ედენ აზარი: “მინდა, “ჩელსიმ” ეს ფეხბურთელი შეიძინოს…”

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელი ედენ აზარი აცხადებს, რომ მას თავის კლუბში თანამემამულის, კრისტიან ბენტეკეს ხილვა სურს, რომელიც ამჟამად “ასტონ ვილას” ღირსებას იცავს.

“თუ კრისტიანი “ჩელსიში” გადმოვა, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ბენტეკე ჯერ მხოლოდ 25 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს”, – უთხრა აზარმა Daily Star-ს.

აზარი: “ტრანსფერი? ამის საჭიროებას ვერ ვხედავ”

“ჩელსის” საუკეთესო ფეხბურთელი გუნდის დატოვებას არ აპირებს.

ბელგიელი ნახევარმცველი პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, გრანდები კი მის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ედენის თქმით, “არისტოკრატებთან” 2020 წლამდე გაახანგრძლივებს.

“ტრანსფერი? რატომ უნდა მქონდეს გუნდის შეცვლის სურვილი? თუ კლუბს ჩემი გაშვება არ სურს, არც მე მსურს წასვლა. “სტემფორდ ბრიჯზე” თამაშით სიამოვნებას ვიღებ და შესანიშნავი შესაძებლობა მაქვს ტიტულების მოგების,”-განაცხადა აზარმა.

აზარი ჟურნალისტების აზრით საუკეთესოა

“ჩელსის” ნახევარმცველი, ედენ აზარი ინგლისელი ჟურნალისტების მიერ პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშედ იქნა აღიარებული.

ედენმა ეს ჯილდო პირველად მიიღო. უკანასკნელ სამ სეზონში ეს ჯილდო მიიღეს: ლუის სუარესი(“ლივერპული”, 13/14); გარეთ ბეილი(“ტოტენჰემი”, 12/13) და რობინ ვან პერსი(“არსენალი”, 11/12).

მანამდე, ბელგიის ეროვნული ნაკრების მოთამაშე ინგლისის წლის ფეხბურთელად დაასახელეს.

მიმდინარე სეზონში, ედენ აზარმა პრემიერ ლიგაში 35 მატჩი ჩაატარა. გაიტანა 14 გოლი და გააკეთა რვა საგოლე გადაცემა.

ჟურნალისტებმა პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ედენ აზარი ინგლისის ფეხბურთის ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით, მიმდინარე სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ბელგიელმა ხმათა 53% დააგროვა, რითაც „ტოტენჰემის“ თავდამსხმელ ჰარი კეინს აჯობა. მესამე ადგილზე კი აზარის თანაგუნდელი, გუნდის კაპიტანი ჯონ ტერი გავიდა.

აქამდე აზარმა წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტული ინგლისის პროფესიონალი ფეხბურთელების ვერსიითაც მიიღო.

პოგბა და კიდევ 4 ფეხბურთელი, რომლებშიც ძალიან დიდ თანხას ითხოვენ

Fanebi.com იმ ფეხბურთელების შესახებ მოგითხრობთ, რომელთა სატრანსფერო ღირებულება მათ რეალურ ფასს აღემატება.

პოლ პოგბა, “იუვენტუსი”

ნათელია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” პოლის სახით შესანიშნავი მოთამაშე გაუშვა ხელიდან. თუმცა, “იუვენტუსში” პოგბა ნამდვილად მონსტრად და მსოფლიო დონის მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

პოგბა თანამედროვა საყრდენის იდეალს წარმოადგენს, რომელსაც ყველაფერი შეუძლია როგორც დაცვითი ფუნქციების შესრულებისას, ასევე შეტევაშიც. ამიტომ, სავსებით ლოგიკურია, რომ მისი გადაბირება ფაქტობრივად ყველა ტოპ კლუბს სურს. მაგრამ, პოგბას სანაცვლოდ მოთხოვილი თანხა ყოველგვარ საზღვრებს სცდილდება.

მისი აგენტი, მინო რაიოლა სრული სერიოზულობით აცხადებს, რომ პოლის სატრანსფერო ფასი 200 მილიონია. “იუვენტუსი” კი არ მალავს, რომ პოგბას სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონის მიღება სურს. ამ მომენტისთვის “ბარსელონა” 75 მილიონს იხდის. “მანჩესტერ სიტის”, “ჩელსის”, “რეალის”, პსჟ-ს და “ბაიერნის” ინტერესზე კი ლაპარაკიც ზედმეტია.

