გთავაზობთ გასულ უიკენდზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ქართველი ფეხბურთელების მონაგარს.
იტალიის სერია B-ში მჭედლიზე-შეყრილაძის „ემპოლი“ „ბრეშას“ მასპინძობდა და ფრედ, 2:2 ითამაშა. შეყრილაძემ მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, ლევან მჭედლიძეს კი მწვრთნელმა უკანასკნელი 9 წუთი დაუთმო.
ჰოლანდიაში „ვიტესმა“ „კამბური“ დაამარცხა 3:0. ქართული სამეულიდან ძირითადში მხოლოდ გუნდის კაპიტანი, გურამ კაშია იყო. შეცვლაზე ითამაშეს ვაკო ყაზაიშვილმა (5 წუთი) და გიორგი ჭანტურიამ (10 წუთი) . ამ უკანასკნკელმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე გოლის გატანაც მოახერხა.
თურქეთის სუპერლიგაში „ქაიზერისპორმა“ ნულოვანი ფრე ითამაშა „ბელედიესფორთან“. ზურაბ ხიზანიშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელის გუნდი კვლავ რჩება გასავარდნ ზონაში.
რუსეთში „კრილია სოვეტოვის“ შემადგენლობაში სრული შეხევდრა ჩაატარა ალექსანდრე ამისულაშვილმა. სამარელებმა „კრასნოდარი“ მიიღეს და მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს
“როსტოვის“ შემადგენლობაში 82 წუთი ითამაშა ჯანო ანანიძემ. როსტოვს მოსკოვის “ცსკა“ სტუმრობდა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
მახაჩკალის “ანჟი“ ტომსკის “ტომთან“ დამარცხდა საშინაო შეხვედრაში. მასპინძელთა რიგებში სრული შეხვედრა ჩაატარა გია გრიგალავამ.
პორტუგალიურ პრიმეირა ლიგაში “ჟილ ვისენტე“, რომლის ღირსებას ახალგაზრდა ავთანდილ ებრალიძე იცავს, “ბელენენსეშს“ ესტუმრა. მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. 11 ტურის შემდეგ “ჟილ ვისენტე“ მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ დიდ პორტუგალიურ სამეულს ჩამორჩება.
დანია უმაღლესში სხირტლაძე-ვაწაძე-დევდარიანის “ორჰუსი“ “ოდენსეს“ ეწვია და დიდი ანგარიშით, 4-1 დამარცხდა. სტუმრების მხრიდან პრესტიჟის გოლის ავტორი დევდარიანია, რომელმაც შეხვედრა სრულად ჩაატარა. სხსირტლაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან, 74-ე წუთზე ჩაერთო.
უკრაინაში ლუგანსკის „ზორიამ“ დნიპროტეროვსკის „დნიპრო“ დაამარცხა 3:0. მაპინძელთა შემადგენლობაში 71 წუთი ითამაშა ჯაბა ლიპარტიამ და საგოლე პასი მიითვალა. „დნიპროელმა“ ჯაბა კანკავამ კი სრული 90 წუთი. ხუანდე რამოსმა კვლავ განაცხადის მიღმა დატოვა კობახიძე და ლობჟანიძე.
პოლონურ ექსტრაკლასაში დაჩი ფოფხაძის და ნიკა ძალამიძს “იაგელონიამ“ გდანსკის “ლეხია“ მიიღო. ქართველების გუნდმა მინიმალური ანგარიშით წააგო. ფოფხაძემ მატჩი სრულად ჩაატარა. ძალამიძე კი ტრავმირებულია.
ლადო დვალიშვილის “ლეგიამ“ სენსაციურად წააგო გასვლითი შეხვედრა “პოდბესკიძიესთან“. ვარშაველებმა მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ, თუმცა კვლავ რჩებიან პირველ ადგილზე. ქართველმა ფორვარდმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 71-ე წუთამდე ითამაშა.