედენს მატჩის მიმდინარეობის შეცვლა ორ წუთში შეუძლია, ზოგჯერ კი ამისთვის ერთი წუთიც ჰყოფნის, თუმცა მას ლიდერად ვერ ჩავთვლი.

მისგან ნებისმიერი მწვრთნელი უფრო მეტს მოითხოვდა. მეც ვფიქრობ, რომ მას გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე ეს დღეს ჩანს. მან საკუთარი თავი უნდა დააფასოს და სრულყოფისთვის მუშაობა გააგრძელოს.

რაც შეეხება მომავალს, ვფიქრობ, მას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, აქ დარჩეს თუ ახალი გამოცდილების მისაღებად სხვა კლუბს მიაშუროს. ედენი ამ საკითხში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული”, – ციტირებს მაურიციო სარის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

სიმეონე “ატლეტიკოსთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ესპანური გამოცემა “ასის” ცნობით, მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე კლუბთან კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს. მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2020 წლამდე აქვს.

არგენტინელი სპეციალისტის ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ლონდონის “ჩელსიდან” ალვარო მორატას გადმობირება სახელდება. აღნიშნული ტრანსფერი ოფიციალურად მომდევნო საათების განმავლობაში უნდა დადასტურდეს. სიმეონეს უკვე დიდი ხანია, “ატლეტიკოს” შეტევითი ხაზის გაძლიერება სურს და მორატას დამატებით ფიქრობს, რომ გუნდს პრიმერადივიზიონისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების რეალური შანსი გაუჩნდება.

შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონე “ატლეტიკოში” 2011 წლის დეკემბრიდან მუშაობს. მან ამ პერიოდის განმავლობაში კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო, ორ-ორჯერ დაისაკუთრა ევროპის ლიგა და უეფას სუპერთასი.

სიმეონეს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მომავალში მილანის “ინტერის” გაწვრთნას აპირებს.

დიეგო სიმეონე: “ისეთი მდიდრები არ ვართ, როგორიც “რეალია”

დღეს ევროპის სუპერ თასის შეხვედრაში ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და თანაქალაქელი “ატლეტიკო” დაუპირისპირდებიან. “როხიბლანკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ მნიშვნელოვან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“აშკარაა, რომ “ატლეტიკოსგან” უფრო მეტის მოლოდინი აქვს გულშემატკივარს. ჩვენ წინ უნდა განვაგრძოთ სვლა. სწორედ ის უნდა გავაუმჯობესოთ, რაც გასულ სეზონებში გავაკეთეთ. ახლა ჩემს გუნდზე კიდევ უფრო მეტი რამაა დამოკიდებული. ახალი ფეხბურთელებით შევსება და შემდეგ მუშაობა მნიშვნელოანია, რათა უფრო სოლიდური კლუბი გავხდეთ.

გასახდელ ოთახში ახალი ხალხი გვყავს. ხოლო, ღირებულმა მოთამაშეებმა დატოვეს გუნდი. აუცილებელია, შევქმნათ კარგი გარემო და ასე გავძლიერდეთ ფსიქოლოგიურად. შემდეგ, ბარიერსაც მარტივად გადვლახავთ. არ მიყვარს ბიუჯეტის ხსენება, თუმცა ის ფაქტია, რომ ამ მხრივ ისეთი შესაძლებლობა არ გვაქვს, როგორიც – “რეალს”. ყველანაირად ვეცდებით მაქსიმალურად დავიხარჯოთ და უფრო მეტს მივაღწიოთ,” – ამბობს სიმეონე.

სიმეონე პირად საუბარში არგენტინის ნაკრებს მკაცრად აკრიტიკებს

ხორხე სამპაოლის თავკაცობით არგენტინის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე საშინლად ასპარეზობს. მუნდიალის პირველი ორი ტურის შემდეგ “ალბისელესტე” მეოთხე ადგილს იკავებს ჯგუფში.

დღეს ევროპულ პრესაში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც დიეგო სიმეონეს მოსაზრებებია ჩაწერილი არგენტინის არასახარბიელო ასპარეზობასთან დაკავშირებით.

“რაც ახლა არგენტინის ნაკრებში ხდება, ახალი არ არის, ბოლო ოთხი წელია ასეა, საუბედუროდ – ანარქია, არანაირი ლიდერობა და არც მხარდაჭერა ფედერაციისგან.

