აზარი: “ჩელსის” ურჩევნია ტიტული “ლესტერმა” მოიგოს და არა “ტოტენჰემმა”

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელმა ვარსკვლავმა, ედენ აზარმა აღიარა, რომ ლონდონური გრანდის წარმომადგენლები “ტოტენჰემისა” და “ლესტერის” საჩემპიონო რბოლაში “მელიების” მხარეს არიან.

“ნამდვილად არ გვინდა, რომ პრემიერ ლიგა “ტოტენჰემმა” მოიგოს – ფანები, კლუბი და ფეხბურთელები. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ჩემპიონი “ლესტერი” გახდება. მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს.

მომავალ კვირას უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის “ტოტენჰემის” წინააღმდეგ. კარგი იქნება, თუ მათ დამარცხებას შევძლებთ.” – განაცხადა აზარმა, რომელმაც 356 მშრალი დღის შემდეგ შაბათს პირველად მოახერხა პრემიერ ლიგაში გოლის გატანა.

საკითხები, რომელზეც კონტემ ძალიან ბევრი უნდა იფიქროს

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობამ უკვე დაადასტურა, რომ მომავალ სეზონში “არისტოკრატებს” სათავეში ანტონიო კონტე ჩაუდგება. ეს ევრო-2016-ის დასრულების შემდეგ მოხდება.

იტალიელს ლონდონში არც თუ ისე კარგი ვითარება დახვდება – კლუბი ევროპული ფეხბურთის გარეშეა დარჩენილი, რაც ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ეს მათი ერთადერთი პრობლემა არ არის. გთავაზობთ კონტეს გადასაწყვეტ 5 მთავარ პრობლემას…

ჯონ ტერის შენარჩუნება

ლონდონური “ჩელსი” მომავალ სეზონში დიდი ალბათობით კლუბის ყველაზე გამოცდილი და გამორჩეული ფეხბურთელის, ჯონ ტერის გარეშე დარჩება, თუკი ის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს იტყვის. 35 წლის ტერიმ ზამთარში განაცხადა, რომ კლუბს ამჟამინდელი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვებდა, რის მიზეზადაც კლუბის მიერ გეზის შეცვლა დაასახელა.

საინტერესოა, მოსწონს თუ არა კონტეს ჯონ ტერის მიერ ნახსენები გეზი? Sky Sports-თან საუბრისას, გრიმ სოუნესმა აღნიშნა, რომ ის ვერ ხედავს ვერანაირ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა უნდოდეს კლუბს მისი შენარჩუნება.

ზ

“მიჭირს წარმოდგენა იმისა, რომ ტერისა და “ჩელსის” გზები მომავალ წელს გაიყრება. ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, თუ რატომ არ უნდა უნდოდეს “ჩელსის” ტერისთან თანამშრომლობა. რამდენიც არ უნდა გადაიხადო სხვა მცველში, თუნდაც 60 მილიონი ფუნტი, ის ვერ გააკეთებს იმას, რასაც ტერი გასახდელში აკეთებდა. ჯონ ტერის მოშორება ჩემის აზრით უდიდესი შეცდომა იქნება.”

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონტე ჯონ ტერისა და “ჩელსის” ყოფილი ასისტენტის, რეი უილკინსის შენარჩუნებას აპირებს.

ყოველშემთხვევაში, ჯონ ტერის წასვლით დარჩენილი ღრმულის ამოვსება კონტეს ძალიან გაუჭირდება.

აზარის ძველ ფორმაში დაბრუნება

რთულია გაიხსენო ისეთი ფეხბურთელი, რომელმაც ასეთი დონის რეგრესი ასეთ მცირე პერიოდში გაიარა. 2014/15 წლების სეზონში ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი დღეს გუნდის იმედგამაცრუებელ ფიგურად მოგვევლინა. მას წლევანდელ სეზონში პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ არცერთ მატჩში არ გაუტანია გოლი.

აღანიშნავია, რომ მას პრემიერ ლიგიდან წასვლასაც უწინასწარმეტყველებენ. თებერვალში ბელგიელმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ “პარის სენ-ჟერმენისთვის” უარის თქმა გაუჭირდებოდა.

