ნიკოლო ძანიოლო: “მინდა, რომ “რომას” ლეგენდად ვიქცე”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “რომასა” და “პორტუს” შორის გამართული პირველი შეხვედრა იტალიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მატჩის გმირი რომაელთა 19 წლის ნახევარმცველი ნიკოლო ძანიოლო გახდა, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

პრესაში სულ უფრო ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ ძანიოლოთი წამყვანი ევროპული კლუბები დაინტერესდნენ. ზოგიერთი მედიასაშუალება ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებად მინიმუმ 50 მილიონ ევროსაც ასახელებს.

თავად ნიკოლო ძანიოლო აცხადებს, რომ არსად წასვლას არ აპირებს და “რომას” ლეგენდად ქცევა სურს.

“მინდა, რომ “რომას” სიმბოლოდ ვიქცე. ჩემი მიზანი აქ სამუდამოდ დარჩენაა. არ ვფიქრობ, რომ რამით ფრანჩესკო ტოტის ვგავარ, თუმცა მის მსგავსად მეც მინდა, რომ მთელი კარიერა აქ გვატარო”. თქვა ძანიოლომ ტელეშოუში Le Iene.

ძანიოლომ ისიც აღნიშნა, რომ მართვის მოწმობას არ ფლობს და ვარჯიშებზე დედას დაჰყავს. ცოტა ხნის წინ ფეხბურთელმა დედამისს სოციალურ ქსელში გამომწვევი ფოტოების გამოქვეყნებისგან თავის შეკავებაც სთხოვა.

“ინტერი” ივან რაკიტიჩის დამატებას შეეცდება

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა, შესაძლოა, კლუბი გამოიცვალოს. El Chiringuito-ს ცნობით, ხორვატი ფეხბურთელით მილანის “ინტერი” გახლავთ დაინტერესებული.

“ნერაძური” 30 წლის მოთამაშის დამატებას ზაფხულში შეეცდება. მილანელები გათვლას იმაზე აკეთებენ, რომ რაკიტიჩს კონკურენციის გაწევა ფრენკი დე იონგთან მოუწევს, რომელიც “ბარსელონაში” ივლისში გადავა.

ივან რაკიტიჩსა და “ბარსელონას” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისამდე აქვს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ი მის სატრანსფერო ღირებულებას 65 მილიონ ევროდ აფასებს.

ივან რაკიტიჩმა მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” ფორმით 32 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.

სპალეტი შესაძლოა “პარმასთან” მატჩის შემდეგ გაათავისუფლონ

მილანის “ინტერის” მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის გუნდში მუშაობა, შესაძლოა, სეზონის ბოლომდე არც კი ჩაამთავრებინონ. იტალიელმა სპეციალისტმა შექმნილი მდგომარეობა “ნერაძურის” გენერალურ დირექტორ ჯუზეპე მაროტასთან ერთად “ბოლონიასთან” განცდილი საშინაო მარცხის (0:1) შემდეგ განიხილა.

ANSA-ს ცნობით, ლუჩანო სპალეტის ბედი იტალიის სერია А-ს 23-ე ტურში “პარმას” წინააღმდეგ გასამართ მატჩზეა დამოკიდებული, რომელიც 9 თებერვალს ჩატარდება. იტალიელი სპეციალისტის გათავისუფლების შემთხვევაში, მის ყველაზე რეალურ შესაძლო შემცვლელად ანტონიო კონტე სახელდება, რომელიც მაროტასთან ერთად ტურინის “იუვენტუსში” მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი მილანის “ინტერში” 2017 წლის ზაფხულიდან მუშაობს. მისი დანიშვნიდან ერთ თვეში გუნდმა საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი – ჩემპიონთა საერთაშორისო თასი მოიგო. “ნერაძურიმ” სერია A-ს გასული გათამაშება მეოთხე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, თუმცა გუნდი ტურნირს ჯგუფურ ეტაპზე გამოეთიშა და ევროპის ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც მისი მეტოქე ვენის “რაპიდი” იქნება.

დევიდ ბექჰემი ინგლისური კლუბის დირექტორი გახდა

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ “სტელფორდ სიტის” დირექტორად ლეგენდარული ბრიტანელი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის დანიშვნა დაამტკიცა. აღნიშნული კლუბი ინგლისის რანგით მეხუთე დივიზიონში ასპარეზობს.

