მსოფლიოს ყველაზე სწრაფ მორბენალს, ცხრაგზის ოლიმპიურ ჩემპიონ უსეინ ბოლტს ძალიან სურს პროფესიონალ ფეხბურთელად ქცევა. 30 წლის იამაიკელი სპრინტერი კარიერის დასრულებას 2017 წლისთვის ვარაუდობს, რის შემდეგაც ძალების მოსინჯვას ფეხბურთში შეეცდება. “ელვისებური ბოლტი” დორტმუნდის “ბორუსიაში” ვარჯიშს მალე დაიწყებს.
ამასთან დაკავშირებით ომარ მომანი საინტერესო კარიკატურას გვთავაზობს.