ზ

“ჩელსის” ამჟამინდელი და დრობითი თავკაცი, გუს ჰიდინკი თვლის, რომ აზარს ძველი ფორმის აღდგენა შეუძლია, თუმცა Sky Sports-ის სპეციალისტის აზრით მისი გაყიდვა უკეთესი ვარიანტია, თანაც თუ შესაბამის თანხას გაიღებენ.

“მის სანაცვლოდ 60 მილიონი ფუნტიც რომ მოეცათ, მას აუცილებლად გავუშვებდი. მან ერთი ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, თუმცა წელს ის ვერაფრის გაკეთებას ვერ ახერხებს. მის სანაცვლოდ თუ რაიმეს მიღებას შეძლებ, აუცილებლად უნდა აიღო. არავინ იცის შეძლებს თუ არა ის ძველ ფორმაში დაბრუნებას.”

საეჭვოა ლონდონელებმა აზარი გაუშვან, რომლის კონტრაქტიც 2020 წელს იწურება, თუ ასტრონომიულ შეთავაზებას არ მიიღებენ. ნაცვლად მისი გაშვებისა, კონტე ეცდება რაიმე გასაღები გამოძებნოს, რომელიც მის ტრანსფორმაციას გამოიწვევს.

სატრანსფერო პოლიტიკის გამოსწორება

მართალია, რომ “ჩელსის” არასახარბიელო ასპარეზობა მოურინიოს ბრალია, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ აბრამოვიჩი მის სატრანსფერო პოლიტიკას მხარს დიდად არ უჭერდა.

კლუბის მიერ გაკეთებული ბოლო ცვლილებებიდან (რადამელ ფალკაო, აბდულ რაჰმან ბაბა, პაპი ჯილობოჯი და პედრო) ვერცერთმა ვერ გაამართლა. იგივე შეიძლება ითქვას პატოზეც. იანვარში გადმობირებული ფეხბურთელის დებიუტი ამ უიქენდზე შედგა.

თუმცა ისმის კითხვა: შეძლებს კონტე საჭირო ფეხბურთელების გადაბირებას, იმის ფონზე, რომ კლუბი მომავალ სეზონში ევროპულ სარბიელზე ვერ იასპარეზებს?

Sky-ს იტალიელი ჟურნალისტი, ავგუსტო დე ბართოლო თვლის, რომ “იუვეს” ყოფილი ბოსი 3-4 ფეხბურთელს დაიმატებს, მათ შორის კი “რომას” ნახევარმცველი, რაჯა ნაინგოლანიც იქნება.

“იუვეში” პოგბას გარდა მას ჰყავდა პირლო, მარკიზიო და ვიდალი. ამ მიზეზით, ვფიქრობ რომ ის დაიმატებს ფეხბურთელს, რომელიც მისთვის გამოსადეგი იქნება. ვფიქრობ ეს რაჯა ნაინგოლანი იქნება, “რომადან”, რომელსაც კონტე აღიარებს.” – აცხადებს დე ბართოლო.

ზ

კონტემ შეტევის ხაზის გაძლიერებაზეც უნდა იფიქროს. კოშტა გაცილებით უფრო კარგ დამხმარეებს იმსახურებს, ვიდრე ლოიკ რემი და ფალკაოა.

“მათ კიდევ ერთი ფორვარდი უნდა დაიმატონ ზაფხულში, რადგანაც მხოლოდ კოშტა ვერაფერს შეძლებს.” – განაცხადა მერსონმა.

ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემა

მართალია ამ პრობლემის გადაწყვეტა მოკლე დროში შეუძლებელია, თუმცა ახალგაზრდებისთვის მეტი შანსის მიცემა “ჩელსის” ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელების დაკარგვისგან დაიცავს, როგორებიც რომელუ ლუკაკუ და კევინ დე ბრუინი არიან.

რასაკვირველია, კონტეს ბევრ ფეხბურთელთან ექნება სამუშაო. “ჩელსიმ” საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი აიყვანა იჯარით. ახალგაზრდა პერსპექტიულთა რიცხვს მიეკუთვნებიან: რუბენ ლოფტუს-ჩიკი, მეტ მიასგა და ბერტრანდ ტრაორე.