43 წლის ბექჰემი “სტელფორდის” აქციათა ათი პროცენტის მფლობელი გახდა. ის ძმებ ნევილებთან, რაიან გიგზთან, პოლ სქოულზთან და ნიკი ბატთან ერთად კლუბის თანამფლობელი გახდა. მათ საერთო ჯამში “სტელფორდის” აქციათა 60 პროცენტი ეკუთვნით. დანარჩენი 40 პროცენტის მფლობელი სინგაპურელი ბიზნესმენი პიტერ ლიმა გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ დევიდ ბექჰემი ამერიკული “ინტერ მაიამის” მფლობელიც გახლავთ, რომელიც MLS-ში ასპარეზობას 2020 წლიდან დაიწყებს.

ჩემპიონშიფის გვერდმა “არსენალთან” განადგურების შემდეგ “ვესტ ჰემი” “დატროლა”

ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურში “ვესტ ჰემ იუნაიტედსა” და ლონდონის “არსენალს” შორის გამართული მატჩის (1:5) შემდეგ საინტერესო რამ მოხდა.

ჩემპიონშიფის ოფიციალურ გვერდზე შემდეგი შეტყობინება გამოქვეყნდა:

“ჩვენც მოგვენატრეთ, “ვესტ ჰემის” ფანებო”.

აღსანიშნავია, რომ “ვესტ ჰემს” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილი უკავია და გასავარდ ზონას მხოლოდ ერთი ქულა აშორებს.

Umbro: “ინგლისის ნაკრები უკეთესი იყო მაშინ, როდესაც ფორმებს ჩვენ ვუმზადებდით”

სპორტული ეკიპირების მწარმოებელი კომპანია Umbro 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ინგლისისა და ისლანდიის ნაკრებთა შორის გამართულ მატჩს (1:2) გამოეხმაურა.

“ინგლისის ნაკრები უკეთესი იყო მაშინ, როდესაც ფორმებს ჩვენ ვუმზადებდით”, – ასეთი კომენტარი გამოქვეყნდა Umbro-ს ოფიციალურ მიკრობლოგზე.

შეგახსენებთ, რომ Umbro ინგლისის ნაკრებს 60 წლის განმავლობაში, 2012 წლამდე მოსავდა.

ევრო-2016: ინგლისელთა განაცხადი

ინგლისის ნაკრებმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე წასაყვან ფეხბურთელთა განაცხადი გამოაქვეყნა.

მეკარეები: ჯო ჰარტი (“მანჩესტერ სიტი”), ტომას ჰიტონი (“ბარნლი”), ფრეიზერ ფორსტერი (“საუთჰემპტონი”);

მცველები: რაიან ბერტრანი (“საუთჰემპტონი”), გარი კეჰილი (“ჩელსი”), ნათანიელ კლაინი (“ლივერპული”), ჯონ სტოუნზი (“ევერტონი”), კრის სმოლინგი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), დენი როუზი, კაილ უოკერი (ორივე – “ტოტენჰემი”);

ნახევარმცველები: დელე ალი, ერიკ დაიერი (ორივე – “ტოტენჰემი”), როს ბარკლი (“ევერტონი”), ჯორდან ჰენდერსონი, ადამ ლალანა, ჯეიმს მილნერი (ყველა – “ლივერპული”), რაჰიმ სტერლინგი (“მანჩესტერ სიტი”), ჯეკ უილშირი (“არსენალი”);

თავდამსხმელები: ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”), უეინ რუნი, მარკუს რაშფორდი (ორივე- “მანჩესტერ იუნაიტედი”), დანიელ სტარიჯი (“ლივერპული”), ჯეიმი ვარდი (“ლესტერი”).

შეგახსენებთ, რომ ინგლისელები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე რუსების, უელსელებისა და სლოვაკების წინააღმდეგ ითამაშებენ.

როგორი იქნება ევრო-2016-ზე ინგლისის ნაკრების ფორმა (ფოტო)

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების საშინაო და საგარეო ფორმის ფოტოები. შეგახსენებთ, რომ ინგლისელები ევრო-2016-ის ჯგუფში რუსებთან, უელსელებთან და სლოვაკებთან ითამაშებენ.