პაულო დიბალა, “პალერმო”

“პალერმოს” პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი სატრანსფერო მაქინაციებში საკმაოდ გამოცდილი კაცია. მაგალითად, პსჟ-ში ხავიერ პასტორეს 42 მილიონად გაყიდვა სწორედ მისი ერთ-ერთი წარმატებული ოპერაცია იყო.

ახლა კი ისტორია კვლავ მეორდება. “პალერმოს” მორიგი გამორჩეული არგენტინელი, ფორვარდი პაულო დიბალაა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 13 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი შეასრულა. მის სანაცვლოდ ძამპარინი 50 მილიონს ითხოვს.

მისი არგუმენტი საკმაოდ მარტივი და ცოტა უცნაურიცაა: “დიბალა – ახალი მესია. ეს უნიკალური ფეხბურთელია, რომლის მსგავსი მსოფლიოში უბრალოდ არ არის. მას ყველაფერი შეუძლია. დიბალას სანაცვლოდ 40 მილიონის მიღება მურს, მაგრამ პსჟ-ს პრეზიდენტს 50 ვთოხვე.”

რკინის ლოგიკაა, ვერაფერს იტყვი. მაგრამ არ უნდა გაგვკიკვირდეს თუ უახლოეს მომავალში დიბალა ფრანგული კლუბის მაისურს მოირგებს, ძამპარინი კი კვლავ მილიონებს ჩაიჯიბებს.

კევინ დე ბრეინე, “ვოლფსბურგი”

გერმანული კლუბის შეტევის მთავარი მოქმედი პირია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში შედეგიანობის შესანიშნავი, 10+20 მაჩვენებელი აქვს. მართალია, მოურინიომ კევინი “ჩელსიში” არ დაიტოვა, მაგრამ სხვა მწვრთნელებმა მისი გამოყენება სრულფასოვნად შეძლეს და გუნდში მთავარი როლის შემსრულებლად აქციეს. თმცა 60 მილიონი მის სანაცვლოდ ცოტა არ იყოს და გადამეტებულია.

ფეხბურთელის აგენტის თქმით, მისი კლიენტის რეალური პრეტენდენტები “ბარსელონას” და პსჟ-ს დონის გუნდები არიან, რომლებსაც 50-60 მილიონის გადახდა არ უნდა გაუჭირდეთ.

ედენ აზარი, “ჩელსი”

ბელგიელი პრემიერლიგის საუკეთესო და მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია  და მის სანაცვლოდ 60 მილიონი სავსებით ადეკვატური ფასია. მაგრამ “რეალისთვის”, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით მისი შეძენის მცდელობა ჰქონდა, სულ სხვა ფასი იქნა დასახელებული.

“თუ სამეფო კლუბს ედენი ყიდვა მოუნდება, მათ იციან ვის უნდა მიმართონ. მის სანაცვლოდ 200 მილიონ გირვანქასთან ერთად “რეალის” ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშესაც ვითხოვთ” – ხუმრობით განაცხადა მოურინიომ, მაგრამ ნათლად გამოჩნდა, რომ რეალური მცდელობის შემთხვევაში აზარს 60 მილიონად არ გაუშვებენ.

აქსელ ვიტსელი, “ზენიტი”

რუსულ ბაზარზე სატრანსფერო ფასები რომ გაბერილია ახალი არ არის, თუმცა ვიტსელის შემთხვევა ამის ფონზეც ცოტა არ იყოს უცნაურად ჩანს.

ბელგიელი ფეხბურთელის გადაბირება ტურინის “იუვენტუსს” სურდა და პეტერბურგელებს 18 მილიონი ევროც შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. საქმე იმაშია, რომ “ზენიტი” ვიტსელის სანაცვლოდ 100 მილიონს ითხოვს, რაც მოთამაშის კონტრაქტშიც არის ჩაწერილი.

ნათელია, რომ ასეთ თანხას ბელგიელში არავინ გადაიხდის, თუმცა არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ “ზენიტი” მას საკმაოდ სარფიანად გაასხვისებს.

10 საუკეთესო ათნომრიანი მაისურით მოთამაშე ფეხბურთელი

Fanebi.Com გთავაზობთ 10 საუკეთესო ფეხბურთელს, რომლებიც ათნომრიანი მაისურით თამაშობენ.

10. იულიან დრაქსლერი

9. არდა თურანი

8. ფრანჩესკო ტოტი

7. კარლოს ტევესი

6. ხამეს როდრიგესი

5. უეინ რუნი

4. ედენ აზარი

3. არიენ რობენი

2. ზლატან იბრაჰიმოვიჩი

1. ლიონელ მესი

მოურინიო: “აზარის ყოველი ფეხი 100 მილიონი ღირს”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯოზე მოურინიომ მისი გუნდის ბელგიელი ნახევარმცველი შეაქო.