ზ

ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების განვითარება და სწორი ტრანსფერები “ჩელსის” მომავალს უზრუნველყოფილს გახდის. გარდა ამისა, ჰიდინკი მისთვის დახმარების გაწევას აპირებს. მან უკვე აღნიშნა, რომ სანამ გუნდს დატოვებს, ის საკმაოდ ბევრ ახალგაზრდას მისცემს გუნდში თამაშის შანსს.

ეს ყველაფერი კი იტალიელს გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

განათხოვრებულ ფეხბურთელებზე ზრუნვა

როგორც იცით, “ჩელსის” 30 ფეხბურთელზე მეტი ყავს განათხოვრებული სხვადასხვა კლუბებში. ასე რომ კონტეს არჩევანის უფლება საკმაოდ აქვს.

განათხოვრებენ პატრიკ ბემფორდს 6 თვით? დააბრუნებენ ხუან კვადრადოს “იუვენტუსიდან”? არის მაიკლ ჰექტორი იგნლისური ფეხბურთისთვის მზად? მუჰამედ სალაჰის დაბრუნების შანსები არც ისე დიდია, მაგრამ ვიქტორ მოზესის მომავლის საკითხი კი აუცილებლად უნდა განიხილონ, რომლის შენარჩუნებასაც “ვესტ ჰემი” ყველანაირად ეცდება.

ზ

Tuttosport: “იუვენტუსმა” თვალი აზარს, ვილიანსა და ოსკარს დაადგა

ტურინის “იუვენტუსს” იმედი აქვს, რომ ლონდონის “ჩელსის” შემტევი ნახევარდაცვის რომელიმე წევრს მაინც გადაიბირებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე. ამ ინფორმაციას Tuttosport ავრცელებს.

როგორც იცით, ხუან კუადრადოს კონტრაქტის თანახმად “სტემფორდ ბრიჯზე” დაბრუნება მოუწევს, სადაც დიდი ალბათობით ანტონიო კონტე დახვდება, რომლის ინტერესზე ლეონარდო ბონუჩისა და სიმონე ძაძას მიმართ ძალიან ბევრს საუბრობენ.

ამიტომაც “ბებერი ქალბატონი” ეცდება ამ სიტუაციიდან მოგებული გამოვიდეს და “არისტოკრატთა” რომელიმე ნახევარმცველი (უილიანი, ოსკარი ან აზარი) გადაიბიროს. რასაც ხელს ის ფაქტიც შეუწყობს, რომ მომავალ სეზონში “ლურჯები” ევროპულ სარბიელზე დიდი ალბათობით ვერ იასპარეზებენ.

ესპანური პრესა: “რეალი” ედენ აზარს სიტყვიერად შეუთანხმდა

ესპანური გამოცემა, AS გვამცნობს, რომ მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა ედენ აზარს სიტყვიერად შეუთანხმდა.

წყაროს ცნობით, ზინედინ ზიდანს ბელგიელი ფეხბურთელის “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადმობირება 2010 წლიდან სურდა, თუმცა ეხლა მადრიდელებს ყველაზე კარგი შანსი ეძლევათ და აზარი მათთვის ყველაზე პრიორიტეტული სამიზნეა.

ასევე აცხადებენ იმასაც, რომ ედენ აზარი დიდი ალბათობით ხამეს როდრიგეს ან ისკო ალარკონს ჩაანაცვლებს, რაც დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად კარგ წინადადებებს მიიღებენ მადრიდელები ევროპული კლუბებისაგან.

AS-მა ისიც გაარკვია, რომ “არისტოკრატებმა” ბელგიელ ნახევარმცველს 100 მილიონ ევროიანი იარლიყი მიაკრეს. მისი კონტრაქტი 2020 წელს იწურება “ჩელსისთან”.

As: “რეალი” ხამესისა და ისკოს გაყიდვას აპირებს

ესპანურ, ავტორიტეტულ გამოცემა As-ს თუ დავუჯერებთ, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ ხამეს როდრიგესი და ისკო სატრანსფერო ბაზარზე გასაყიდად გაიყვანა.

არასახარბიელო ასპარეზობიდან გამომდინარე “ლოს ბლანკოსი” ნახევარდაცვის შემტევი ნაწილის გამოცვლას აპირებს. დიდი ალბათობით პერესი მათ ჩანაცვლებას ედენ აზარით აპირებს.