ENGLAND KIT

საშინაო ფორმა:

England-Home-EURO-2016

საგარეო ფორმა:

England-Away-EURO-2016

ბეილს ევროპის ჩემპიონატზე მეტოქედ ინგლისის ნაკრების სურს

უელსის ნაკრების ლიდერ გარეტ ბეილს ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში ინგლისის ეროვნულ გუნდთან ერთად მოხვედრა სურს. მისი თქმით, უელსელს ინგლისელების დამარცხება შეუძლიათ.

“მოხარულები ვიქნებით, თუ წილისყრა მეტოქედ ინგლისის ნაკრებს გვარგუნებს. რატომაც არა? ვფიქრობ, რომ ინგლისის ნაკრების დამარცხება შეგვიძლია. მთელი წნეხი მეტოქეზე იქნება. ვინც არ უნდა შეგვხვდეს, ჩვენ მოედანზე მაქსიმუმს გავაკეთებთ. ჩვენზე არანაირი წნეხი არ იქნება. ტურნირზე სიამოვნების მისაღებად და კიდევ იმისთვის ვითამაშებეთ, რომ ქვეყანამ ჩვენით იამაყოს. ეს არის ყველაფერი, რის გაკეთებასაც ვეცდებით და რისი თხოვნაც შეუძლიათ ჩვენს ფანებს”, – ბეილის კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებეთ, რომ ევროპის ჩემპიონატის წილისყრა პარიზში, 12 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

პრემიერლიგის ორი ფეხბურთელი არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას აღიარებს

ინგლისის პრემიერლიგის ორი ფეხბურთელი მზად არის, თავიანთი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ საჯაროდ განაცხადონ. აქედან ერთ-ერთი მოთამაშე ინგლისის ნაკრების წევრი გახლავთ.

ამის შესახებ “დეილი მირორის” შაბათის ნომრის თავფურცელზე ვკითხულობთ.

მანამდე თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ გერმანელმა ტომას ჰიტცლშპერგერმა განაცხადა, თუმცა ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც მოთამაშის კარიერა დაასრულა.

ცნობისთვის, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ჰომოფობიის წინააღმდეგ კამპანიას ყოველწლიურად ატარებს.

newspaper

 

ლინეკერი: “ინგლისის ნაკრების რეგულარული გამარჯვებები მოსაბეზრებელი ხდება”

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ინგლისის ნაკრებმა ათი მატჩიდან ათივე გამარჯვებით დაასრულა და გახდა ერთადერთი გუნდი, რომელმაც ამ ევროკვალიფიკაციაზე 30 ქულა მოაგროვა.

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა გარი ლინეკერმა “სამი ლომის” წარმატებულ ასპარეზობაზე სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა.

“ინგლისის ნაკრების რეგულარული გამარჯვებები მოსაბეზრებელი ხდება. ჩვენ ვართ ახალი გერმანია”, – დაწერა ლინეკერმა.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ლინეკერს ეკუთვნის ცნობილი ფრაზა: “ფეხბურთი მარტივი თამაშია, რომელსაც 22 კაცი თამაშობს და ბოლოს იგებს გერმანია”.

 

ინგლისის ნაკრებმა ევრო-2016-ზე თამაშის უფლება მოიპოვა (ვიდეო)

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ინგლისის ეროვნულმა გუნდმა გასვლაზე სან მარინოს ნაკრები ანგარიშით 6:0 გაანადგურა და ევრო-2016-ზე თამაშის საგზური უკვე მოიპოვა.

ბრიტანელებმა 7-დან 7-ივე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს და 21 ქულით Е ქვეჯგუფს ლიდერობენ. ინგლისის ნაკრები პირველი გუნდია, რომელმაც ევრო-2016-ზე თამაში გაინაღდა.

დღევანდელ შეხვედრაში დუბლი შეასრულა თეო უოლკოტმა, პენალტი გამოიყენა უეინ რუნიმ, თითო-თითო გოლი როს ბარკლიმ და ჰარი კეინმა მიითვალეს, კრისტიან ბროლიმ კი ავტოგოლი გაიტანა.

სან მარინო — ინგლისი 0:6

გოლები: რუნი 13′ (პენ), ბროლი 30′ (ა.გ.), ბარკლი 46′, უოლკოტი 68′, 78′, კეინი 77′.
გაფრთხილება: ბერარდი 12′.