ამ კვირაში ედენ აზარს ახალი ჭორები აუგორეს. პრესის თქმით, ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაბირებით მადრიდის “რეალია” დაინტერესებული.

“ის მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელში შედის. ედენის ყოველი ფეხი 100 მილიონად ფასობს”.

“არ მჯერა “რეალზე” დაკავშირებული ჭორების. აზარმა ამას ყურადღება არ უნდა მიაქციოს. კლუბთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მჯერა, თუ რამე მოხდება, პირველი მე შემატყობინებენ,”-განაცხადა მოურინიომ.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, ედენ აზარმა 31 მატჩში 13 გოლი გაიტანა.

მოურინიო: „ზიდანის სიტყვები არ მადარდებს“

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მადრიდის „რეალის“ მეორე გუნდის თავკაცის ზინედინ ზიდანის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ „ბლანკოსი“ ედენ აზარითაა დაინტერესებული.

„ედენმა „ჩელსისთან“ კონტრაქტი სულ ცოტა ხნის წინ თავისი სურვილით გაახანგრძლივა. მას ეს გუნდი და ეს ლიგა ძალიან მოსწონს. თავის მომავალს ის ჩვენთან აკავშირებს. არამგონია, მას წასვლა სურდეს. შესაბამისად, ზიდანის სიტყვები არ მაგარდებს.

რა ღირს აზარი? ეს კარგი კითხვაა. მისი პასუხის რამდენიმე ვერსია მაქვს“, – განაცხადა პორტუგალიელმა.

ოსკარმა ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა ოსკარმა ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. 23 წლის ბრაზილიელის აზრით, ამ მომენტისათვის ინგლისში საუკეთესო მისი თანაგუნდელი, ედენ აზარია.

“ჩემი აზრით, ამ მომენტისათვის, ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ედენ აზარია. აქ ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს, ამიტომ ვინმეს გამორჩევა საკმაოდ რთულია. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ აზარი ყველასგან განსხვავდება”, – უთხრა ოსკარმა Goal-ს.

აზარი:„ საფრანგეთში მხოლოდ „ლილის“ გამო დავბრუნდები“

„ჩელსის“ ნახევარმცველმა ედენ აზარმა თავისი ყოფილი კლუბის „ლილის“ პრესსამსახურთან საუბრისას აღნიშნა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის სხვა გუნდში არასდროს გადავა.

ცნობისთვის, აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელის შეძენა პსჟ-ს სურდა.

„ამ მომენტისთვის „ჩელსიში“ თავს კომფორტულად ვგრძნობ. ყოველთვის ვამბობდი, რომ აქ დარჩენა და ბევრი ტიტულის მოგება მსურს. ფეხბურთში წინასწარ რაიმის თქმა რთულია, თუმცა, საფრანგეთში დაბრუნების შემთხვევაში, მხოლოდ „ლილის“ მაისურს მოვირგებ“, – განაცხადა აზარმა.

აზარი: „ჩელსი“ თითქმის ჩემპიონია“

„ჩელსის“ ნახევარმცველმა ედენ აზარმა განაცხადა, რომ მისი კლუბი ინგლისის ჩემპიონატის მოგების აღსანიშნავად ემზადება.

„ჩემპიონობის აღსანიშნავად თითქმის მზად ვართ. თუმცა, საქმე ბოლომდე მიყვანილი ჯერ არაა.

„არსენალთან“ და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ორი მნიშვნელოვანი მატჩი გველის. თუ ერთ-ერთ ამ შეხვედრას მოვიგებთ, ყველაფერი რიგზე იქნება.

ტიტულის მოგებასთან ახლოს ვართ, მაგრამ წინ კიდევ უამრავი საქმე გველის“, – განაცხადა ბელგიელმა.

ჯონ ტერი: „რონალდუსთან და მესისთან აზარი ერთ დონეზეა“

ლონდონის „ჩელსის“ კაპიტანმა ჯონ ტერიმ „სტოკ სიტისთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ ნახევარმცველი ედენ აზარი შეაქო.

„აზარი ჩინებული იყო, წელს ის ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელია.

ასეთ მატჩებში, როდესაც გუნდს რაღაც განსაკუთრებული სჭირდება, საკუთარ თავზე თამაშს სწორედ აზარი იღებს.

მესისთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ედენი ერთ დონეზეა. მას შეუძლია, რომ კიდევ უფრო ძლიერი ფეხბურთელი გახდეს“, – განაცხადა „არისტოკრატების“ კაპიტანმა.