იმ შემთხვევაში, თუ “ჩელსის” ბელგიელი ვინგერი, ედენ აზარი “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგდება, მაშინ ისკოსა და ხამესს კლუბის დატოვების უფლება მიეცემათ. ვარსკვლავური დუეტის გადაბირებით რამდენიმე ინგლისური კლუბია დაინტერესებული.

Marca: მადრიდის “რეალი” 12 ახალი ფეხბურთელის დამატების შესაძლებლობას განიხილავს

მადრიდის “რეალი” უკვე აწყობს გეგმებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისათვის. Marca-ს ინფორმაციის თანახმად, კლუბი უკვე დაუკავშირდა 12 ფეხბურთელს, რომელთა გადაბირების შესაძლებლობასაც განიხილავენ.

სიის სათავეში იმყოფებიან პრემიერ ლიგის ვარსკვლავები: ედენ აზარი, დავიდ დე ხეა და ჯონ სტოუნზი. ამით “ლოს ბლანკოსი” მაქსიმალურად ეცდება “ბარსელონასთან” არსებული სხვაობა შეამციროს.

წყაროს ცნობით მადრიდელები ასევე დაინტერესებულნი არიან ბუნდესლიგის ვარსკვლავებით: რობერტ ლევანდოვსკით, პიერ-ემერიკ ობამეიანგით, რიკარდო როდრიგესით, ლეროი სანეთი და დავიდ ალბათი. “რეალს” უკავშირებენ მარკინიოსსა და ლაპორტესაც.

პერესს არც მისი საოცნებო სამიზნე – ნეიმარი არ გამორჩენია, რომელიც “ბარსას” კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ვერ უთანხმდება და აქვე “იუვეს” ნახევარმცველი, პოლ პოგბაც.

ჰიდინკი: ” პარიზელებთან მატჩში აზარმა უნდა გვაჩვენოს, თუ რა შეუძლია”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, გუს ჰიდინკი თვლის, რომ “პარის სენ-ჟერმენთან” გასამართი მატჩი საუკეთესო საშუალებაა ედენ აზარისთვის, რათა საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინოს.

“პარიზში თამაშის დროს მას გარკვეული პრობლემები ჰქონდა, ის ლაზარეთიდან ახალი დაბრუნებული იყო, ამიტომაც თავის წარმოჩენა ბოლომდე ვერ მოახერხა. მაშინ ჩვენ მას მატჩის ბედის გადაწყვეტას ვერ მოვთხოვდით.

თუმცა იმ მატჩშიც, მან 3-4 ძველი აზარის მოძრაობა გააკეთა. დღეს კი მას საუკეთესო შესაძლებლობა ეძლევა გვაჩვენოს, თუ რისი ძალა შესწევს.” – განაცხადა ჰიდინკმა, რომელიც სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ საუბარი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩს ეხება. პირველი მატჩი პარიზში “პსჟ-ს” გმარჯვებით, 2-1 დასრულდა.

აზარი: ” თუნდაც ცუდად ვთამაშობდე, აქ მაინც ბედნიერი ვარ”

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელმა შემტევმა, ედენ აზარმა ყველა “არისტოკრატი” დაამშვიდა და ამავდროულად ცივი წყალი გადაასხა იმ ჟურნალისტებს, რომლებიც იწერებოდნენ, რომ აზარი მადრიდის “რეალში” აპირებდა გადასვლას, როცა განაცხადა, რომ ის ლონდონში ყოფნით ბედნიერია.

“ჩვენი მიზანი ყოველთვის ერთნაირია და ასეც იქნება – ტიტულების მოგება. თუმცა ტიტულის მოსაგებად, ჯერ მატჩი უნდა მოიგო, რისთვისაც მზად უნდა იყო, რამეთუ ყველას უნდა “ჩელსის” დამარცხება. ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს და ვიმედოვნებ, რომ ტიტულებს მოვიგებთ.

აქ ყოფნით ყოველთვის ბედნიერი ვარ. თუნდაც ცუდად ვთამაშობდე, მაინც ბედნიერი ვარ. ვიცი, რომ ფეხბურთი ასეთია, ამიტომაც ყოველთვის ვცდილობ, რომ სახეზე ღიმილი შევინარჩუნო.”