წაგებულ გუნდს ვხედავ. თამაში ისე უნდა დაეწყოთ, როგორც ისლანდიასთან, უფრო სუსტ გუნდთან. ცუდი პერიოდი აქვთ, მაგრამ არგენტინა არგენტინაა და ვთვლი, რომ პროგრესირებენ. მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი კვლავ აქვთ.

ცხადია, რომ გასახდელში ვიღაცა ვიღაცას ეჩხუბება და სწორიც არის. ვინმემ უნდა იჩხუბოს.

მეკარე… მან ეს უკვე გააკეთა. ესპანეთთან იგივე შეცდომა დაუშვა, ისევე როგორც იტალიასთან, მაგრამ მაშინ ბურთი კარს მცირედით აცდა. ვამბობდი, რომ სამწუხარო იყო, გოლი რომ არ გაუშვა – მაშინ მიხვდებოდნენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ამას არავინ გაპატიებს.

ყოველთვის ვამბობთ, რომ მთავარი ფეხბურთელების მიერ გაწეული სამუშაოა, ასეცაა, თუმცა პროცენტულად მათი გავლენა მხოლოდ 60 პროცენტით განისაზღვრება და არა ოთხმოცდაათით. რადგანაც, როცა მწვრთნელი შეცდომას უშვებს გაცილებით უფრო საზიანოა, ვიდრე რომელიმე ფეხბურთელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელებსაც მიუძღვით თავიანთი წვლილი ამ ყველაფერში.

ძალიან მნიშვნელოვანია იმის დანახვაც, რომ მესი ძალიან კარგია. მაგრამ ეს იმიტომ, რომ ექსტრაორდინარული თანაგუნდელები ჰყავს. კითხვა მაქვს, მესის აირჩევდით თქვენი გუნდში რეგულარულად სათამაშოდ, თუ რონალდუს?” – ციტირებს სიმეონეს სიტყვებს 101greatgoals.

სიმეონეს ევროპა ლიგაზე ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე, უეფას სადისციპლინო კომიტეტმა 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და ამის გამო ევროპა ლიგის ფინალის გამოტოვება მოუწევს.

როგორც იცით, “არსენალსა” და “ატლეტიკოს” შორის გამართული ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩის მიმდინარეობისას, კლემენტ ტურპინმა მსაჯებთან კამათის გამო სიმეონეს წითელი ბარათი მეათე წუთზე უჩვენა. არგენტინელი ვრსალკოს წითელ ბარათს აპროტესტებდა.

“ჩოლო” სიმეონემ უკვე მოიხადა დიკვალიფიკაციის ერთი მატჩი, როდესაც “ატლეტიმ” შინ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა “მეთოფეთა” გუნდი. წინ კი სამი მატჩია, მათ შორის კი ევროპა ლიგის ფინალიც. თანაც, სიმეონეს 10 000 ევროს გადახდაც მოუწევს ჯარიმის სახით.

ევროპა ლიგის ფინალი 16 მაისს გაიმართება “ატლეტიკოსა” და “მარსელს” შორის.

დიეგო სიმეონეს ვაჟმა “ნაპოლის” სამი გოლი გაუტანა (ვიდეო)

იტალიის სერია ა-ს 35-ე ტური განსაკუთრებით იღბლიანი აღმოჩნდა დიეგო სიმეონეს ვაჟისათვის, რომელიც ამჟამად “ფიორენტინას” ღირსებას იცავს. ჯოვანი სიმეონემ “ნაპოლის” კარში სამი გოლის გატანა შეძლო.

“ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელის ვაჟმა პირველ ტაიმში ერთხელ გამოიჩინა თავის, თამაშის მეორე ნახევარში კი კიდევ ორჯერ აიღო პეპე რეინას კარი. 22 წლის არგენტინელისთვის ეს მიმდინარე სეზონში გატანილი მე-13 გოლი იყო. ეს ყველაზე შედეგიანი სეზონია მის კარიერაში.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ის “ჯენოას” ღირსებას იცავდა, სადაც ამ უკანასკნელმა ბოლო სეზონში 12 გოლით დაგვამახსოვრა თავი.

სიმეონემ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, აღნიშნა, რომ კლუბი გუნდის წამყვანი ფეხბურთლების შენარჩუნებსა გეგმავს და მათ შორის იან ობლაკიც იგულისხმება.

