ღამე, რომლის დავიწყებაც პორტუგალიელს ძალიან სურს
პირველად რონალდუმ “ბარსელონას” წინააღმდეგ “რეალის” მაისურით 2009 წლის 29 ნოემბერს გაილაშქრა. 5 თვის შემდეგ, რაც “რეალმა” რეკორდული ტრანსფერი განახორციელა – გადაიბირა რა რონალდუ 94 მილიონ ევროდ, “მანჩესტერ იუნაიტედიდან”.
‘ელ კლასიკომდე’ რონალდუმ პრიმერადივიზიონის ეგიდით 5 მატჩის ჩატარება მოახერხა, რომელშიც ამავე ოდენობის გოლი გაიტანა. ასე რომ, “ბარსელონამ” კარგად იცოდა, თუ როგორი ტიპის მოთამაშესთან მოუწევდა დაპირისპირება.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, რომელიც იმ დროს 9-ნომრიან მაისურს ატარებდა, მატჩის უმეტესი ნაწილი მოედანზე მწოლიარემ გაატარა.
პორტუგალიელმა საჯარიმო დარტყმების შესრულება თავის თავზე აიღო.
მესიმ პირველ ‘კლასიკოში’ 69 წუთი ითამაშა, პორტუგალიელმა – 2 წუთით ნაკლები. რონალდუს ნაცვლად მოედანზე კარიმ ბენზემა შემოვიდა. რონალდუ კი თბილად შეხვდა ტიერი ანრის, რომელსაც ინგლისური პრემიერ ლიგიდან იცნობდა.