როგორც იცით, ნეიმარ ჟუნიორი 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს პარიზში გადაბარგდა. სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა საფრანგეთისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა ერიკ კანტონა Yahoo Sports-თან.
“როდსაც შენ 25 წლის ხარ და ბრაზილიის ნაკრებსა და “ბარსელონაში” სტაბილურად თამაშობ, არ მესმის, რატომ უნდა გადახვიდე ლიგა 1-ში, რათა “ამიენსა” და “გუინგამპს” დაუპირისპირდე? ჩემპიონთა ლიგა? ეს ხომ მაქსიმუმ 10 შეხვედრაა. მე უბრალოდ არ მესმის ნეიმარის ლიგა 1-ში გადმოსვლის მიზეზი”, – აცხადებს ერიკ კანტონა.
როგორც აღვნიშნეთ, ნეიმარი “პარი სენ-ჟერმენში” 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადმობარგდა, ამ მოკლე პერიოდში მან უკვე დაიმკვიდრა თავი დედაქალაქელთა რიგებში და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.