ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელმა ედენ აზარმა სპეციალურად უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდისათვის ხუთი ფეხბურთელისაგან შემდგარი გუნდი დაასახელა.
აზარმა ხუთეულში რობინიო, ზინედინ ზიდანი, ხუან რომან რიკელმე, ტიერი ანრი და რონალდინიო შეიყვანა.
ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მას და კლუბის ერთ-ერთ ლიდერ ედენ აზარს ფლეიმეიქერის როლის შესახებ განსხვავებული წარმოდგენები აქვთ.
“საუკეთესო “ათიანები”, ვისთან ერთადაც ოდესმე მიმუშავია, დეკუ და უესლი სნეიდერი იყვნენ. ჩემი აზრით, მე-10 ნომერი დიდ სამუშაოს უნდა ასრულებდეს როგორც ბურთით, ასევე უბურთოდ. ჩემს გუნდში “ათიანი” ყოველთვის ასრულებდა განსაკუთრებულ როლს. შესაძლებელია თუ არა, რომ “ჩელსისთვის” ასეთ მოთამაშედ აზარი იქცეს? მეეჭვება. ჩემსა და აზარს შორის “ათიანის” ფუნქციების შესახებ განსახვებული მოსაზრებებია”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს “ტელეგრაფი”.
„ჩელსის“ ნახევარმცველმა ედენ აზარმა გუნდის მთავარ მწვრთნელთან ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტი უარყო.
„მოურინიოსთან პრობლემა არ მაქვს. ის საუკეთესო მწვრთნელია. იმედია, მასთან კიდევ ბევრი ტიტულის მოგებას შევძლებთ. შესაძლოა, ამ სეზონში ბევრი ვერაფერი გამოგვივიდეს, რადგან ეს რთულია“, – ციტირებს აზარს ლონდონური კლუბის ოფიციალური საიტი.
მიმდინარე სეზონში 24 წლის ბელგიელი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ჯერჯერობით ყოველთვის ვერ ხვდება. 13 ტურის შემდეგ „ჩელსი“ პრემიერლიგის მე-15 ადგილზე იმყოფება.
ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ედენ აზარი შესაძლოა, მადრიდის “რეალში” გადავიდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელ ფეხბურთელს ლონდონურ კლუბში მისი ამჟამინდელი მდგომარეობა არ მოსწონს და ნავთსაყუდელის შეცლა სურს. აზარი პრიორიტეტულ ვარიანტად “რეალს” თვლის, რომელმაც უკვე გამოხატა მის მიმართ ინტერესი.
ცნობისთვის, ედენ აზარს “ჩელსისთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის ივნისში ეწურება.
მიუხედავად იმისა, რომ საკლუბო დონეზე ედენ აზარისთვის მიმდინარე სეზონი არც ისე კარგად მიმდინარეობს, ნაკრების ვარჯიშზე მან თავის გამოჩენა მაინც მოახერხა და ჩინებული გოლიც გაიტანა, რითიც თანაგუნდელების აპლოდისმენტები დაიმსახურა.
ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა ინგლისის პრემიერ ლიგის ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი დაასახელა.
როგორც ირკვევა, კვირაში, ხელფასის სახით, ყველაზე მეტს “მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი უეინ რუნი იღებს, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ინგლისის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ათეული კი ასე გამოიყურება:
1. უეინ რუნი – 260 000 ფუნტ სტერლინგი კვირაში
2. სერხიო აგუერო – 240 000 ფუნტ სტერლინგი კვირაში
3. იაია ტურე – 240 000 ფუნტ სტერლინგი კვირაში
4. ედენ აზარი – 220 000 ფუნტ სტერლინგი კვირაში
5. დავიდ სილვა – 200 000 ფუნტ სტერლინგი კვირაში
6. მესუთ იოზილი – 190 000 ფუნტ სტერლინგი კვირაში
7. რაჰიმ სტერლინგი – 180 000 ფუნტ სტერლინგი კვირაში
8. სესკ ფაბრეგასი – 170 000 ფუნტ სტერლინგი კვირაში
9. კევინ დე ბრუინი – 170 000 ფუნტ სტერლინგი კვირაში
10. ჯონ ტერი – 160 000 ფუნტ სტერლინგი კვირაში
„ჩელსის“ ნახევარმცველმა ვილიანმა ერთმანეთს პლანეტის ორი უძლიერესი ფეხბურთელი ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ შეადარა. გარდა ამისა, ბრაზილიელმა ნეიმარისა და აზარის შესახებაც ისაუბრა.
„მესი თუ რონალდუ? თუ ერთ-ერთის არჩევა მომიწევს, მაშინ გადაწყვეტილებას ლიონელის სასარგებლოდ მივიღებ.
ნეიმარი თუ აზარი? ორივე ტოპ კლასის მოთამაშეა, თუმცა, ჩემი აზრით, მათი სათამაშო სტილი განსხვავდება. რა თქმა უდნა, ვისურვებდი, ჩემს გუნდში ორივეს ეთამაშა. ვფიქრობ, როგორც ნეიმარს, ისე აზარს, „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია. ბევრი რამ თავად მათგანაა დამოკიდებული, მაგრამ პოტენციალის დახმარებით, ამ ფეხბურთელებს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლის ამბიცია უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა „ჩელსის“ ნახევარმცველმა.
ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველმა ედენ აზარმა თავისი სათამაშო სტილის შესახებ ისაუბრა.
„საკუთარ თავს ხშირად ვეკითხები, რა უნდა გავაკეთო, რათა მესისა და რონალდუს მსგავსად, სეზონში 50-60 გოლი გავიტანო. რა თქმა უნდა, ყველაფრის გაკეთებას ვცდილობ, მაგრამ დაბადებიდან თავდამსხმელი არ ვარ. „მკვლელის ინსტიქტით“ ვერ გამოვირჩევი. გოლის გატანის შემდეგ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ანგარიში კომფორტულია, მგონია, რომ ეს საკმარისია“, – განაცხადა ბელგიელმა.
ცნობისთვის, გასულ სეზონში ბელგიელმა ყველა ტურნრიზე, ჯამში, 19 გოლი გაიტანა.
29 ივლისს, ლონდონის “ჩელსისა” და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩში (2:2), ედენ აზარმა კატალონიელთა კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა.
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა სახალისო ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რა გაუკეთეს დიეგო კოშტამ და სეზარ ასპილიკუეტამ ედენ აზარის ავტომობილს.
7 ივნისს, საფრანგეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ბელგიის ნაკრები მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 3:4 დამარცხდა.
მატჩის მეორე ტაიმის დაწყების წინ, კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს.
giroud gueule et quand il part ca se moque pic.twitter.com/fatatcXcgU
— philippe (@philousports) June 7, 2015
7 ივნისს, საფრანგეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ბელგიის ნაკრები მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 3:4 დამარცხდა.
მატჩის მიმდინარეობისას, ბელგიელთა შემტევმა ედენ აზარმა საკმაოდ ეფექტური პასი გააკეთა.