“ატლეტიკო” მნიშვნელოვანი ფეხბურთელების კლუბიდან გაშვებას არ გეგმავს. ობლაკი ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს გუნდში დარჩება.

ვიმედოვნებ, რომ ის ჩვენთან თამაშით მომავალშიც ისეთივე ბედნიერი იქნება, როგორიც ახლა არის. თუ აქ დარჩება, პიროვნულ და პროფესიონალურ ზრდას გააგრძელებს, რაც უმნიშვნელოვანესია. ყველა ძლიერ გუნდს სჭირდება ასეთი მეკარე,” – აცხადებს არგეტნინელი სპეციალისტი.

სიმეონე: “მესის “ატლეტიკოს” მაისურით რომ ეთამაშა, “ბარსელონას” დავამარცხებდით”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ “ბარსელონასთან” განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ პრესასთან ისაუბრა. არგენტინელმა სპეციალისტმა ლეო მესის ფაქტორიც გამოყო, რომელიც შეხვედრაში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი გახლავთ.

“ამ მატჩის სცენარი წინა შეხვედრის ანალოგიური იყო. პირველ ტაიმში სწორედ ისინი დომინირებდნენ, ჩვენი თამაშის ჩვენების უფლებას არ გვაძლევდნენ. თუმცაღა შემდეგ ყველაფერი გამოვასწორეთ და ისე ჩანდა, რომ თამაში ფრედ უნდა დასრულებულიყო. შემდეგ კი მინიმალური ანგარიშით ვმარცხდებით.

უსიამოვნო გრძნობაა ასეთი შანსის ხელიდან გაშვება. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ გუნდი ნამდვილად მუშაობს. მეორე ტაიმში ბრწყინვალე რეაქციები ვიხილეთ ჩვენი მხრიდან. გვქონდა შანსებიც, თუმცა მათი რეალიზება ვერ შევძელით.

მესი? ის განსაკუთრებული მოთამაშეა. მესის რომ ჩვენი მაისურით ეთამაშა, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩებოდა,” – აცხადებს სიმეონე.

სიმეონე: “სულაც არ ვფიქრობ, რომ კარასკოსა და გაიტანის ჩინეთში წასვლამ დაგვასუსტა”

მადრიდის “ატლეტიკოს” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, იანიკ ფერიერია-კარასკო კარიერას ჩინეთის სუპერლიგაში, კერძოდ, “დალიან იიფანგში” გააგრძელებს. ბელგიელს მიბაძა ნიკოლას გაიტანმაც.

ზემოთ აღნიშნულზე მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ ისაუბრა.

“სულაც არ ვფიქრობ, რომ ცოტა ფეხბურთელი მყავს. მართალია, მათი რაოდენობა შემცირდა, თუმცა ახლა უფრო მეტ ჩემს მოთამაშეს მიეცემა სათამაშო დრო. იქნება კონკურენცია და ყველა იბრძოლებს, რომ სათანადო რაოდენობის წუთები მიიღოს. ეს ჩემი გუნდის განვითარებისთვის მშვენიერია. შესაბამისად, არ დავსუსტებულვართ. ხოლო, კარასკოსა და გაიტანს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. ისინი ყოველთვის ცდილობდნენ, მწვრთნელის დავალებები ბოლომდე შეესრულებინათ, რისთვისაც მადლობელი ვარ,” – ამბობს სიმეონე.

სიმეონეს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარ მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ შექმნილმა სპეციალურმა სადისციპლინო კომიტეტმა სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

როგორც იცით, “ატლეტიკოსა” და “სევილიას” შორის გამართული ბოლო დაპირისპირებისას (1:3), მატჩის მთავარმა არბიტრმა მარტინეს მუნუერამ არგეტნინელ სპეციალისტს წითელი ბარათი უჩვენა უღირსი საქციელისთვის.

სადისციპლინო კომიტეტმა დეტალურად გამოიძია ეს ეპიზოდი და დიეგო სიმეონეს ტაშს “სარკაზმის” ხასიათი მიანიჭა. შედეგად, “ელ ჩოლო” კოპა დელ რეის მომავალი სეზონის 3 დაპირისპირებას ტრიბუნებიდან დააკვირდება.

“სევილიასა” და “ატლეტიკოს” ორმატჩიანი დაპირისპირება “დალაქების” გამარჯვებით, ანგარიშით 5-3 დასრულდა.