მიუხედავად იმისა, რომ გუს ჰიდინკის ხელში “ჩელსიმ” მოუმატა და უკვე 11 მატჩია არ წაუგია, აზარი მაინც ვერ ახერხებს პრემიერ ლიგაში გოლის გატანას.

აზარი: “პარიზში შეიძლება გავნადგურდეთ”

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელმა ნახევარმცველმა, ედენ აზარმა აღიარა, რომ მისი გუნდის ფეხბურთელებს “პარის სენ-ჟერმენის” ეშინიათ.

” კენჭისყრის შემდეგ “ჩელსიში” ყველას ასეთი რეაქცია ჰქონდა: ‘არა, ოღონდ კვლავ “პსჟ” არა’.

გასული წლის შეხვედრა კვლავ გვახსოვს. “სტემფორდ ბრიჯზე” ვთამაშობდით, ყველაფერი ჩვენს ხელში იყო, “პსჟ” კი 10 კაცით იყო დარჩენილი. თუმცა კუთხურიდან გაშვებულმა გოლებმა გაგვტეხეს.

უნდა გავაანალიზოთ, რომ მიმდინარე სეზონში “პსჟ” ძალიან საშიში გუნდია. მათ ყველა მატჩი მოიგეს და საკუთარი პოზიციები გაამაგრეს. ისინი “ბარსასა” და “რეალის” დონეზე დგანან.

“პარკ დე პრინსზე” მიმავალმა გუნდებმა იციან, რომ იქ შესაძლოა განადგურდნენ. მოხდება თუ არა მსგავსი რამ ჩვენ შემთხვევაში? ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა ჩვენი ჩამოწერა ჯერ მაინც არ ღირს.”

ჰიდინკი: „აზარის დედა არ ვარ“

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა თავისი გუნდის ნახევარმცველის ედენ აზარის პრობლემებზე ისაუბრა.

„მე დედამისი არ ვარ, ფეხბურთელებს ისედაც სათანადო ყურადღება ექცევათ. ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. მას ძველ დონეზე დასაბრუნებლად დროს მივცემთ.

ვფიქრობ, საქმე ეფექტურობაშია. დააკვირდით „ოქროს ბურთის“ მფლობელებს – ისინი აპტარა ბიჭებივით დარბიან. აზარისგან ამას ვითხოვთ. მან თამაშისგან სიამოვნების მიღება უნდა დაიწყოს, ოპტიმალურ ფორმას იგი სწორედ მაშინ აღიდგენს“, – ციტირებს ჰოლანდიელს Goal.com-ი.

აზარი: „ჩელსის“ ამ სეზონში ორი ტიტულის მოგება შეუძლია“

„ჩელსის“ ნახევარმცველის ედენ აზარის აზრით, მიმდინარე სეზონში მის გუნდს ორი ტიტულის მოგება შეუძლია. ცნობისთვის, „ლურჯები“ ამჟამად პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის მე-14 საფეხურზე იმყოფებიან.

„თუ სეზონის მეორე ნახევარში საქმეები უკეთესად იქნება, „ჩელსი“ ორი ტიტულის მოგებას შეძლებს. ახლა მოგება უნდა დავიწყოთ, რათა თავდაჯერებულობა აღვიდგინოთ. რაც შეიძლება ხშირად მოგება გვჭირდება“, – ციტირებს ბელგიელს „არისტოკრატთა“ ოფიციალური ვებგვერდი.

ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები

უეფა-ს ოფიციალურ საიტზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი („ბარსელონა“)
მცველები: ლორენ კოშელნი („არსენალი“), ნალდო („ვოლფსბურგი“), ჯეფრი ბრუმა (პსვ), ფილიპ მლადენოვიჩი (ბატე)
ნახევარმცველები: დანიელ მილიჩევიჩი („გენტი“), სელჩუკ ინანი („გალათასარაი“), ედენ აზარი („ჩელსი“)
თავდამსხმელები: რაჰიმ სტერლინგი („მანჩესტერ სიტი“), ოლივერ ჟირუ („არსენალი“), კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“)

Vx6ovHL